24 ნოემბერი, კვირა, 2024

ერთქულიანი ტესტები განათლების ხარისხის შესახებ

spot_img

ტესტის საგამოცდო ვარიანტები მომზადებულია იმ საგამოცდო  ტესტების აკადემიური და ფსიქომეტრიული პარამეტრებით, რომლებსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გთავაზობთ.

⇓⇑ გაითვალისწინეთ, რომ ეს ტესტები არ არის საგამოცდო ვარიანტების ზუსტი ვერსიები!!!

⇓⇑ მომზადებულია როლანდ ხოჯანაშვილის მიერ.

🔎ერთქულიანი ტესტები განათლების ხარისხის შესახებ

ტესტი N3 (1)

განათლების სპეციალისტმა განათლების ქვესისტემების შესახებ საუბრისას წარმოადგინა სამი პრეზენტაცია ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების შესახებ. პრეზენტაციებში ხაზგასმული იყო ამ ქვესისტემათა როლზე კვალიფიკაციის ხარისხის გაუმჯობესების საკითხში. რომელი მსჯელობაა მართებული?

აღნიშნული ქვესისტემები სრულად განსაზღვრავს კვალიფიკაციის ხარისხის გაუმჯობესების საფუძვლებს.

აღნიშნული ქვესისტემებიდან ზოგად განათლებას არ აქვს კვალიფიკაციის ხარისხის გაუმჯობესების როლი.

აღნიშნული ქვესისტემებიდან პროფესიულ განათლებას არ აქვს კვალიფიკაციის ხარისხის გაუმჯობესების როლი.

აღნიშნულ ქვესისტემებს აკლია არაფორმალური განათლების ქვესისტემა.

ტესტი N3 (2)

მოქალაქეს აქვს სახელმწიფოს მიერ აღიარებული დოკუმენტი. ჩამოთვლილთაგან, რომელია/რომლებია ხარისხის განვითარების კანონით კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის სახე/სახეები?

სერტიფიკატი.

სერტიფიკატი, დიპლომი, ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

დიპლომი.

ა) მხოლოდ 1.    ბ) მხოლოდ 2.   გ) მხოლოდ 3.    დ) მხოლოდ 1 და 3.

ტესტი N3 (3)

ჩამოთვლილთაგან რომელია სწორი მოსაზრება?

ფორმალური განათლება არის მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის ნაწილი, რომელიც გულისხმობს კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში „ცოდნისა და გაცნობიერების“, „უნარის“ ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას;

არაფორმალური განათლება არის მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის ნაწილი, რომელიც გულისხმობს ფორმალური განათლების მიღმა „ცოდნისა და გაცნობიერების“, „უნარის“ ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას;

ფორმალური განათლება არის მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის ნაწილი, რომელიც გულისხმობს კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მხოლოდ „უნარის“, „ცოდნისა და გაცნობიერების“ შეძენას;

ა) მხოლოდ 1.    ბ) მხოლოდ 2.   გ) მხოლოდ 3.    დ) მხოლოდ 1 და 2.

ტესტი N3 (4)

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება:

სკოლის ფილოსოფიასა და სასკოლო კურიკულუმს;

სასწავლო პროცესის ადმინისტრაციულ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას;

მოსწავლეთა მხარდაჭერას.

ა) მხოლოდ 1.    ბ) მხოლოდ 2.   გ) მხოლოდ 3.    დ) 1, 2  და 3.

ტესტი N3(5)

ტურისტულმა კომპანიამ, რომელიც თავის მიერ გადამზადებულ გიდებს ასაქმებს, მიიღო  შეტყობინება, რომ უნდა გაიაროს ავტორიზაცია. კომპანიამ უარი განაცხადა ავტორიზაციის გავლაზე. ჩამოთვლილთაგან, რომელი პასუხი არაა სწორი?

რადგან კომპანია არ ახორციელებს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას, ავტორიზაცია არ ეხება.

რადგან კომპანიის მიერ განხორციელებული გადამზადების კურსი არ მთავრდება კვალიფიკაციის მინიჭებით, ავტორიზაცია არ ეხება.

რადგან კომპანია ასაქმებს თავის მიერ გადამზადებულ გიდებს, რომლებსაც პროფესიული საქმიანობის განხორციელებისთვის ესაჭიროებათ სერტიფიკატი, ავტორიზაცია ეხება.

რადგან კომპანიის მიერ განხორციელებული გადამზადების კურსი არ არის კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი, ავტორიზაცია არ ეხება.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები