2 მაისი, ხუთშაბათი, 2024

იაპონიის კულტურის დღეები ბათუმში

spot_img

ბათუმის ბულვარში იაპონური კულტურის ფესტივალი გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებასა და ხელშეწყობას. ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეებისთვის და სტუმრებისტვის გაიმართა ინტერაქტიული ვორქშოფი, პერფორმანსი და გამოფენა.

იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოს ოფისის მუდმივი წარმომადგენელი მორი ჰიროიუკი ამბობს, რომ ბათუმი, საერთაშორისო კულტურის თვალსაზრისით, საკმაოდ დატვირთული ქალაქია, ამიტომ მოხარულია, აქ რომ გაიმართა იაპონიის კულტურის დღეები.  „მივესალმები, თუკი ჩვენს ქვეყნებს შორის გაღრმავდება კულტურული ურთიერთობები. ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაც ეს არის, ხელი შეუწყოს, მსგავსი ღონისძიებებით, ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებას“.

მაია ხაჯიშვილი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი: „იაპონია ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ძლიერი პარტნიორი ქვეყანაა. ამავდროულად, ის მხარს უჭერს ჩვენს რეგიონში, ჩვენს ქვეყანაში არაერთი მიმართულების გაძლიერებას, მათ შორისაა კულტურული ურთიერთობების გაძლიერება. აღნიშნული ფესტივალი, ისევე როგორც გასულ წელს განხორციელებული არაერთი აქტივობა, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ერთმანეთის კულტურის კიდევ უფრო მეტად გაცნობას, გაზიარებას, პატივისცემას. ეს ორი, უძველესი ტრადიციის მქონე, ქვეყანა და ხალხი კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება ერთმანეთს“.

ნინო კაკაბაძე, იაპონიის კულტურის ფესტივალის ორგანიზატორი: „იაპონურ და ქართულ კულტურასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე წარდგნენ როგორც იაპონელი, ასევე ქართველი მონაწილეები და შეასრულეს იაპონურ და ქართულ ტრადიციულ ცეკვებსა და სიმღერებს. იაპონურ ხელოვნებასა და კულტურასთან ერთად, ფესტივალზე მოსულ სტუმრებს შესაძლებელი ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ იაპონური სამზარეულო“.

ფესტივალი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები