24 ნოემბერი, კვირა, 2024

ნო­დარ დუმ­ბა­ძე — „ჰე­ლა­დო­სი“

spot_img

 

თა­მარ კო­ბე­რი­ძე

სსიპ ვლა­დი­მირ კო­მა­რო­ვის თბი­ლი­სის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის №199 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

ნო­დარ დუმ­ბა­ძის ამ პა­ტა­რა, ერ­თი შე­ხედ­ვით არც თუ დი­დად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, მაგ­რამ უდი­დე­სი პრობ­ლე­მა­ტი­კით დატ­ვირ­თუ­ლი მოთხ­რო­ბით იწყე­ბენ ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბი მეშ­ვი­დე კლას­ში მა­თი ასა­კი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვით­დამ­კ­ვიდ­რე­ბის პრობ­ლე­მის სწავ­ლა­სა და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბას; ამავ­დ­რო­უ­ლად იგე­ბენ თუ რა­ო­დენ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა ეთ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით; მოთხ­რო­ბის გმი­რე­ბის უჩ­ვე­უ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის ფონ­ზე ეც­ნო­ბი­ან იმ სა­ო­ცარ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ერ­თ­მა­ნე­თი­სად­მი, რო­მე­ლიც მათ შო­რის არ­სე­ბობ­და და, რო­მე­ლიც ისე­თი დი­დი სიყ­ვა­რუ­ლით იყო გან­მ­ს­ჭ­ვა­ლუ­ლი, რო­გო­რი­თაც მხო­ლოდ ნამ­დ­ვი­ლი სამ­შობ­ლო უყ­ვართ ადა­მი­ა­ნებს. დი­ახ, ავ­ტო­რი მის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი უბ­რა­ლო­ე­ბით იწყებს თხრო­ბას „სო­ხუ­მე­ლი ბერ­ძე­ნის ხრის­ტო ალექ­სან­დ­რი­დი­სა“ და მი­სი შვი­ლის „ნა­ფო­ტი­ვით თხე­ლი, ბე­ჭებ­გა­ნი­ე­რი… თოთხ­მე­ტი წლის“ იან­გუ­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც „კა­ტა­სა­ვით სწრა­ფი… კა­ჟი­ვით მა­გა­რი და ჯან­მ­რ­თე­ლი გახ­ლ­და…“ თავ­და­პირ­ვე­ლად, იან­გუ­ლის „ყა­ჩა­ღო­ბი­სა და უსაქ­მუ­რო­ბის“ და­ხა­სი­ა­თე­ბის შემ­დეგ, მკითხ­ველს თით­ქოს­და უარ­ყო­ფი­თი შე­ხე­დუ­ლე­ბა უჩ­ნ­დე­ბა მთა­ვა­რი გმი­რის მი­მართ, მაგ­რამ მოთხ­რო­ბის სი­უ­ჟე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის­თა­ნა­ვე მა­ლე­ვე ხვდე­ბა, რომ უჩ­ვე­უ­ლო პი­როვ­ნე­ბას­თან (მი­სი ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად) აქვს საქ­მე.

დე­დით ობო­ლი იან­გუ­ლი მა­მას­თან ერ­თად „ვე­ნე­ცი­ის გზატ­კე­ცილ­ზე ცხოვ­რობ­და“; მდი­ნა­რე ჩალ­ბა­შის პი­რას მა­მა-შვილს „მი­წის ნაკ­ვე­თი ჰქონ­დათ, ხე­ლის­გუ­ლი­სო­დე­ნა ბოს­ტ­ნით“. ერ­თი მარ­ჩე­ნა­ლი ძრო­ხა ჰყავ­დათ და „ერ­თიც ნაც­რის­ფე­რი ჩო­კი­ნა“. მა­წონს, რძე­სა და მწვა­ნილს ჰყიდ­დ­ნენ და ასე გაჰ­ქონ­დათ თა­ვი ამ პა­ტა­რა მე­ურ­ნე­ო­ბით. თით­ქოს ღა­რი­ბუ­ლი, დუხ­ჭი­რი ყო­ფა და­ხა­ტა მწე­რალ­მა, მაგ­რამ მოთხ­რო­ბის კითხ­ვი­სას აშ­კა­რად იგ­რ­ძ­ნო­ბა, რომ მა­მა-შვი­ლი „მცი­რე­დი­თაც კმა­ყო­ფი­ლია“. იან­გუ­ლი სკო­ლა­ში არ და­დის, სა­მა­გი­ე­როდ, „რკი­ნიგ­ზის გა­და­სას­ვ­ლელ­თან… სკო­ლი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ ბი­ჭებს ჯი­ბე­ებს უჩხ­რეკს“. ჩვე­ნი მთხრო­ბე­ლი ამ „თოთხ­მე­ტი წლის დიქ­ტა­ტორს“ სწო­რედ უჩ­ვე­უ­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­იც­ნობს: „იან­გუ­ლი ქვა­ფე­ნილ­ზე იჯ­და ფეხ­მორ­თხ­მუ­ლი და კა­კალს ამ­ტ­ვ­რევ­და აგუ­რის ნა­ტე­ხით“. მუ­სი­კის მას­წავ­ლებ­ლი­დან მო­მა­ვა­ლი დე­ი­და-დის­შ­ვი­ლი ამ დროს ჩა­უვ­ლი­ან გვერდს. იან­გუ­ლი დე­ი­და ნი­ნას თა­ვა­ზი­ა­ნად მი­ე­სალ­მე­ბა, მაგ­რამ იგი­ვე­ნა­ირ პა­სუხს უკან ვერ ღე­ბუ­ლობს; ჯე­მალს და­ა­ინ­ტე­რე­სებს მი­სი ვი­ნა­ო­ბა, დე­ი­და კარგს არა­ფერს ეტყ­ვის: „არ და­გი­ნა­ხო მა­გას­თან გავ­ლი­ლი, ხუ­ლი­გა­ნია, დღე და ღა­მე ქუ­ჩა­ში გდია“. ამ „არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი“ და­ხა­სი­ა­თე­ბი­სა და გაფ­რ­თხი­ლე­ბის შემ­დ­გომ, წე­სით, ჯე­მალს მის­გან თა­ვი შორს უნ­და და­ე­ჭი­რა, მო­რი­დე­ბო­და, მაგ­რამ სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი რკი­ნიგ­ზის ლი­ან­და­გის გავ­ლის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო და ამ­დე­ნად „იან­გუ­ლის ყო­ველ­დღი­უ­რი შეხ­ვედ­რა გარ­და­უ­ვა­ლი შე­იქ­მ­ნა“. გარ­კ­ვე­უ­ლი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში „სკრიპ­კა“ ისე გა­უვ­ლი­და, უბ­ნის ბი­ჭებ­ში, „კო­ჭო­ბა­ნა­სა და პა­ჟა­რო­ბა­ნას“ თა­მა­შით გარ­თულ იან­გუ­ლის, რომ ის ყუ­რადღე­ბას არ აქ­ცევ­და. ჯე­მა­ლიც იმ ასაკ­ში იყო, რო­ცა მო­ზარდს თა­ვის გა­მო­ჩე­ნა სურს: „ერ­თი სუ­ლი მქონ­და ბი­ჭებ­ში გავ­რე­უ­ლი­ყა­ვი და იან­გუ­ლის მსგავ­სად მეც მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ჩე­მი შნო და მა­რი­ფა­თი, …მაგ­რამ ჯერ უბან­ში უცხო, უამ­ხა­ნა­გო, უმე­გობ­რო და უდამ­ქა­შო ვი­ყა­ვი“. მას მხო­ლოდ დე­ი­დაშ­ვი­ლი — კო­კა იც­ნობს და ისიც იან­გუ­ლის „ქვე­შევ­რ­დო­მია“. ამი­ტომ, მას­თან და მის „მრევ­ლ­თან“ მის­ვ­ლას ვერ ბე­დავს, თუმ­ცა­ღა გრძნობს, რომ მა­თი „ურ­თი­ერ­თო­ბა“ „ერთ მშვე­ნი­ერ დღეს იფეთ­ქებს“. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად, ყვე­ლა ასა­კი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნის მკითხ­ვე­ლი­სათ­ვის, გა­სა­გებ ენა­ზე გად­მოგ­ვ­ცემს მწე­რა­ლი ურ­თუ­ლეს ასაკ­ში მყოფ მო­ზარ­დებს შო­რის, რომ­ლე­ბიც ჯერ არც კი იც­ნო­ბენ ერ­თ­მა­ნეთს, არ­სე­ბულ და­ძა­ბუ­ლო­ბას, რო­მე­ლიც აუცი­ლებ­ლად შე­ტა­კე­ბით დას­რულ­დე­ბა, მაგ­რამ რო­დის და რა იქ­ნე­ბა ამის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი ჯერ არა­ვინ იცის. და ისევ დუმ­ბა­ძი­სე­უ­ლი ჩუ­მი იუმო­რით, მსუ­ბუ­ქად და მარ­ტი­ვად გე­ბუ­ლობს მკითხ­ვე­ლი პრო­ვო­ცი­რე­ბის მი­ზეზ­საც და „ყო­ჩე­ბის“ და­ჯა­ხე­ბა­საც. რო­დე­საც ჩვე­ნი მთხრო­ბე­ლი, მუ­სი­კის მას­წავ­ლებ­ლის „მთელ სო­ხუმ­ში სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი ელე­ნე მი­ხა­ი­ლოვ­ნა ნან­დ­როვ­ს­კა­ი­ას“ „ოქ­როს თევ­ზებს“ მო­წამ­ლავს, უნე­ბუ­რად, და უცებ გახ­დე­ბა „ათპშმვძღ სთოტჩმკ მ ვთპვთპ“. უკან დაბ­რუ­ნე­ბის იმედ­გა­და­წუ­რუ­ლი, „თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი, შერ­ცხ­ვე­ნი­ლი და ცოცხალ-მკვდა­რი“ მი­ა­ბი­ჯებს სახ­ლი­სა­კენ, სწო­რედ მა­შინ „გა­უ­წევს გუ­ლი იან­გუ­ლი­სა და მი­სი დამ­ქა­შე­ბი­სა­კენ“ — თით­ქოს შარს ეძებ­და და გა­და­ე­ყა­რა კი­დეც. იან­გუ­ლი ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ შე­ეც­დე­ბა მის „და­მორ­ჩი­ლე­ბას“, მაგ­რამ, რა თქმა უნ­და, წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას გა­და­აწყ­დე­ბა. და რო­დე­საც ჯე­მალს სა­კუ­თა­რი ვი­ო­ლო­ნო „ბრტყლად“ და­ემ­ხო­ბა თავ­ზე და „შუ­ა­ზე გა­და­იხ­ს­ნე­ბა“, იგი მის­თ­ვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლი რე­აქ­ცი­ით პა­სუ­ხობს მე­ტო­ქეს — „უცებ, რაც ძა­ლი და ღო­ნე მქონ­და, დავ­კა­რი ამ ყბას გა­ცი­ე­ბუ­ლი მუშ­ტი“. და­მე­თან­ხ­მე­ბით, „მამ­ლა­ყინ­წე­ბის“ გა­სა­ო­ცა­რი ორ­თაბ­რ­ძო­ლაა აღ­წე­რი­ლი, მაგ­რამ კი­დევ უფ­რო უჩ­ვე­უ­ლოდ გახ­ლავთ გად­მო­ცე­მუ­ლი დე­ი­და ნი­ნას რე­აქ­ცია, რო­ცა „იან­გუ­ლის მარ­ჯ­ვე­ნა ხე­ლი“ და მა­თი მე­ზო­ბე­ლი პე­ტია, დამ­ტ­ვ­რე­ულ ვი­ო­ლი­ნოს, თა­ვის ყუ­თი­ა­ნად, შე­სას­ვ­ლელ კარ­თან და­უგ­დებთ: „დე­ი­და­ჩემ­მა ჯერ პე­ტია შე­იცხა­და, მე­რე ვი­ო­ლი­ნო, მე­რე იან­გუ­ლი ალექ­სან­დ­რი­დი, მე­რე მე და სულ ბო­ლოს დე­და­ჩე­მი“. ამ შემ­თხ­ვე­ვის შემ­დეგ ჯე­მა­ლის „მუ­სი­კა­ლუ­რი ოდი­სეა“ სრულ­დე­ბა და იწყე­ბა „ბრძო­ლა არ­სე­ბო­ბი­სათ­ვის“. რა თქმა უნ­და, იან­გუ­ლი ვერ აიტან­და „უბან­ში შერ­ცხ­ვე­ნას“, მას აუცი­ლებ­ლად იმა­ვე „სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ წი­ნა­შე ისე უნ­და „და­ეს­ვა“ მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე, რო­გორც თა­ვად „დას­ვეს“, მაგ­რამ იმ ერ­თი დარ­ტყ­მის შე­დე­გად იან­გუ­ლი ხვდე­ბა, რომ ეს არც ისე იოლი შე­იძ­ლე­ბა იყოს და ჯერ ცალ­კე აპი­რებს ჩხუბს „პა­ტი­ოს­ნად“. „პა­ტი­ოს­ნად რას ჰქვია“ — უკ­ვირს ჯე­მალს; იან­გუ­ლი უხ­ს­ნის, რომ ჩხუბ­ში სხვა არ უნ­და ჩა­ე­რი­ოს, რომ „გი­ნე­ბა არ იყოს, ქვა არ იყოს, წაქ­ცე­უ­ლის ცე­მა არ იყოს“. ქუ­ჩა­ში გაზ­რ­დი­ლი ბავ­შ­ვის პი­რო­ბა­ზე კი არა მხო­ლოდ, არა­მედ, ზო­გა­დად უკ­ვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბი­სათ­ვი­საც კი ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი კრე­დოა, რო­მე­ლიც ქარ­თულ მწერ­ლო­ბა­ში არა ერ­თ­მა მწე­რალ­მა უკ­ვე თქვა, მაგ­რამ დუმ­ბა­ძე ამ­ბობს თა­ვი­სე­ბუ­რად, მარ­ტი­ვად, ყვე­ლა­სათ­ვის გა­სა­გე­ბად. სხვის იმე­დად ბრძო­ლა ვაჟ­კა­ცო­ბა არაა, მტრის შე­უ­რაცხ­ყო­ფა ასე­ვე, მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გის სა­სიკ­ვ­დი­ლოდ გა­მე­ტე­ბა არა­თა­ნა­ბა­რი იარა­ღი­სა და ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით და, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, და­მარ­ცხე­ბუ­ლის და­ჩაგ­ვ­რა. აქ აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ვიხ­სე­ნოთ აკა­კის სიტყ­ვე­ბი პო­ე­მი­დან „თორ­ნი­კე ერის­თა­ვი“ — „ნურ­ვინ გა­ბე­დავს დატყ­ვე­ვე­ბუ­ლებს რომ მი­ა­ყე­ნოს შე­უ­რაცხ­ყო­ფა, ვაჟ­კაცს რომ ბე­დი სხვას და­ა­მო­ნებს და­სა­ტან­ჯა­ვად ისიც ეყო­ფა!“ შე­უძ­ლე­ბე­ლია ასე­ვე არ გა­ახ­სენ­დეს ადა­მი­ანს ნუგ­ზარ წე­რეთ­ლის მო­გო­ნე­ბა გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­დე­საც მან მთაწ­მინ­და­ზე, გარ­და­უ­ვა­ლი შე­ტა­კე­ბის წინ, და­ნა, რო­მელ­საც სულ სხვა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გა­მო თან ატა­რებ­და, ჯი­ბი­დან ამო­ი­ღო და ხევ­ში გა­და­აგ­დო, რომ უცა­ბე­დი რე­აქ­ცი­ის შე­დე­გად ვინ­მეს არ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა. ეს პა­ტა­რა „დიქ­ტა­ტო­რი“, თა­ვის ღირ­სე­ბი­თა და პა­ტი­ოს­ნე­ბით, დიდ გმი­რებ­სა და პი­როვ­ნე­ბებს უტოლ­დე­ბა, იგი ვა­ჟას ალუ­და ქე­თე­ლა­ურ­საც წა­ა­გავს გარ­კ­ვე­უ­ლი შტრი­ხე­ბით, მაგ­რამ ამის შე­სა­ხებ ცო­ტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვი­სა­უბ­როთ. ჯე­მა­ლი ჯერ უარ­ზეა, ეუბ­ნე­ბა, რომ მას ყო­ჩო­ბა არ აინ­ტე­რე­სებს, და „თა­ვი და­ა­ნე­ბოს“, მაგ­რამ აქაც თა­ვი­სი „წე­სი და კა­ნო­ნი“ ჰქო­ნია ქუ­ჩას: „შენ რომ ჩემ­ზე დი­დი იყო, და­გა­ნე­ბებ­დი, მაგ­რამ შენ ჩემ­ზე ერ­თი წლით პა­ტა­რა ხარ“; ამი­ტომ შე­ტა­კე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია, „თუ მო­გე­რიე, ხვალ იმა­ვე უბ­ნის ბი­ჭებ­თან გცემ, რომ­ლებ­თა­ნაც დამ­ს­ვი, მე­რე მო­გეშ­ვე­ბი“.

და­მე­თან­ხ­მე­ბით, იან­გუ­ლი თავ­გა­მო­დე­ბით იცავს სა­კუ­თარ თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას, თან პა­ტი­ოს­ნად, პი­რა­დად, ვინ­მეს დახ­მა­რე­ბი­სა და ჩა­რე­ვის გა­რე­შე; არა ისე, დღეს არა­ერ­თი მკვლე­ლო­ბის მა­გა­ლი­თი რომ ვი­ცით უფ­რო­სე­ბი­სა, „ძა­ლოს­ნე­ბი­სა“ (ამ სიტყ­ვის პირ­და­პი­რი თუ გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით), ძმა­კა­ცე­ბი­სა, უბ­ნე­ლე­ბი­სა თუ სხვა­თა და სხვა­თა ჩა­რე­ვის შე­დე­გად სა­ში­ნე­ლი სა­დიზ­მით რომ დამ­თავ­რე­ბუ­ლა. სად გაქ­რა ამ გმი­რე­ბის პა­ტი­ოს­ნე­ბა, თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა, სი­მა­მა­ცე, უში­შო­ბა; გა­ვიხ­სე­ნოთ რამ­დენ­გ­ზის დაძ­ლევს ჯე­მა­ლი იან­გუ­ლის­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დროს შიშს და კო­კა­საც და­აძ­ლე­ვი­ნებს. ალ­ბათ უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზი მა­ინც არ­ცოდ­ნა და არას­წო­რად აღ­ზ­რ­დაა. სკო­ლა­ში ისე არ ან ვერ ხსნი­ან ამა­თუ იმ მხატ­ვ­რულ სა­ხეს, რომ ის გმი­რის ან ანტიგ­მი­რის სიმ­ბო­ლოდ ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს მო­ზარ­დის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში, აქე­დან კი მომ­დი­ნა­რე­ობს, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ყვე­ლაფ­რის აღ­რე­ვა და არე­ვა — ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის, სიტყ­ვა­თა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბე­ბის, სწო­რი და არას­წო­რი ქცე­ვის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის, უფ­ლე­ბე­ბის, მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის, გრძნო­ბე­ბის… და სა­ბო­ლო­ოდ ვღე­ბუ­ლობთ თავ­და­ყი­რა და­ყე­ნე­ბულ მო­ზარდს, თუმ­ცა­ღა ვერც დიდ აკა­კის და­ვი­ვიწყებთ და ვერ უარ­ვ­ყოფთ, რომ ხან­და­ხან სწო­რი „წვრთაც“ ვე­რა­ფერს შვე­ლის „თუ ბუ­ნე­ბამც არ უშ­ვე­ლა“. და­ვუბ­რუნ­დეთ ჩვენს გმი­რებს: ორ­თაბ­რ­ძო­ლის წინ იან­გუ­ლიმ „შა­ვი სა­ტი­ნის ხა­ლა­თი“, რო­მელ­საც ზამ­თარ-ზაფხულ გა­უხ­დე­ლად ატა­რებ­და, გა­ი­ხა­და და მის „გაშ­ლილ მკერ­დ­ზე“ ჯე­მალ­მა „ლა­თი­ნუ­რი ასო­ე­ბით ამოს­ვი­რინ­გე­ბუ­ლი“ სიტყ­ვა   — HELLADOS — ამო­ი­კითხა, რა­მაც, და­უ­ფა­რა­ვად გვე­უბ­ნე­ბა, რომ „უცებ შე­აკ­რ­თო“, მაგ­რამ უკან აღარ იხევს ვაჟ­კა­ცუ­რად. „იან­გუ­ლიმ რა­ღაც უთხ­რა პე­ტი­ას ბერ­ძ­ნუ­ლად“, რის შემ­დე­გაც — „პე­ტი­ამ ორი დი­დი ქვა ამო­ი­ღო ჯი­ბე­ე­ბი­დან და უხა­ლი­სოდ გა­და­ყა­რა“; პე­ტია, სა­ხე­ლის მი­ხედ­ვით, ალ­ბათ რუ­სი უნ­და იყოს, მაგ­რამ, რო­გორც ვხე­დავთ, მას მე­გობ­რის ბერ­ძ­ნუ­ლი კარ­გად ეს­მის. მოთხ­რო­ბა­ში კვლავ ვნა­ხავთ, რომ სო­ხუმ­ში მცხოვ­რე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ეთ­ნო­სის პა­ტა­რე­ბი თუ მო­ზარ­დე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის ენებს სა­ლა­პა­რა­კო დო­ნე­ზე თა­ვი­სუფ­ლად ფლო­ბენ. მათ ურ­თი­ერ­თო­ბას, ამ თვალ­საზ­რი­სით, წინ არა­ფე­რი ეღო­ბე­ბა. მა­თი ჩხუ­ბი ორ-სამ წუთს გრძელ­დე­ბა — „მე შეკ­რუ­ლი მუშ­ტით ვჩხუ­ბობ­დი, …იან­გუ­ლი გაშ­ლი­ლი ხე­ლით. ჩე­მი დარ­ტყ­მუ­ლი ყრუ ხმას გა­მოს­ცემ­და, მი­სი კი ქვე­ყა­ნას აზან­ზა­რებ­და…“ „გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი“ ბერ­ძ­ნულ-ქარ­თუ­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბით ამ­ხ­ნე­ვებ­დ­ნენ. მე­ტო­ქე­ებ­მა ღირ­სე­უ­ლად იბ­რ­ძო­ლეს და რო­ცა ზუს­ტად ისე დაჯ­და ჯე­მა­ლი მი­წა­ზე, „რო­გორც გუ­შინ იან­გუ­ლი“, იგი ტუჩ­შე­სი­ე­ბუ­ლი და წარ­ბ­გა­ხეთ­ქი­ლი და­ემ­შ­ვი­დო­ბა. შინ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, „ბულ­კი­ვით“ სა­ხე­და­სი­ვე­ბუ­ლი ჯე­მა­ლი, რა­ტომ­ღაც დე­ი­დამ არ „შე­იცხა­და“, პი­რი­ქით, „ცი­ვი კომ­პ­რე­სე­ბი“ და­ა­დო სა­ხე­ზე; მე­ო­რე დი­ლით კი „იან­გუ­ლის მა­მას, ხრის­ტოს, ზუს­ტად ისე და­აფ­შ­ვ­ნა მაწ­ვ­ნის ქი­ლა თავ­ზე, რო­გორც იან­გუ­ლიმ მე ვი­ო­ლი­ნო და ცი­ხე­ში ამოლ­პო­ბას დაჰ­პირ­და მის გა­თახ­სი­რე­ბულ და ხუ­ლი­გან შვილს, საბ­ჭო­თა პი­ო­ნე­რის ასე უღ­მერ­თოდ ცე­მი­სათ­ვის“.

მოთხ­რო­ბის სი­უ­ჟე­ტის გან­ვი­თა­რე­ბი­სას ვხე­დავთ, რომ დე­ი­დის და­პი­რე­ბა და­პი­რე­ბად დარ­ჩა და უფ­რო­სე­ბის ჩხუ­ბი მხო­ლოდ მაწ­ვ­ნის ქი­ლის თავ­ზე დაფ­შ­ვ­ნით შე­მო­ი­ფარ­გ­ლა, დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს და­უს­რუ­ლე­ბე­ლი სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სე­ბი, და­უს­რუ­ლე­ბე­ლი მტრო­ბა და სი­ძულ­ვი­ლი. ამ მოვ­ლე­ნე­ბის გა­დამ­კი­დეს ხან­და­ხან ეჭ­ვიც მიპყ­რობს — მარ­თ­ლა „ვეფხი­სა და მოყ­მის“ ქვე­ყა­ნა ვართ!? სად გაქ­რა ის ურ­თი­ერ­თ­თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა, მოკ­ლუ­ლი შვი­ლის დე­დას რომ ათ­ქ­მე­ვი­ნებს და აფიქ­რე­ბი­ნებს — „იქ­ნე­ბა ვეფხის დე­დაი ჩემ­ზედ მწა­რე­და სტი­რი­სა!?“ მე მგო­ნია, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის ტვი­ნი­დან სა­ერ­თოდ გაქ­რა ფიქ­რი; აღარ გვცა­ლია ფიქ­რი­სათ­ვის. არა­და ვა­ჟას მთე­ბის­თ­ვი­საც კი ის „კა­ცო­ბის გვირ­გ­ვი­ნია“; შე­გახ­სე­ნებთ, რომ ქარ­თუ­ლი სიტყ­ვა „კა­ცო­ბა­ში“ ორი­ვე სქესს გუ­ლის­ხ­მობს, წმინ­და წე­რი­ლი­სა­მებრ — „მა­მა­კა­ცად შექ­მ­ნა იგი და დე­და­კა­ცად შექ­მ­ნა“ (შე­საქ­მე). დი­დი ილია შემ­თხ­ვე­ვით არ ამახ­ვი­ლებს ამ ტერ­მინ­ზე ყუ­რადღე­ბას, რო­ცა ოთა­რა­ანთ ქვრივს „ბა­რა­ქა­ლა დე­და­კაცს“ უწო­დებს, ან რუ­სულ „ბა­ბას“ და ქარ­თულ „დე­და­კაცს“ ერ­თ­მა­ნეთს და­უ­პი­რის­პი­რებს. ეს „ლა­წი­რა­კე­ბი“ კი, რო­გორც ვხე­დავთ, უამ­რავ რა­მე­ზე ფიქ­რო­ბენ და პრე­ტენ­ზია აქვთ „კა­ცო­ბა­ზე“. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვნა­ხავთ, რომ სა­მარ­თ­ლი­ა­ნი პრე­ტენ­ზი­აც ჰქო­ნი­ათ. ჯე­მალ­მა თა­ვი­სი პი­რო­ბა — „ხვალ მა­ინც ვცემ“ — აას­რუ­ლა და ერ­თ­დღი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, „რკი­ნიგ­ზის გა­და­სას­ვ­ლელ­თან“ გა­მოცხად­და. იან­გუ­ლი ეტყო­ბა აღარ ელო­და და­მარ­ცხე­ბულ მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გეს და მის და­ნახ­ვა­ზე გაკ­ვირ­ვე­ბი­სა­გან თვა­ლე­ბი გა­უ­ფარ­თოვ­და. ბი­ჭებ­მა გა­სა­ხე­ლე­ბე­ლი ყი­ჟი­ნა დას­ცეს: „თა­ვი­სი ფე­ხით მო­ვი­და ბულ­კი, მი­დი ერ­თი შე­ჭა­მე“. მი­ვუ­ახ­ლოვ­დით იმ მო­ნაკ­ვეთს, რო­ცა მწე­რა­ლი რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ტერ­მინ­სა და სიტყ­ვას იყე­ნებს. იან­გუ­ლიმ ბრძო­ლის დაწყე­ბის ნაც­ვ­ლად „ტრი­ბუ­ნი­ვით“ ხე­ლი მაღ­ლა ას­წია „ბრბო და­აწყ­ნა­რა და ის­ტო­რი­უ­ლი სიტყ­ვით მი­მარ­თა თა­ვის ხალხს“. არა მგო­ნია სიტყ­ვას „ბრბოს“ მწე­რა­ლი შემ­თხ­ვე­ვით იყე­ნებ­დეს, არც ამ „თოთხ­მე­ტი წლის დიქ­ტა­ტო­რის“ მი­ერ წარ­მოთ­ქ­მუ­ლი მი­მარ­თ­ვა შე­უ­ფა­სე­ბია მწე­რალს შემ­თხ­ვე­ვით „ის­ტო­რი­ულ სიტყ­ვად“. ამ სიტყ­ვა­ში ჰე­ლა­დე­ლი სო­ხუ­მე­ლის პი­რით აფხა­ზეთ­ში არ­სე­ბუ­ლი გან­წყო­ბა და­ნარ­ჩე­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს („თბი­ლი­სე­ლი“ მთელ სა­ქარ­თ­ვე­ლოდ რომ მო­ი­აზ­რე­ბა მოთხ­რო­ბა­ში ეს საკ­მა­ოდ ნა­თე­ლია) მი­მართ ისე ოს­ტა­ტუ­რად წარ­მო­ა­ჩი­ნა და გა­ა­შიშ­ვ­ლა მწე­რალ­მა, რომ ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერ­ზე შე­ე­და­ვე­ბო­და — „ვე­ნე­ცი­ის გზატ­კე­ცი­ლის ტო­მის თა­ვი­სუ­ფალ შვი­ლებს“ მი­მარ­თავს მათ „მი­ერ არ­ჩე­უ­ლი ბე­ლა­დი“ — ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქუ­ჩის ბი­ჭე­ბის ქურ­დულ გარ­ჩე­ვას ხა­ტავს ვი­თომ: „მკრთალ­სა­ხი­ან თბი­ლი­სელ ჰა­რიფ­სა და მის დე­ი­დაშ­ვილს, ტო­მი­სა და სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტე წკვინ­ტ­ლი­ან კო­კას“ მი­მარ­თავს იან­გუ­ლი: „ამ მკრთალ­სა­ხი­ან გა­დამ­თი­ელს იმის ნაც­ვ­ლად, რომ ესარ­გებ­ლა ჩვე­ნი სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე­ო­ბით, დიდ­სუ­ლოვ­ნე­ბი­თა და სულ­გ­რ­ძე­ლო­ბით, სურს მი­ი­სა­კუთ­როს ჩვე­ნი კურ­თხე­უ­ლი მი­წა, ზღვა, მდი­ნა­რე, ოქ­რო, ვერ­ცხ­ლი, სა­ძო­ვა­რი და გა­ზო­ნე­ბი…“

იან­გუ­ლის ეს სიტყ­ვე­ბი იმ­დე­ნად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ბი­ჭე­ბის ჩხუ­ბის რე­ა­ლურ მი­ზეზ­სა და მოთხ­რო­ბის კონ­ტექსტს, რომ მკითხ­ვე­ლი აშ­კა­რად ხვდე­ბა, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან, მტკივ­ნე­ულ, სენ­სი­ტი­ურ თე­მას ეხე­ბა მწე­რა­ლი და ოს­ტა­ტუ­რად ამ­ბობს სათ­ქ­მელს ცა­მე­ტი-თოთხ­მე­ტი წლის მო­ზარ­დე­ბის პი­რით, თით­ქოს­და „ლაზღან­და­რო­ბით“. სწო­რედ „ბრბოდ“ ქცე­უ­ლი აფ­სუ­ე­ბი და­არ­წ­მუ­ნეს ექ­ს­ტ­რე­მის­ტებ­მა, რომ ვი­თომ­ც­და „ის­ტო­რი­ულ სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბას“ აღად­გენ­დ­ნენ ქარ­თ­ვე­ლებ­თან ომით; და­არ­წ­მუ­ნეს, რომ თბი­ლი­სი, და მას­თან ერ­თად და­ნარ­ჩე­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო, მათ­თ­ვის „გა­დამ­თი­ე­ლი“ იყო და ვინც ამ გა­დამ­თი­ელს მი­ემ­ხ­რო­ბო­და, ის „ტო­მის გამ­ყიდ­ვე­ლი და სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტე“ იყო, რომ ჩვენ, ქარ­თ­ვე­ლე­ბი, „სტუმ­რე­ბი“ ვი­ყა­ვით აფხა­ზეთ­ში და ამ „კურ­თხე­უ­ლი მი­წი­სა და ზღვის მე­სა­კუთ­რე­ო­ბას“ ვცდი­ლობ­დით. ასე ხუმ­რო­ბით, „ლა­წი­რა­კე­ბის ჟარ­გო­ნე­ბით“ და არა აფ­სუ­ას, არა­მედ ბერ­ძ­ნის პი­რით (აქ­ვე უნ­და გა­ვიხ­სე­ნოთ დი­დი ილია, რო­მე­ლიც თა­ვის „აჩ­რ­დილ­ში“ არ ახ­სე­ნებს რუ­სეთს, მაგ­რამ რაც მის შე­სა­ხებ სურს რომ გვითხ­რას, ალექ­სან­დ­რე მა­კე­დო­ნელს „აბ­რა­ლებს“), ეჭ­ვი რომ არა­ვინ არა­ფერ­ზე მი­ი­ტა­ნოს, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში რი­სი თქმაც სურს, გვამ­ც­ნობს მწე­რა­ლი (გუ­რუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბით), რომ ახ­ლო­საა იმ დენ­თის აფეთ­ქე­ბა, რო­მელ­საც რუ­სე­თი დღი­დან კავ­კა­სი­ა­ში შე­მოს­ვ­ლი­სა, ტე­ნი­და ჩვენ­სა და აფ­სუ­ებს შო­რის, აფხა­ზეთ­სა და და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში თბი­ლისს, შო­რის და რო­მელ­საც აუცი­ლებ­ლად ააფეთ­ქებ­და, რო­გორც კი დას­ჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ ილი­ას თქმი­სა არ იყოს, ორი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენ, ქარ­თ­ვე­ლე­ბი, სად ვი­ყა­ვით, რას ვა­კე­თებ­დით, „რას ვშვრე­ბო­დით?“ რას ვშვრე­ბო­დით და „ვთათ­ქა­რი­ძე­ობ­დით“, „ვხე­ვიზ­ბ­რობ­დით“, „ვშა­დი­მა­ნობ­დით“, ყვე­ლა­ზე დიდ უბე­დუ­რე­ბა­საც არ ვთა­კი­ლობ­დით — „ვი­უ­დობ­დით“. ამის დას­ტუ­რი იყო ილი­ა­სად­მი ნას­რო­ლი ტყვია წი­წა­მუ­რის ველ­ზე — „ვინ იფიქ­რებ­და რომ წი­წა­მუ­რი შე­იქ­მ­ნე­ბო­და მი­სი გოლ­გო­თა“, ამის დას­ტუ­რი გახ­ლ­დათ უწ­მინ­დე­სი პატ­რი­არ­ქის — კი­რი­ონ მე­ო­რის — მკვლე­ლო­ბა მარ­ტყო­ფის ღვთა­ე­ბის მო­ნას­ტერ­ში; რომ ვერ გა­მოვ­ს­წორ­დით, ამის დას­ტუ­რია სა­ქარ­თ­ვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის მკვლე­ლო­ბა მის მშობ­ლი­ურ მხა­რე­ში — სა­მეგ­რე­ლო­ში, გუ­რამ შა­რა­ძის მკვლე­ლო­ბა თბი­ლი­სის ცენ­ტ­რ­ში. რო­მელ სა­ხელ­მ­წი­ფო­შიც არ უნ­და და­გეგ­მი­ლი­ყო ეს ამაზ­რ­ზე­ნი და თა­ვი­სი მას­შ­ტა­ბი­თა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით ეპო­ქა­ლუ­რი მკვლე­ლო­ბე­ბი — „წი­წა­მურ­თან რომ მოკ­ლეს ილია, მა­შინ ეპო­ქა დას­რულ­და დი­დი“ (გა­ლაკ­ტი­ო­ნო) — ფაქ­ტი ერ­თია — ისი­ნი ქარ­თ­ველ­თა ხე­ლით აღას­რუ­ლეს „ქარ­თ­ვ­ლის მტრებ­მა“.

იან­გუ­ლი გა­დაწყ­ვეტს, ცა­ლი ხე­ლით შე­ებ­რ­ძო­ლოს „მტერს“, მაგ­რამ არა­თა­ნა­ბარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იგი „გა­მე­ტე­ბით“ ურ­ტყამ­და, ჯე­მა­ლი ხელს არ უბ­რუ­ნებს, იან­გუ­ლი ჩერ­დე­ბა და რო­ცა წრი­დან გა­სულ ჯე­მალს პე­ტია კვლავ „სკრიპ­კას“ და­უ­ძა­ხებს: „უცებ გა­ვი­გო­ნე გაშ­ლი­ლი ხე­ლის ლა­წა­ნი (ამ­ბობს ჯე­მა­ლი), ეს უკ­ვე პე­ტი­ას ყბა­ზე გა­ღე­ბუ­ლი იან­გუ­ლის ხე­ლის ხმა იყო… დღე­ვან­დე­ლი ჩხუ­ბი იან­გუ­ლიმ წა­ა­გო“. მაგ­რამ, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჯე­მალს ასე­თი გა­მარ­ჯ­ვე­ბა არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს; ამი­ტომ „მე­ო­რე დღეს, სის­ხამ დი­ლით, ალექ­სან­დ­რი­დე­ბის ეზოს ჭიშ­კარს“ მი­ად­გე­ბა. ბა­ზარ­ში მი­მა­ვა­ლი მა­მა-შვი­ლი ვირს კაზ­მავ­და. ჯე­მა­ლის და­ნახ­ვით გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ხრის­ტო­სი „შე­რიგ­დი­თო“ ჰკითხავს და თან­ხ­მო­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ — „ეგ­რე არა ჯო­ბია? ორი­ვე კარ­გი ბი­ჭე­ბი ხართ“ — უპა­სუ­ხებს გა­ხა­რე­ბუ­ლი. მაწ­ვ­ნის ქი­ლე­ბის თავ­ზე დაფ­შ­ვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენ ვხე­დავთ, რო­გორ გულ­წ­რ­ფე­ლად უხა­რია ხრის­ტოსს ბი­ჭე­ბის შე­რი­გე­ბა და შვი­ლის გა­მო მი­ღე­ბუ­ლი შე­უ­რაცხ­ყო­ფა დიდ­სუ­ლოვ­ნად აქვს მი­ტე­ვე­ბუ­ლი. ამ ბერ­ძ­ნის გუ­ლის სით­ბო­სა და სი­დი­ა­დე­ში, არ ვი­ცი რა­ტომ, მაგ­რამ ასე მგო­ნია, მწერ­ლის სა­ო­ცა­რი გუ­ლი ჩანს, ისე­თი გუ­ლი, რო­მე­ლიც სამ­ყა­როს იტევს, უწ­მინ­დე­სის თქმით. მე­ტო­ქე­ე­ბი სა­ღა­მოს, რკი­ნიგ­ზის ხი­დის ქვეშ, შეხ­ვედ­რა­ზე შე­თან­ხ­მ­დე­ბი­ან. იან­გუ­ლი ვირ­თან ერ­თად მი­ვა; „დღეს ჩვე­ნი ჩხუ­ბის მოწ­მე მხო­ლოდ ვი­რი იყო“ — ამ­ბობს ჯე­მა­ლი. „ჩხუ­ბი ამ­ჯე­რად უფ­რო დიდ ხანს გაგ­რ­ძელ­და“. მა­თი ეს „შერ­კი­ნე­ბა“ ძა­ლი­ან წა­ა­გავს ალუ­და­სა და მუ­ცა­ლის ორ­თაბ­რ­ძო­ლას, არა თა­ვი­სი სი­დი­ა­დის თვალ­საზ­რი­სით, არა­მედ მე­ტო­ქე­ე­ბის ერ­თ­მა­ნე­თი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით. ორი­ვე, მარ­თა­ლია, გა­მე­ტე­ბით ურ­ტყამენ ერ­თ­მა­ნეთს, მაგ­რამ ამ ბრძო­ლა­ში ისი­ნი ისე­ვე ამო­იც­ნო­ბენ ერ­თურ­თის ვაჟ­კა­ცო­ბა­სა და სი­მარ­თ­ლეს, რო­გორც ალუ­და და მუ­ცა­ლი. მო­მაკ­ვ­და­ვი მუ­ცა­ლი თა­ვი­სი ნე­ბით აბა­რებს იარაღს მე­ტო­ქეს: „ეხ­ლა შენ იყოს რჯულ­ძაღ­ლო, ხელს არ ჩა­ვარ­დეს სხვი­სა­სა“; ხო­ლო ალუ­და, უყუ­რებს რა მუ­ცა­ლის გმი­რულ აღ­სას­რულს, ეს გა­მარ­ჯ­ვე­ბა არაფ­რად უღირს: „ალუ­დას თო­ფი არ უნ­და, ატირ­და, რო­გორც ქა­ლიო, არ აჰ­ყ­რის იარა­ღებ­სა არ ეხარ­ბე­ბა თვა­ლიო“.

ვნა­ხოთ რა გან­ც­და ეუფ­ლე­ბა გა­მარ­ჯ­ვე­ბულ ჯე­მალს და რო­გორ ღირ­სე­უ­ლად ღე­ბუ­ლობს იან­გუ­ლი მარცხს. „სა­ო­ცა­რი ის იყო ჩხუ­ბის აღარც ხა­ლი­სი მქონ­და აღარც სურ­ვი­ლი“. „— არ გინ­და, ბი­ჭებს მე ვეტყ­ვი, რომ მა­გა­რი ხარ“. რა თქმა უნ­და, ალუ­და­სა და მუ­ცა­ლის დარ სი­მაღ­ლემ­დე პა­ტა­რა გმი­რე­ბი ვერ ადი­ან, და ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი­ცაა, მაგ­რამ მო­რა­ლი­სა და და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნე­ბის თა­ვი­სე­ბურ სი­მაღ­ლე­სა და სივ­რ­ცეს, და­მე­თან­ხ­მე­ბით, აშ­კა­რად იპყ­რო­ბენ და ქმნი­ან. ამ აზრს კი­დევ უფ­რო ამ­ყა­რებს მოთხ­რო­ბის ფი­ნა­ლი, მაგ­რამ იქამ­დე კი­დევ ერთ დე­ტალს უნ­და შე­ვე­ხოთ მა­თი ურ­თი­ერ­თო­ბი­სა; ეს გახ­ლავთ დე­დე­ბის გი­ნე­ბა. ერ­თი ქარ­თუ­ლად და მე­ო­რე ბერ­ძ­ნუ­ლად, „მთე­ლი ნა­ხე­ვა­რი წლის“ გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ფორ­მით ესალ­მე­ბოდ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს, ვიდ­რე ერთ მშვე­ნი­ერ დღეს „იან­გუ­ლი მო­ნუს­ხუ­ლი­ვით არ შედ­გა“, თვა­ლებ­ში შე­ხე­და ჯე­მალს და პა­სუ­ხის დაბ­რუ­ნე­ბის ნაც­ვ­ლად, „თა­ვი და­ხა­რა, შეტ­რი­ალ­და და ასე თავ­დახ­რი­ლი მო­ნუს­ხუ­ლი­ვით წა­ვი­და“. რამ მო­ნუს­ხა ეს ურ­ჩი თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბუ­ლი, მკერ­დ­გა­ნი­ე­რი და ამა­ყი ელა­დე­ლი?! რამ და, მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გის გარ­დაც­ვ­ლი­ლი დე­დის პა­ტი­ვის­ცე­მამ. ძა­ლი­ან სა­თუ­თი და მრავ­ლის­მ­თ­ქ­მე­ლი შტრი­ხია, რო­მე­ლიც იან­გუ­ლის მხატ­ვ­რულ სა­ხეს კი­დევ უფ­რო შთამ­ბეჭ­და­ვად ავ­სებს: „იმ დღი­დან იგი ერ­თი ათად გა­ი­ზარ­და ჩემს თვალ­ში. ჩვენს შო­რის სა­მუ­და­მოდ დამ­თავ­რ­და ომი და ქიშ­პო­ბა“. რო­გორც ვხე­დავთ, ეს „მამ­ლა­ყინ­წე­ბი“ ღირ­სე­უ­ლად აგე­ბენ და იგე­ბენ ერ­თ­მა­ნეთ­ში ომს, უფ­რო­სე­ბი­სა თუ ძმა­კა­ცე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბის გა­რე­შე. სწო­რედ ღირ­სე­ბი­დან და სიყ­ვა­რუ­ლი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს იან­გუ­ლის თავ­გან­წირ­ვა სამ­შობ­ლო­სად­მი, დი­ახ სამ­შობ­ლო­სად­მი, რად­გან მი­სი­ვე სიტყ­ვე­ბით, რომ ვთქვათ: „ჩე­მი ელა­და, ჩე­მი სამ­შობ­ლო სო­ხუ­მია, ვე­ნე­ცი­ის გზატ­კე­ცი­ლი, ჩალ­ბა­ში, კო­კა, პე­ტია, კურ­ლი­კა, ფე­მა… შა­ვი ზღვა, ჩე­მი ვი­რი, რკი­ნიგ­ზის ხი­დი… მი­და… მი­და და შენც“. მან კარ­გად იცის, რომ მი­სი გე­ნე­ტი­კუ­რი სამ­შობ­ლო, „მშობ­ლი­უ­რი მი­წა, დი­დე­ბუ­ლი ელა­დაა…“, მო­ვა­ლე­ცაა, რომ წა­ვი­დეს, მკერ­დ­ზეც ამი­ტო­მაც ამო­უს­ვი­რინ­გე­ბია — HELLADOS — მაგ­რამ „სამ­შობ­ლო უფ­რო ღრმა­დაა, უფ­რო შიგ­ნით…“ „უფ­რო შიგ­ნით“ კი გუ­ლია ის უმაღ­ლე­სი რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნო, რო­მელ­საც, რო­გორც წმინ­და მა­მე­ბი გვას­წავ­ლი­ან, თა­ვი­სი სმე­ნა აქვს, სა­კუ­თა­რი ხედ­ვა და და­უ­ვიწყა­რი მეხ­სი­ე­რე­ბა; მხო­ლოდ იოანე სა­ბა­ნის­ძის „მო­მიპყა­რით ყურ­ნი გუ­ლი­სა თქვე­ნი­სა­ნი“ რად ღირს!? ხო­და მი­სი წყა­ლო­ბით ვერ შეძ­ლებს იან­გუ­ლი გუ­ლის­ხ­მის დახ­შო­ბას (თავ­გან­წირ­ვას შეძ­ლებს) და გე­მის ქიმ­ზე მდგა­რი იან­გუ­ლის უკა­ნას­კ­ნელ სიტყ­ვებს: „ჯე­მა­ლო მე მიყ­ვარს დე­და­შე­ნი“, რო­მელ­საც იგი სიმ­ღე­რა­სა­ვით იძახ­და ბერ­ძ­ნუ­ლად, და მზე­რას, ჯე­მა­ლი ვე­ღარ უძ­ლებს და ატი­რე­ბუ­ლი ბრუნ­დე­ბა უკან. ვერც იან­გუ­ლი გა­უძ­ლებს სამ­შობ­ლოს მოწყ­ვე­ტას და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გე­მის ქიმ­ზე მდგა­რი ბი­ჭი „მა­მა­მისს ხე­ლით ეჭი­რა“, მა­ინც გად­მოხ­ტე­ბა და მე­ო­რე სამ­შობ­ლო­სა­კენ გა­მოს­ცუ­რავს უკა­ნას­კ­ნე­ლად: „მე­სა­მე დღეს მდი­ნა­რე კე­ლა­სუ­რის შე­სარ­თავ­თან ზღვამ ახალ­გაზ­რ­და ბი­ჭის სხე­უ­ლი გა­მო­რი­ყა; უფ­რო სწო­რად იგი სტა­რო­ვერ­მა მე­ბა­დუ­რებ­მა გა­მო­ი­ტა­ნეს… ბიჭს სა­ხე წაშ­ლი­ლი ჰქონ­და,.. მხო­ლოდ მე ვი­ცა­ნი, რო­დე­საც თავ­ზარ­და­ცე­მულ­მა მის გაშ­ლილ მკერ­დ­ზე ლურ­ჯად ამოს­ვი­რინ­გე­ბუ­ლი — HELLADOS, წა­ვი­კითხე“. მარ­თა­ლია, უსუ­ლოდ, მაგ­რამ მა­ინც და­უბ­რუნ­და მი­სი სხე­უ­ლი სამ­შობ­ლოს: „იან­გუ­ლი დაბ­რუნ­და“. ამ თავ­გან­წირ­ვის მა­გა­ლი­თით ნო­დარ დუმ­ბა­ძე ისეთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან პრობ­ლე­მა­სა და რე­ა­ლო­ბა­ზე აფიქ­რებს მკითხ­ველს, რომ­ლის გა­გე­ბი­სა და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის გა­რე­შე ჩვენ ვერ შევ­ძ­ლებთ აფ­სუ­ებ­თან ჩა­ტე­ხი­ლი ხი­დის აღ­დ­გე­ნას. კერ­ძოდ, ეს გახ­ლავთ ორი სამ­შობ­ლოს პრობ­ლე­მა­ტი­კა. იან­გუ­ლის გე­ნე­ტი­კუ­რი სამ­შობ­ლო აქვს, „მშვე­ნი­ე­რი ელა­და“, მაგ­რამ მის­თ­ვის რე­ა­ლუ­რი სამ­შობ­ლო სო­ხუ­მია. ვე­ნე­ცი­ის გზატ­კე­ცილ­ზე მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბას თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით, იმა­ვე გან­ც­და­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და­ვი­ნა­ხავთ ყვე­ლა ეთ­ნო­სის ბავ­შ­ვის მხრი­დან, ყვე­ლა­სათ­ვის ის ად­გი­ლია სამ­შობ­ლო, სა­დაც და­ი­ბად­ნენ. იან­გუ­ლის­თ­ვის სხვა სამ­შობ­ლო არ არ­სე­ბობს; არ არ­სე­ბობს სხვა სამ­შობ­ლო აფხა­ზეთ­ში მცხოვ­რე­ბი აფ­სუ­ე­ბის­თ­ვი­საც, სომ­ხე­ბის­თ­ვის, რუ­სე­ბის­თ­ვის და ჩვენ­თ­ვის მით უმე­ტეს — აფხა­ზე­თი ის სივ­რ­ცე და არე­ა­ლია, სა­დაც ოდით­გან­ვე იქ მოხ­ვედ­რი­ლი, მით უფ­რო და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის სამ­შობ­ლო რომ ხდე­ბა; ისე­თი სამ­შობ­ლო, რო­მელ­საც სი­ცოცხ­ლის ფა­სა­დაც რომ და­უჯ­დეს, მა­ინც არ და­კარ­გავს, შე­საძ­ლოა მკვდა­რი, მაგ­რამ მა­ინც დაბ­რუნ­დე­ბა.

ახ­ლა ორი­ოდ სიტყ­ვით მინ­და შე­ვე­ხო მთა­ვა­რი გმი­რის სა­ხელს. შე­საძ­ლოა ავ­ტორს არც უფიქ­რია ასე, რა­საც ახ­ლა გეტყ­ვით, მაგ­რამ გა­მო­რიცხუ­ლიც არა­ფე­რია; ასეა თუ ისე, ის ნამ­დ­ვი­ლად ფაქ­ტია, რომ სა­ხელ­ში — იან­გუ­ლი — გუ­ლი ფი­გუ­რი­რებს. არ ვი­ცი ბერ­ძ­ნულ ენა­ში სუ­ფიქ­სი — იან — რა­მეს თუ ნიშ­ნავს, მაგ­რამ ქარ­თულ­ში რა­ღა­ცის მფლო­ბელს ნამ­დ­ვი­ლად ნიშ­ნავს — ქუ­დი­ა­ნი, ჩო­ხი­ა­ნი, გუ­ლი­ა­ნი; ამ სა­კითხ­ზე და­ფიქ­რე­ბამ ბავ­შ­ვო­ბის ერ­თი თა­მა­ში გა­მახ­სე­ნა — სიტყ­ვის შე­მად­გე­ნე­ლი ბგე­რე­ბი ერთს უკუღ­მა უნ­და დაგ­ვე­ლა­გე­ბი­ნა და მე­ო­რეს უნ­და გა­მო­ეც­ნო ეს სიტყ­ვა (სა­ხე­ლიც ერ­ქ­ვა ამ თა­მაშს, მაგ­რამ აღარ მახ­სოვს). თუ ასე მო­ვიქ­ცე­ვით, გა­მო­დის, რომ გმი­რის სა­ხე­ლი მწე­რალ­მა სიტყ­ვი­დან — გუ­ლი­ა­ნი — მი­ი­ღო, მცი­რე­ო­დე­ნი კომ­ბი­ნა­ცი­ის შე­დე­გად. სერ­გო კლდი­აშ­ვი­ლი მა­მის, და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის, შე­სა­ხებ წერს: „მან სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნა რა­ღაც ბავ­შ­ვუ­რი“. დუმ­ბა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ თა­ვი­სუფ­ლად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ იგი მარ­თ­ლაც დი­დი ბავ­შ­ვი იყო: ხა­ლა­სი, სუფ­თა, მარ­ტი­ვი, მაგ­რამ ამავ­დ­რო­უ­ლად ბავ­შ­ვი­ვით გა­უ­გე­ბა­რიც. სწო­რედ ამი­ტომ მი­მაჩ­ნია და­საშ­ვე­ბად ჩე­მი მო­საზ­რე­ბა იან­გუ­ლის სა­ხელ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

⇒ ვახ­ტანგ რო­დო­ნაია, ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, VII კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „სწავ­ლა­ნი“, 2020წ;

⇒ ინ­ტერ­ნეტ­რე­სურ­სე­ბი.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები