16 აპრილი, სამშაბათი, 2024

ერთქულიანი ტესტები პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ

spot_img

ტესტის საგამოცდო ვარიანტები მომზადებულია იმ საგამოცდო  ტესტების აკადემიური და ფსიქომეტრიული პარამეტრებით, რომლებსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გთავაზობთ.

⇓⇑ გაითვალისწინეთ, რომ ეს ტესტები არ არის საგამოცდო ვარიანტების ზუსტი ვერსიები!!!

⇓⇑ მომზადებულია როლანდ ხოჯანაშვილის მიერ.

🔎ერთქულიანი ტესტები პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ

ტესტი N4 (1)

დირექტორმა  კონკურსანტების ნასამართლობასთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება დაიწყო. ამასთან დაკავშირებით ერთმა კანდიდატმა პროტესტი გამოთქვა, რადგან მან ეს ფაქტი აღიქვა პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონის დარღვევად. შეარჩიეთ სწორი პასუხი.

დირექტორის ქმედება სამართლიანია, რადგან  აუცილებელია შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად;

დირექტორის ქმედება სწორია, რადგან მან უნდა შეარჩიოს თანამშრომლად კადრი, რომელსაც ექნება უკეთესი ჯანმრთელობა და, ასევე, არ იქნება თუნდაც ნასამართლეობამოხსნილი.

დირექტორის ქმედება არასწორია, რადგან არ შეიძლება პირის პერსონალური მონაცემებით (ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნები) მანიპულირება.

დირექტორის ქმედება არასწორია, რადგან არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ, კონსტიტუციურ უფლებებს.

ტესტი N4 (2)

სკოლის დირექტორმა სკოლის ისტორიის შესახებ გამოცემულ ბროშურაში შეიტანა 50 წლის წინ გარდაცვლილი მასწავლებლის შესახებ მოგონებები. გარდაცვლილის შვილიშვილმა დირექტორი ეთიკური ნორმებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის კანონის დარღვევაში დაადანაშაულა, რადგან გამოქვეყნებული ფაქტები არ გადაამოწმა და არ შეუთანხმა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. დირექტორი, ამ შემთხვევაში:

არ არის მართალი, რადგან  პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისთვის ნება უნდა დაერთო გარდაცვლილის ოჯახის წევრებს.

მართალია, რადგან პირის გარდაცვალებიდან გასულია 30 წელზე მეტი.

მართალია, რადგან გამოქვეყნებული მონაცემები არ იყო შეურაცხმყოფელი.

მართალია, რადგან ბროშურა შეეხება იმ საჯარო დაწესებულებას, რომელსაც ეს დირტექტორი მართავს.

ტესტი N4 (3)

გავრცელდა სკოლის ოფიციალური გვერდიდან სოციალური ქსელში გარდაცვლილი კოლეგის სახელი, სქესი, დაბადებისა და გარდაცვალების  თარიღები. გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა ინფორმაცია გააპროტესტეს, რადგან გარდაცვალებიდან გასული არ იყო 30 წელი და სკოლას არ ჰქონდა ნებართვა ოჯახის წევრებისგან. სკოლის ადმინისტრაციამ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს პასუხი გასცა. რომელი პასუხია კანონთან შესაბამისობაში ყველაზე მეტად?

ინფორმაცია არ არის შეურაცხმყოფელი.

გარდაცვლილი პირის სახელის, სქესის, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღების დამუშავებისათვისა და გამოქვეყნებისთვის არ არის საჭირო მონაცემთა დამუშავების საფუძვლის არსებობა.

გარდაცვლილი პირის შესახებ მონაცემები შეიძლება გამჟღავნდეს შეუფერხებლად, რადგან გარდაცვლილმა პირმა გარდაცვალებამდე წერილობითი ფორმით არ აკრძალა მათი გამჟღავნება.

მონაცემთა სუბიექტის გარდაცვალების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა დამუშავება  დასაშვებია ყველა იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედება მემკვიდრეებისა და მემკვიდრეობასთან დაკავშირებული უფლებების დარღვევას არ იწვევს.

ტესტი N4 (4)

მასწავლებლებმა საყვედური გამოთქვეს იმის გამო, რომ ხშირია შემთხვევა, როცა მათ უკავშირდებიან მარკეტინგული მიზნით. დირექტორმა მათ რამდენიმე განმარტება მისცა. შეარჩიეთ სწორი პასუხი.

პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის შეიძლება დამუშავდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან მოპოვებული მონაცემები.

მონაცემთა შეგროვების მიზნის მიუხედავად, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის შეიძლება დამუშავდეს შემდეგი მონაცემები: სახელი (სახელები), მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი.

მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მონაცემთა დამმუშავებელს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა.

ა) მხოლოდ 1.   ბ) მხოლოდ 2.    გ) მხოლოდ 1 და 3.    დ)1, 2 და 3.

ტესტი N4 (5)

მასწავლებლებმა საყვედური გამოთქვეს იმის გამო, რომ მარკეტინგულ ორგანიზაციას მიმართეს  ოც დღეზე მეტია მონაცემთა გამოყენების შეწყვეტის მოთხოვნით, მაგრამ კვლავ აგრძელებს ბიზნეს-ოპერატორი კომუნიკაციას. ბიზნეს-ოპერატორის ქმედება

უკანონოა, რადგან მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია შეწყვიტოს მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავება ან/და უზრუნველყოს უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავების შეწყვეტა მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

კანონიერია, რადგან მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია შეწყვიტოს მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავება ან/და უზრუნველყოს უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავების შეწყვეტა მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 30 სამუშაო დღისა.

უკანონოა, რადგან მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია შეწყვიტოს მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავება ან/და უზრუნველყოს უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავების შეწყვეტა მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

უკანონოა, რადგან მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია შეწყვიტოს მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავება ან/და უზრუნველყოს უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავების შეწყვეტა მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები