17 მაისი, პარასკევი, 2024

თსუ-ში მოსწავლეების მიერ შექმნილი STEAM პროექტების გამოფენა მოეწყო

spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში STEAM კონფერენცია გახსნა, მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სასწავლო პროცესში STEAM პროექტების ინტეგრირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კონფერენციაში მონაწილეობდა 60 სკოლის 300-მდე მოსწავლე, რომელთა მიერ მომზადებული STEAM პროექტების გამოფენა საუნივერსიტეტო სივრცეში მოეწყო. მოსწავლეებმა შესაბამისი სფეროს სპეციალისტებისგან კონსულტაციები და შეფასებები ადგილზე მოისმინეს და, გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, სამომავლოდ ახალი პროექტები დაგეგმეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლებში STEAM საგნების ინოვაციური მეთოდოლოგიით სწავლება და მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად STEAM პროექტების სასწავლო პროცესში ინტეგრირება სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, 2022-2023 სასწავლო წელს, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, სამინისტროს STEAM ექსპერტებმა, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეფციის შესაბამისად მომზადებულ STEAM პროექტებზე მუშაობა შესთავაზეს.

პროექტებზე მუშაობის სურვილი, ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე ათეულმა სკოლამ გამოთქვა. აღნიშნული სკოლების STEAM საგნების მასწავლებლები სამინისტროს ექსპერტების მიერ გადამზადდნენ და მიღებული ცოდნის საკუთარ სკოლებში დანერგვის შედეგად, მოსწავლეებმა საზოგადოებას საუკეთესო STEAM პროექტები წარუდგინეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები, უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები