6 მაისი, ორშაბათი, 2024

ვსწავ­ლობ ყვე­ლა­ფერ ახალს, რაც მინ­და, რომ ჩემ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა იცოდ­ნენ!

spot_img

მაგ­და­ნა ერა­ძე
სსიპ მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ აზიზ­კენ­დის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

2012 წელს ჩა­ვერ­თე მას­წავ­ლე­ბელ­თა პო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის პროგ­რა­მა­ში „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის ქვეპ­როგ­რა­მა“ და ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლებ­ლად და­ვი­ნიშ­ნე სომ­ხუ­რე­ნო­ვან სკო­ლა­ში, ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ონ­ში, 2015 წლი­დან კი — ქვე­მო ქარ­თ­ლ­ში, მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ აზიზ­კენ­დის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, რო­მელ­შიც დღემ­დე ვმუ­შა­ობ. ვფიქ­რობ, სახ­ლი­დან 350 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით, ჯა­ვა­ხეთ­ში, ჩე­მი პრო­ფე­სი­ის სიყ­ვა­რულ­მა წა­მიყ­ვა­ნა. თავ­და­პირ­ვე­ლად ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბო­და შემ­ხ­ვედ­რო­და მუ­შა­ო­ბი­სა და არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან მო­სახ­ლე­ო­ბას­თან თა­ნაცხოვ­რე­ბის პრო­ცეს­ში. ნამ­დ­ვი­ლად რთუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და მცი­რეწ­ლო­ვა­ნი შვი­ლის და­ტო­ვე­ბა და საცხოვ­რებ­ლად თბი­ლი­სი­დან ჯა­ვა­ხეთ­ში გა­და­ბარ­გე­ბა, მაგ­რამ ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის სიყ­ვა­რულ­მა, მო­ტი­ვა­ცი­ამ და მონ­დო­მე­ბამ ეს ყვე­ლა­ფე­რი და­მაძ­ლე­ვი­ნა. იმ­დე­ნად მძაფ­რია გან­ც­და იმი­სა, რომ შენ მათ სჭირ­დე­ბი, არ ფიქ­რობ უკან და­ხე­ვას, მი­დი­ხარ წინ და გე­მა­ტე­ბა თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა.

მახ­სოვს, ერ­თხელ, სკო­ლი­დან შინ ვბრუნ­დე­ბო­დი და სი­ცი­ვი­სა­გან წამ­წა­მე­ბი გა­მე­ყი­ნა, თვა­ლებს ვა­ხამ­ხა­მებ­დი და ვგრძნობ­დი, რომ რა­ღაც ძა­ლი­ან მა­გა­რი მე­დე­ბო­და. თუმ­ცა, არ შე­ვუ­შინ­დი ზამ­თ­რის სი­ცი­ვეს, არც სხვის ოჯახ­ში ცხოვ­რე­ბა იყო ჩემ­თ­ვის დის­კომ­ფორ­ტი. ერ­თა­დერ­თი გა­მოწ­ვე­ვა, რაც დღემ­დე მა­წუ­ხებს, ენის ბა­რი­ე­რია. რთუ­ლია, რო­ცა გინ­და, მოს­წავ­ლე­ებს ას­წავ­ლო  ქვეყ­ნის ის­ტო­რია, კულ­ტუ­რა, ტრა­დი­ცი­ე­ბი, მო­უს­მი­ნო მათ ნა­აზ­რევს, ფიქ­რებს, და­ეხ­მა­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­ში და ამა­ში ხელს გიშ­ლის ენის არ­ცოდ­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა ახალ კლას­ში შეს­ვ­ლა ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა, შემ­დეგ ვაგ­რო­ვებთ ლექ­სი­კურ მა­რაგს, ვსწავ­ლობთ სიტყ­ვებს, სიტყ­ვე­ბის­გან ვა­გებთ წი­ნა­და­დე­ბებს, ნელ-ნე­ლა შე­მო­დის ახა­ლი თე­მე­ბი, მსჯე­ლო­ბა, დის­კუ­სია.

ვარ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის ქვეპ­როგ­რა­მის“ კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბე­ლი. პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი ჩავ­რ­თე  ძა­ლი­ან ბევრ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში, კონ­ფე­რენ­ცი­ა­სა და ბა­ნაკ­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით შთამ­ბეჭ­და­ვია ჩემ­თ­ვის მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო ბა­ნაკ­ში, ბა­კუ­რი­ან­სა და კეჩხობ­ში, რომ­ლის მი­ზა­ნიც გახ­ლ­დათ მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­ტეგ­რა­ცია ქარ­თულ გა­რე­მოს­თან. იქ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ეროვ­ნე­ბით ქარ­თ­ვე­ლი, სო­მე­ხი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი  ბავ­შ­ვე­ბი. და­ი­გეგ­მა და გან­ხორ­ცი­ელ­და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბი: ქარ­თუ­ლი ცეკ­ვი­სა და სიმ­ღე­რის წრე, მხატ­ვ­რუ­ლი კითხ­ვა, ნა­ხა­ტე­ბის გა­მო­ფე­ნა, სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბე­ბი, ლაშ­ქ­რო­ბე­ბი, პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კე­ბით შე­კე­რი­ლი კოს­ტი­უ­მე­ბის პო­დი­უ­მი და სხვა. ეს იყო 10 და­უ­ვიწყა­რი და ნა­ყო­ფი­ე­რი დღე ჩემ­სა და ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში. ახ­ლა ყვე­ლა მათ­გა­ნი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, მეხ­მი­ა­ნე­ბი­ან და დი­დი სიყ­ვა­რუ­ლით იხ­სე­ნე­ბენ ბა­ნა­კის დღე­ებს, მათ ასე­ვე თბი­ლი, მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ ჩემს კო­ლე­გებ­თან და იმ მოს­წავ­ლე­ებ­თან, რომ­ლე­ბიც ბა­ნაკ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

2015 წლი­დან ვმუ­შა­ობ მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ აზიზ­კენ­დის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. ყო­ველ­დღე დავ­დი­ვარ თბი­ლი­სი­დან სო­ფელ აზიზ­კენ­დ­ში და 120 კი­ლო­მეტ­რის გავ­ლა მი­წევს, თუმ­ცა ეს არ არის ჩემ­თ­ვის დაბ­რ­კო­ლე­ბა.  პირ­ვე­ლი­ვე დღეს და­ვი­ნა­ხე, რომ ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლის მი­მართ ძა­ლი­ან დი­დი მოთხოვ­ნა და ინ­ტე­რე­სი იყო. ყო­ველ­წ­ლი­უ­რად იზ­რ­დე­ბა რიცხ­ვი იმ მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აბა­რე­ბენ ან ეუფ­ლე­ბი­ან ხე­ლო­ბას. მათ­თან ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს და მა­ხა­რებს მა­თი წარ­მა­ტე­ბა. მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი მო­მა­ვალს გა­ნათ­ლე­ბა­ში ხე­და­ვენ.

გარ­და ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბი­სა, სკო­ლა­ში სის­ტე­მა­ტუ­რად ვა­ხორ­ცი­ე­ლებ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტებს, ღო­ნის­ძი­ე­ბებს, აქ­ტი­ვო­ბებს, დავ­დი­ვართ ექ­ს­კურ­სი­ებ­ზე. მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ვმუ­შა­ობ სკო­ლის ად­გი­ლობ­რივ მას­წავ­ლებ­ლებ­თან, ვა­ტა­რებ ვე­ბი­ნა­რებს სწავ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბის შე­სა­ხებ, სა­დაც მას­წავ­ლებ­ლე­ბი ერ­თ­მა­ნეთს ვუ­ზი­ა­რებთ სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კას. ად­გი­ლობ­რივ პე­და­გო­გებს ვუ­ტა­რებ ქარ­თუ­ლი ენის შემ­ს­წავ­ლელ კურსს, რაც მათ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

ამ­ჟა­მად სო­ფელ აზიზ­კენ­დის სა­ჯა­რო სკო­ლის ძი­რი­თა­დი შე­ნო­ბა ავა­რი­უ­ლია და სას­წავ­ლო პრო­ცე­სი სკო­ლის დამ­ხ­მა­რე შე­ნო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მე­ლიც არ არის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი, არ გვაქვს თა­ვი­სუ­ფა­ლი სივ­რ­ცე არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­სა­გეგ­მად, შე­ნო­ბა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სწავ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მებს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც არ ვყრი ფარ-ხმალს და ვცდი­ლობ, გა­ვა­ხა­ლი­სო და გა­ვამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნო სას­წავ­ლო პრო­ცე­სი. სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ვი­ყე­ნებ კომ­პი­უ­ტე­რულ ტექ­ნო­ლო­გი­ებს, მო­ბი­ლუ­რი ინ­ტერ­ნე­ტით ვა­კავ­ში­რებ მოს­წ­ვ­ლე­თა ბუ­კებს. სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად, რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­ვა­ტა­რე ვიქ­ტო­რი­ნა KAHOOT.COM პროგ­რა­მის გა­მო­ყე­ნე­ბით, რაც ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო და მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. საკ­ლა­სო ოთახ­ში შეს­ვ­ლი­სას თუ რა­ი­მე გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მი­ჭი­რავს ხელ­ში (კომ­პი­უ­ტე­რი, ფურ­ც­ლე­ბი, ფო­ტო­ე­ბი ან სხვა), მოს­წავ­ლე­ებს უფარ­თოვ­დე­ბათ თვა­ლე­ბი, იღე­ბენ გა­ო­ცე­ბულ სა­ხეს, იცი­ან, რა­ღაც სა­ინ­ტე­რე­სო ელო­დე­ბათ. რო­დე­საც ვხე­დავ მათ ბედ­ნი­ერ სა­ხე­ებს, უფ­რო და უფ­რო მე­მა­ტე­ბა მო­ტი­ვა­ცია, მსურს, მე­ტი გა­ვუ­კე­თო და გა­მო­ვავ­ლი­ნო მა­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ, ჩე­მი გაკ­ვე­თი­ლე­ბი იყოს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი რე­სურ­სე­ბით, სა­სი­ა­მოვ­ნო, სა­ხა­ლი­სო, შე­მეც­ნე­ბი­თი და მათ­თ­ვის სა­ინ­ტ­რე­სო.

გარ­და ქარ­თუ­ლი ენის სწვლე­ბი­სა, მსურს, ბავ­შ­ვებს მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ჩა­მო­ვუ­ყა­ლი­ბო. სის­ტე­მა­ტუ­რად ვა­ხორ­ცი­ე­ლებ პრო­ექ­ტებს, რა­თა ჰქონ­დეთ ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა, იყ­ვ­ნენ ინ­ტ­გ­რი­რე­ბუ­ლე­ბი ერ­თი­ან სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სივ­რ­ცე­ში და, სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მა­ღა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბელ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად იქ­ც­ნენ, შეძ­ლონ ცხოვ­რე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად წარ­მარ­თ­ვა, კარ­გი­სა და ცუ­დის გარ­ჩე­ვა. გა­სულ წელს, ჩემ­მა მოს­წავ­ლემ  მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა კონ­კურ­ს­ში ესეს­თ­ვის — „გა­რე­მოს დაც­ვის რო­ლი ჩემს ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში“, ხო­ლო ორი მოს­წავ­ლის ესე სა­უ­კე­თე­სო ათე­ულ­ში მოხ­ვ­და. რა თქმა უნ­და, ერ­თად წა­ვე­დით და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე, სა­დაც გა­იც­ნეს თა­ნა­ტო­ლე­ბი, ჩა­უ­ტარ­დათ სა­ინ­ტე­რე­სო გაკ­ვე­თი­ლი დე­და­მი­წის შე­სა­ხებ. გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი ესეს ავ­ტორ­მა ერთ-ერთ ტე­ლე­ვი­ზი­ას ინ­ტერ­ვიუ მის­ცა, გა­და­ე­ცა ფა­სი­ა­ნი სა­ჩუქ­რე­ბი და დიპ­ლო­მი. ეს დი­დი წარ­მა­ტე­ბა და კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო არა მხო­ლოდ მათ­თ­ვის და ჩემ­თ­ვის, არა­მედ მთლი­ა­ნად სკო­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის.

ჩემს კო­ლე­გას­თან ერ­თად, ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე მე­წარ­მე­თა კლუ­ბი „ჩვე­ნი სა­ხე­ლოს­ნო“, რომ­ლის მი­ზა­ნი მოს­წავ­ლე­ებ­ში მე­წარ­მე­თა უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, ძვე­ლი, გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი ნივ­თე­ბის­გან ახ­ლის დამ­ზა­დე­ბა, გა­მო­ფე­ნე­ბის გა­მარ­თ­ვა, გა­ყიდ­ვა და ქველ­მოქ­მე­დე­ბაა. ჯერ ახ­ლა და­ვიწყეთ, გვაქვს სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რა. იმე­დია, ყვე­ლა­ფე­რი გა­მოგ­ვი­ვა!

ვფიქ­რობ, მოს­წავ­ლე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ის მეხ­მა­რე­ბა, რომ მე მა­თი მჯე­რა. დი­ახ, მე მჯე­რა, რომ ისი­ნი შეც­ვ­ლი­ან სამ­ყა­როს უკე­თე­სო­ბის­კენ!

და იცით, ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თ­ლა ცხოვ­რე­ბა­ში, გა­მი­მარ­თ­ლა ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში, რომ­ლი­თაც ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს ვად­გე­ბი, გა­მი­მარ­თ­ლა ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­ში, რომ­ლე­ბიც ღი­მი­ლი­თა და იმე­დის თვა­ლით მი­ყუ­რე­ბენ, გა­მი­მარ­თ­ლა ჩემს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა­სა და კო­ლე­გებ­ში.

ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უდი­დე­სი წვლი­ლი აქვს მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის ქვეპ­როგ­რა­მას“, რომ­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა ყო­ველ­თ­ვის ზრუ­ნავს ჩვენს პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, გვთა­ვა­ზობს მრა­ვალ­ფე­რო­ვან ტრე­ნინ­გებს, კონ­ფე­რენ­ცი­ებ­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბებს, გვაც­ნობს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა სი­ახ­ლეს. ამის­თ­ვის ძა­ლი­ან დი­დი მად­ლო­ბა მას­წავ­ლებ­ლის სახლს. „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის ქვეპ­როგ­რა­მა“ და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლია მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბით, მათ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბამ ძა­ლი­ან დი­დი რო­ლი ითა­მა­შა ჩემს პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ჩემ­თ­ვის დი­დი პა­ტი­ვია, და კი­დევ უფ­რო მე­ტი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა, ვი­ყო პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გუნ­დის წევ­რი.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები