4 მაისი, შაბათი, 2024

ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის №6 საჯარო სკოლა საგანმანათლებლო ბლოგების კონკურსის გამარჯვებულია

spot_img

ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების განყოფილებამ, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში,  საგანმანათლებლო ბლოგების კონკურსის შემაჯამებელი ღონისძიება ჩაატარა. კონკურსი 2014 წლიდან ტარდება და მასში საჯარო  და კერძო სკოლების VII-XI კლასების მოსწავლეები მონაწილეობენ.

კონკურსის მიზანია მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლება, ლიდერების აღმოჩენა და ისეთი უნარების განვითარება, რაც ახალგაზრდებს შემდგომში წარმატების მიღწევას გაუადვილებს.

წლევანდელი კონკურსის მონაწილე მოსწავლეებმა, საკვლევად, მათთვის საინტერესო და აქტუალური თემატიკა შეარჩიეს, ჩამოაყალიბეს საკუთარი ხედვა და მოძიებული ინფორმაცია ბლოგის სახით წარადგინეს. მონაწილეებს, ბლოგების მოსამზადებლად, დრო 2024 წლის 1 თებერვლიდან 20 მარტამდე ჰქონდათ მიცემული. თითოეულმა სკოლამ თითო ნამუშევარი წარადგინა და ბლოგების ავტორებმა თავადვე გააკეთეს საკუთარი ნამუშვრების პრეზენტაცია.

სწორედ ამ პრეზენტაციების საფუძველზე გამოავლინა ჟიურიმ კონკურსის გამარჯვებული სკოლები.

I ადგილი ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის N6 საჯარო სკოლამ დაიკავა.

I-II-III ადგილებზე გასული სკოლები, ჟიურის რჩეული და საუკეთესო ბლოგების ავტორები ფასიანი საჩუქრებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

კონკურსი ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების განათლების განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები