20 მაისი, ორშაბათი, 2024

კესარია მგელაძე ევროპის ჩემპიონია

spot_img

რუმინეთში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი 14 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ჭადრაკში, სადაც ევროპის ჩემპიონის ტიტული კესარია მგელაძემ მოიპოვა. 7 მოგება, თითო ყაიმი და მარცხი – ასეთი იყო ბათუმელი კესარია მგელაძის შედეგი (მწვრთნელები: საერთაშორისო ოსტატები – ნიკოლოზ მანაგაძე და ნოდარ ლორთქიფანიძე). კესარიამ  9-დან 7,5 ქულა დააგროვა და დამაჯერებლად დაეუფლა ჩემპიონის ტიტულს.

ვერცხლის მედალი, ასევე, ბათუმელმა მარიამ ცეცხლაძე (მწვრთნელი დიდოსტატი დავით მაღალაშვილი) მოიპოვა, რომელმაც ფინიშზე თეთრი ფიგურებით ევგენია ტოროპცევას (უკრაინა) აჯობა. მესამე ადგილზე გავიდა სომეხი ანი ავეტისიანის მძლეველი უკრაინელი სოფია მოსკალეცი. ბრინჯაოს პრიზიორს მცირედი მაჩვენებლით ჩამორჩა ანასტასია კირთაძე, რომელიც მეოთხე იყო. თეკლა კოღუაშვილი, 5 ქულით, 26-ე ადგილზე გავიდა.

8-წლამდელებში მარიამ რეხვიაშვილმა ითამაშა წარმატებით.  ფინიშზე თანამემამულე სარა სალთხუციშვილს სძლია და, 7 ქულით, მეორე-მეოთხე ადგილები გაიყო და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ამდენივე ქულით მეორე იყო უკრაინელი დარია კრავჩუკი. 7.5 ქულით ჩემპიონობა მეჰრიბან აჰმადლიმ მოიპოვა. სალთხუციშვილი მე-7 ადგილზე გავიდა.

ევროპის ჩემპიონატში საქართველოს 19 წარმომადგენელი მონაწილეობდა, საპრიზო ადგილები მხოლოდ სამმა სპორტსმენმა დაიკავა.

12-წლამდელებში ასეთი შედეგი დადგა: გაბრიელ გაბადაძე, 6.5 ქულით – მე-5 ადგილი; ანდრია კვირიაშვილი, 5 ქულით – 28-ე; გაგა გვასალია, 4.5 ქულით – 45-ე. ამ ასაკის გოგონებში: ბარბარე აშოთია, 7 ქულით – მე-5 ადგილი; ანასტასია ქუთათელაძე, 4.5 ქულით – 35-ე ადგილი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები