23 ნოემბერი, შაბათი, 2024

ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა – მხი­ა­რუ­ლი მა­თე­მა­ტი­კა

spot_img

რა კომ­პო­ნენ­ტე­ბის­გან შედ­გე­ბა და რა უნა­რებს ავი­თა­რებს მოს­წავ­ლე­ებ­ში ელექ­ტ­რო­ნუ­ლი აპ­ლი­კა­ცია „მხი­ა­რუ­ლი მა­თე­მა­ტი­კა“ – გვე­სა­უბ­რე­ბი­ან პავ­ლე ტა­ბა­ტა­ძე, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო თა­მა­შე­ბის დე­ვე­ლო­პე­რი და ლი­კა ქურ­ცი­კი­ძე, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ექ­ს­პერ­ტი.

ლი­კა ქურ­ცი­კი­ძე: დღეს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ელექ­ტ­რო­ნულ რე­სურ­ს­ზე უნ­და ვი­სა­უბ­როთ, ეს არის „მხი­ა­რუ­ლი მა­თე­მა­ტი­კა“. და­ვიწყოთ ამ რე­სურ­სის გაც­ნო­ბა, ზო­გა­დად, რა არის ეს აპ­ლი­კა­ცია, რა უნა­რებს გა­ნი­ვი­თა­რე­ბენ მოს­წავ­ლე­ე­ბი მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბით და რა ძი­რი­თა­დი კომ­პო­ნენ­ტე­ბის­გან შედ­გე­ბა.

პავ­ლე ტა­ბა­ტა­ძე: პირ­ველ რიგ­ში, სა­ხე­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა თქმა უნ­და, ეხე­ბა მა­თე­მა­ტი­კას და მო­ი­აზ­რებს რო­გორც ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, ასე­ვე, მა­თე­მა­ტი­კუ­რი უნა­რე­ბის. მოს­წავ­ლეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, ის­წავ­ლოს ციფ­რე­ბი, გა­ი­გოს რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს მი­მა­ტე­ბა ან გა­მოკ­ლე­ბა და ა.შ. თვი­თონ თა­მა­ში რამ­დე­ნი­მე კა­ტე­გო­რი­ად არის და­ყო­ფი­ლი, 4 ნა­წი­ლად. რაც მთა­ვა­რია, ეს არის რო­გორც სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, ასე­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნეს დაწყე­ბი­თი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვი­საც, რო­დე­საც მათ პირ­ვე­ლად აქვთ შე­ხე­ბა ციფ­რებ­თან. აპ­ლი­კა­ცია სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, შეძ­ლონ ციფ­რე­ბის რო­გორც ვი­ზუ­ა­ლუ­რად და­ნახ­ვა, ასე­ვე ბგე­რი­თი აღ­ქ­მა. თი­თო­ე­უ­ლი ციფ­რის არ­ჩე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში (და­ჭე­რის შემ­თხ­ვე­ვა­ში), კონ­კ­რე­ტუ­ლი ციფ­რის გახ­მო­ვა­ნე­ბა ხდე­ბა და ამ ხმო­ვა­ნი გზავ­ნი­ლე­ბით ის­წავ­ლი­ან და აღიქ­ვა­მენ თი­თო­ე­უ­ლი ციფ­რის და­სა­ხე­ლე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა კა­ტე­გო­რი­ზე­ბას, რო­გორც ვთქვი, რე­სურ­სი 4 ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა და ერთ-ერ­თია და­ით­ვა­ლე რამ­დე­ნია – აქ სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის ერ­თ­ნა­ი­რი ობი­ექ­ტი გა­მო­დის და მოს­წავ­ლემ ან ნე­ბის­მი­ერ­მა ადა­მი­ან­მა, ვინც თა­მა­შობს, უნ­და შეძ­ლოს დათ­ვ­ლა და შე­სა­ბა­მი­სი ციფ­რის არ­ჩე­ვა. მაქ­სი­მა­ლუ­რა­დაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ფე­რა­დი ობი­ექ­ტე­ბი, სხვა­დას­ხ­ვა ნივ­თე­ბი, რაც ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა შეხ­ვ­დეს ბავშვს. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს, ვთქვათ, 10 ფან­ქა­რი, ნამ­ცხ­ვ­რის 7 ნა­ჭე­რი და ა.შ. სპე­ცი­ა­ლუ­რად ისე­თი ფე­რე­ბია შერ­ჩე­უ­ლი, კონ­ტ­რას­ტუ­ლი, რომ ნე­ბის­მი­ე­რი მო­თა­მა­შის­თ­ვის ად­ვი­ლად აღ­ქ­მა­დი იყოს. ქვე­ვით ბუშ­ტებ­ში ჩა­წე­რი­ლი ციფ­რე­ბია და სწო­რი პა­სუ­ხის შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­დე­საც ბუშტს და­ა­ჭერს, ის აფ­რინ­დე­ბა, არას­წო­რი პა­სუ­ხის შემ­თხ­ვე­ვა­ში – სკდე­ბა. ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს მო­თა­მა­შეს რო­გორც სმე­ნით, ასე­ვე ვი­ზუ­ა­ლუ­რად აღიქ­ვას რამ­დე­ნად სწო­რად ან არას­წო­რად გას­ცა პა­სუ­ხი.

მე­ო­რე ნა­წი­ლი – მი­მა­ტე­ბა-გა­მოკ­ლე­ბა, სა­დაც ისევ მსგავ­სი ობი­ექ­ტე­ბია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ზურ­გ­ჩან­თა ან სხვ. საწყის ეტაპ­ზე, ვი­ზუ­ა­ლუ­რად, 7 ზურ­გ­ჩან­თა ჩანს და ანი­მა­ცი­ით ემა­ტე­ბა, მა­გა­ლი­თად, 2. მო­თა­მა­შემ ქვე­ვით უნ­და აირ­ჩი­ოს კონ­კ­რე­ტუ­ლი ციფ­რი, რო­მე­ლიც შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­ბო­ლოო ჯამს, შე­დეგს. ეს იქ­ნე­ბა ჯა­მი ან სხვა­ო­ბა. სხვა­ო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვი­ზუ­ა­ლუ­რად, თა­ვი­დან შე­იძ­ლე­ბა ჩან­დეს, ვთქვათ, 7 და ჩაქ­რეს 4. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მოს­წავ­ლეს ან მო­თა­მა­შეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, აირ­ჩი­ოს სწო­რი პა­სუ­ხი.

მე­სა­მეა მსგავ­სი და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, რაც ბავშვს იმ უნა­რებ­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბებს უყა­ლი­ბებს, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა გა­ი­გოს რო­გორ შე­იძ­ლე­ბა დაჯ­გუფ­დეს, კა­ტე­გო­რი­ე­ბად, სხვა­დას­ხ­ვა ნივ­თე­ბი, მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა გა­მო­სა­ხუ­ლი იყოს სკო­ლა­ში გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი 4 ნივ­თი, ვთქვათ, ზურ­გ­ჩან­თა, რვე­უ­ლი, კა­ლა­მი, ფან­ქა­რი და, და­მა­ტე­ბით, იყოს, მა­გა­ლი­თად, წყლის ბოთ­ლი, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ სას­კო­ლო ნივ­თებს არ მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა, ან შე­იძ­ლე­ბა იყოს და­ნა ან ჩან­გა­ლი, თეფ­ში, რაც ჭურ­ჭე­ლია და არა სას­კო­ლო ნივ­თი. ამით ბავშვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვა, გა­არ­ჩი­ოს და მო­ნიშ­ნოს ზედ­მე­ტი ობი­ექ­ტი ამ ხუ­თე­ულ­ში. რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, პროგ­რა­მას, თი­თო­ე­ულ და­ჭე­რა­ზე, აქაც ხმო­ვა­ნი ბრძა­ნე­ბა აქვს და ბავშვს უშუ­ა­ლოდ ეს­მის იმ ნივ­თის და­სა­ხე­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა მას, აქამ­დე, ამ ნივ­თ­თან სა­ერ­თოდ არ ჰქონ­და შე­ხე­ბა, მაგ­რამ რო­დე­საც და­ა­ჭერს, ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც და­ი­ნა­ხავს ამ ნივთს და მის და­სა­ხე­ლე­ბა­საც გა­ი­გებს.

და­ბო­ლოს, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო ნა­წი­ლი, ეს არის მე­ტო­ბა-ნაკ­ლე­ბო­ბის გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი აპ­ლი­კა­ცია, რო­მე­ლიც ვი­ზუ­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო­დაა გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

ლ.ქ.: ჩემ­თ­ვის, ამ აპ­ლი­კა­ცი­ა­ში, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი ნა­წი­ლია ზუს­ტად ეს კომ­პო­ნენ­ტი, რო­მე­ლიც მე­ტო­ბა-ნაკ­ლე­ბო­ბას ეხე­ბა. სა­ნამ ჩვე­ნი პე­და­გო­გე­ბი უშუ­ა­ლოდ ნა­ხა­ვენ და თა­ვად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ პრაქ­ტი­კა­ში, ძა­ლი­ან მოკ­ლედ რომ მო­ვუყ­ვეთ ამ მე­ოთხე კომ­პო­ნენ­ტის შე­სა­ხებ, რა იდეაა ჩა­დე­ბუ­ლი – ნე­ბის­მი­ე­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­მა კარ­გად გა­ი­აზ­რონ მე­ტო­ბი­სა და ნაკ­ლე­ბო­ბის არ­სი და შეძ­ლონ რიცხ­ვე­ბის შე­და­რე­ბა.

პ.ტ.: თა­ვი­დან­ვე მიხ­ვ­დე­ბო­დით, რომ ამ აპ­ლი­კა­ცი­ის შექ­მ­ნის მი­ზა­ნია სწო­რედ მა­თე­მა­ტი­კუ­რი ლო­გი­კის არა სტან­დარ­ტუ­ლად, კლა­სი­კუ­რი მე­თო­დით სწავ­ლე­ბა, არა­მედ უფ­რო ვი­ზუ­ა­ლუ­რი ეფექ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ათ­ვი­სე­ბა. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სი­უ­ჟე­ტია, სა­დაც ერთ ნა­წილ­ზე არის ზღვა, ასე­ვე ხმე­ლე­თი და 3 ნი­ან­გია წყალ­ში, რომ­ლებ­საც პი­რი, მე­ტო­ბა-ნაკ­ლე­ბო­ბი­სა და ტო­ლო­ბის ნიშ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, აქვთ გა­ღე­ბუ­ლი, მა­გა­ლი­თად, ნაკ­ლე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მათ მარ­ცხ­ნივ აქვთ გა­ღე­ბუ­ლი პი­რი, ტო­ლო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში – სწორ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ხო­ლო მე­ტო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში – მარ­ჯ­ვ­ნივ. პლაჟ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია რიცხ­ვე­ბი, მარ­ცხე­ნა და მარ­ჯ­ვე­ნა მხა­რეს და მოს­წავ­ლემ უნ­და აირ­ჩი­ოს შე­სა­ბა­მი­სი ნი­ან­გი, გად­მოს­ვას ზღვი­დან პლაჟ­ზე და სწო­რად დას­ვას რიცხ­ვებს შო­რის.

ასე­თი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის მე­თო­დი, ვი­ზუ­ა­ლუ­რად, ვფიქ­რობ, სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა რო­გორც სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, ასე­ვე დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის, ვი­საც სურს შე­ის­წავ­ლოს მა­თე­მა­ტი­კის საწყი­სი ეტა­პი და ციფ­რე­ბის აღ­ქ­მა.

ლ.ქ.: ამ ნა­წილ­ში, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს, ზუს­ტად ის იდეაა, რომ მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია, ბავშვს მი­ახ­ვედ­როს მე­ტო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, რომ ის ნი­ან­გი ზუს­ტად იმ მხა­რეს აღებს, ასე ვთქვათ, პირს, სა­დაც უფ­რო ბევ­რი ნამ­ცხ­ვა­რია, ან სა­სუს­ნა­ვი, ან სხვა გემ­რი­ე­ლო­ბა.

ჩვენ ვახ­სე­ნეთ, რომ ეს აპ­ლი­კა­ცია შექ­მ­ნი­ლია ყვე­ლას­თ­ვის, თუმ­ცა, გან­სა­კუთ­რე­ბით, ჩვე­ნი სა­მიზ­ნე­ე­ბი იყ­ვ­ნენ სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, აპ­ლი­კა­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში, ყვე­ლა დე­ტალ­ზე ვფიქ­რობ­დით, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო, ნე­ბის­მი­ერ მოს­წავ­ლეს გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა, პრაქ­ტი­კუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო მის­თ­ვის, ფუნ­ქ­ცი­უ­რი და ნამ­დ­ვი­ლად ეს­წავ­ლა ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რა­ღა­ცე­ბი, რა­ზეც ჩვენ ახ­ლა ვსა­უბ­რობთ, რომ სა­ფუძ­ვე­ლი მა­თე­მა­ტი­კის არის დათ­ვ­ლა, შე­და­რე­ბა, რა­ო­დე­ნო­ბა, მი­მა­ტე­ბა-გა­მოკ­ლე­ბა და ა.შ.

მო­დი, კი­დევ ერ­თხელ, ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ რა არის ის ძი­რი­თა­დი ას­პექ­ტე­ბი, რა­საც ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დით აპ­ლი­კა­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბის დროს, რომ ახ­ლა თავ­და­ჯე­რე­ბით შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბიც და ტი­პუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბიც შეძ­ლე­ბენ მის გა­მო­ყე­ნე­ბას.

პ.ტ.: პირ­ველ რიგ­ში, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ გა­ვახ­მო­ვა­ნეთ ღი­ლა­კე­ბი და სხვა­დას­ხ­ვა ობი­ექ­ტე­ბი, ყვე­ლას­თ­ვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მი­სა­ღე­ბია, რო­დე­საც კონ­კ­რე­ტუ­ლი ობი­ექ­ტის და­სა­ხე­ლე­ბა ხმო­ვან­დე­ბა, კონ­კ­რე­ტუ­ლი ციფ­რის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ვი­გებთ. ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის, ვი­საც სმე­ნის ნაკ­ლე­ბო­ბა აქვთ. ვი­ზუ­ა­ლუ­რად ისე­თი ფე­რე­ბის კონ­ტ­რას­ტი შე­ირ­ჩა და წი­ნა პლან­ზე იმ ფე­რებ­მა და ვი­ზუ­ალ­მა გად­მო­ი­წია, რაც უეჭ­ვე­ლად მი­იქ­ცევს მო­თა­მა­შის ყუ­რადღე­ბას. ეს გათ­ვ­ლი­ლი იყო და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იმათ­თ­ვის, ვი­საც მხედ­ვე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა აქვს. შე­სა­ბა­მი­სად, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დეთ, მათ­ზე მოგ­ვერ­გო გა­რე­მო, აპ­ლი­კა­ცია ყო­ფი­ლი­ყო უნი­ვერ­სა­ლუ­რი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქო­ნო­და ნე­ბის­მი­ერს, ვი­საც ამის სურ­ვი­ლი აქვს, მხი­ა­რუ­ლად შე­ეს­წავ­ლა მა­თე­მა­ტი­კა.

ლ.ქ.: ერ­თი რამ მინ­და და­ვა­ზუს­ტო, არის ხოლ­მე შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა სხვა­დას­ხ­ვა აპ­ლი­კა­ცი­ებს ძა­ლი­ან ბევ­რი აუდი­ა­ლუ­რი გახ­მო­ვა­ნე­ბა აქვს, მა­გა­ლი­თად, თუ წარ­მა­ტე­ბით ამოხ­ს­ნი კონ­კ­რე­ტულ ამო­ცა­ნას, ბევ­რი ხმა ის­მის და ა.შ. ამ მხრივ, რა შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ ამ აპ­ლი­კა­ცი­ა­ზე, და­ბა­ლან­სე­ბუ­ლია თუ არა ეს ხმე­ბი. თუნ­დაც, რო­ცა მოს­წავ­ლე სწო­რად ამოხ­ს­ნის ამო­ცა­ნას, რა ეს­მის ან რას ხე­დავს, ან თუ არას­წო­რია, მა­შინ რა უჩანს ეკ­რან­ზე? ხომ არ არის ზედ­მე­ტად დატ­ვირ­თუ­ლი, ხომ არ იქ­ნე­ბა ეს გა­დამ­ტ­ვირ­თა­ვი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის.

პ.ტ.: იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ აპ­ლი­კა­ცი­ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, მოს­წავ­ლემ ის ფუნ­ქ­ცი­ო­ნა­ლი შე­ის­წავ­ლოს და ყუ­რადღე­ბა არ გა­და­ვი­დეს სხვა ნა­წილ­ზე, მო­ვე­რი­დეთ და­მა­ტე­ბი­თი ხმე­ბის ჩას­მას, რომ არ მომ­ხ­და­რი­ყო ყუ­რადღე­ბის გა­და­ტა­ნა, სა­მუ­შაო პრო­ცე­სის დროს, არა­სა­ჭი­რო ხმებ­ზე ან ვი­ზუ­ალ­ზე. ვე­ცა­დეთ, აპ­ლი­კა­ცი­ის აღ­ქ­მა მი­ნი­მა­ლუ­რად ყო­ფი­ლი­ყო დატ­ვირ­თუ­ლი მოს­წავ­ლის­თ­ვის და მომ­ხ­მა­რებ­ლის­თ­ვის, თუნ­დაც მცი­რე ხმით, ან მა­გა­ლი­თად, სწო­რად შერ­ჩე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ფე­რა­დი ბუშ­ტე­ბის ამოს­ვ­ლით (ამით შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვა, მიხ­ვ­დეს რამ­დე­ნად სწო­რად თუ არას­წო­რად გას­ცა პა­სუ­ხი). ვე­ცა­დეთ ასე­ვე, პა­სუ­ხის არას­წო­რად გა­ცე­მის შემ­თხ­ვე­ვა­ში, არ ყო­ფი­ლი­ყო რა­ი­მე შე­მა­ში­ნე­ბე­ლი ხმე­ბი ან ვი­ზუ­ა­ლი, რომ მო­თა­მა­შე არას­წორ­მა პა­სუხ­მა არ და­ძა­ბოს და არ შე­შინ­დეს. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დეთ, თუნ­დაც არას­წო­რი პა­სუ­ხიც ინ­ფორ­მა­ცი­ის მსუ­ბუ­ქად მა­ტა­რე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო.

ლ.ქ.: მშვე­ნი­ე­რია, რომ ეს და­ტა­ლიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია. და ერ­თი სა­კითხიც, რაც ამ აპ­ლი­კა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მინ­და და­ვა­მა­ტო, არ­სე­ბობს სხვა­დას­ხ­ვა ვერ­სი­ე­ბი, მა­გა­ლი­თად, მო­ბა­ილ ვერ­სია, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა ტე­ლე­ფონ­ზე შე­იძ­ლე­ბა, ასე­ვე, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ვერ­სი­აც. ეს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს რო­გორც პე­და­გოგს, ასე­ვე მშო­ბელს, გა­მო­ი­ყე­ნოს სახ­ლ­ში, შვილ­თან, ამ უნა­რე­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად.

ბო­ლოს, აუცი­ლებ­ლად უნ­და გკითხო, სად შე­იძ­ლე­ბა, პე­და­გოგ­მა, მშო­ბელ­მა, სპე­ცი­ა­ლურ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა ან სკო­ლა­ში მო­მუ­შა­ვე ფსი­ქო­ლოგ­მა იპო­ვოს ეს აპ­ლი­კა­ცია და და­იწყოს პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა?

პ.ტ.: სწო­რედ იმი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რომ ეს აპ­ლი­კა­ცია მაქ­სი­მა­ლუ­რად ყო­ფი­ლი­ყო მორ­გე­ბუ­ლი ყვე­ლა მოწყო­ბი­ლო­ბის­თ­ვის, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი იმის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, გვქონ­დეს წვდო­მა ჭკვი­ან მოწყო­ბი­ლო­ბებ­თან. შე­სა­ბა­მი­სად, ვე­ცა­დეთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად დი­დი რა­ო­დე­ნო­ბის მომ­ხ­მა­რე­ბელს შეძ­ლე­ბო­და ­ამ აპ­ლი­კა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა, შევ­ქ­მე­ნით რო­გორც Windows-ის და Mac-ის სის­ტე­მე­ბის­თ­ვის, ასე­ვე Android და Apple მოწყო­ბი­ლო­ბე­ბის­თ­ვის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, Windows-ისა და Mac-ის­თ­ვის გად­მო­სა­წე­რი ლინ­კე­ბი იქ­ნე­ბა el.ge-ზე, ხო­ლო რაც შე­ე­ხე­ბა სმარ­ტ­ფო­ნებს, იქ­ნე­ბა მათ შე­სა­ბა­მის მარ­კეტ­ზე აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის, google-ის შემ­თხ­ვე­ვა­ში – play market-ზე, ხო­ლო Apple-ის მოწყო­ბი­ლო­ბე­ბის­თ­ვის გან­თავ­სე­ბუ­ლია Apple Store-ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან ად­ვი­ლად შე­უძ­ლი­ათ გად­მო­წე­რონ „მხი­ა­რუ­ლი მა­თე­მა­ტი­კა“. მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ინ­გ­ლი­სუ­რი და­სა­ხე­ლე­ბით უნ­და მო­ძებ­ნონ თა­ვი­ანთ მარ­კე­ტებ­ზე – fun math და ძა­ლი­ან ად­ვი­ლად, ხე­ლის ერ­თი დაწ­კა­პე­ბით, შეძ­ლე­ბენ გად­მო­წე­რონ და სა­კუ­თარ სმარ­ტ­ფონ­ში ჰქონ­დეთ ის აპ­ლი­კა­ცია, რა­ზეც ჩვენ ახ­ლა ვი­სა­უბ­რეთ.

ლ.ქ.: დი­დი მად­ლო­ბა. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რე­სურ­სი იქ­ნე­ბა პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის. ჩე­მი პრაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, შე­სა­ბა­მი­სი მიზ­ნობ­რი­ვი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან დახ­მა­რე­ბას გვი­წევს დღეს, თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბა­ში, მოს­წავ­ლე­ე­ბის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. ასე რომ, მეც დი­დი ინ­ტე­რე­სით ვე­ლო­დე­ბი პე­და­გო­გე­ბის, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის, ფსი­ქო­ლო­გე­ბის გა­მოხ­მა­უ­რე­ბას ამ აპ­ლი­კა­ცი­ის და­ტეს­ტ­ვი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დ­გომ.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები