9 მაისი, პარასკევი, 2025

პირველი კლა­სის შე­მოქ­მე­დე­ბითი (კომ­პ­ლექ­სური) და­ვა­ლე­ბა

spot_imgspot_img

შე­მოქ­მე­დე­ბი­თი (კომ­პ­ლექ­სუ­რი) და­ვა­ლე­ბე­ბი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია, რად­გან კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი პრინ­ცი­პე­ბი პირ­და­პირ კავ­შირ­შია მას­თან. მი­სი მი­ზა­ნია ერ­თ­დ­რო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე უნა­რის გა­ვარ­ჯი­შე­ბა და, ამ პა­ტა­რა სა­ფე­ხუ­რე­ბის შე­ერ­თე­ბით, უფ­რო მას­შ­ტა­ბურ შე­დეგ­ზე გას­ვ­ლა.

სწო­რად მი­ცე­მუ­ლი და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და­ვა­ლე­ბა მოს­წავ­ლეს უზ­რ­დის თვით­შე­ფა­სე­ბას, აჩ­ვე­ნებს რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნოს პრაქ­ტი­კა­ში ნას­წავ­ლი, გარ­და ამი­სა, თა­მაშ-თა­მა­შით უვი­თა­რებს და­სა­ხუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი­სა და ამო­ცა­ნე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად და შე­მოქ­მე­დე­ბი­თად გა­და­ლახ­ვის უნა­რებს.

გი­ზი­ა­რებთ I კლა­სის შე­მოქ­მე­დე­ბით (კომ­პ­ლექ­სურ) და­ვა­ლე­ბას თა­ვი­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბით, რე­სურ­სე­ბი­თა და შე­ფა­სე­ბით.

შე­მოქ­მე­დე­ბი­თი (კომ­პ­ლექ­სუ­რი) და­ვა­ლე­ბა

სა­გა­ნი: ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა

კლა­სი: I

სკო­ლა: სსიპ ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დარ­ჩე­ლის №1 სა­ჯა­რო

პე­და­გო­გი: კე­სო ქო­ბა­ლია

რე­სურ­სე­ბი: წი­ნა­სა­ან­ბა­ნო ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი (სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ავ­ტო­რე­ბი: ლ. ვა­შა­კი­ძე, ვ. რო­დო­ნაია, მ. მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი, ნ. ხა­ჭა­პუ­რი­ძე; გა­მომ­ცემ­ლო­ბა „სა­ქარ­თ­ვე­ლოს მაც­ნე“)

სხვა რე­სურ­სე­ბი: მოს­წავ­ლის რვე­უ­ლი, სუ­რა­თე­ბი (ცხო­ვე­ლე­ბის/ფრინ­ვე­ლე­ბის)

თე­მა: ჩვე­ნი ოჯა­ხის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი წევ­რე­ბი

სა­მიზ­ნე ცნე­ბე­ბი: სიტყ­ვა, წი­ნა­და­დე­ბა, ტექ­ს­ტი (შე­დე­გე­ბი: (I).4,5,6)

სა­მიზ­ნე ცნე­ბის მკვიდ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი

მოს­წავ­ლე აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ:

  1. მიზ­ნობ­რი­ვი მთლი­ა­ნო­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად, სათ­ქ­მე­ლის უკეთ გა­მო­საკ­ვე­თად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია შე­სა­ბა­მი­სი სიტყ­ვე­ბი­სა და წი­ნა­და­დე­ბე­ბის შერ­ჩე­ვა;
  2. მსმე­ნელ­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის მო­სახ­დე­ნად, მე­ტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის­თ­ვის, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია დე­ტა­ლე­ბის წარ­მო­ჩე­ნა, ში­ნა­არ­სის გამ­დიდ­რე­ბა.

სა­კითხი: 

გა­მო­ცა­ნა მე­გო­ბარს (ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლის აღ­წე­რა/გა­მოც­ნო­ბა)

ქვე­სა­კითხი:  აღ­წე­რის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლე­ბი/ელე­მენ­ტე­ბი (ნი­შან-თვი­სე­ბე­ბის აღ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლი სიტყ­ვე­ბი)

ქვეც­ნე­ბა: აღ­წე­რა, აღ­წე­რის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი.

საკ­ვან­ძო შე­კითხ­ვა: რო­გორ აღ­ვ­წე­რო ესა თუ ის ცხო­ვე­ლი/ფრინ­ვე­ლი?

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა: სა­ხა­ლი­სო გა­მო­ცა­ნის შედ­გე­ნა (მეწყ­ვი­ლის­თ­ვის, მე­გობ­რის­თ­ვის…)

♦ ჩა­ი­ფიქ­რე ერთ-ერ­თი ში­ნა­უ­რი ან გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლი/ფრინ­ვე­ლი. ჯერ კარ­გად მო­ი­ფიქ­რე, რო­გორ აღ­წერ მას. შემ­დეგ შენს მეწყ­ვი­ლეს (მე­გო­ბარს…) ისე აღუ­წე­რე იგი, რომ გა­მო­იც­ნოს რო­მე­ლი ცხო­ვე­ლი გყავს ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი.

და­ვა­ლე­ბის შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი:

ნა­მუ­შევ­რის წარ­დ­გე­ნი­სას წარ­მო­ა­ჩი­ნე:

♦ რო­გო­რი გა­რეგ­ნო­ბა აქვს? (ბეწ­ვი, კუ­დი, ყუ­რე­ბი, თვა­ლე­ბი)

♦ რა უყ­ვარს? რას ჭამს? რო­გორ ხმას გა­მოს­ცემს და სხვ. (ს.1,3)

♦ ნი­შან-თვი­სე­ბე­ბის აღ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სიტყ­ვე­ბი (ს. 1,2)

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის ეტა­პე­ბი (აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რე­სურ­სე­ბი)

I ეტა­პი. მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის/პი­რო­ბის გაც­ნო­ბა

აქ­ტი­ვო­ბა №1. და­ვა­ლე­ბის მოთხოვ­ნის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა

♦ გიყ­ვართ გა­მო­ცა­ნე­ბი?

♦ ად­ვი­ლად შე­გიძ­ლი­ათ მა­თი გა­მოც­ნო­ბა?

♦   რო­გორ გა­მო­ი­ცა­ნით გა­მო­ცა­ნის პა­სუ­ხი? რა მი­ნიშ­ნე­ბე­ბი იყო გა­მო­ცა­ნა­ში ისე­თი, რაც და­გეხ­მა­რათ პა­სუ­ხის მი­ღე­ბა­ში.

♦ თქვენ ხომ არ გიც­დი­ათ გა­მო­ცა­ნის შედ­გე­ნა? რას ეხე­ბო­და?

♦ რას უნ­და მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რადღე­ბა გა­მო­ცა­ნის შედ­გე­ნის დროს?

♦ რი­სი შეს­წავ­ლა დაგ­ჭირ­დე­ბათ?

II ეტა­პი. კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა და წარ­დ­გე­ნა

რე­სურ­სე­ბი/აქ­ტი­ვო­ბე­ბი

აქ­ტი­ვო­ბა 1. ცხო­ვე­ლე­ბის ამოც­ნო­ბა და აღ­წე­რა

რე­სურ­სი 1. ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი/ვი­დე­ო­ე­ბი

gareuli cxovelebi da prinvelebi, sascavlo video patarebistvis, gavicnot cxovelebi da prinvelebi

♦ რას ხე­დავთ ილუს­ტ­რა­ცი­ებ­ზე?

♦ რო­მე­ლი ცხო­ვე­ლის/ფრინ­ვე­ლის და­სა­ხე­ლე­ბა შე­გიძ­ლი­ათ?

♦ სად ცხოვ­რობს ძაღ­ლი? კა­ტა?

♦ კი­დევ რო­მე­ლი ცხო­ვე­ლე­ბი/ფრინ­ვე­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ ადა­მი­ა­ნებ­თან?

♦ რო­მელი გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლის/ფრინ­ვე­ლის და­სა­ხე­ლე­ბა შე­გიძ­ლი­ათ?

აქ­ტი­ვო­ბა 2. გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლე­ბი

რე­სურ­სი 2. (მოს­წავ­ლის რვე­ულ­ში)

♦ რას ხე­დავთ სუ­რათ­ზე?

♦ სად ცხოვ­რობს დათ­ვი? მე­ლა? მგე­ლი? ლო­მი? (ტყე­ში)

♦ რა­ტომ ეძა­ხი­ან ზოგ ფრინ­ველს ში­ნა­ურს, ზოგს კი — გა­რე­ულს?

♦ რო­გო­რი ზო­მის ცხო­ვე­ლია ციყ­ვი? დათ­ვი?

♦ სად ცხოვ­რობს კურ­დღე­ლი? რო­გო­რი ყუ­რე­ბი და კუ­დი აქვს მას?

♦ რო­მე­ლი ცხო­ვე­ლი მოგ­წონთ გან­სა­კუთ­რე­ბით? რა­ტომ?

♦ რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ის?

♦ გინ­დათ, რომ გყავ­დეთ ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი? რა­ტომ?

აქ­ტი­ვო­ბა 3. მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის აღ­წე­რის მა­გა­ლი­თის ჩვე­ნე­ბა

რე­სურ­სი 3. მა­გა­ლი­თად: სპი­ლოს სუ­რა­თი

აქ­ტი­ვო­ბის აღ­წე­რა:

მას­წავ­ლე­ბე­ლი იწყებს ერთ-ერ­თი გა­რე­უ­ლი ან ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის/ფრინ­ვე­ლის და­ხა­სი­ა­თე­ბას ფე­რის, ზო­მის, გა­რეგ­ნო­ბი­სა და სხვა ნიშ­ნე­ბის (კუ­დის სიგ­რ­ძე, რქა, ბრჭყა­ლე­ბი, ხორ­თუ­მი) მი­ხედ­ვით, რაც მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის აღ­წე­რის მა­გა­ლი­თი უნ­და იყოს. და­ხა­სი­ა­თე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მოს­წავ­ლემ, რო­მელ­საც აქვს შე­სა­ბა­მი­სი ნა­ხა­ტი, იგი მთელ კლასს უნ­და აჩ­ვე­ნოს. სა­სურ­ვე­ლია, არ გა­მოვ­ტო­ვოთ მოს­წავ­ლის ბა­რათ­ზე ასა­ხუ­ლი არც ერ­თი ცხო­ვე­ლი. მაგ., „ის დი­დი ზო­მის ნაც­რის­ფე­რი ცხო­ვე­ლია. მას აქვს ვე­ე­ბერ­თე­ლა ყუ­რე­ბი, დი­დი თეთ­რი ეშ­ვე­ბი და პა­ტა­რა თვა­ლე­ბი. მი­სი კუ­დი არ არის დი­დი, არც ფუმ­ფუ­ლა, კუ­დის ბო­ლო ფუნ­ჯი­ვით აქვს და­ყო­ფი­ლი. ამ ცხო­ველს აქვს ღო­ნი­ე­რი და გრძე­ლი ხორ­თუ­მი“.

აქ­ტი­ვო­ბა 4. ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის აღ­წე­რა­ზე და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბა.

♦ სა­ბო­ლოო ვა­რი­ან­ტის მომ­ზა­დე­ბა

♦ გა­მო­ცა­ნა­ზე მუ­შა­ო­ბა.

რე­სურ­სე­ბი: animals clipart coloring – Google Search

domestic and wild birds clipart coloring – Google Search

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სა და პრე­ზენ­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში და­სას­მე­ლი შე­კითხ­ვე­ბის ბან­კი კონ­კ­რე­ტულ მოს­წავ­ლეს­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბის სა­წარ­მო­ებ­ლად, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის წინ­ს­ვ­ლი­სა და რეფ­ლექ­სი­ის უნა­რის ხელ­შე­საწყო­ბა­დაა გა­მიზ­ნუ­ლი.

♦ რა ცოდ­ნა შე­ი­ძი­ნე და წარ­მო­ა­ჩი­ნე კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით?

♦ და­გეხ­მა­რა თუ არა ცხო­ვე­ლის ან ფრინ­ვე­ლის აღ­წე­რა და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში?

♦ რა გა­ა­კე­თე, რა თან­მიმ­დევ­რო­ბით?

♦ რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თე შე­ნი შერ­ჩე­უ­ლი ცხო­ვე­ლი/ფრინ­ვე­ლი, რა მი­ნიშ­ნე­ბებს მი­აქ­ციე ყუ­რადღე­ბა?

♦ გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბა თუ არა შე­ნი აღ­წე­რა/გა­მო­ცა­ნა მეწყ­ვი­ლის­თ­ვის/მსმე­ნე­ლის­თ­ვის?

♦ რა დაბ­რ­კო­ლე­ბებს წა­აწყ­დი და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში, რა და­გეხ­მა­რა უკეთ გად­მო­ცე­მა­ში?

♦ რა გა­მო­გი­ვი­და კარ­გად და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში?

♦ რა გა­გიძ­ნელ­და, რა გა­გი­ად­ვილ­და? რა­ტომ?

♦ თა­ნაკ­ლა­სე­ლის რო­მელ­მა ნაშ­რომ­მა, გა­მო­ცა­ნამ მი­იპყ­რო ყვე­ლა­ზე მე­ტად შე­ნი ყუ­რადღე­ბა? რა­ტომ? რი­თი?

♦ რას გა­ა­კე­თებ­დი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად, ახ­ლა რომ იწყებ­დე და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბას?

და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბა

ვი­დე­ორ­გო­ლის შექ­მ­ნა

თე­მა:  გა­მო­ცა­ნე­ბი ში­ნა­ურ და გა­რე­ულ ცხო­ვე­ლებ­ზე/ფრინ­ვე­ლებ­ზე

აქ­ტი­ვო­ბის მი­ზა­ნი: მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ში­ნა­უ­რი და გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის, ფრინ­ვე­ლე­ბის შე­სა­ხებ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბა, ასე­ვე ზე­პირ­მეტყ­ვე­ლე­ბი­სა და და­მახ­სოვ­რე­ბის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მიდ­გო­მის წა­ხა­ლი­სე­ბა.

მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ეტა­პი: აქ­ტი­ვო­ბის­თ­ვის მო­ვი­ძიე სხვა­დას­ხ­ვა გა­მო­ცა­ნა ში­ნა­ურ და გა­რე­ულ ცხო­ვე­ლებ­ზე, ასე­ვე ფრინ­ვე­ლებ­ზე. შე­ვარ­ჩიე მარ­ტი­ვი და გა­სა­გე­ბი ტექ­ს­ტე­ბი, რომ მოს­წავ­ლე­ებს ად­ვი­ლად შეს­ძ­ლე­ბო­დათ მა­თი და­მახ­სოვ­რე­ბა. პირ­ველ ეტაპ­ზე გა­ვა­ცა­ნი გა­მო­ცა­ნე­ბი, გან­ვი­ხი­ლეთ ში­ნა­არ­სი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, ვი­სა­უბ­რეთ ცხო­ვე­ლე­ბი­სა და ფრინ­ვე­ლე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­ზე, ბო­ლო ეტაპ­ზე კი მოს­წავ­ლე­ებ­მა ზე­პი­რად ის­წავ­ლეს გა­მო­ცა­ნე­ბი.

აქ­ტი­ვო­ბის მსვლე­ლო­ბა: მოს­წავ­ლე­ებ­მა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად იმუ­შა­ვეს კონ­კ­რე­ტულ გა­მო­ცა­ნებ­ზე (იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ კლას­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა მცი­რეა). თი­თო­ე­უ­ლი ცდი­ლობ­და გა­მო­ცა­ნის სწო­რად წარ­მოთ­ქ­მას. აქ­ტი­ვო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ვი­ყე­ნე ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლა, რა­თა უფ­რო ნათ­ლად წარ­მო­ედ­გი­ნათ, რო­მელ ცხო­ველ­ზე ან ფრინ­ველ­ზე იყო სა­უ­ბა­რი.

ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბა: მოს­წავ­ლე­ებ­მა ზე­პი­რად შე­ის­წავ­ლეს გა­მო­ცა­ნე­ბი, შემ­დეგ კი ჩავ­წე­რე თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი. თუმ­ცა, რად­გან ეს პირ­ვე­ლი გა­და­ღე­ბა იყო, ზო­გი­ერ­თი კა­მე­რის წინ და­იბ­ნა, რა­მაც გა­და­ღე­ბის პრო­ცე­სის გა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბა გა­მო­იწ­ვია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბავ­შ­ვებ­მა სწრა­ფად დაძ­ლი­ეს მღელ­ვა­რე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ წარ­მა­ტე­ბით ჩავ­წე­რეთ ვი­დეო.

შე­დე­გე­ბი და რეფ­ლექ­სია: აქ­ტი­ვო­ბამ შე­სა­ნიშ­ნა­ვად ჩა­ი­ა­რა. მოს­წავ­ლე­ე­ბმა მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია შე­იტყ­ვეს ცხო­ვე­ლე­ბი­სა და ფრინ­ვე­ლე­ბის შე­სა­ხებ, გაძ­ლი­ერ­და მა­თი ზე­პირ­მეტყ­ვე­ლე­ბის უნა­რი, და რაც მთა­ვა­რია, მათ­თ­ვის ეს პრო­ცე­სი სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­ხა­ლი­სო აღ­მოჩ­ნ­და. ერ­თად გა­ვა­ა­ნა­ლი­ზეთ მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი და ბავ­შ­ვებ­მა თა­ვა­დაც გა­მოთ­ქ­ვეს სურ­ვი­ლი, რომ მსგავ­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბი კვლავ გან­მე­ორ­დეს.

სა­მო­მავ­ლო გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა: მომ­დევ­ნო აქ­ტი­ვო­ბის­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა უფ­რო მე­ტი ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა და და­მა­ტე­ბი­თი თა­მა­შე­ბის ჩარ­თ­ვა, რაც კი­დევ უფ­რო გაზ­რ­დის მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­ტე­რეს­სა და ჩარ­თუ­ლო­ბას. ასე­ვე, მო­მა­ვალ­ში, კა­მე­რის წინ მღელ­ვა­რე­ბა რომ შემ­ცირ­დეს, შე­საძ­ლე­ბე­ლია წი­ნას­წარ ჩა­ტარ­დეს „რე­პე­ტი­ცია“ და ბავ­შ­ვებ­მა კა­მე­რას­თან კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რ­ძ­ნონ თა­ვი.

იხ.ვი­დე­ოს ბმუ­ლი ჩემს YouTube-არ­ხ­ზე: გამოცანა მეგობარს🩷 – YouTube

I კლას­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის ანა­ლი­ზი და შე­ფა­სე­ბა

მი­ზა­ნი:

♦ ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლის აღ­წე­რა/გა­მოც­ნო­ბა;

♦ სათ­ქ­მე­ლის გა­მო­საკ­ვე­თად შე­სა­ბა­მი­სი სიტყ­ვე­ბი­სა და წი­ნა­და­დე­ბე­ბის შერ­ჩე­ვა;

♦ მსმე­ნელ­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის მო­სახ­დე­ნად, დე­ტა­ლე­ბის წარ­მო­ჩე­ნა, ში­ნა­არ­სის გამ­დიდ­რე­ბა;

♦ აღ­წე­რის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლე­ბის (ნი­შან-თვი­სე­ბე­ბის აღ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლი სიტყ­ვე­ბი) გა­აზ­რე­ბა, სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა.

რეფ­ლექ­სია

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლის აღ­წე­რა­სა და გა­მოც­ნო­ბას. სათ­ქ­მე­ლის უკეთ გად­მო­სა­ცე­მად შე­სა­ბა­მი­სი სიტყ­ვე­ბი­სა და წი­ნა­და­დე­ბე­ბის შერ­ჩე­ვას, გარ­და ამი­სა, მსნე­ნელ­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის მო­სახ­დე­ნად, დე­ტა­ლე­ბის წარ­მო­ჩე­ნას და ში­ნა­არ­სის გამ­დიდ­რე­ბას. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, აღ­წე­რის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლე­ბის გა­აზ­რე­ბას და სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბას.

ბავ­შ­ვებ­მა კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა დი­დი მონ­დო­მე­ბით და­იწყეს. პრო­ცე­სი მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და. და­ვა­ლე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტის შე­საქ­მ­ნე­ლად.

პირ­ველ ეტაპ­ზე მოს­წავ­ლე­ებს გა­ვა­ცა­ნი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა, შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, ანუ ნა­მუ­შევ­რის წარ­დ­გე­ნი­სას რა უნ­და წარ­მო­ე­ჩი­ნათ და რა­ზე გა­ე­მახ­ვი­ლე­ბი­ნათ ყუ­რადღე­ბა. შემ­დეგ უკ­ვე გა­და­ვე­დით და­მუ­შა­ვე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ეტაპ­ზე. ნელ-ნე­ლა გა­ვაც­ნო­ბი­ე­რეთ და­ვა­ლე­ბის მოთხოვ­ნა, ვი­სა­უბ­რეთ გა­მო­ცა­ნებ­ზე და მათ სტრუქ­ტუ­რულ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­ზე. მო­ვის­მი­ნეთ რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი და გა­ვი­აზ­რეთ მი­სი არ­სი.

მე­ო­რე ეტაპ­ზე ვნა­ხეთ შე­სა­ბა­მი­სი ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი და ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი, ვუ­პა­სუ­ხეთ შე­კითხ­ვებს (gareuli cxovelebi da prinvelebi, sascavlo video patarebistvis, gavicnot cxovelebi da prinvelebi). შემ­დეგ კი ვი­მუ­შა­ვეთ მოს­წავ­ლის რვე­უ­ლებ­ში და გან­ვი­ხი­ლეთ ნა­მუ­შევ­რე­ბი. მომ­დევ­ნო აქ­ტი­ვო­ბა და­ვუთ­მე აღ­წე­რის მა­გა­ლი­თის ჩვე­ნე­ბას, ნი­მუ­შად გა­მო­ვი­ყე­ნე სპი­ლოს სუ­რა­თი, და­ვა­ხა­სი­ა­თე ფე­რის, ზო­მის, გა­რეგ­ნო­ბი­სა და სხვა ნიშ­ნე­ბის (კუ­დის სიგ­რ­ძე, რქა, ბრჭყა­ლე­ბი, ხორ­თუ­მი) მი­ხედ­ვით, რაც მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის აღ­წე­რის მა­გა­ლი­თი იქ­ნე­ბო­და. და­ხა­სი­ა­თე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მოს­წავ­ლეს, რო­მელ­საც ჰქონ­და შე­სა­ბა­მი­სი ნა­ხა­ტი, უნ­და ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა მთე­ლი კლა­სის­თ­ვის. მაგ., „ის დი­დი ზო­მის ნაც­რის­ფე­რი ცხო­ვე­ლია. მას აქვს ვე­ე­ბერ­თე­ლა ყუ­რე­ბი, დი­დი თეთ­რი ეშ­ვე­ბი და პა­ტა­რა თვა­ლე­ბი. მი­სი კუ­დი არ არის დი­დი, არც ფუმ­ფუ­ლა, კუ­დის ბო­ლო ფუნ­ჯი­ვით აქვს და­ყო­ფი­ლი. ამ ცხო­ველს აქვს ღო­ნი­ე­რი და გრძე­ლი ხორ­თუ­მი“. ბავ­შ­ვებს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ ეს აქ­ტი­ვო­ბა და წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თ­ვეს თა­ვი.

მომ­დევ­ნო აქ­ტი­ვო­ბა ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის აღ­წე­რას და­ვუთ­მე. ახ­ლა მოს­წავ­ლე­ებს და­მო­უ­კი­დებ­ლად უნ­და ემუ­შა­ვათ ამ და­ვა­ლე­ბა­ზე. პრო­ცე­სი რომ მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო ყო­ფი­ლი­ყო, ამის­თ­ვის გა­მო­ვი­ყე­ნე ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლა (animals clipart coloring – Google Search domestic and wild birds clipart coloring – Google Search )  . ბავ­შ­ვებ­მა თა­ვად შე­არ­ჩი­ეს მა­თი საყ­ვა­რე­ლი ცხო­ვე­ლის/ფრინ­ვე­ლის სუ­რა­თი და შე­უდ­გ­ნენ მუ­შა­ო­ბას. შუ­ა­ლედ­ში გა­მო­ვი­ყე­ნე მე­ტა­კოგ­ნი­ტუ­რი პა­უ­ზა, ასე ვთქვათ, „კად­რე­ბის უკან დატ­რი­ა­ლე­ბა“, რად­გან ამ დროს მოს­წავ­ლე­ე­ბი აკ­ვირ­დე­ბი­ან, რო­გორ იქ­ცე­ოდ­ნენ ისი­ნი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბი­სას — ვინ რა ხერ­ხი, რა მიდ­გო­მა თუ სტრა­ტე­გია გა­მო­ი­ყე­ნა, რა სირ­თუ­ლე­ებს წა­აწყ­დ­ნენ, რამ შე­უწყო ხე­ლი სირ­თუ­ლის გა­და­ლახ­ვას, რამ შე­ა­ფერ­ხა წინ­ს­ვ­ლა, რა ვერ და­იძ­ლია, რა შეც­დო­მე­ბი იქ­ნა დაშ­ვე­ბუ­ლი და რა­ტომ, რი­სი გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და, რა ეგო­ნათ და რა აღ­მოჩ­ნ­და. ამ დროს მოს­წავ­ლე­ე­ბი აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ სა­კუ­თარ სა­მუ­შაო მე­თო­დებს, აფა­სე­ბენ მათ ეფექ­ტი­ა­ნო­ბას, პო­უ­ლო­ბენ წარ­მა­ტე­ბი­სა თუ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის მი­ზე­ზებს.

მე­ტა­კოგ­ნი­ტუ­რი პა­უ­ზე­ბის ჩარ­თ­ვა მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ხელს უწყობს თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს, მო­ძებ­ნოს სა­კუ­თარ თავ­ში სიძ­ნე­ლე­თა დაძ­ლე­ვის ახა­ლი რე­სურ­სე­ბი, გახ­დეს უფ­რო ქმე­დი­თი წა­მოჭ­რი­ლი პრობ­ლე­მე­ბის და­საძ­ლე­ვად. ასეთ კონ­ტექ­ს­ტ­ში მკვეთ­რად იზ­რ­დე­ბა სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცია.

მე­სა­მე ეტაპ­ზე, თვით­შე­ფა­სე­ბი­სა და ურ­თი­ერ­თ­შე­ფა­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, პირ­ვე­ლა­დი ნა­მუ­შევ­რე­ბი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეს და სა­ბო­ლოო ვა­რი­ან­ტე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს. კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სა და პრე­ზენ­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში და­სას­მე­ლი შე­კითხ­ვე­ბის ბან­კი გა­მო­ვი­ყე­ნე კონ­კ­რე­ტულ მოს­წავ­ლეს­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბის სა­წარ­მო­ებ­ლად, რო­მე­ლიც მა­თი წინ­ს­ვ­ლი­სა და რეფ­ლექ­სი­ის უნა­რის ხელ­შე­საწყო­ბად იყო გა­მიზ­ნუ­ლი.

დას­კ­ვ­ნი­თი ნა­წი­ლი იყო კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია. მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­ა­სიტყ­ვეს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს ეტა­პე­ბი, კითხ­ვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­ში ისა­უბ­რეს: რო­გორ გა­არ­თ­ვეს თა­ვი და­ვა­ლე­ბებს, რი­თი იყო ეს მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო, რა ახა­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ი­ძი­ნეს, რო­მე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და ეტა­პე­ბი მო­ე­წო­ნათ ყვე­ლა­ზე მე­ტად. პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას რე­გუ­ლა­რუ­ლად ვაძ­ლევ­დი გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბას, კონ­კ­რე­ტულ რჩე­ვას ამა თუ იმ სა­კითხის შე­სა­ხებ.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ამ და­ვა­ლე­ბამ ხე­ლი შე­უწყო მოს­წავ­ლე­თა ში­ნა­გა­ნი ძა­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას, ცოდ­ნის ეტა­პობ­რივ კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბას წი­ნა­რე­ზე და­ფუძ­ნე­ბით, მის სა­მი­ვე კა­ტე­გო­რი­ა­ზე მუ­შა­ო­ბას, რა­მაც მოს­წავ­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, გა­ე­აზ­რე­ბი­ნათ და­ვა­ლე­ბე­ბი­სა და პრე­ზენ­ტა­ცი­ის /სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტის/ ტი­პე­ბი და ფორ­მე­ბი, რაც მათ შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა­სა და კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა­ზე მეტყ­ვე­ლებ­და.

უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ზოგ მოს­წავ­ლეს, სრუ­ლად არ ჰქონ­და და­ცუ­ლი გა­მო­ცა­ნის სტრუქ­ტუ­რუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი (აღ­წე­რის სა­თა­ნა­დო ელე­მენ­ტე­ბი და ენობ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი). გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ისი­ნი ჯერ პირ­ველ კლას­ში არი­ან და წი­ნა­სა­ან­ბა­ნო პე­რი­ოდ­ში მსგავ­სი შემ­თხ­ვე­ვა მო­სა­ლოდ­ნე­ლი­ცაა, პრე­ზენ­ტა­ცი­ის­თ­ვის სა­ჭი­რო უნა­რებს ნელ-ნე­ლა ეც­ნო­ბი­ან და სწავ­ლო­ბენ. თუმ­ცა, მა­თი წარ­მოდ­გე­ნი­ლი ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და ში­ნა­არ­სობ­რივ მხა­რეს. სა­მო­მავ­ლოდ ვა­პი­რებ, სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლო ყუ­რადღე­ბა, მსგავ­სი და­ვა­ლე­ბე­ბი მივ­ცე და უკე­თე­სი შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად ვი­მუ­შა­ვო. მით უმე­ტეს, რომ მათ მოს­წონთ სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბებ­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

შე­ფა­სე­ბა სო­ლო ტაქ­სო­ნო­მი­ით

 სოლო ტაქსონომია ანუ სად ვარ მე? – mastsavlebeli.ge

სო­ლო ტაქ­სო­ნო­მია, რო­გორც მოს­წავ­ლის სწავ­ლის გზა – ახალი განათლება

      მოსწავლე N1 

სამიზნე ცნება

სიტყვა, წინადადება, ტექსტი:  (შედეგები: (I), 4,5,6 )

ქვესაკითხი:

აღწერის შემადგენელი ნაწილები (ნიშან-თვისებების აღმნიშვნელი სიტყვები)  

ქვეცნება:

აღწერა, აღწერის მახასიათებლები.

თემა: ჩვენი ოჯახის განსხვავებული წევრები

საკითხი: „ გამოცანა მეგობარს“  (ჩაფიქრებული ცხოველის აღწერა-გამოცნობა.)

 

 

კრიტერიუმი

 
 

 აღწერილობა

რა გააკეთა მოსწავლემ და რა დასკვნა გავაკეთე ამის საფუძველზე

 

 კომენტარი

რა რჩევა მივეცი მოსწავლეს (განმავითარებელი შეფასება)

მიმართებითი დონე მოსწავლემ  ჩაფიქრებული ცხოველი აღწერა შესაბამისი ნიშან-თვისებების აღმნიშვნელი სიტყვების გამოყენებით, დაიცვა გამოცანის სტრუქტურული მახასიათებლები, წარმოადგინა თემატური ილუსტრაცია და პრეზენტაციის პროცესში საინტერესოდ გადმოსცა ჩაფიქრებული ცხოველის შესახებ მინიშნებები, თუმცა მეტყველებდა   სიწრაფად, რაც აფერხებდა მოსმენილის გაგება-გააზრებას.

 

შენ კარგად  გაიგე დავალების პირობა. გამოცანის მოსაფიქრებლად სწორად  გამოიყენე მისი სტრუქტურული მახასიათებლები (ნიშან-თვისებების აღმნიშვნელი სიტყვები). საინტერესოდ გადმოეცი  გამოცანა, გაითვალისწინე  მოცემული მინიშნებები და დაიცავი  აზრობრივი კავშირი. მომწონს შენი წარმოსახვის უნარი და ილუსტრაციები. გირჩევ, მსმენელზე შთაბეჭდილების მოსახდენად იმეტყველო უფრო ნელა, აუჩქარებლად, რათა გამოცანაში არსებული მინიშნებები მეტად  წარმოაჩინო და მსმენელისთვის უფრო გასაგები გახადო.

კე­სო ქო­ბა­ლია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. დარჩელის №1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი

 

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბი:

  1. https://www.etaloni.ge/files_inner/4065qartuliasabazo.pdf /სა­გა­ნი — ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, გზამ­კ­ვ­ლე­ვი, მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით/;
  2. ქარ­თუ­ლი ენის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო (ლ. ვა­შა­კი­ძე, ვ. რო­დო­ნაია, მ. მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი, ნ. ხა­ჭა­პუ­რი­ძე); გა­მომ­ცემ­ლო­ბა „სა­ქარ­თ­ვე­ლოს მაც­ნე“).

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება