20 მაისი, ორშაბათი, 2024

„ვწერ მასწავლებლისთვის“- კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია

spot_img

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსების, ჟურნალ „მასწავლებლის“ და ინტერნეტგაზეთ  mastsavlebeli.ge-ს მიერ, ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, გამოცხადებული ლიტერატურული კონკურსი – „ვწერ მასწავლებლისთვის“- დასრულდა!

საზეიმო დაჯილდოება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და მხარდაჭერით გაიმართა, სტუმრებს ცენტრის დირექტორი ბერიკა შუშაკიძე და დირექტორის მოადგილე ნანა ჭოჭუა მიესალმა, მათ მადლობა გადაუხადეს მწერლებს, მხარდამჭერებს, პარტნიორებს, ჟიურის და კონკურსის მნიშვნელობასა და მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

კონკურსის სპეციალურმა ჟიურიმ, შეარჩია ათი საუკეთესო მოთხრობა, რომელთაგან სამი გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებული მოთხრობის ავტორებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალური პრიზები და კონკურსის პარტნიორ ლიბერთი ბანკისგან ფულადი ჯილდო გადაეცათ.

I ადგილი- ნათია როსტიაშილი – „ფუტკარი ბარამბოს ტოტზე“’ – 1000 ლარი;

II ადგილი – თამთა დოლიძე – „ამ ომში არავინ დაბერდება“ – 700 ლარი;

III ადგილი – სოფიო კუბლაშვილი – „მესამე მე“’ – 500 ლარი.

კონკურსის სიმბოლო კი გადაეცა კონკურსის გამარჯვებულს – ნათია როსტიაშვილს.

კონკურსის პარტნიორები იყვნენ: გამომცემლობა „ინტელექტი“, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, „თბილისის მუზეუმების გაერთიანება“ , „საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია“.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები