3 მაისი, პარასკევი, 2024

მასწავლებლის პროფესიული საქაღალდე – ვადები და ინსტრუქციები

spot_img

„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ შესაბამისად სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წამყვანი/მენტორი მასწავლებლის სტატუსის მსურველთათვის წინადადებების წარდგენის ვადად განსაზღვრულია 2023 წლის 31 მარტიდან – 30 აპრილის ჩათვლით პერიოდი.

მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) განთავსებული უნდა იყოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (შემდგომში – eschool.emis.ge ან ელექტრონული სისტემა) არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში. როდესაც მასწავლებელი სრულად ატვირთავს და გამოაქვეყნებს, მისი საქმიანობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს და რეფლექსიას, მიმართავს სკოლის დირექტორს პრაქტიკული საქმიანობის შეფასების შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შუამდგომლობის თაობაზე.

✔️🔶 მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) არის სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის შესატყვისი კომპეტენციების დამადასტურებელი დოკუმენტების ორგანიზებული კრებული, რომელიც არის ორდონიანი: წამყვანი მასწავლებლის სტატუსისთვის განკუთვნილი პირველი დონე და მენტორი მასწავლებლის სტატუსისთვის განკუთვნილი მეორე დონე.

✔️🔶 მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) ფასდება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად საჭირო კომპეტენციების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც განთავსებული უნდა იყოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (შემდგომში – eschool.emis.ge ან ელექტრონული სისტემა) არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში.

✔️🔶სქემაში განაწილებული უფროსი/წამყვანი მასწავლებელი პროფესიულ საქაღალდეში ტვირთავს მასწავლებლის სტანდარტით განსაზღვრულ, მისანიჭებელი სტატუსის შესაბამისი კომპეტენციების ფლობის დამადასტურებელ მტკიცებულებებსა და განხორციელებული საქმიანობის რეფლექსიას.

✔️🔶 როდესაც მასწავლებელი დარწმუნდება, რომ მისი საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები და რეფლექსია არის სრულყოფილი, მიმართავს სკოლის დირექტორს პრაქტიკული საქმიანობის შეფასების შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შუამდგომლობის თაობაზე.

✔️🔶 მასწავლებელს დოკუმენტაციის ატვირთვისა და გამოქვეყნების შესაძლებლობა აქვს მანამდე, სანამ სკოლის დირექტორი არ გააკეთებს წინადადების წარდგინებას.

✔️🔶იხილეთ ელექტრონულ სისტემაში (eschool) ცენტრის მიერ მომზადებული დოკუმენტების ატვირთვის/განთავსების და წარდგინების ინსტრუქცია  https://drive.google.com/…/1lAC5kbfqyxdwb6iNTfQGrBg1S…/view…

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები