17 მაისი, პარასკევი, 2024

ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში, ანუ რო­გორ მი­ვაღ­წიე მი­ზანს

spot_img

ყო­ველ გაკ­ვე­თილს აქვს მი­ზა­ნი, რო­მელ­საც, სა­ბო­ლო­ოდ, ხა­რის­ხი­ა­ნი შე­დე­გის­თ­ვის, აუცი­ლებ­ლად უნ­და მი­ვაღ­წი­ოთ. ეს კი, დიდ ძა­ლის­ხ­მე­ვას, უამ­რავ რე­სურსს მო­ითხოვს რო­გორც გო­ნებ­რივ, ფი­ზი­კურ, ისე მა­ტე­რი­ა­ლურ, უამ­რავ ერ­თ­მა­ნე­თის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ მე­თოდს, აქ­ტი­ვო­ბას…

გი­ამ­ბობთ, ჩე­მი მხო­ლოდ ხუთ­წ­ლი­ა­ნი სა­მუ­შაო პრაქ­ტი­კი­დან, მიზ­ნის მიღ­წე­ვის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე – ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში!

 

მე­სა­მე კლა­სი, ექ­ვ­სი მოს­წავ­ლე, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი ეს­თე­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის საგ­ნებ­ში – სახ­ვით და გა­მო­ყე­ნე­ბით ხე­ლოვ­ნე­ბა­სა და მუ­სი­კა­ში. გაკ­ვე­თი­ლის თე­მა შე­მოდ­გო­მა იყო, მი­ზა­ნი – საგ­ნებს შო­რის კავ­ში­რის და­ნახ­ვა, გა­რე­მო­ზე დაკ­ვირ­ვე­ბი­სა და მუ­სი­კით მი­ღე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის, ბუ­ნებ­რი­ვი მა­სა­ლით მარ­ტი­ვი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბის შექ­მ­ნის უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა. გაკ­ვე­თილს მოს­წავ­ლე­ებ­ში უნ­და გა­ნე­ვი­თა­რე­ბი­ნა ზო­გა­დი გამ­ჭო­ლი უნა­რე­ბი: ეკო­ლო­გი­უ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბა, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა და სპე­ცი­ფი­კუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი: ეს­თე­ტი­კუ­რი გან­ც­დის თვით­გა­მო­ხატ­ვის და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი.

ვი­ვა­რა­უ­დეთ, რომ მიზ­ნის მიღ­წე­ვის ეფექ­ტუ­რი გზა, გაკ­ვე­თი­ლის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ გა­რე­მო­ში, ბუ­ნე­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბა იქ­ნე­ბო­და. „მუ­სი­კა­ლურ პარ­კ­ში“ მი­ნი-ექ­ს­კურ­სია მო­ვაწყ­ვეთ, ვიშ­რო­მეთ, ვი­თა­მა­შეთ, ვი­ხა­ლი­სეთ, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბიც გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ, დღეც გა­ვი­ფე­რა­დეთ და მი­ზან­საც ასე მი­ვაღ­წი­ეთ.

დრო უქ­მად გზა­შიც არ დაგ­ვი­კარ­გავს, მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­მო­ცა­ნე­ბი გა­მო­იც­ნეს, თავ­სა­ტე­ხე­ბი ამოხ­ს­ნეს და ბევ­რი სი­ახ­ლეც აღ­მო­ა­ჩი­ნეს. პარ­კ­ში შე­მოდ­გო­მის­ფე­რი სა­მუ­შაო სივ­რ­ცე ერ­თად შე­ვარ­ჩი­ეთ, მი­ზა­ნი გა­ვა­ცა­ნი და აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ვიწყეთ.

პირ­ვე­ლი: შე­მოდ­გო­მის პე­ი­ზა­ჟის ხატ­ვა პლე­ნერ­ზე, კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის ფონ­ზე. მი­ზა­ნი – გა­რე­მო­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით მი­ღე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის ასახ­ვა პე­ი­ზა­ჟის ჟან­რ­ში, მათ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი მა­სა­ლით, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. რე­სურ­სე­ბი: თა­ბა­ხი, ფან­ქ­რე­ბი, ფლო­მას­ტე­რე­ბი, გუ­ა­შე­ბი, ფუნ­ჯე­ბი.

მე­ო­რე: ნაშ­რო­მე­ბის გა­მო­ფე­ნა თოკ­ზე, ერ­თ­მა­ნე­თის ნა­მუ­შევ­რე­ბის შე­ფა­სე­ბა და თვით­შე­ფა­სე­ბა. მი­ზა­ნი – ნა­მუ­შევ­რე­ბის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა. რე­სურ­სე­ბი: თო­კი, ფე­რა­დი სარ­ჭე­ბი.

მე­სა­მე: ბუ­ნებ­რი­ვი მა­სა­ლით, კო­ლა­ჟის ტექ­ნი­კით ნო­ტე­ბის სა­ხე­ლე­ბის გა­მო­სახ­ვა. მი­ზა­ნი – შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, ორი­გი­ნა­ლუ­რი იდე­ე­ბის გე­ნე­რი­რე­ბა და წარ­მო­ჩე­ნა. რე­სურ­სე­ბი: სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი ფოთ­ლე­ბი, ხის წვრი­ლი ტო­ტე­ბი, წე­ბო, მაკ­რა­ტე­ლი, წე­ბო­ვა­ნი ლენ­ტი, თა­ბა­ხი.

მე­ოთხე: ნო­ტე­ბის და­ხატ­ვა სა­ნო­ტო ხა­ზებ­ზე თბი­ლი ფე­რე­ბით. მი­ზა­ნი – ასო­ცი­ა­ცი­უ­რი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა, ნო­ტე­ბის და­წე­რი­ლო­ბის გახ­სე­ნე­ბა. რე­სურ­სე­ბი: „ფლიფ­ჩარ­ტი“, მარ­კე­რე­ბი.

მე­ხუ­თე: კოგ­ნი­ტუ­რი სქე­მა – „ჭეშ­მა­რი­ტია/მცდა­რია“. მი­ზა­ნი – წი­ნა­რე ცოდ­ნის გახ­სე­ნე­ბა-გან­მ­ტ­კი­ცე­ბა, სა­კითხის სიღ­რ­მი­სე­უ­ლად გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა. მას­წავ­ლე­ბელ­თა მხრი­დან, სა­კითხის ცოდ­ნის და გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბის დო­ნის შე­ფა­სე­ბა. რე­სურ­სე­ბი: „ფლიფ­ჩარ­ტი“, წი­თე­ლი და მწვა­ნე ფოთ­ლე­ბი, წე­ბო­ვა­ნი ლენ­ტი.

მე­ექ­ვ­სე: მი­ღე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის გა­ზი­ა­რე­ბა. მი­ზა­ნი – სხვი­სი მოს­მე­ნის და აზ­რის პა­ტი­ვის­ცე­მის, სა­კუ­თა­რი აზ­რის და­ფიქ­სი­რე­ბის უნა­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბა.

ჩვე­ნი მო­ლო­დი­ნი გა­მარ­თ­ლ­და. აქ­ტი­ვო­ბე­ბის სწო­რად შერ­ჩე­ვა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი გა­რე­მო, წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი, ჩვე­ნი ჩარ­თუ­ლო­ბა პრაქ­ტი­კულ სა­მუ­შა­ო­ებ­ში, გაკ­ვე­თი­ლით უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა და მა­თი ფო­ტო­ო­ბი­ექ­ტივ­ში მოხ­ვედ­რა – ყო­ვე­ლი­ვე ამან გა­ნა­პი­რო­ბა მოს­წავ­ლე­ებ­ში მო­ტი­ვა­ცის ზრდა და გაკ­ვე­თი­ლის მიზ­ნის მიღ­წე­ვა.

ნი­ნო ქა­თა­მი­ძე
სსიპ ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ბა­ი­ლე­თის სა­ჯა­რო სკო­ლის სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი  ხე­ლოვ­ნე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

  1. „სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბა“, მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნი, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „მე­რი­დი­ა­ნი“;
  2. „გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი“.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები