4 მაისი, შაბათი, 2024

ვის შეეხება ანაზღაურებადი სტაჟირების 4-თვიანი პროგრამა 

spot_img

როდიდან შეძლებენ დაინტერესებული სტუდენტები განაცხადის შეტანას, ხომ არ არის რაიმე აუცილებელი პირობა, რომელსაც ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ ან კონკრეტულად, რომელ სახელმწიფო უწყებაში შეძლებენ სტაჟირების გავლას?

გიორგი ამილახვრის თქმით, პრემიერ-მინისტრმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაავალა ამ საკითხის კოორდინაცია, ვინაიდან, ახალგაზრდობის სააგენტო, 1 იანვრიდან, უკვე ამ უწყებაშია გადასული. შესაბამისად,  როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო აქტიურად იწყებს მუშაობას სხვადასხვა სერვისზე, მათ შორის, სტაჟირება-დასაქმებაზე, ვინაიდან ეს არის და იქნება მათი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი – ახალგაზრდებს, სწავლის პერიოდის დასრულების შემდგომ, შესთავაზონ სწორი კარიერული გაგრძელების პირობები და ეს წელსვე განხორციელდება.

კანონის მოთხოვნის შესაბამისად,  ეს ახალგაზრდები უნდა იყვნენ კურსდამთავრებულები. შესაბამისად, ვინც წელს ამთავრებს უნივერსიტეტს და ზაფხულის პერიოდში დაასრულებს სწავლას, ზაფხულშივე, შეეძლება კონკურსში მონაწილეობა. გიორგი ამილახვარი ვარაუდობს, რომ მიმდინარე წლის სექტემბრიდან, ისინი, პრაქტიკულად, უკვე განაწილებული იქნებიან სტაჟირებაზე.

„დიახ, ეს ეხება ყველა სამინისტროს, მათ შორის, ყველა სამინისტროს ქვეშ არსებულ სხვადასხვა საქვეუწყებო დაწესებულებასა თუ სსიპ-ებს, ასევე, მუნიციპალიტეტებს, ყველა რაიონის მიხედვით. ჩვენ, უახლოეს პერიოდში, ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში შევკრიბავთ იმ შესაძლებლობებს და იმ ადგილებს, პროფესიების და მიმართულებების მიხედვით, რისი დასაქმების შესაძლებლობაც არის. ვფიქრობთ, ეს, დაახლოებით, 2-3 ათასის ფარგლებში იმერყევებს. შესაბამისად, ძალიან ნათელი, ინკლუზიური ინდიკატორებით და ობიექტურად გაიმართება ეს კონკურსი, რომ რაც შეიძლება ფართო შესაძლებლობების და მეტი სტუდენტის მობილიზება შევძლოთ. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, მოთხოვნა გაცილებით დიდი იყოს, ვიდრე ადგილები, თუმცა, გარანტიას ვაძლევთ ჩვენს ახალგაზრდებს, სტუდენტებს და საზოგადოებას, რომ ეს იქნება უწყებათაშორისი კომისია, ტრანსფარენტულად ჩატარებული კონკურსით, ვინაიდან, აქ ჩვენთვის მთავარია, შევარჩიოთ იმ ცოდნისა და უნარების სტუდენტები, ვისაც ნამდვილად სჭირდება წახალისება და შემდგომ კარიერულ განვითარებაში ხელშეწყობა. ამიტომ, წელსვე, ზაფხულში, დაიწყება ეს კონკურსი და სექტემბრიდან უკვე, ვფიქრობთ, 2-3 ათას სტუდენტს მსგავსი დასაქმების/ანაზღაურებადი სტაჟირების 4-თვიან პროგრამას შევთავაზებთ. ბუნებრივია, ეს იქნება მხოლოდ დასაწყისი ამ პროცესის, ვინაიდან შემდგომ გვექნება კიდევ უფრო ფართო ინიციატივები ჩვენი ახალგაზრდებისთვის“.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები