4 მაისი, შაბათი, 2024

ვახ­ტანგ ბა­ქა­ნი­ძის სა­ხე­ლო­ბის ტურ­ნი­რი

spot_img
ტურნირის გამარჯვებული გუნდი

თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბი­სა და ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის სპორ­ტი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის, ბა­ტო­ნი გი­გი შუ­ბი­თი­ძის ორ­გა­ნი­ზე­ბით ჩა­ტარ­და ქარ­თუ­ლი სპორ­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მოღ­ვა­წის, ვახ­ტანგ ბა­ქა­ნი­ძის სა­ხე­ლო­ბის ტურ­ნი­რი.

17 ოქ­ტომ­ბ­რი­დან 15 ნო­ემ­ბ­რამ­დე პე­რი­ოდ­ში გა­მარ­თულ­მა ჩემ­პი­ო­ნატ­მა საკ­მა­ოდ დი­დი და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია, ვი­ნა­ი­დან მო­ნა­წი­ლე­ობ­და 20 გუნ­დი რო­გორც ქარ­თ­ვე­ლი, ასე­ვე უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბით და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი.

გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გუნ­დი გახ­და „ბა­ქა­ნა“, რო­მელ­მაც ფი­ნა­ლურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში „all eyes on me“ დი­დი სხვა­ო­ბით, ან­გა­რი­შით 6-0, და­ა­მარ­ცხა. შეხ­ვედ­რა საკ­მა­ოდ სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი გა­მოდ­გა. უნი­ვერ­სი­ტე­ტის მო­ედ­ნის ტრი­ბუ­ნებ­ზე შეკ­რე­ბილ­მა გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა დი­ნა­მი­უ­რი თა­მა­ში იხი­ლეს, ვი­ნა­ი­დან ორი­ვე გუნ­დი შე­ტე­ვით თა­მაშს თა­მა­შობ­და. სა­ბო­ლო­ოდ, „ბა­ქა­ნამ“ მე­ტო­ქის წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა გა­და­ლა­ხა და 6 უპა­სუ­ხო ბურ­თი გა­ი­ტა­ნა.

ტურ­ნი­რის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე თენ­გო შა­რი­ქა­ძე გახ­და, რო­მელ­მაც თა­ვი არა­ერ­თი ულა­მა­ზე­სი მოძ­რა­ო­ბი­თა თუ გო­ლით გა­მო­ი­ჩი­ნა; ტურ­ნი­რის სა­უ­კე­თე­სო მე­კა­რე თორ­ნი­კე ფუტ­კა­რა­ძე გახ­და, რო­მელ­მაც ურ­თუ­ლე­სი დარ­ტყ­მე­ბის მო­გე­რი­ე­ბა შეძ­ლო; რაც შე­ე­ხე­ბა ტურ­ნი­რის ბომ­ბარ­დირს, ეს ნო­მი­ნა­ცია მი­რი­ან ჯა­ფი­აშ­ვილს ერ­გო.

მეორე ადგილი
მესამე ადგილი

მე­სა­მე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბით და­კომ­პ­ლექ­ტე­ბულ­მა გუნ­დ­მა, სა­ხე­ლად „kassandra“, რო­მელ­მაც მთე­ლი ტურ­ნი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ღირ­სე­უ­ლად იბ­რ­ძო­ლა და ყვე­ლას თა­ვი შე­უ­პოვ­რო­ბით და­ა­მახ­სოვ­რა.

მატ­ჩის ბო­ლოს თსსუ-ის სტუ­დენ­ტურ­მა თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბამ ბა­ტონ ვახ­ტანგს მად­ლო­ბის სი­გე­ლი გა­დას­ცა, რი­თაც გუნ­დ­მა დი­დი მად­ლი­ე­რე­ბა გა­მო­ხა­ტა  წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­წე­უ­ლი შრო­მი­სა და ღვაწ­ლი­სათ­ვის.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები