24 ნოემბერი, კვირა, 2024

მას­წავ­ლე­ბელ­თა უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სათ­ვის

spot_img

გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დი­სა და ნორ­ვე­გი­ის მთავ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რით, კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და ტრე­ნინ­გის ცენ­ტ­რის სკო­ლა-ლა­ბის პროგ­რა­მას­თან პარ­ტ­ნი­ო­რო­ბით და ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თან­ამშ­რომ­ლო­ბით, გა­ი­მარ­თა კონ­ფე­რენ­ცია „მას­წავ­ლე­ბელ­თა უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა: რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სათ­ვის“.

კონ­ფე­რენ­ცია, რო­მელ­შიც სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფი­სა და ფორ­მა­ლუ­რი და არა­ფორ­მა­ლუ­რი ქსე­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი 100-ზე მე­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან, მიზ­ნად ისა­ხავ­და მას­წავ­ლებ­ლე­ბის უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის წარ­დ­გე­ნას.

გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცი­ის გამ­გე­ო­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ, ირი­ნა ხან­თა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ის პრეს­ტი­ჟის ზრდა და მა­თი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სის­ტე­მის ხელ­შეწყო­ბა „განათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცი­ის“ საქ­მი­ა­ნო­ბის უც­ვ­ლე­ლი პრი­ო­რი­ტე­ტია და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბენ რო­გორც სის­ტე­მის მარ­თ­ვის დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ის, ისე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ეკო­სის­ტე­მის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და ქსე­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის კუთხით. „სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სის გაგ­რ­ძე­ლე­ბაა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ალი­ან­სის „მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის“ და­ფუძ­ნე­ბა, რო­მე­ლიც სა­ერ­თო ხედ­ვი­სა და პრინ­ცი­პე­ბის გარ­შე­მო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, ფორ­მა­ლუ­რი თუ არა­ფორ­მა­ლუ­რი პრაქ­ტი­კის ჯგუ­ფე­ბის ქსე­ლია. გვი­ხა­რია, რომ ალი­ან­ს­მა, კო­ა­ლი­ცი­ი­სა და სკო­ლა-ლა­ბის პროგ­რა­მის ტექ­ნი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რით, შეძ­ლო სა­კუ­თა­რი ხედ­ვი­სა და სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გაც­ნო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის და, ცხა­დია, კვლა­ვაც გან­გ­ვაგ­რ­ძობთ ამ პრო­ცე­სის მხარ­და­ჭე­რას“.

რაც შე­ე­ხე­ბა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის ში­ნა­არ­ს­სა და მთა­ვარ აქ­ცენ­ტებს, ირი­ნა ხან­თა­ძის აზ­რით, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია პრო­ფე­სი­უ­ლი უწყ­ვე­ტი გან­ვი­თა­რე­ბის სის­ტე­მა გა­იხ­ს­ნას და, პირ­ველ რიგ­ში, სფე­როს დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბა მოხ­დეს: „მას­წავ­ლე­ბელ­თა უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ას­პა­რეზ­ზე აქ­ტი­უ­რად უნ­და შე­მო­ვიდ­ნენ სხვა აქ­ტო­რე­ბი – იქ­ნე­ბა ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, საგ­ნობ­რი­ვი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი თუ სხვა სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. ვფიქ­რობთ, საკ­მა­ოდ და­ხუ­რუ­ლია დღეს ეს სფე­რო და კერ­ძო აქ­ტო­რებს ფორ­მა­ლურ სის­ტე­მა­ში ჩარ­თ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვთ რო­გორც სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბის, ისე ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პირ­ვე­ლი და მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი სის­ტე­მის დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბაა, მე­ო­რე – გვინ­და, რომ სის­ტე­მამ ხე­ლი შე­უწყოს ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია გა­ვაძ­ლი­ე­როთ  და ამ პრო­ცე­სის ერთ-ერ­თი ხელ­შემ­წყო­ბი, შე­იძ­ლე­ბა, სწო­რედ ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ; მე­სა­მე გზავ­ნი­ლი მას­წავ­ლებ­ლის ანაზღა­უ­რე­ბას ეხე­ბა; დღეს პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და­ნა­მა­ტის მი­ღე­ბი­სა და სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბის ფორ­მა­ლურ აქ­ტი­ვო­ბად იქ­ცა და არ უკავ­შირ­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლის რე­ა­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბას“. 

🔃 კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ალი­ან­სის „მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის“ საქ­მი­ა­ნო­ბის ფარ­გ­ლებ­ში შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი შემ­დეგ სა­კითხებს შე­ე­ხო:

🔘  მას­წავ­ლებ­ლე­ბის შრო­მი­თი პი­რო­ბე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა;

🔘  სის­ტე­მის დეცენტ­რა­ლი­ზა­ცია და სერ­ვი­სე­ბის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბა ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის გზით;

🔘 მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში, სკო­ლის რო­ლის ზრდა და შე­სა­ბა­მი­სი მხარ­დამ­ჭე­რი გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.

ემი ქლენ­სი, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის წარ­მო­მად­გენ­ლის მო­ად­გი­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მი­იჩ­ნევს, რომ წარ­მოდ­გე­ნი­ლი პო­ლი­ტი­კის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და­ეხ­მა­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას მას­წავ­ლებ­ლე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ის, სის­ტე­მის ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­სა და ღი­ა­ო­ბის ზრდა­სა და სკო­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში.

 

გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის გა­ნათ­ლე­ბის ოფი­ცე­რი ხა­თუ­ნა იოსე­ლი­ა­ნი უწყ­ვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი პროგ­რა­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა/ხელ­შეწყო­ბას სა­პარ­ტ­ნი­ო­რო პროგ­რა­მის — „არც ერ­თი ბავ­შ­ვი გა­ნათ­ლე­ბის გა­რე­შე“ – ერთ-ერთ პრი­ო­რი­ტე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბად ასა­ხე­ლებს, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და ნორ­ვე­გი­ის მთავ­რო­ბის მი­ერ ხორ­ცი­ელ­დე­ბა. „ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ისე­თი პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბა, რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობს მას­წავ­ლებ­ლე­ბის აქ­ტი­უ­რად ჩარ­თ­ვას უწყ­ვე­ტი სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. რაც მთა­ვა­რია, მათ მის­ცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ერ­თ­მა­ნეთს გა­უ­ზი­ა­რონ გა­მოც­დი­ლე­ბა და ცოდ­ნა. ასე­თი მა­გა­ლი­თია, თუნ­დაც, პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, მას­წავ­ლე­ბელ­თა ალი­ა­ნსის შექ­მ­ნა, სა­დაც გა­ერ­თი­ან­და რამ­დე­ნი­მე პრო­ფე­სი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია და მა­თი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, მას­წავ­ლებ­ლებ­თან აქ­ტი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბით  შე­მუ­შავ­და პო­ლი­ტი­კის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი – მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი მათ­ზე კარ­გად არა­ვინ იცის. რაც შე­ე­ხე­ბა გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ამ პრო­ცე­სებ­ში, ჩვენს პრო­ექ­ტებს პარ­ტ­ნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ერ­თად ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, ასე­ვე, ტექ­ნი­კუ­რი ექ­ს­პერ­ტი­ზის სა­შუ­ა­ლე­ბით. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩვე­ნი პარ­ტ­ნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ციაა გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცია, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და აქ­ტი­უ­რი ორა­გა­ნი­ზა­ციაა ამ სფე­რო­ში და მას, ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას­თან ერ­თად, ტექ­ნი­კურ დახ­მა­რე­ბა­საც ვთა­ვა­ზობთ“.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ალი­ან­სის „მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის“ წევ­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ დო­კუ­მენ­ტ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ხედ­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუ გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა და, მათ შო­რის, მას­წავ­ლე­ბელ­თა პო­ლი­ტი­კა და­ე­ფუძ­ნე­ბა მკა­ფიო და შე­თან­ხ­მე­ბულ პრინ­ცი­პებს. უმ­თავ­რე­სი კი, პრინ­ცი­პებს შო­რის, ხაზ­გას­მუ­ლია, რომ არის: დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბა, გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბა, თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა, მოქ­ნი­ლო­ბა, ადაპ­ტუ­რო­ბა და სხვ.

🔃 რა გა­მოწ­ვე­ვე­ბი და­ი­ნა­ხეს დო­კუ­მენ­ტ­ზე მო­მუ­შა­ვე ალი­ან­სის წევ­რებ­მა და რა არის ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რაც მას­წავ­ლებ­ლის უწყ­ვეტ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას შე­უწყობს ხელს

178-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი თა­მარ ცა­ნა­ვა ამ­ბობს, რომ გა­მოწ­ვე­ვე­ბი ძა­ლი­ან ბევ­რია, მა­გა­ლი­თად ის, რომ: „მას­წავ­ლე­ბელს შე­სა­ბა­მი­სი რე­სურ­სე­ბი არ აქვს და მას სთხო­ვენ რე­სურ­სებს; შრო­მის ანაზღა­უ­რე­ბა და­ბა­ლია; იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით მეტს შრო­მობს მას­წავ­ლე­ბე­ლი, ვიდ­რე სა­ჭი­როა – მას სკო­ლის გა­რე­თაც უწევს ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ა­თის დათ­მო­ბა სას­კო­ლო საქ­მის­თ­ვის და რე­ა­ლუ­რად, ოჯა­ხებს არი­ან მოწყ­ვე­ტი­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, შე­სა­ბა­მი­სი ანაზღა­უ­რე­ბა კი არ აქვთ. ამის გარ­და, ძა­ლი­ან ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვაა „ში­და სამ­ზა­რე­უ­ლო­შიც“ – ერ­თ­მა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, ბევ­რი რამ და­სახ­ვე­წია იმ კუთხი­თაც, რო­გორ მი­მარ­თონ სწო­რად თა­ვი­ან­თი ცოდ­ნა/გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­გორ გა­ნა­ვი­თა­რონ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი უნა­რე­ბი. სწო­რედ ამ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე ვი­მუ­შა­ვეთ და შე­ვი­მუ­შა­ვეთ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. ახ­ლა მთა­ვა­რია იმა­ზე ზრუნ­ვა, რო­გორ მი­ვა­წო­დოთ სწო­რად გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს და გა­ვუ­წი­ოთ ად­ვო­კა­ტი­რე­ბა პრო­ცე­სებს, რომ, რაც შე­იძ­ლე­ბა, მა­ლე მოგ­ვარ­დეს დაგ­რო­ვი­ლი პრობ­ლე­მე­ბი, თუნ­დაც კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი. გა­და­სა­ხე­დია სქე­მაც და სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კაც, ასე­ვე, მას­წავ­ლებ­ლებს ღირ­სე­უ­ლი პენ­სია სჭირ­დე­ბათ. კი­დევ უამ­რა­ვი პრობ­ლე­მაა სკო­ლა­ში, მათ შო­რის, უფა­სო კვე­ბის და­ნერ­გ­ვა და ა.შ. გვინ­და, ერ­თად შე­ვიკ­რი­ბოთ, უფ­რო აქ­ტი­უ­რი გავ­ხა­დოთ პრო­ცე­სე­ბი, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი თა­ნა­მო­აზ­რე შე­მო­ვიკ­რი­ბოთ და ნელ-ნე­ლა სა­მი­ნის­ტ­რო და­ვარ­წ­მუ­ნოთ, რომ არ­სე­ბობს პრობ­ლე­მა და მი­სი უმოკ­ლეს დრო­ში მოგ­ვა­რე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია. თა­ვის­თა­ვად, ამ რე­კო­მე­და­ცი­ებ­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნის აზ­რია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. ჩვენს უკან ათა­სო­ბით მას­წავ­ლე­ბე­ლი დგას, მა­თი აზ­რე­ბი მო­ვი­ტა­ნეთ, შევ­კ­რი­ბეთ და მო­ვაქ­ცი­ეთ დო­კუ­მენ­ტ­ში, რო­მე­ლიც სა­რე­კო­მენ­და­ციო ხა­სი­ა­თი­საა – რა­ტომ უნ­და გა­უმ­ჯო­ბეს­დეს მას­წავ­ლებ­ლე­ბის უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, რა არის იმის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი, რომ სის­ტე­მა იყოს უწყ­ვე­ტი; რა პრო­ცე­სე­ბია სკო­ლის დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ის­თ­ვის სა­ჭი­რო; რო­გორ გა­და­ვი­ტა­ნოთ სკო­ლებ­ში მარ­თ­ვის პრო­ცე­სე­ბი. რაც უფ­რო მა­ლე მოხ­დე­ბა დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბა, ბევ­რად უფ­რო მოქ­ნი­ლი გახ­დე­ბა სის­ტე­მა“.

ანი კინ­წუ­რაშ­ვუ­ლი, მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ალი­ან­სის „მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის“ წევ­რი: „ვფიქ­რობთ, თა­ვად მას­წავ­ლებ­ლე­ბი უნ­და იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლე­ბი ყვე­ლა იმ პრო­ცეს­ში, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბას და გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კას უკავ­შირ­დე­ბა, იქ­ნე­ბა ეს პრობ­ლე­მის ინი­ცი­რე­ბა, ად­ვო­კა­ტი­რე­ბა თუ სხვა. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმ მას­წავ­ლებ­ლე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა და მო­ტი­ვი­რე­ბა, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნა­ში, რომ შემ­დეგ კო­ლე­გებს გა­უ­ზი­ა­რონ ან გა­ი­ზი­ა­რონ გარ­კ­ვე­უ­ლი ტი­პის გა­მოც­დი­ლე­ბა და ცოდ­ნა. დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში და შემ­დეგ, უკ­ვე სას­წავ­ლო და­ნა­კარ­გე­ბის აღ­მოფხ­ვ­რის პრო­ცეს­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რო­ლი შე­ი­ძი­ნა ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მებ­მა და სხვა­დას­ხ­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ­სე­ბულ­მა ჯგუ­ფებ­მა იმის­თ­ვის, რომ გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნათ სხვის­თ­ვის ან სხვის­გან რე­სურ­სე­ბი. გარ­და ამი­სა, რე­სურ­სის შექ­მ­ნას გარ­კ­ვე­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი სჭირ­დე­ბა (ამის­თ­ვის ტრე­ნინ­გე­ბი არც ჩა­ტა­რე­ბუ­ლა), პრობ­ლე­მე­ბი იყო იმას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, რომ რე­სურ­სის უმე­ტე­სო­ბა ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე იყო.

სწო­რედ ამ მიზ­ნით, შე­იქ­მ­ნა ჯგუ­ფი და პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლებს სთა­ვა­ზობ­და მზა რე­სურ­სებს იმის­თ­ვის, რომ, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მო­ერ­გოთ კონ­კ­რე­ტულ კლას­ში წა­მოჭ­რილ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე. ამის მა­გა­ლი­თია CK-12, რო­მე­ლიც ღია, გა­ნახ­ლე­ბა­დი და მოქ­ნი­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პლატ­ფორ­მაა, რაც მთა­ვა­რია – ქარ­თულ ენა­ზე ხელ­მის­წავ­დო­მი სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის რე­სურ­სი (თე­ო­რი­უ­ლი მა­სა­ლა, სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი, სი­მუ­ლა­ცი­ე­ბი, ვი­დე­ო­მა­სა­ლა და სხვ.), კლა­სე­ბის მი­ხედ­ვით.  აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვე­ნი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია მას­წავ­ლებ­ლე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი კულ­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და მო­ტი­ვა­ცი­ის გაზ­რ­და რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფოს, ისე უკ­ვე არ­სე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა თუ ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის მხრი­დან, რომ მას­წავ­ლებ­ლებ­მა შექ­მ­ნან რე­სურ­სე­ბი და ერ­თ­მა­ნეთს გა­უ­ზი­ა­რონ. ამა­ვე დროს, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მათ ჰქონ­დეთ ინ­ფორ­მა­ცია სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რომ არ და­ირ­ღ­ვეს კონ­კ­რე­ტუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის თუ რე­სურ­სის ავ­ტო­რის უფ­ლე­ბა. ეს არის ჩვე­ნი ერ­თ­გ­ვა­რი რჩე­ვა, რო­მე­ლიც სის­ტე­მას მე­ტად ორი­ენ­ტი­რე­ბულს გახ­დის, პირ­ველ რიგ­ში, მოს­წავ­ლე­ზე და შემ­დეგ – მას­წავ­ლე­ბელ­ზე“.

ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ალი­ან­სის „მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის“ წევ­რი ქე­თე­ვან სე­ფი­აშ­ვი­ლი, ასე­ვე, სა­უბ­რობს რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნის წა­ხა­ლი­სე­ბა­ზე და რო­გორ უწყობს ეს ხელს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ ზრდას. მი­სი აზ­რით, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია რო­გორც დამ­წყე­ბი, ისე გა­მოც­დი­ლი  მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის და ეს პრო­ცე­სი უდა­ვოდ უწყ­ვე­ტად უნ­და მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს, მაგ­რამ ამ­ბობს, რომ: „სწო­რედ აქ არის ბევ­რი მაგ­რამ, ერთ-ერ­თი კი, სწო­რედ, რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნას ეხე­ბა. გეტყ­ვით, რა­ტომ უნ­და მოხ­დეს ამ მას­წავ­ლებ­ლე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა და რო­გორ შე­უწყობს ეს პრო­ცე­სი ხელს მათ პრო­ფე­სი­ულ ზრდა­სა და ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას? ჩემ გარ­შე­მო მრა­ვა­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ცდი­ლობს, გა­ერ­კ­ვეს თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში, თა­ნა­მედ­რო­ვე სწავ­ლე­ბის მე­თო­დებ­ში, რომ ამით სა­კუ­თა­რი მოს­წავ­ლე­ე­ბის აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა გა­ზარ­დოს. სწო­რედ ამი­ტომ, ხში­რად ქმნი­ან სხვა­დას­ხ­ვა ელექ­ტ­რო­ნულ რე­სურ­სებს. არი­ან პე­და­გო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც უშურ­ვე­ლად უზი­ა­რე­ბენ სხვებს სა­კუ­თარ რე­სურ­სებს, მაგ­რამ ისე­თე­ბიც არი­ან, ვინც ვერ ბე­დავს სა­ჯა­რო სივ­რ­ცე­ში თა­ვის გა­მო­ჩე­ნას, სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზის გა­მო. იმ მას­წავ­ლებ­ლე­ბის წვლი­ლი, რო­მ­ლებიც თა­მა­მად აზი­ა­რებენ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ სა­კუთ­რე­ბას, მარ­თ­ლაც რომ დი­დია და ფას­და­უ­დე­ბე­ლი, რად­გან ისი­ნი სცდე­ბი­ან სა­კუ­თა­რი სკო­ლის კედ­ლებს და უფ­რო დიდ სივ­რ­ცე­ში ინაც­ვ­ლე­ბენ, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თი­თო­ე­უ­ლი რე­სურ­სის შექ­მ­ნა არც თუ ისე იოლია.  მო­ითხოვს რო­გორც დიდ დროს, ასე­ვე საგ­ნის უზა­დო ცოდ­ნას, ამას­თა­ნა­ვე, მას­წავ­ლებ­ლე­ბი კარ­გად უნ­და ერ­კ­ვე­ოდ­ნენ პე­და­გო­გი­კა­შიც. ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში, მათ სჭირ­დე­ბათ მხარ­და­ჭე­რა და წა­ხა­ლი­სე­ბა, უნ­და არ­სე­ბობ­დეს ერ­თი­ა­ნი საგ­ნობ­რი­ვი ბა­ზა, სა­დაც ჯერ შე­მოწ­მ­დე­ბა, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მი­ერ, შექ­მ­ნი­ლი რე­სურ­სის შეს­რუ­ლე­ბის ხა­რის­ხი და შემ­დეგ გან­თავ­ს­დე­ბა ერ­თი­ან ბა­ზა­ში. ატ­ვირ­თუ­ლი რე­სურ­სი კი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იქ­ნე­ბა სხვა მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. რე­სურსს აუცი­ლებ­ლად უნ­და ჰქონ­დეს კო­მენ­ტა­რის ვე­ლიც, სა­დაც, ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მიზ­ნით, შე­ნიშ­ვ­ნე­ბი ან მად­ლი­ე­რე­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი ფრა­ზე­ბი ჩა­ი­წე­რე­ბა. ამ მას­წა­ვ­ლებ­ლებს კი, სკო­ლის ფონ­დი­დან ან სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხე­ბი­დან, უნ­და ჰქონ­დეთ ანაზღა­უ­რე­ბა, რაც და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დებს მათ მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე“.

სა­ერ­თო პრინ­ცი­პე­ბი­სა და ხედ­ვე­ბის ირ­გ­ვ­ლივ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის, ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ჩარ­ჩო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა მხო­ლოდ და­საწყი­სია მას­წავ­ლე­ბელ­თა უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სის­ტე­მის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის, რად­გან, რო­გორც ირი­ნა ხან­თა­ძემ დო­კუ­მენ­ტის წარ­დ­გე­ნი­სას გა­ნაცხა­და: „პრო­ცე­სი წარ­დ­გე­ნით არ მთავ­რ­დე­ბა, რე­ა­ლუ­რად, ახ­ლა ვიწყებთ და ვფიქ­რობთ, უფ­რო ფარ­თო ჯგუ­ფებ­თან გან­ხილ­ვე­ბის პრო­ცეს­ში, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და იდე­ე­ბი კი­დევ მე­ტად  და­იხ­ვე­წე­ბა და უფ­რო სპე­ცი­ფი­კურ და კონ­კ­რე­ტულ სა­ხეს შე­ი­ძენს. დი­დი სურ­ვი­ლი გვაქვს, ალი­ან­სი და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან თუ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ პი­რებ­თა­ნაც აქ­ტი­უ­რი დი­ა­ლო­გის რე­ჟიმ­ში გა­და­ვი­დეს, რომ შეძ­ლოს თა­ვი­სი იდე­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის მო­პო­ვე­ბა და რე­ა­ლურ საქ­მედ ქცე­ვა“.

♦♦♦

მკითხ­ველს კი, კი­დევ ერ­თხელ შე­ვახ­სე­ნებთ, რომ 2022 წელს გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცი­ამ, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დი­სა და ნორ­ვე­გი­ის მთავ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რით და კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და ტრე­ნინ­გის ცენ­ტ­რის სკო­ლა-ლა­ბის პროგ­რა­მას­თან პარ­ტ­ნი­ო­რო­ბით და­იწყო მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და ქსე­ლე­ბის შეს­წავ­ლი­სა და მათ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის პრო­ცე­სი. შე­მუ­შავ­და მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და ქსე­ლე­ბის კა­ტა­ლო­გი. ამას­თან, ყვე­ლა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ და ჯგუფ­მა მი­ი­ღო შე­თა­ვა­ზე­ბა ად­ვო­კა­ტი­რე­ბის კამ­პა­ნი­ა­ში ჩარ­თ­ვის შე­სა­ხებ. შე­დე­გად, გა­სულ წელს, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­კითხებ­ზე მო­მუ­შა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა და მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის აქ­ტი­ვის­ტებ­მა, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ალი­ან­სი „მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის“ და­ა­ფუძ­ნეს.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ალი­ან­სის „მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის“ წევ­რე­ბი არი­ან: სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა ფო­რუ­მი; STEM მას­წავ­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცია; მშობ­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის; ასო­ცი­ა­ცია „ბიო“; ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცია; გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცია; კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და ტრე­ნინ­გის ცენ­ტ­რის (CTC) სკო­ლა-ლა­ბის პროგ­რა­მა; გი­ორ­გი ჭა­უ­ჭი­ძე – ვის­წავ­ლოთ რა­თა ვას­წავ­ლოთ; ნა­თია უჩა­ვა – აქ­ტი­ვო­ბე­ბი კლას­ში; ქე­თე­ვან სე­ფი­აშ­ვი­ლი – PHYSICS TEACHERS, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი – FIRST STEPS; შო­რე­ნა ტა­ბა­ტა­ძე – პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი – FIRST STEPS; თა­მარ ცა­ნა­ვა – მას­წავ­ლებ­ლე­ბი ცვლი­ლე­ბე­ბის­თ­ვის; ანა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი – სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის ქსე­ლი.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები