7 მაისი, სამშაბათი, 2024

მინისტრის მილოცვა

spot_img

ძვირფასო პედაგოგებო, მინდა, თითოეულ თქვენგანს გულითადად მოგილოცოთ მასწავლებლის საერთაშორისო დღე!

მოხარული ვარ, რომ ყოველ წელს აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით საქართველოში არაერთი მასშტაბური ღონისძიება იმართება, რომელიც მასწავლებლის პროფესიის დაფასებასა და მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

მასწავლებლობა ოდითგანვე წარმოადგენს ერთერთ ყველაზე ღირებულ  და საპასუხისმგებლო პროფესიას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფის საქმეში გადამწყვეტ როლს ასრულებს.  

თითოეული მასწავლებლის ფასდაუდებელი შრომის შედეგია, რომ დღეს გვყავს წარმატებული ახალგაზრდები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენენ საქართველოს. მჯერა, სწორედ თქვენი პროფესიონალიზმითა და შემართებით,  ჩვენს ქვეყანაში კიდევ მრავალი სასახელო, განათლებული თაობა აღიზრდება, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის მყარ საფუძველს შექმნის.

დარწმუნებული ვარ, პედაგოგთა პროფესიული განვითარების უზრუნველყოფით და მათთვის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებით კიდევ უფრო მეტად შევუწყობთ ხელს მასწავლებლის პროფესიის დაფასებასა და პრესტიჟის გაზრდას. ამას მოწმობს ისიც, რომ დღეს არაერთი ახალგაზრდა გამოთქვამს სურვილს, დაეუფლოს მასწავლებლის პროფესიას და საკუთარი წვლილი შეიტანოს მომავალი თაობის აღზრდისა და განათლების საქმეში.

კიდევ ერთხელ, გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მადლობას გიხდით, რომ ასე ერთგულად ემსახურებით ამ უაღრესად მნიშვნელოვან პროფესიასთითოეულ თქვენგანს წარმატებებს, წინსვლას და კეთილდღეობას გისურვებთ!“

მიხეილ ჩხენკელი

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები