30 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2025

მასწავლებელთა შესარჩევი კონკურსი მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში

კონკურსის პირობები:

კონკურსი ხორციელდება პროექტის „მასწავლებლები მაღალმთიან აჭარაში“ ფარგლებში, რომლის მიზანია ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. კერძოდ, ახალგაზრდა და კვალიფიციური კადრების შერჩევა და იმ სკოლებში დასაქმება, სადაც ამის განსაკუთრებული საჭიროებაა. პროექტის ამოცანაა კვალიფიციური კადრების შესაბამის ვაკანტურ ადგილებზე მოზიდვა და დასაქმება; სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების სასწავლო პროცესში დანერგვა-გამოყენების ხელშეწყობა, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაზრდა, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა.

კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაციის ვადა: 2025 წლის 20 ოქტომბრიდან 2025 წლის 14 ნოემბრის 18:00 საათამდე.

დასაქმების ვადა: 2026 წლის 01 იანვრიდან 2026 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდი;

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე ქმედუნარიან ფიზიკურ პირს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

საგნის მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

ბ) უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

გ) უნდა ჰქონდეთ მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

დ) უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

ე) არის უფროსი, წამყვანი ან მენტორი სტატუსის მქონე მასწავლებელი.

მასწავლებლის ფუნქციები:

„მასწავლებლები მაღალმთიან აჭარაში“ პროექტის ფარგლებში შერჩეული მასწავლებლის ფუნქციებია:

ა) ასწავლოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგანი;

ბ) ხელი შეუწყოს არაფორმალურ განათლებას (საგნობრივი წრის შექმნა, დამატებით გაკვეთილების ჩატარება; შემეცნებითი და საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა და ღონისძიებების ორგანიზება);

გ) უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინება სასწავლო პროცესში;

დ) ხელი შეუწყოს პირის/მოსწავლის ეფექტიან ტრანზიციას და მოამზადოს ის განათლების შემდეგ საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის;

ე) იზრუნოს მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე;

ვ) იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;

ზ) ჩაერთოს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში;

თ) დაიცვას მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი;

ი) აწარმოოს პორტფოლიო;

კ) მოამზადოს შუალედური და საბოლოო ანგარიშები;

ლ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

სასურველი კომპეტენციები:
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი შრომის დისციპლინა;
  • კომპიუტერული უნარები.
 წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

კანდიდატმა განცხადებასთან ერთად უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი. საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში, სავალდებულოა აიტვირთოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების თაობაზე;

ბ) არსებობის შემთხვევაში შემდეგი დოკუმენტი/დოკუმენტები

♦ მასწავლებლის სტატუსის (უფროსი, წამყვანი, მენტორი) დამადასტურებელი სერტიფიკატი;

♦ 60 კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დამადასტურებელი ცნობა;

გ) საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დ) სამოტივაციო წერილი.

ვაკანსიები:
  1. სსიპ – თენგიზ ფუტკარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ინწკირვეთის საჯარო სკოლის (საბაზო, საშუალო საფეხური) მათემატიკის მასწავლებელი – 10 საათი;
  2. სსიპ – შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხევის საჯარო სკოლის (საბაზო საფეხური) მათემატიკის მასწავლებელი _ 15 საათი;
  3. სსიპ – თენგიზ ფუტკარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ინწკირვეთის საჯარო სკოლის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხური) ინგლისური ენის მასწავლებელი – 12 საათი;
  4. სსიპ – შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ წყაროთის საჯარო სკოლის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხური) ინგლისური ენის მასწავლებელი – 21 საათი;
  5. სსიპ – ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხური) ინგლისური ენის მასწავლებელი – 18 საათი;
  6. სსიპ – ასლან შაინიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის საჯარო სკოლის (დაწყებითი, საბაზო საფეხური) ინგლისური ენის მასწავლებელი – 16 საათი
  7. სსიპ – დიმიტრი ხოზრევანიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიის საჯარო სკოლის (დაწყებითი, საბაზო საფეხური) ინგლისური ენის მასწავლებელი – 22 საათი.
დამატებითი ინფორმაცია:

კონკურსის პირველ ეტაპზე მოხდება კონკურსანტთა განაცხადებების გადარჩევა, მეორე ეტაპზე გასაუბრება.

გასაუბრების ეტაპზე კანდიდატების შეფასება მოხდება პროფესიულ, მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად.

სახელფასო ანაზღაურება განისაზღვრება “საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე” საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის N108/ნ ბრძანების შესაბამისად.

ასევე, შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

კონკურსში მონაწილე აპლიკანტმა უნდა შეავსოს

ელექტრონული განაცხადის ფორმა:

https://tinyurl.com/4hd4eadt

საკონტაქტო ინფორმაცია:

მის: ბათუმი, გუდიაშვილის ქუჩა N4

ტელ: 577304004 – შუშანა სურმანიძე

           577480847 – მაია დოლიძე

ელ. ფოსტა: tfsmoecs@gmail.com

მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება