2 მაისი, ხუთშაბათი, 2024

მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრმა EFeCT-ის მიერ ორგანიზებულ მსოფლიო კონგრესში მიიღო მონაწილეობა

spot_img

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ნინო შატბერაშვილმა და ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლებმა საერთაშორისო ორგანიზაცია EFeCT-ის მიერ ორგანიზებულ მსოფლიო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა.

კონგრესი სკოლაში აღდგენითი პროცესების პოლიტიკას შეეხება, რაც მოსწავლეთა პრობლემურ ქცევებზე საპასუხოდ კონსტრუქციული მიდგომების შემუშავებას გულისხმობს და ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. კონგრესში განათლების სისტემაში კრიზისული ინტერვენციის მიმართულებით სერტიფიცირებული ტრენერები და სპეციალისტები მონაწილეობენ.

სკოლაში აღდგენითი პროცესების პოლიტიკის წარმართვა, მათ შორის, სასკოლო მედიაცია თანამედროვე განათლების სისტემაში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მიმართულებად ითვლება. აღნიშნული მექანიზმის გაძლიერება ევროპული ქვეყნების საგანმანათლებლო სივრცეში ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს.

მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრმა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შეიმუშავა სასკოლო მედიაციის კონცეფცია, რომლის პროაქტიულად დანერგვა, ქვეყნის მასშტაბით, საპილოტე სკოლებში უკვე დაიწყო.

ცენტრის თანამშრომლებმა, ევროპელი ექსპერტების მხარდაჭერით, სკოლაში აღდგენითი პროცესების მიმართულებით, გადამზადება გაიარეს და შესაბამისი სერტიფიკატებიც მოიპოვეს.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები