2 მაისი, ხუთშაბათი, 2024

პროექტი „ევროპული არდადეგები” დაიწყო!

spot_img

22-26 ივლისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ახალგაზრდობის სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით, რაჭაში, პროექტი „ევროპული არდადეგები“ მიმდინარეობს.

„ევროპული არდადეგები“ საზეიმოდ გაიხსნა. ახალგაზრდებს ბანაკის ხელმძღვანელებმა მიმართეს და ბანაკის პროგრამა გააცნეს. აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლიკა კვარაცხალიამ, პროექტის „ევროპული არდადეგები” ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის გახსნილ შესაძლებლობებსა და დასავლური ინტეგრაციის თემებზე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ინფორმირების მნიშვნელობაზე ისაუბრა. გახსნის ცერემონია სახალისო აქტივობებითა და საცეკვაო ნომრებით დასრულდა.

პროექტში  აფხაზეთიდან დევნილი 100-მდე ახალგაზრდა მონაწილეობს.

„ევროპული არდადეგები“, უკვე მეოთხე წელია, ხორციელდება და მიზნად ისახავს: ახალგაზრდების ინფორმირებას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე და მათი ჩართულობის გაზრდას აღნიშნულ პროცესში; ანტიდასავლური პროპაგანდის, მითების და სტერეოტიპების დაძლევასა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობას, ასევე, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პოპულარიზაციას.

ზაფხულის პერიოდის საინტერესოდ გატარებასთან ერთად, ახალგაზრდები შეიძენენ ახალ უნარ-ჩვევებს, გაიღრმავებენ ცოდნას და მიიღებენ მონაწილეობას საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები