10 მარტი, ორშაბათი, 2025

ინფორმაცია სკოლის დირექტორებისათვის

spot_imgspot_img
სკოლის დირექტორების საყურადღებოდ: დღეიდან, 23 დეკემბრიდან შესაძლებელია 2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის მოსაწვევის ამობეჭდვა. 
შეგახსენებთ, რომ მოსაწვევზე მითითებულია დეტალური ინფორმაცია ტესტირების ადგილის, ასევე დროის თაობაზე და მის მიწოდებას მოსწავლეებისათვის სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.
მოსაწვევის ამოსაბეჭდად მიჰყევით ბმულს. 
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 9 იანვარს დაიწყება. 
 
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზს ტელეფონის ნომერზე  – (995 32) 2 47 33 33.
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;  09:00 საათიდან 18:00 საათამდე (მათ შორის, უქმე დღეები – 3-6 იანვარი).
 
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება და მისი მიზანია  სასწავლო პროცესის სტიმულირება, მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება, ასევე იმ ნაკრებებისათვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე მონაწილეობას საქართველოს სახელით მიიღებენ.
spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება