27 დეკემბერი, პარასკევი, 2024

კიდევ ერთი თბილი დღე ჩვენი უკრაინელი მოსწავლეებისათვის

spot_img

სსიპ ქალაქ თბილისის №141 სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნინო ჯალაღონიამ  წინადადებით მომმართა, ჩვენი სკოლის უკრაინელი მოსწავლეებისა და მათი მშობლების მიწვევის თაობაზე.

4 ნოემბერს ჩვენი სკოლის უკრაინიდან დევნილი ექვსი მოსწავლე: დავიდ დოჰანი, ოლექსანდრ პატრიჩა, სულთან მამედოვი, ალექსანდრე ტოლჩევი, იაროსლავ ტიტოვი და შახინ მამედოვი, თავიანთ მშობლებთან და ორ მასწავლებელთან – ანა ელიბეკოვასა და მარიეტა ახოიანთან ერთად, ესტუმრნენ 141-ე საჯარო სკოლას, სადაც უკრაინელებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

ბავშვებმა წარმოადგინეს სხვადასხვა საინტერესო ნომერი: ლექსები, სიმღერები, ქართულ-უკრაინული ცეკვები.

დასასრულს, მოსწავლეებმა უკრაინელ ბავშვებს საჩუქრები გადასცეს, დაუმეგობრდნენ და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

უკრაინელი მოსწავლეები და მშობლები კმაყოფილები იყვნენ გულითადი დახვედრით.

ჩვენი უკრაინელი მოსწავლეების სახელით, მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს თბილი და საინტერესო ღონისძიებისათვის.

მანანა კიკაჩეიშვილი

სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლის დირექტორი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები