2 მაისი, ხუთშაბათი, 2024

ნანა გაბელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა

spot_img

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად ნანა გაბელია დაინიშნა. ახლად დანიშნული მინისტრი თანამშრომლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ წარუდგინა. წარდგენას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ეკა ხოფერიას, განათლების სფეროში 3 წლის განმავლობაში გაწეული ეფექტიანი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და მის დამსახურებებზე ისაუბრა.

ნანა გაბელიას საჯარო სექტორში, სხვადასხვა პოზიციაზე, მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2021 წლიდან დღემდე იგი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

ნანა გაბელია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას 1 აგვისტოდან შეუდგება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები