24 ნოემბერი, კვირა, 2024

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, საკ­ლა­სო ოთახ­ში მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­ვი­დეს

spot_img

ინ­ტერ­ვიუ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­თან, ბე­რი­კა შუ­კა­კი­ძეს­თან

2021 წლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე­ე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბი

ახალს არა­ფერს ვიტყ­ვი იმით, რომ 2021-შიც მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა პან­დე­მია იყო – ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის და მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო მათ თავ­და­დე­ბუ­ლი შრო­მის­თ­ვის. სირ­თუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­ულ პრობ­ლე­მებ­თან ერ­თად სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა­საც შე­ვეჩ­ვი­ეთ. ამ პე­რი­ოდ­ში მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლ­მა სატ­რე­ნინ­გო მო­დუ­ლე­ბი მთლი­ა­ნად ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ზე გა­და­აწყო, მათ უმე­ტე­სო­ბა­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი. მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლი­სა და სა­მი­ნის­ტ­როს ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან ეფექ­ტი­ა­ნი გა­მოდ­გა. ამის გარ­და, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის პრო­ექ­ტი „ჩხირ­კე­დე­ლა“ ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და და, პირ­ვე­ლად ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის ის­ტო­რი­ა­ში, და­ვიწყეთ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა კე­თე­ბით სწავ­ლე­ბით. ფი­ზი­კის, ბი­ო­ლო­გი­ის, ქი­მი­ის, მა­თე­მა­ტი­კი­სა და ისტ-ის მას­წავ­ლებ­ლებს მი­ვე­ცით კე­თე­ბით აღ­მო­ჩე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა – და­ედ­გი­ნათ თა­ვი­ან­თი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი; ასე­ვე ეს­წავ­ლათ, რო­გორ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ კონ­კ­რე­ტუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი საკ­ლა­სო ოთახ­ში. ეს აუცი­ლე­ბე­ლია, რად­გან 21-ე სა­უ­კუ­ნის მოს­წავ­ლის­თ­ვის მხო­ლოდ ის სას­წავ­ლო პრო­ცე­სია მიმ­ზიდ­ვე­ლი, რო­მე­ლიც კვლე­ვა­ზე, აღ­მო­ჩე­ნა­სა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და, რა თქმა უნ­და, კე­თე­ბა­ზე. STEM-ის საგ­ნე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­მა სა­ინ­ტე­რე­სო გაკ­ვე­თი­ლი რომ ჩა­ა­ტა­როს, სა­ჭი­როა, ასე­თი ტი­პის პრო­ექ­ტე­ბი შეს­თა­ვა­ზოს ბავ­შ­ვებს.

რა არის აქ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი? რო­მე­ლი­მე კონ­კ­რე­ტულ პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის, ხე­ლოვ­ნე­ბის, ასე­ვე სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლებს ერ­თ­მა­ნეთ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა უწევთ, ანუ ასეთ­მა მიდ­გო­მამ ბუ­ნებ­რი­ვი გა­ხა­და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის პრო­ცე­სი, რაც მა­თი­ვე სურ­ვი­ლით ხდე­ბა. ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი პრო­ექ­ტი რომ დას­რულ­დეს, მას სჭირ­დე­ბა ბი­ო­ლო­გი­ის, ქი­მი­ის, მა­თე­მა­ტი­კი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მა­ინც მოს­წავ­ლი­სა და მას­წავ­ლებ­ლის ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბაა. ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში ხში­რად ბავ­შ­ვე­ბი მე­ტად ერ­კ­ვე­ვი­ან, მე­ტიც, მას­წავ­ლე­ბელს შე­იძ­ლე­ბა საგ­ნის ღრმა ცოდ­ნა ჰქონ­დეს, ზედ­მი­წევ­ნით იცო­დეს ფა­რა­დე­ის კა­ნო­ნი, მაგ­რამ არ­დუ­ი­ო­ნოს დაპ­როგ­რა­მე­ბა, რო­მე­ლიც პრო­ექტს სჭირ­დე­ბა, მოს­წავ­ლემ უპ­რობ­ლე­მოდ შე­ას­რუ­ლოს. ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ მათ შო­რის არ­სე­ბუ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რია.

სულ 350 სკო­ლა­ში გა­ვაგ­ზავ­ნეთ, და­ახ­ლო­ე­ბით, 80 პრო­ექ­ტი STEM-ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­მელ­საც ახ­ლავს სი­ლა­ბუ­სე­ბი. სკო­ლე­ბი თა­ვი­ან­თი სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით ირ­ჩე­ვენ პრო­ექტს, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­შიც შემ­დეგ ჩვენ და­ვეხ­მა­რე­ბით. სა­ბა­ზო და სა­შუ­ლო სა­ფე­ხუ­რის გარ­და, დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის­თ­ვი­საც გვაქვს ასე­თი პრო­ექ­ტე­ბი, რად­გან გვინ­და დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბი­დან­ვე მი­ე­ცეთ მოს­წავ­ლე­ებს კე­თე­ბით სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლ­შიც გვსტუმ­რო­ბენ სკო­ლე­ბი, ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბი­და­ნაც მოჰ­ყავთ მას­წავ­ლებ­ლებს.

ყო­ველ ოთხ­შა­ბათს გვქონ­და და ისევ ვაგ­რ­ძე­ლებთ STEM-ის სა­ღა­მო­ებს, სა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბი წა­რად­გე­ნენ სა­კუ­თარ პრო­ექ­ტებს. დი­დი ნა­წი­ლი ბა­ტო­ნი და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლის პრო­ექ­ტე­ბის ფარ­გ­ლებ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რო­მე­ლიც, უკ­ვე ერ­თი წე­ლია, მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლის თა­ნამ­შ­რო­მე­ლია.

ჩვენ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე­ე­ბი­დან, ასე­ვე მახ­სენ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის მშობ­ლე­ბის ტრე­ნინ­გი, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის, ეკა­ტე­რი­ნე დგე­ბუ­ა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პან­დე­მი­ის გა­მო, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებს სახ­ლ­ში ყოფ­ნა მო­უ­წი­ათ. მშობ­ლებს, თავ­და­პირ­ვე­ლად, ახალ გა­რე­მოს­თან ადაპ­ტი­რე­ბა ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დათ. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, მათ­თ­ვის ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა ტრე­ნინ­გი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამი­ტო­მაც მი­მაჩ­ნია ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად.

ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე გვაქვს დი­რექ­ტო­რე­ბის­თ­ვის. მათ­თ­ვის შევ­ქ­მე­ნით სატ­რე­ნინ­გო კურ­სი 21 მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ­ლის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რო­ბა­ზე იქ­ნე­ბა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი. რო­გორც კი დი­რექ­ტო­რე­ბის შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სი და­იწყე­ბა, მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლი მზა­დაა, 21-ივე მი­მარ­თუ­ლე­ბით და­იწყოს ზრუნ­ვა მათ ხან­გ­რ­ძ­ლივ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. სკო­ლის დი­რექ­ტო­რებს და­ა­ინ­ტე­რე­სებთ, ასე­ვე, ჩვე­ნი ცენ­ტ­რის მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი ჟურ­ნა­ლი „სკო­ლის მარ­თ­ვა“ (უკ­ვე 4 ნო­მე­რი გა­მო­ვი­და), რომ­ლის გაც­ნო­ბა ელექ­ტ­რო­ნუ­ლად შე­უძ­ლი­ათ. საკ­მა­ოდ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი გა­მო­ცე­მაა რო­გორც სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის­თ­ვის, ისე მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვი­საც; ამის გარ­და, დი­რექ­ტო­რე­ბის­თ­ვის შევ­ქ­მე­ნით სკო­ლის მარ­თ­ვის ახა­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოც.

ერთ-ერ­თი ინი­ცი­ა­ტი­ვა დი­ას­პო­რის ბავ­შ­ვებ­საც შე­ე­ხე­ბა, გვინ­და, უცხო­ეთ­ში მცხოვ­რებ ქარ­თ­ველ ბავ­შ­ვებს, ქარ­თუ­ლი ენის გარ­და, სხვა საგ­ნე­ბის მშობ­ლი­ურ ენა­ზე შეს­წავ­ლა შევ­თა­ვა­ზოთ, რად­გან ასე გა­ცი­ლე­ბით უკეთ სწავ­ლო­ბენ ენას, ამის ძა­ლი­ან კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა უკ­ვე არ­სე­ბობს.

გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და ყუ­რადღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლო კი­დევ ერთ სი­ახ­ლე­ზე, რომ­ლის ტრა­დი­ცია მას­წავ­ლე­ბელ­თა სახლს აქვს. ეს არის მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის შექ­მ­ნა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იშ­ვი­ა­თია სფე­რო და სპე­ცი­ა­ლო­ბა, რო­მელ­საც სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი რე­სურ­სე­ბი აქვს. ჩვენ, უხ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში, და­ვიწყებთ სა­მი პრო­ფე­სი­უ­ლი ჟურ­ნა­ლის გა­მო­ცე­მას – ერ­თი იქ­ნე­ბა ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, მე­ო­რე – სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში (STEM-ში) და მე­სა­მე – სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში. სა­მი­ვე ჟურ­ნალ­ში მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი და ცნო­ბი­ლი რე­სურ­სე­ბი და სტა­ტი­ე­ბი და­ი­ბეჭ­დე­ბა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი სკო­ლის რე­ა­ლო­ბა­ზე. გვინ­და, ასე­ვე, ჟურ­ნა­ლებ­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კვლე­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბაც აისა­ხოს, რომ სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი გა­ვაც­ნოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

და­ბო­ლოს, ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე მინ­და გა­ვახ­მო­ვა­ნო, რო­მე­ლიც გვექ­ნე­ბა — ჩვე­ნი იდეაა შევ­ქ­მ­ნათ ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მა სა­ხე­ლად „გა­ნათ­ლე­ბის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სახ­ლი“. პრო­ექ­ტის წარ­დ­გე­ნა წლის ბო­ლომ­დე იგეგ­მე­ბა.

პორ­ტალ­ზე გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა დი­რექ­ტო­რის, მას­წავ­ლებ­ლის, მშობ­ლი­სა და მოს­წავ­ლის რე­სურ­სე­ბი. ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის პრინ­ცი­პი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია – ყვე­ლა რე­სურ­სი, რაც არ­სე­ბობს – მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლის, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა თუ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ შექ­მ­ნი­ლი – მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, მოს­წავ­ლის­თ­ვის, მშობ­ლის­თ­ვის და დი­რექ­ტო­რის­თ­ვის, ატ­ვირ­თუ­ლი იქ­ნე­ბა ერთ პლატ­ფორ­მა­ზე. ამას­თა­ნა­ვე, ყვე­ლა სერ­ვი­სი, რა­საც მათ ჩვე­ნი ცენ­ტ­რი სთა­ვა­ზობს, იქ­ნე­ბა ტრე­ნინ­გი, სე­მი­ნა­რი, ვე­ბი­ნა­რი, სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბე­ბის ვი­დე­ო­კო­ლა­ჟი თუ ფო­რუ­მი, აიტ­ვირ­თე­ბა აღ­ნიშ­ნულ პორ­ტალ­ზე. მა­გა­ლი­თად, თუ ლა­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ჩხო­როწყუს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხა­ბუ­მე­შის ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლია, სა­ღა­მოს შე­ვა ამ პლატ­ფორ­მა­ზე, გახ­ს­ნის მას­წავ­ლებ­ლის სკო­ლას და აირ­ჩევს საგ­ნებ­ში ფი­ზი­კას, მას იქ დახ­ვ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი ამ სა­გან­ში ვი­დე­ო­რე­სურ­სით დაწყე­ბუ­ლი, ტექ­ს­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ამ რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მას თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში. ასე­ვე, კა­ლენ­დარ­ში მო­ცე­მუ­ლი იქ­ნე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, ვე­ბი­ნა­რი კონ­კ­რე­ტულ თე­მა­ტი­კა­ზე, ფო­რუმ­ზე, დის­კუ­სია კო­ლე­გებ­თან სწავ­ლე­ბის მე­თო­დებ­ზე და ა.შ.

სქე­მა – პრაქ­ტი­კო­სე­ბის ბე­დი და მო­ლო­დი­ნე­ბი

პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი აღარ არ­სე­ბობს. ყო­ფი­ლი პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი და­ვუშ­ვით. ძა­ლი­ან და­სა­ნა­ნი იქ­ნე­ბო­და, მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც სა­გა­ნი 10 კრე­დიტ­ზე აქვს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი, სის­ტე­მი­დან გაგ­ვეშ­ვა, მა­თი და­კარ­გ­ვა არ შე­იძ­ლე­ბა. საგ­ნობ­რი­ვი ცოდ­ნა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. სწო­რედ ამ მო­საზ­რე­ბით და­იშ­ვა გა­მო­ნაკ­ლი­სი მათ­თ­ვის, ვი­საც 10 კრე­დიტ­ზე აქვს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი გა­მოც­და და ვი­საც ორი­ვე გა­მოც­და აქვს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი, ას­წავ­ლის მა­ღალ­მ­თი­ან სოფ­ლებ­ში ან მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­ლებ­ში. მათ აქ­ტი­ვო­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი აქვთ, მით უფ­რო, პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში და კრე­დი­ტე­ბის შევ­სე­ბი­სას ჰქონ­დათ გა­მოწ­ვე­ვე­ბი. სწო­რედ ამი­ტომ, მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ამ მას­წავ­ლებ­ლებს, იან­ვ­რი­დან, უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭე­ბათ. ასე­თი სულ 700-მდე ადა­მი­ა­ნია.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩე­ნი ყო­ფი­ლი პრაქ­ტი­კო­სე­ბის მოთხოვ­ნას, მოკ­ლე­ბუ­ლია სა­ფუძ­ველს. 2015 წელს, უფ­რო ად­რეც, მას­წავ­ლებ­ლებ­მა იცოდ­ნენ, რომ 2019 წელს სქე­მა მთავ­რ­დე­ბო­და და ამ პე­რი­ოდ­ში მათ, უფ­რო­სის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად, 19 კრე­დი­ტი უნ­და და­ეგ­რო­ვე­ბი­ნათ. თუმ­ცა, პან­დე­მი­ის გა­მო, ორი წლით გა­და­ვად­და ეს პრო­ცე­სი, ანუ კი­დევ ორი წე­ლი მი­ე­ცათ და­მა­ტე­ბი­თი დრო სტა­ტუ­სის ასა­მაღ­ლებ­ლად, შე­სა­ბა­მი­სად, კი­დევ ორ­ჯერ გა­ვიდ­ნენ გა­მოც­და­ზე. ეს პრო­ცე­სი და­უს­რუ­ლებ­ლად ვერ გაგ­რ­ძელ­დე­ბო­და.

ყო­ფი­ლი პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­წავ­ლებ­ლე­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, 5 პრო­ცენ­ტია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ამ­დენ­მა პრო­ცენ­ტ­მა ვერ აიმაღ­ლა სტა­ტუ­სი. ნე­ბის­მი­ერ პრო­ფე­სი­ა­ში არ­სე­ბობს ამ­დე­ნიც და ამა­ზე მე­ტი პრო­ცენ­ტი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც შე­სა­ბა­მი­სი სტან­დარ­ტის მი­ხედ­ვით ვერ იმაღ­ლე­ბენ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას. სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხეს სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბა. მე­ო­რე მხრი­დან თუ შევ­ხე­დავთ სა­კითხს, იმ ადა­მი­ა­ნებს რას ვპა­სუ­ხობთ, ვინც კომ­პე­ტენ­ცია და­ა­დას­ტუ­რა და პრო­ფე­სი­ა­ში შე­მოს­ვ­ლა სურს? მათ­თ­ვი­საც ხომ უნ­და გა­იხ­ს­ნას და­საქ­მე­ბის „კა­რი“? თუ სკო­ლამ, ვა­კან­სი­ის გა­მოცხა­დე­ბის შემ­დეგ, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ვერ აიყ­ვა­ნა, მა­შინ ყო­ფილ პრაქ­ტი­კოს­თან იმა­ვე პი­რო­ბე­ბით აგ­რ­ძე­ლებს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს მას­წავ­ლე­ბე­ლი რე­ა­ლუ­რად არა­ფერს კარ­გავს, მას ისევ ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­ვი­დეს გა­მოც­და­ზე, ჩა­ა­ბა­როს და და­ა­დას­ტუ­როს კომ­პე­ტენ­ცია.

ქარ­თუ­ლი ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლის ყვე­ლა­ზე დი­დი გა­მოწ­ვე­ვა

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სის­ტე­მა­ში მა­ღა­ლი სა­აზ­როვ­ნო უნა­რე­ბის მქო­ნე კი­დევ უფ­რო მე­ტი ადა­მი­ა­ნის მო­ზიდ­ვა და მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში „ტოპ ათე­უ­ლის“ პრო­ფე­სი­ე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­მოყ­ვა­ნა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, მა­ლე, სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მაც გვექ­ნე­ბა. ეს მთე­ლი მსოფ­ლი­ოს სტან­დარ­ტია, ფი­ნუ­რი გა­ნათ­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერ­თი ფაქ­ტო­რიც სწო­რედ ეს არის – მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში ფი­ნე­ლე­ბი ახალ­გაზ­რ­დებს „ტოპ ათე­უ­ლის“ პრო­ფე­სი­ე­ბი­დან მო­ი­ზი­და­ვენ. მი­მაჩ­ნია, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერ­გ­ვის შემ­დეგ რე­ფორ­მა კი­დევ უფ­რო წარ­მა­ტე­ბუ­ლი გახ­დე­ბა. რო­დე­საც ადა­მი­ანს მა­ღალ სტან­დარტს უწე­სებ, აუცი­ლებ­ლად უნ­და არ­სე­ბობ­დეს მი­სი შეს­რუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც. იყო პე­რი­ო­დი, რო­დე­საც და­ბა­ლი ანაზღა­უ­რე­ბის გა­მო მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია ძა­ლი­ან არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. დღეს კი, მა­ღა­ლი სტა­ტუ­სის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია, 2000 ლა­რამ­დე გა­მო­ი­მუ­შა­ოს. მო­წო­დე­ბით ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი ვერ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ გვინ­და, სკო­ლებ­ში ისე­თი ახალ­გაზ­რ­დე­ბი მო­ვი­ზი­დოთ, რომ­ლებ­საც გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი ექ­ნე­ბათ, რომ მას­წავ­ლებ­ლო­ბა პატ­რი­ო­ტიზ­მის ნა­წი­ლია. მარ­თ­ლაც, რა შე­იძ­ლე­ბა შენს ქვე­ყა­ნას იმა­ზე კარ­გი გა­უ­კე­თო, ვიდ­რე 21-ე სა­უ­კუ­ნის უნარ-ჩვე­ვე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი თა­ო­ბა გა­უ­ზარ­დო.

არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი დი­რექ­ტო­რი. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ადა­მი­ა­ნე­ბი აქაც „ტოპ ათე­უ­ლის“ პრო­ფე­სი­ე­ბი­დან შე­მო­ვიდ­ნენ, რად­გან მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი დი­რექ­ტო­რის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

და­ბო­ლოს, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი – ეს არის ნდო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა. ჩვენ ერ­თი სა­ერ­თო მი­ზა­ნი გვაქვს და ამ მიზ­ნის გარ­შე­მო ვერ­თი­ან­დე­ბით – მას­წავ­ლე­ბე­ლიც, დი­რექ­ტო­რიც, სა­მი­ნის­ტ­როც და ჩვე­ნი ცენ­ტ­რიც. ყვე­ლა ეს რგო­ლი უნი­სონ­ში უნ­და ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­დეს.

კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცია, რო­გორც შე­საძ­ლებ­ლო­ბა

ტექ­ნო­ლო­გია ეს არის მე­დი­უ­მი, ანუ სა­შუ­ა­ლე­ბა და თუ ჩვენ გვინ­და (და აუცი­ლებ­ლად გვინ­და), რომ წა­ვა­ხა­ლი­სოთ სწავ­ლა ძი­ე­ბით, სწავ­ლა აღ­მო­ჩე­ნით და სწავ­ლა კვლე­ვით, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­რე­შე ვე­რა­ფერს გა­ვა­კე­თებთ. პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ, ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლებ­მა თუ სერ­ვი­სებ­მა გა­ა­ჩი­ნა ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ზო­გა­დად, პან­დე­მი­ამ ეს პრო­ცე­სი და­აჩ­ქა­რა. ამი­ტომ, თუ შე­იძ­ლე­ბა, რომ გა­მოწ­ვე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბად აქ­ციო, ამის­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი უნ­და გა­ა­კე­თო. რე­ა­ლუ­რად, მას­წავ­ლებ­ლებ­მა და მოს­წავ­ლე­ებ­მა, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, შეძ­ლეს ახალ რე­ა­ლო­ბას­თან მყი­სი­ე­რად შე­გუ­ე­ბა.

ბო­ლოს მინ­და შო­ბა-ახა­ლი წე­ლი მი­ვუ­ლო­ცო მოს­წავ­ლე­ებს, მას­წავ­ლებ­ლებს და ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა და წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვო. ნე­ბის­მი­ერ დროს მზად ვარ, პი­რა­დი ტე­ლე­ფო­ნით ვუ­პა­სუ­ხო მათ შე­კითხ­ვებს. ამ დღე­ებ­შიც და­მი­რე­კა ერ­თ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, რომ­ლის სა­ხე­ლი და გვა­რიც კი არ ვი­ცი და მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­და იმის­თ­ვის, რომ იმ მას­წავ­ლებ­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მოხ­ვ­და, რომ­ლე­ბიც იან­ვ­რი­დან უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუსს მი­ი­ღე­ბენ.

ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ იმის­თ­ვის, რომ ნე­ბის­მი­ე­რი სი­ახ­ლე მას­წავ­ლებ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ზე იყოს მორ­გე­ბუ­ლი და გულ­წ­რ­ფე­ლად მინ­და, ყვე­ლას წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო!

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები