28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

საქ­მე, რო­მე­ლიც ჩე­მი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად იქ­ცა

spot_img

ლე­ლა წიკ­ლა­უ­რი

სსიპ ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჯავ­შა­ნი­ა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

მე ვარ ლე­ლა წიკ­ლა­უ­რი, ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი. 2009 წელს, ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჯავ­შა­ნი­ან­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მით წა­ვე­დი და, დღემ­დე, ჩემს აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ მოს­წავ­ლე­ებს სა­ხელ­წი­ფო ენას ვას­წავ­ლი. გულ­წ­რ­ფე­ლად რომ ვთქვა, მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბა არ იყო მარ­ტი­ვი, პროგ­რა­მის და­საწყის­ში და შემ­დე­გაც, ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვი­სა და სირ­თუ­ლის წი­ნა­შე დავ­დე­ქი, მაგ­რამ ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის, ად­გი­ლობ­რი­ვი თე­მი­სა და კო­ლექ­ტი­ვის დახ­მა­რე­ბით შევ­ძე­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა. მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვი­სა, არა­სო­დეს მი­ფიქ­რია იმ საქ­მის­თ­ვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა­ზე, რაც ჩე­მი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად იქ­ცა.

ბოლ­ნის­ში ჩას­ვ­ლის­თა­ნა­ვე გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ მათ­თ­ვის მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი არ ვი­ყა­ვი. გა­ვი­აზ­რე ისიც, რომ ჩემ­თ­ვის სრუ­ლი­ად უცხო რე­ა­ლო­ბა­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დი. სა­ინ­ტე­რე­სო გან­ც­დაა, რო­დე­საც აღ­მო­ა­ჩენ, რომ თბი­ლი­სი­დან, სულ რა­ღაც, 60 კი­ლო­მეტ­რ­ში არის რე­გი­ო­ნი, სა­დაც არა­თუ სა­ხელ­მ­წი­ფო ენას ვერ ფლო­ბენ, ქარ­თუ­ლე­ნო­ვან მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­აც ძა­ლი­ან და­ბა­ლია. მივ­ხ­ვ­დი, რომ იმა­ზე დი­დი რო­ლი მე­კის­რე­ბო­და, ვიდ­რე და­საწყის­ში წარ­მო­მედ­გი­ნა – ვი­ყა­ვი და ახ­ლაც ვარ ერ­თ­გ­ვა­რი ხი­დი ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან. ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მათ ქარ­თულ კულ­ტუ­რა­სა და ტრა­დი­ცი­ას ვაც­ნობ, ვაწ­ვ­დი ინ­ფორ­მა­ცი­ას იმ ქვეყ­ნის შე­სა­ხებ, რომ­ლის სრულ­ფა­სო­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან და რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ძა­ლი­ან მწირ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლო­ბენ. დღეს­დღე­ო­ბით, სა­ხელ­მ­წი­ფო ენის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას­თან ერ­თად, ჩე­მი ყვე­ლა­ზე დი­დი მო­ნა­პო­ვა­რია ის ნდო­ბა და ერ­თ­გუ­ლე­ბა, რაც ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­სა და თემს ჩემ მი­მართ აქვთ. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ არც ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა და არც რე­სუ­რე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა გვიწყობს ხელს, ჩვენ ნე­ლა, მაგ­რამ შე­დე­გი­ა­ნად მი­ვი­წევთ წინ.

2009 წლი­დან დღემ­დე, ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, ბევ­რი სა­ჭი­რო და სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე სკო­ლა­ში – ეკო­ლო­გი­ა­ზე, ევ­რო­კავ­შირ­ზე, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა­ზე. საგ­რან­ტო კონ­კუ­რი­სის ფარ­გ­ლებ­ში, სკო­ლა­ში, ქარ­თუ­ლი ენის კა­ბი­ნე­ტი და პა­ტა­რა ბიბ­ლი­ო­თე­კა მო­ვაწყ­ვეთ. 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და დე­ბატ კლუ­ბი ქარ­თულ ენა­ზე. და­ბე­ჯი­თე­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­ნა­პი­რო­ბებს მოს­წავ­ლე­თა ცოდ­ნის დო­ნი­სა და მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას. პრო­ექ­ტე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ვაწყობ­დით ექ­სკურ­სი­ებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ონ­ში.

სამ­წუ­ხა­როდ, ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით და­სახ­ლე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში, დღე­საც, სა­ხელ­წი­ფო ენის არ­ცოდ­ნა პრობ­ლე­მად რჩე­ბა – ენის სრულ­ყო­ფი­ლად არ­ცოდ­ნა კი დიდ დაბ­რ­კო­ლე­ბას უქ­მ­ნის და აფერ­ხებს მათ  ინტეგ­რა­ცი­ას ქარ­თუ­ლე­ნო­ვან მო­სახ­ლე­ო­ბას­თან. ამი­ტო­მაც, ქარ­თულ­მა სა­ხელ­მ­წი­ფომ, ქარ­თუ­ლი ენის მცოდ­ნე კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბით, სრუ­ლად უნ­და და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბი. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნიტ­რომ ამ­გ­ვა­რი მიდ­გო­მა გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის პრი­ო­რი­ტე­ტად უნ­და აქ­ცი­ოს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები