3 მაისი, პარასკევი, 2024

დირექტორობის მსურველთა ტესტირების დამატებითი სესია 19 თებერვალს ჩატარდება

spot_img

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველებისთვის დამატებითი ტესტირების თარიღი, დრო და ხანგრძლივობა დადგინდა: ტესტირების ჩატარების ☑️თარიღი –  2023 წლის 19 თებერვალი, ☑️ადგილი – სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, ☑️დაწყების დრო – 12:00 საათი, ☑️ ხანგრძლივობა – 5 საათი.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მიერ 15 თებერვალს ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია, რომ მხედველობის პრობლემის მქონე პირებისათვის, რომლებიც სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას წინასწარ, წერილობით, აცნობებენ აღნიშნულის თაობაზე და განცხადებას თან დაურთავენ დამადასტურებელ დოკუმენტს, ტესტირების დრო 30 წუთით გაიზრდება.

♦♦♦

„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაში შესული ცვლილების თანახმად, დამატებითი ტესტირების სესიაზე გამოყენებულ ტესტში მიღებული ქულები არ გათანაბრდება.

☑️ შეგახსენებთ, ამავე ცვლილების თანხმად, ვის მიენიჭა დამატებით ტესტირებაში მონაწილეობის უფლება:

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის შესაბამისად „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის“ მე-10 მუხლის:

 მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) ,,5. ტესტირებაზე დაგვიანება დირექტორობის მსურველს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა, ტესტირებაზე დაგვიანება გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ტესტირებაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში

ა) მართვის სისტემა უფლებამოსილია, დირექტორობის მსურველებისთვის, რომელთაც ვერ მოახერხეს ტესტირებაზე გამოცხადება ტესტირების დღეს ან ტესტირების დღემდე 5 დღის განმავლობაში COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო, განსაზღვროს დამატებით ტესტირების ერთი სესია;

ბ) მართვის სისტემა უზრუნველყოფს იმ დირექტორობის მსურველთა მონაწილეობას დამატებით ტესტირებაზე, რომლებიც ვერ შეძლებენ მართვის სისტემის მიერ მითითებულ დროს ტესტირებაზე გამოცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში სულ მცირე ერთი დღე-ღამით ყოფნის ან ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების  გამო;

გ) ამ პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებში  მითითებულმა პირებმა შესაბამისი ტესტირების დღიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში მართვის სისტემას უნდა წარუდგინონ COVID-19-ით ინფიცირების/სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის/ოჯახის წევრის გარდაცვალებისა და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ამ პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მართვის სისტემის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის;

ე) ამ პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მართვის სისტემის მიერ მიღებული ინფორმაცია მართვის სისტემაში ინახება ერთი წლის ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ნადგურდება.“

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები