19 აპრილი, პარასკევი, 2024

2021 – გა­მორ­ჩე­უ­ლი, დატ­ვირ­თუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო წე­ლი ცენ­ტ­რის­თ­ვის

spot_img
2021 წე­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის­თ­ვის სი­ახ­ლე­ე­ბი­თა და ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბით იყო სავ­სე – გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი თა­მარ მა­ხა­რაშ­ვი­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ გა­წე­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას აჯა­მებს.

📌🔎უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამოქ­მედ­და და გან­ხორ­ცი­ელ­და არა­ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა და აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლი იყო ცენ­ტ­რის რო­გორც ინ­ს­ტი­ტუ­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბის­კენ, ასე­ვე გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გა­რე მე­ქა­ნიზ­მე­ბის დახ­ვე­წა-გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა ცენ­ტ­რის საქ­მი­ა­ნო­ბის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც.

ცენ­ტ­რის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის რო­ლის გაზ­რ­დი­სა და ამ მიზ­ნით ცენ­ტ­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის მიზ­ნით, 2021 წელს, ცენ­ტ­რის დე­ბუ­ლე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი იქ­ნა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი. კერ­ძოდ, არ­სე­ბი­თად გა­ნახ­ლ­და სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს რო­ლი ცენ­ტ­რის მარ­თ­ვის, საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სებ­ში. საბ­ჭოს გა­ნახ­ლე­ბულ­მა შე­მად­გენ­ლო­ბამ გა­ნი­ხი­ლა და იმ­ს­ჯე­ლა ისეთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხებ­ზე, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად: კლას­ტე­რუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბი და პრო­ცე­დუ­რე­ბი, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი კონ­ცეფ­ცია და თან­მ­დე­ვი დო­კუ­მენ­ტე­ბი, ცენ­ტ­რის 2022 წლის სა­მოქ­მე­დო გეგ­მი­სა და ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტე­ბი და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი უსაფ­რ­თხო­ე­ბის დო­კუ­მენ­ტე­ბი.

📌🔎 ცენ­ტ­რ­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ახა­ლი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის მო­ზიდ­ვის მიზ­ნით, შე­მუ­შავ­და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თ­ვის პო­ლი­ტი­კის დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს ცენ­ტ­რ­ში კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი, მა­ღა­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის შერ­ჩე­ვას­თან, და­საქ­მე­ბას­თან, პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბის, მიდ­გო­მე­ბის, ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­სა და პრინ­ცი­პე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია მოქ­მედ კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბას­თან, ცენ­ტ­რის მი­სი­ას­თან, ხედ­ვას­თან, სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მას­თან და იზი­ა­რებს ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თ­ვის სა­კითხებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კებს. ზო­გა­დად აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ცენ­ტ­რ­ში, ეტა­პობ­რი­ვად, კი­დევ უფ­რო მე­ტად მკვიდ­რ­დე­ბა პო­ლი­ტი­კა, ში­და კად­რე­ბის თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი და­წი­ნა­უ­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამას­თან, რო­გორც ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორს, მა­ხა­რებს, რომ 2021 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 13 სტა­ჟი­ო­რი­დან სა­მი ჩვენს ცენ­ტ­რ­ში სხვა­დას­ხ­ვა სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­უ­ლებ­ში და­საქ­მ­და.

📌🔎 მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ცენ­ტ­რ­ში ეტა­პობ­რი­ვად ინერ­გე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის მიდ­გო­მა. ამ მიზ­ნით, 2021 წე­ლი ცენ­ტ­რის­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი იყო კვლე­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბით, რომ­ლის შე­დე­გე­ბის ნა­წი­ლი უკ­ვე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ან იგეგ­მე­ბა მა­თი იმ­პ­ლე­მენ­ტა­ცია ცენ­ტ­რის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით უნ­და აღი­ნიშ­ნოს ევ­რო­კავ­ში­რის დაძ­მო­ბი­ლე­ბის პრო­ექ­ტის (Twinning) მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თე­მა­ტუ­რი ანა­ლი­ზე­ბი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მოხ­და რეფ­ლექ­სია არ­სე­ბულ ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გა­რე მე­ქა­ნიზ­მებ­ზე და, ანა­ლი­ზის შე­დე­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, და­ი­გეგ­მა გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

ცენ­ტ­რ­ში ასე­ვე გან­ხორ­ცი­ელ­და რამ­დე­ნი­მე კვლე­ვა შემ­დეგ თე­მებ­ზე: ახა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შეს­წავ­ლა, ცენ­ტ­რის მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი და პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის შე­ფა­სე­ბის კვლე­ვა და პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის კვლე­ვა, მომ­ხ­მა­რე­ბელ­თა კმა­ყო­ფი­ლე­ბის კვლე­ვა, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის სის­ტე­მუ­რი ანა­ლი­ზი და სხვა. აქაც, ყვე­ლა კვლე­ვის შე­დეგს სა­თა­ნა­დოდ გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ და დავ­გეგ­მავთ შე­სა­ბა­მის აქ­ტი­ვო­ბებს.

📌🔎 გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ წელს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ევ­რო­პუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის (ENQA) მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფის შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სი. მო­ნი­ტო­რინ­გის ფარ­გ­ლებ­ში, გა­და­მოწ­მ­და ცენ­ტ­რის მი­ერ ENQA-ს ექ­ს­პერ­ტ­თა ჯგუ­ფის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, რაც ცენ­ტ­რის 2019 წლის გა­რე შე­ფა­სე­ბის ან­გა­რიშ­ში იყო ასა­ხუ­ლი. შე­მოწ­მე­ბის დროს, სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტებ­მა დე­ტა­ლუ­რად და სიღ­რ­მი­სე­უ­ლად გა­ნი­ხი­ლეს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის, აკ­რე­დი­ტა­ცი­ი­სა და ცენ­ტ­რის დე­ბუ­ლე­ბებ­ში, ბო­ლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი. ამას­თან, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვილ­და მიმ­დი­ნა­რე საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, ასე­ვე, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, თე­მა­ტუ­რი ანა­ლი­ზის სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მის დამ­კ­ვიდ­რე­ბა­ზე, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლო­ბის თე­მა­ზე. მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფის შე­ფა­სე­ბით, ცენ­ტ­რ­მა ENQA-ს ექ­ს­პერ­ტ­თა ჯგუ­ფის დას­კ­ვ­ნა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი შე­ას­რუ­ლა. სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბის მი­ერ, ასე­ვე, და­დე­ბი­თად შე­ფას­და ცენ­ტ­რის სა­მო­მავ­ლო ხედ­ვა ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პრო­ცე­სე­ბის კი­დევ უფ­რო მე­ტად დახ­ვე­წა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

📌🔎 მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გა­რე მე­ქა­ნიზ­მე­ბის დახ­ვე­წი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

რო­გორც უკ­ვე არა­ერ­თხელ გან­ვაცხა­დეთ, 2022 წლი­დან, ყვე­ლა­ნი გა­დავ­დი­ვართ უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის კლას­ტე­რუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სის­ტე­მა­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ტე­მა ევ­რო­პის არა­ერთ ქვე­ყა­ნა­შია და­ნერ­გი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ახალ სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვ­ლის მიზ­ნით, შე­მუ­შავ­და კლას­ტე­რუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის კონ­ცეფ­ცია და კლას­ტე­რულ აკ­რე­დი­ტა­ცი­ა­ზე გა­დას­ვ­ლის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა. ევ­რო­კავ­ში­რის და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი დაძ­მო­ბი­ლე­ბის პრო­ექ­ტის (TWINNING) მხარ­და­ჭე­რით, ეს­ტო­ნე­თის უმაღ­ლე­სი და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტო­სა (EKKA) და გერ­მა­ნი­ის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტოს (AQAS) თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, კლას­ტე­რუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პი­ლო­ტი­რე­ბა სამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და და შე­ფას­და ცხრა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა. პი­ლო­ტი­რე­ბა­ში ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბი გერ­მა­ნი­ი­დან, ეს­ტო­ნე­თი­დან და დი­დი ბრი­ტა­ნე­თი­დან.

პი­ლო­ტი­რე­ბის შე­დე­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კლას­ტე­რუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის და­ნერ­გ­ვის მიზ­ნით, შე­მუ­შავ­და „უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ და „გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნებ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტე­ბი. ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, გარ­და იმი­სა, რომ მო­მა­ვა­ლი წლი­დან ინერ­გე­ბა კლას­ტე­რუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცია, ასე­ვე, პროგ­რა­მუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცია სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა ყვე­ლა სა­ფე­ხუ­რი­სა და სა­ხის უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის­თ­ვის. ჩვე­ნი მო­საზ­რე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­უწყობს ხელს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ზე გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.

შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, ასე­ვე, აკ­რე­დი­ტა­ცი­ის საბ­ჭო ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, მე­დი­ცი­ნის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ზე, უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას გა­ნუ­საზღ­ვ­როს სტუ­დენ­ტ­თა ად­გი­ლე­ბის ზღვრუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა. აღ­ნიშ­ნულ სა­კითხ­ზე მსჯე­ლო­ბი­სას, საბ­ჭომ მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ი­ღო მე­დი­ცი­ნის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის სპე­ცი­ფი­კა, შე­სა­ბა­მი­სი დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლით დად­გე­ნი­ლი მოთხოვ­ნე­ბი, უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის, პრაქ­ტი­კის ობი­ექ­ტე­ბის, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი და კლი­ნი­კუ­რი ბა­ზე­ბის რე­სურ­სე­ბი.

ჩვენ მი­ერ შე­მუ­შავ­და სა­დოქ­ტო­რო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, სა­დაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვილ­და პროგ­რა­მა­ზე დაშ­ვე­ბის წი­ნა­პი­რო­ბებ­ზე, პროგ­რა­მის ში­ნა­არ­ს­ზე, სას­წავ­ლო კომ­პო­ნენ­ტის მიზ­ნებ­ზე, დი­სერ­ტა­ცი­ის დაც­ვის პრო­ცე­დუ­რებ­სა და პროგ­რა­მის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ პერ­სო­ნალ­ზე.

ასე­ვე, გან­ხორ­ცი­ელ­და უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ცალ­კე­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბის სტრუქ­ტუ­რის ცვლი­ლე­ბა. კერ­ძოდ, სტან­დარ­ტის რი­გი კომ­პო­ნენ­ტე­ბი გა­ერ­თი­ან­და სხვა სტან­დარ­ტის კომ­პო­ნენ­ტებ­თან. აღ­ნიშ­ნულ­მა მიდ­გო­მამ უზ­რუნ­ველ­ყო, ში­ნა­არ­სობ­რი­ვი ნიშ­ნით, კი­დევ უფ­რო მსგავ­სი კომ­პო­ნენ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ერ­თი სტან­დარ­ტის ფარ­გ­ლებ­ში და ხე­ლი შე­უწყო აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სხვა­დას­ხ­ვა სტან­დარ­ტებ­ში თა­ნა­ბა­რი რა­ო­დე­ნო­ბის კომ­პო­ნენ­ტე­ბის არ­სე­ბო­ბას. ახა­ლი კო­რო­ნა­ვი­რუ­სის გავ­რ­ცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, სას­წავ­ლო ფორ­მა­ტის ელექ­ტ­რო­ნუ­ლად წარ­მარ­თ­ვის პრაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­მუ­შავ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რო­გორ უზ­რუნ­ველ­ყოს უმაღ­ლეს­მა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ ელექ­ტ­რო­ნუ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ხა­რის­ხის შე­ფა­სე­ბა. კერ­ძოდ, ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ას შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი უნ­და ჰქონ­დეს ელექ­ტ­რო­ნუ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის შე­ფა­სე­ბის­თ­ვის შე­სა­ბა­მი­სი ში­და ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მე­ქა­ნიზ­მე­ბი.

📌🔎 მიმ­დი­ნა­რე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ცენ­ტ­რ­ში არ­სე­ბი­თი სიღ­რ­მი­სე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და. შე­მუ­შავ­და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გან­ვი­თა­რე­ბის ახა­ლი კონ­ცეფ­ცია, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­ნახ­ლე­ბულ სტან­დარ­ტებ­სა და პრო­ცე­დუ­რებს. კონ­ცეფ­ცია პრე­ზენ­ტა­ცი­ის ფორ­მატ­ში წა­რედ­გი­ნა ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს. კონ­ცეფ­ცი­ის თა­ნახ­მად, ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბი ეხე­ბა შემ­დეგ სა­კითხებს: სკო­ლის ფი­ლო­სო­ფია; სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მი; სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი მხარ­და­ჭე­რა; მოს­წავ­ლე­თა მხარ­და­ჭე­რა. შე­სა­ბა­მი­სად, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ახა­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბი­თა და მო­მა­ვა­ლი წლი­დან ამოქ­მე­დე­ბით, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მა არ­სე­ბი­თად სხვა სტან­დარ­ტებ­სა და მიდ­გო­მებ­ზე გა­და­დის. ახა­ლი სის­ტე­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვ­ცემს, უფ­რო მე­ტად და­ვუ­ჭი­როთ მხა­რი ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს და და­ვეხ­მა­როთ ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ში­და კულ­ტუ­რი­სა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და დამ­კ­ვიდ­რე­ბა­ში. ახა­ლი სის­ტე­მის მი­ხედ­ვით, აღ­ნიშ­ნულ პრო­ცე­სებ­ში, ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე პირ­ვე­ლად, ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლა ჩა­ერ­თ­ვე­ბა, რაც მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­უწყობს ხელს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბას მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით.

ასე­ვე, მიმ­დი­ნა­რე წელს და­იწყო და მო­მა­ვალ წელს კი­დევ უფ­რო ფარ­თო მას­შ­ტა­ბებს შე­ი­ძენს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. რე­ფორ­მის წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სპე­ცი­ა­ლის­ტის ინ­ს­ტი­ტუ­ტის შექ­მ­ნა და მა­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ერთ-ერ­თი გა­დამ­წყ­ვე­ტი ფაქ­ტო­რია. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, უკ­ვე გა­და­იდ­გა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი და შე­მუ­შავ­და შე­სა­ბა­მი­სი კონ­ცეფ­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მიმ­დი­ნა­რე წელს, ხა­რის­ხის სპე­ცი­ა­ლის­ტ­თა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­სარ­თა­ვად გა­მოცხად­და კონ­კურ­სი.

📌🔎კი­დევ ერ­თხელ მსურს ხა­ზი გა­ვუს­ვა, რომ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის სა­ჯა­როდ გაცხა­დე­ბულ პო­ლი­ტი­კას წარ­მო­ად­გენს, რომ ყვე­ლა ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც იგეგ­მე­ბა და ხორ­ცი­ელ­დე­ბა, წი­ნას­წარ არის გან­ხი­ლუ­ლი, გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს­თან ერ­თად. ჩვენ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ რე­ფორ­მის ყვე­ლა ეტაპ­ზე ჩარ­თუ­ლი იყოს ყვე­ლა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, მას­წავ­ლე­ბე­ლი, პრო­ფე­სო­რი, მოს­წავ­ლე, სტუ­დენ­ტი, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლი, გა­ნათ­ლე­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბი და ყვე­ლა სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე.

📌🔎 ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სსიპ – გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტ­რის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის საგ­რან­ტო პრო­ექ­ტის (EDU LAB) ფარ­გ­ლებ­ში, გან­ხორ­ცი­ელ­და უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუ­სის წევ­რ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის კვლე­ვა და PLA ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. გა­მარ­თულ სე­სი­ებ­ში აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ეს­ტო­ნუ­რი ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტოს (EKKA), ევ­რო­პის სტუ­დენ­ტ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის (ESU), ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ევ­რო­პუ­ლი რე­ეს­ტ­რის (EQAR) და გერ­მა­ნი­ის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტოს (AQAS) წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა. ასე­ვე, PLA ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბი, ENQA-ს წევ­რი ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტოს, გერ­მა­ნი­ის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტოს (AQAS) და გერ­მა­ნი­ის აკა­დე­მი­უ­რი გაც­ვ­ლის სამ­სა­ხუ­რის (DAAD) წარ­მომ­დ­გენ­ლე­ბი.

ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუ­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სრულ­ყო­ფის მიზ­ნით, გა­მოცხად­და ახა­ლი კონ­კურ­სე­ბი. კერ­ძოდ, უკ­ვე დას­რულ­და სტუ­დენ­ტი ექ­ს­პერ­ტე­ბის შე­სარ­ჩე­ვად გა­მოცხა­დე­ბუ­ლი კონ­კურ­სი და ძა­ლი­ან გვი­ხა­რია, რომ ჩვენს კორ­პუსს ახა­ლი სტუ­დენ­ტი-ექ­ს­პერ­ტე­ბი და­ე­მატ­ნენ. ამას­თან, გა­მოცხად­და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სფე­როს და უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის ექ­ს­პერ­ტე­ბის შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სე­ბი. ასე­ვე, და­იწყო აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუ­სის ეტა­პობ­რი­ვი ატეს­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი. ცენ­ტ­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტ­თა ბა­ზის სრულ­ყო­ფის მიზ­ნით, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ევ­რო­პუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის — ENQA-ს და ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის — EUA-ს ვებ­გ­ვერ­დებ­ზე, სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბის შერ­ჩე­ვის­თ­ვის, გან­თავ­ს­და ცენ­ტ­რის გან­ცხა­დე­ბე­ბი.

ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის საბ­ჭო­ე­ბის მუ­შა­ო­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად შე­მუ­შავ­და და და­პი­ლოტ­და საბ­ჭო­ე­ბის შე­ფა­სე­ბის მე­თო­დო­ლო­გია, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, შე­მუ­შავ­დეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, საბ­ჭო­ე­ბის რო­გორც ერ­თი­ა­ნი კო­ლე­გი­ა­ლუ­რი ორ­გა­ნოს საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.

ევ­რო­კავ­ში­რის დაძ­მო­ბი­ლე­ბის პრო­ექ­ტის — Twinning-ის ექ­ს­პერ­ტე­ბის ფარ­თო ჩარ­თუ­ლო­ბით შე­მუ­შავ­და და ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის ბრძა­ნე­ბით დამ­ტ­კიც­და „ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩო­სა და სწავ­ლის სფე­რო­ე­ბის კლა­სი­ფი­კა­ტო­რის და­ნერ­გ­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს შექ­მ­ნი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის წე­სი“, რო­მელ­მაც გან­საზღ­ვ­რა მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა.

📌🔎 აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცე­სი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად დაჩ­ქარ­და და უფ­რო დი­დი მას­შ­ტა­ბე­ბი მი­ი­ღო. 2021 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცენ­ტ­რ­მა უზ­რუნ­ველ­ყო, ჰუ­მა­ნი­ტა­რულ სფე­რო­ში, ხუ­თი ახა­ლი დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლის მომ­ზა­დე­ბა და დამ­ტ­კი­ცე­ბა. მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი შე­მუ­შავ­და შემ­დეგ სფე­რო­ებ­ში: არ­ქე­ო­ლო­გია; ის­ტო­რია; ფი­ლო­სო­ფია; ქარ­თუ­ლი ფი­ლო­ლო­გია; ენის და­უფ­ლე­ბა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი იყო ყვე­ლა ის უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ჩა­მოთ­ვ­ლილ სფე­რო­ებ­ში უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს ახორ­ცი­ე­ლებს. ამას­თან, დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, სა­ჯა­რო გან­ხილ­ვის­თ­ვის, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი იყო ცენ­ტ­რის ვებ­გ­ვერ­დ­ზე და ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს ჰქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გას­ც­ნო­ბო­და მათ და წარ­მო­ედ­გი­ნა შე­ნიშ­ვ­ნე­ბი ან/და მო­საზ­რე­ბე­ბი.

ასე­ვე, ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რებს მუ­შა­ო­ბა მე­დი­ცი­ნის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლის გა­ნახ­ლე­ბა­ზე. ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად, მე­დი­ცი­ნის დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­ვა სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის (WFME) მი­ერ 2020 წელს დამ­ტ­კი­ცე­ბულ ახალ სტან­დარ­ტებ­თან. და­მა­ტე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ცენ­ტ­რ­ში ამ­ჟა­მა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, მე­ნეჯ­მენ­ტის, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბის დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე.

📌🔎 მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე­ე­ბი გვაქვს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც. ამ ნა­წილ­ში მთლი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუ­სის სტრუქ­ტუ­რა და, ცენ­ტ­რის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, გან­ხორ­ცი­ელ­და ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სპე­ცი­ა­ლის­ტ­თა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­სი, რა­მაც ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სპე­ცი­ა­ლის­ტო­ბა სტა­ტუ­სუ­რი გა­ხა­და და უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბებს და­უქ­ვემ­დე­ბა­რა.

გა­მოცხა­დაა კონ­კურ­სი და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუ­სი შე­ივ­სო მა­ღა­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ის მქო­ნე დარ­გობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტე­ბით, სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით.

📌🔎 მიმ­დი­ნა­რე წელს პირ­ვე­ლად და­იწყო ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბე­ბი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის პი­რო­ბებ­ში. ამი­ტო­მაც გან­ხორ­ცი­ელ­და რვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სი­მუ­ლა­ცი­უ­რი სა­ავ­ტო­რი­ზა­ციო ვი­ზი­ტე­ბი, რა­მაც მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­ზარ­და მა­თი მზა­ო­ბა მო­მა­ვალ წელს და­გეგ­მი­ლი რე­ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სათ­ვის.

გა­ი­ზარ­და სა­მოს­წავ­ლო ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა რო­გორც დიდ საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო პროგ­რა­მებ­ზე, ისე მოკ­ლე­ვა­დი­ან მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მებ­ზე; გან­ხორ­ცი­ელ­და ახა­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცია კას­პ­ში, ფოთ­ში, დმა­ნის­ში; გა­ი­ზარ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა.

გა­ი­ზარ­და პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი კერ­ძო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც და, წლის ბო­ლო­სათ­ვის, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მიმ­წო­დე­ბელ­თა 20%-ს შე­ად­გენს, რაც მსმე­ნელ­თა მი­ერ და­უფ­ლე­ბუ­ლი უნა­რე­ბის შრო­მის ბაზ­რის სა­ჭი­რო­ე­ბებ­თან თავ­სე­ბა­დო­ბის მა­ღალ დო­ნეს გა­ნა­პი­რო­ბებს.

📌🔎 გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ზრდის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად გაძ­ლი­ერ­და ცენ­ტ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა სხვა სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბებ­თან და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან. თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მე­ბი გა­ფორ­მ­და სა­ვაჭ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო პა­ლა­ტას­თან, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტ­როს­თან, ტუ­რიზ­მის ეროვ­ნულ ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას­თან. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­ნი­საზღ­ვ­რა პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბი მთელ რიგ და­საქ­მე­ბად პრო­ფე­სი­ებ­ში რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

ორ­ჯერ გა­ი­ზარ­და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის უფ­ლე­ბის მქო­ნე და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ასე­ვე გან­ხორ­ცი­ელ­და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტ­თა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა.

პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის — EQAVET-ის ინ­დი­კა­ტო­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად შე­მუ­შავ­და ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მის შე­ფა­სე­ბის მე­თო­დო­ლო­გია, რი­თად სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ე­ყა­რა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის სის­ტე­მუ­რი ანა­ლი­ზის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რაც მო­მა­ვა­ლი წლი­დან და­იწყე­ბა.

პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­ერ, გა­სულ წელს გან­ხორ­ცე­ლე­ბუ­ლი მას­შ­ტა­ბუ­რი თვით­შე­ფა­სე­ბის ანა­ლი­ზის შე­დე­გად, მოხ­და რო­გორც ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი, ისე სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თის შე­სა­ბა­მი­სო­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა; მომ­ზად­და გან­მარ­ტე­ბე­ბი, გზამ­კ­ვ­ლე­ვე­ბი და ჩა­ტარ­და ტრე­ნინ­გე­ბი, ასე­ვე, ათო­ბით სა­კონ­სულ­ტა­ციო შეხ­ვედ­რა, რაც, სა­ერ­თო ჯამ­ში, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

რო­გორც ხე­დავთ, 2021 წე­ლი, ჩვე­ნი ცენ­ტ­რის­თ­ვის, მი­უ­ხე­და­ვად პან­დე­მი­ი­სა, სრუ­ლი­ად გა­მორ­ჩე­უ­ლი, დატ­ვირ­თუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო იყო, სა­ე­ტა­პო მო­მა­ვა­ლი დი­დი რე­ფორ­მე­ბის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე!

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები