24 ნოემბერი, კვირა, 2024

მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­ზეც USAID გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს

spot_img

 

ინ­ტერ­ვიუ ნი­ნო უძი­ლა­ურ­თან, USAID გა­ნათ­ლე­ბის გუნ­დის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­თან

✔️ქალ­ბა­ტო­ნო ნი­ნო, USAID-ის პრო­ექ­ტე­ბი სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა­ში საკ­მა­ოდ ხელ­შე­სა­ხე­ბიც გახ­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­სა­წი­ერ­შიც მო­ექ­ცა. თუ შე­იძ­ლე­ბა, გვი­ამ­ბეთ განა­თ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც მხარს უჭერს USAID

🔘 გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა USAID-ის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენს. გვაქვს მიმ­დი­ნა­რე და და­გეგ­მი­ლი პრო­ექ­ტე­ბი გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა დო­ნე­ზე. ესე­ნია: სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტი, რომ­ლის მი­ზა­ნია მა­ღა­ლი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი შეგ­ნე­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თუ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის აღ­ზ­რ­და; მე­ო­რე — სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც მა­თე­მა­ტი­კის, წიგ­ნი­ე­რე­ბის და კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა I-IV კლა­სე­ბის ბავ­შ­ვებ­ში; მე­სა­მე — პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტი სა­ხე­ლად „დამ­საქ­მებ­ლე­ბი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის“, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც, კერ­ძო სექ­ტორ­თან ერ­თად, იმ უნა­რე­ბი­სა და პრო­ფე­სი­ე­ბის ხელ­შეწყო­ბა ხდე­ბა, რომ­ლე­ბიც კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია რო­გორც ბიზ­ნე­სის, ასე­ვე ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხურ­ზე, USAID ხელს უწყობს იური­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით. ეს პრო­ექ­ტი სა­მარ­თ­ლის უზე­ნა­ე­სო­ბის პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა. პროგ­რა­მა თა­ნამ­შ­რომ­ლობს რო­გორც სა­ჯა­რო, ასე­ვე კერ­ძო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც, ხდე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რაც აუცი­ლე­ბე­ლია იურის­ტის პრო­ფე­სი­ის­თ­ვის; სას­წავ­ლო სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სე­ბის მოწყო­ბა, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის კვლე­ვა და შე­დე­გე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მათ­თ­ვის ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა, იური­დი­უ­ლი რე­სურ­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა, სი­ლა­ბუ­სე­ბის დახ­ვე­წა-გან­ვი­თა­რე­ბა და სხვა. ასე­ვე, პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, შე­იქ­მ­ნა არა­ერ­თი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, მა­გა­ლი­თად, აკა­დე­მი­უ­რი წე­რის, იური­დი­უ­ლი ეთი­კის. ინერ­გე­ბა იმი­ტი­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თ­ლო­ე­ბის პრაქ­ტი­კა და აქ­ტი­უ­რად ხდე­ბა სკო­ლებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა მე­ტი გა­ი­გონ ამ პრო­ფე­სი­ის შე­სა­ხებ. პროგ­რა­მა ასე­ვე მუ­შა­ობს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­თან იური­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სტან­დარ­ტე­ბის დახ­ვე­წა­სა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე.

ჩვენ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტე­ბი იყოს შე­დე­გი­ა­ნი და და­დე­ბი­თად აისა­ხოს მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებ­ზე, ასე­ვე მოხ­დეს იმ უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც აუცი­ლე­ბე­ლია წარ­მა­ტე­ბით და­საქ­მე­ბის­თ­ვის.

✔️ახალ პრო­ექ­ტებ­ზეც რომ გვითხ­რათ, რა იგეგ­მე­ბა სა­მო­მავ­ლოდ გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით?

🔘 ვიწყებთ ახალ პრო­ექტს, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზე გა­მოცხა­დე­ბუ­ლი გვაქვს და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის­თ­ვის. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში, სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და გა­ნათ­ლე­ბის დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ის ხელ­შეწყო­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბით. რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ნ­ვე­ლო­ვა­ნი რგო­ლი და და­საყ­რ­დე­ნია სკო­ლე­ბის­თ­ვის.

✔️რე­ა­ლუ­რად, გა­მო­იწ­ვევს თუ არა ეს რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის ფუნ­ქ­ცი­ის გა­ფარ­თო­ე­ბას?

🔘 ამ ეტაპ­ზე ზუს­ტად ვერ გეტყ­ვით ეს რო­გორ მოხ­დე­ბა, რად­გან ჯერ პრო­ექ­ტი არ დაწყე­ბუ­ლა. ახა­ლი პრო­ექ­ტი შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ დამ­ტ­კი­ცე­ბულ სტრა­ტე­გი­ას­თან, სა­დაც წე­რია, რომ უნ­და შე­იქ­მ­ნას სას­კო­ლო რა­ი­ო­ნუ­ლი მარ­თ­ვის მო­დე­ლის და­ნერ­გ­ვის გეგ­მა და ამის შე­სა­ბა­მი­სად, ახა­ლი რო­ლე­ბი­სა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე სას­კო­ლო უბ­ნე­ბი რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის დო­ნე­ზე. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, შე­მუ­შავ­დე­ბა გეგ­მა, რა­თა სკო­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბა, ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე, უფ­რო ეფექ­ტუ­რად მოხ­დეს. რო­გორც იცით, სა­მი­ნის­ტ­რომ დი­რექ­ტო­რე­ბის ახა­ლი სტან­დარ­ტი და­ამ­ტ­კი­ცა, ახ­ლა დი­რექ­ტო­რე­ბის შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს და შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ახა­ლი სა­ხეც ვი­ხი­ლოთ სის­ტე­მა­ში. თუმ­ცა, აუცი­ლე­ბე­ლია რო­გორც არ­სე­ბუ­ლი, ასე­ვე ახა­ლი კად­რე­ბის უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა. იყო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, ნიშ­ნავს იყო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რი, რაც რთუ­ლი და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბაა.

✔️ ქალ­ბა­ტო­ნო ნი­ნო, USAID-ის პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას, ბო­ლო დროს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აქ­ტი­უ­რად ჩანს ბიზ­ნეს სექ­ტო­რი — რა რო­ლი აქვს ბიზ­ნე­სის ჩარ­თუ­ლო­ბას ამ პრო­ცე­სებ­ში?

🔘 USAID-ის მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტებ­ში კერ­ძო სექ­ტო­რის რო­ლი ძა­ლი­ან დი­დია. სა­სი­ხა­რუ­ლოა ის ფაქ­ტი, რომ ბიზ­ნე­სის და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­თი ძა­ლი­ან მზარ­დია. რო­გორც დი­დი, ასე­ვე მცი­რე ბიზ­ნე­სე­ბის­გან ვხე­დავთ არა­ერთ და­ფი­ნან­სე­ბულ პრო­ექ­ტ­სა და პროგ­რა­მას. ეს ეხე­ბა არა მარ­ტო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებს, არა­მედ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სებს, სპორ­ტულ-გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ ინ­ვენ­ტარს, სტი­პენ­დი­ებს, სხვა­დას­ხ­ვა წა­მა­ხა­ლი­სე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბებს პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის, ტრე­ნინ­გებს მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის და ა.შ.

ამ ეტაპ­ზე, კერ­ძო სექ­ტო­რის ჩარ­თუ­ლო­ბა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე­ზეა. ბუ­ნებ­რი­ვია, რაც უფ­რო ვი­თარ­დე­ბა ბიზ­ნე­სი, მით უფ­რო მე­ტად ჩნდე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი უნა­რე­ბის დე­ფი­ცი­ტი და სა­ჭი­რო­ე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, კერ­ძო სექ­ტო­რის ჩარ­თუ­ლო­ბა და თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც მა­ტუ­ლობს, რომ ეს დე­ფი­ცი­ტი აღ­მო­იფხ­ვ­რას. მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რომ ბევ­რი ბიზ­ნე­სი აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შ­რომ­ლობს პრო­ფე­სი­ულ კო­ლე­ჯებ­თან. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ უფ­რო გა­ი­ზარ­დოს კერ­ძო სექ­ტო­რის ჩარ­თუ­ლო­ბა სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­შიც, ვი­ნა­ი­დან სწო­რედ სკო­ლაა იმ ფუნ­და­მენ­ტუ­რი ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი, რი­სი და­შე­ნე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბაც უკ­ვე გა­ნათ­ლე­ბის ზე­და სა­ფე­ხუ­რებ­ზე უნ­და მოხ­დეს. USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში ხდე­ბა სკო­ლე­ბის და ბიზ­ნე­სის ერ­თ­მა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბა. ყვე­ლა რე­გი­ონ­ში ეწყო­ბა სკო­ლა-ბიზ­ნეს ფო­რუ­მი, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­ში, კერ­ძო სექ­ტორს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვა, გა­ეც­ნოს მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბულ პრო­ექ­ტებს, რო­მელ­თა მი­ზა­ნია სას­კო­ლო გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. ფო­რუმ­ზე მოს­წავ­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, იპო­ვონ მსგავ­სი სა­კითხე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან ამ პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. ამავ­დ­რო­უ­ლად, კომ­პა­ნი­ე­ბი მოს­წავ­ლე­ებს სტა­ჟი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სთა­ვა­ზო­ბენ, რაც მათ პრო­ფე­სი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. ჩვენ უკ­ვე რამ­დე­ნი­მე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მა­გა­ლი­თი გვაქვს მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის, რაც მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის დი­დი მო­ტი­ვა­ცია აღ­მოჩ­ნ­და. სკო­ლა-ბიზ­ნე­სის ფო­რუ­მი, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს 11 რე­გი­ონ­ში ჩა­ტარ­დე­ბა.

✔️ ქალ­ბა­ტო­ნო ნი­ნო, ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის შერ­ჩე­ვი­სას, ვინ ად­გენს პრი­ო­რი­ტე­ტებს — რა მი­მარ­თუ­ლე­ბას სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა თქვე­ნი მხრი­დან?

🔘 ეს კომ­პ­ლექ­სუ­რი პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც კვლე­ვის, სხვა­დას­ხ­ვა მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის პრო­ცე­სის სა­ფუძ­ველ­ზე ყა­ლიბ­დე­ბა. ვეც­ნო­ბით სხვა­დას­ხ­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო თუ ად­გი­ლობ­რი­ვი კვლე­ვის შე­დე­გებს, ასე­ვე ვე­სა­უბ­რე­ბით სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, მას­წავ­ლებ­ლებს, დი­რექ­ტო­რებ­სა და სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს. გარ­და ამი­სა, ვე­სა­უბ­რე­ბით გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორ­ში მოქ­მედ დო­ნო­რებს, რომ ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა იყოს კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი და ეფექ­ტუ­რი. ეს კო­ორ­დი­ნა­ცია ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ვი­ნა­ი­დან ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ჭი­რო­ე­ბა დი­დია და ჩვე­ნი მხრი­დან პრი­ო­რი­ტე­ბე­ბი სწო­რად უნ­და გა­ნი­საზღ­ვ­როს და გა­მო­იკ­ვე­თოს. რო­გორც გითხა­რით, USAID-ის­თ­ვის გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა დო­ნე პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია. წიგ­ნი­ე­რე­ბა, მა­თე­მა­ტი­კა, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბი, იური­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და მრა­ვა­ლი სხვა — ეს ის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია, რო­მელ­ზეც USAID წლე­ბია აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები