8 მაისი, ოთხშაბათი, 2024

დეკ­რე­ტუ­ლი ანაზღა­უ­რე­ბის წეს­ი და დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბის პი­რო­ბები

spot_img

სა­ქარ­თ­ვე­ლოს პე­და­გოგ­თა და მეც­ნი­ერ­თა თა­ვი­სუ­ფა­ლი პროფ­კავ­ში­რის იური­დი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი გრი­გოლ ბა­კუ­რა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა დეკ­რე­ტუ­ლი ანაზღა­უ­რე­ბის წეს­სა და დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბის პი­რო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე

 

 

⇒ პირ­ველ რიგ­ში, ვი­სა­უბ­როთ დეკ­რე­ტუ­ლი ანაზღა­უ­რე­ბის წეს­ზე. რო­გო­რია პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბის პი­რო­ბე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და რამ­დე­ნად აკ­მა­ყო­ფი­ლებს  1000 ლა­რი ბავ­შ­ვის მოვ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბებს?

ორ­სუ­ლო­ბის, მშო­ბი­ა­რო­ბი­სა და ბავ­შ­ვის მოვ­ლის, ასე­ვე ახალ­შო­ბი­ლის შვი­ლად აყ­ვა­ნის გა­მო შვე­ბუ­ლე­ბე­ბის ანაზღა­უ­რე­ბის წე­სებს, ძი­რი­თა­დად, გან­საზღ­ვ­რავს ორი ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტი – ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნი „სა­ქარ­თ­ვე­ლოს შრო­მის კო­დექ­სი“, აგ­რეთ­ვე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტ­რის 01-133/ნ ბრძა­ნე­ბით დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი „ორ­სუ­ლო­ბის, მშო­ბი­ა­რო­ბი­სა და ბავ­შ­ვის მოვ­ლის, ასე­ვე ახალ­შო­ბი­ლის შვი­ლად აყ­ვა­ნის გა­მო შვე­ბუ­ლე­ბე­ბის ანაზღა­უ­რე­ბის წე­სი“.

ზო­გა­დად, პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის მოქ­მე­დებს იგი­ვე წე­სე­ბი, რაც ყვე­ლა სხვა და­საქ­მე­ბუ­ლის­თ­ვის. გა­მო­ნაკ­ლისს წარ­მო­ად­გენს ჩა­ნა­წე­რი მი­ნის­ტ­რის ბრძა­ნე­ბა­ში, რო­მე­ლიც გარ­კ­ვე­ულ პრი­ვი­ლე­გი­ას ანი­ჭებს მას­წავ­ლე­ბელს:

„იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ პე­და­გოგს ყო­ველ­წ­ლი­უ­რი კუთ­ვ­ნი­ლი ანაზღა­უ­რე­ბა­დი შვე­ბუ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში გახ­ს­ნი­ლი აქვს სა­ა­ვად­მ­ყო­ფო ფურ­ცე­ლი ორ­სუ­ლო­ბი­სა და მშო­ბი­ა­რო­ბის, ბავ­შ­ვის მოვ­ლის ან ახალ­შო­ბი­ლის შვი­ლად აყ­ვა­ნის გა­მო, პე­და­გოგს, ყო­ველ­წ­ლი­ურ კუთ­ვ­ნილ შვე­ბუ­ლე­ბის თან­ხას­თან ერ­თად, მი­ე­ცე­მა დახ­მა­რე­ბა სრუ­ლი ოდე­ნო­ბით“.

უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი ძა­ლი­ან ხში­რად აწყ­დე­ბი­ან დაბ­რ­კო­ლე­ბას დი­რექ­ტო­რე­ბის მხრი­დან, რო­დე­საც გა­მოთ­ქ­ვა­მენ აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ღა­ვა­თით, ანუ ყო­ველ­წ­ლი­უ­რი კუთ­ვ­ნი­ლი შვე­ბუ­ლე­ბის თან­ხას­თან ერ­თად დახ­მა­რე­ბის სრუ­ლი ოდე­ნო­ბით მი­ღე­ბის სურ­ვილს. ამ დროს სა­ჭი­რო ხდე­ბა ხოლ­მე პროფ­კავ­ში­რის ჩა­რე­ვა და სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი გან­მარ­ტე­ბა.

ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ პე­და­გო­გი, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა სხვა და­საქ­მე­ბუ­ლი, ანაზღა­უ­რე­ბა­დი შვე­ბუ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში იღებს მხო­ლოდ 1000-ლა­რი­ან დახ­მა­რე­ბას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შრო­მის კო­დექ­სის თა­ნახ­მად, 730 კა­ლენ­და­რუ­ლი დღი­დან, ანაზღა­უ­რე­ბა­დია 183 კა­ლენ­და­რუ­ლი დღე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მოწ­ვე­უ­ლია იმით, რომ იმა­ვე შრო­მის კო­დექ­ს­ში არ­სე­ბობს სხვა ჩა­ნა­წე­რიც, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც:

„ორ­სუ­ლო­ბი­სა და მშო­ბი­ა­რო­ბის გა­მო შვე­ბუ­ლე­ბა, ბავ­შ­ვის მოვ­ლის გა­მო შვე­ბუ­ლე­ბა და ახალ­შო­ბი­ლის შვი­ლად აყ­ვა­ნის გა­მო შვე­ბუ­ლე­ბა ანაზღა­ურ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან, სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით. ორ­სუ­ლო­ბი­სა და მშო­ბი­ა­რო­ბის გა­მო ანაზღა­უ­რე­ბა­დი შვე­ბუ­ლე­ბი­სა და ბავ­შ­ვის მოვ­ლის გა­მო ანაზღა­უ­რე­ბა­დი შვე­ბუ­ლე­ბის, აგ­რეთ­ვე ახალ­შო­ბი­ლის შვი­ლად აყ­ვა­ნის გა­მო ანაზღა­უ­რე­ბა­დი შვე­ბუ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ზე გა­სა­ცე­მი ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბის ჯა­მუ­რი ოდე­ნო­ბაა, არა­უ­მე­ტეს 1 000 ლა­რი­სა. დამ­საქ­მე­ბე­ლი და და­საქ­მე­ბუ­ლი შე­იძ­ლე­ბა შე­თან­ხ­მ­დ­ნენ აღ­ნიშ­ნუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბე­ბის და­მა­ტე­ბით ანაზღა­უ­რე­ბა­ზე“.

იმავე­ნა­ი­რა­დაა და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი სა­კითხი მი­ნის­ტ­რის ბრძა­ნე­ბა­შიც (01-133/ნ).

ამ ფორ­მატ­ში მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლია და ზედ­მე­ტიც კია ყვე­ლა სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი ნი­უ­ან­სის დე­ტა­ლუ­რად გან­ხილ­ვა, თუმ­ცა და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბე­ბი საკ­მა­რი­სია იმა­ში და­სარ­წ­მუ­ნებ­ლად, რომ საქ­მე გვაქვს პრობ­ლე­მას­თან, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო­ებს დრო­უ­ლად გა­მოს­წო­რე­ბას, ვი­ნა­ი­დან უსა­მარ­თ­ლოდ ზა­რალ­დე­ბი­ან და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი (მათ შო­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბი). ალ­ბათ, ლა­პა­რა­კიც არ ღირს იმა­ზე, რომ 1000 ლა­რი ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს ბავ­შ­ვის მოვ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბებს. ამ მიზ­ნით სა­ქარ­თ­ვე­ლოს პე­და­გოგ­თა და მეც­ნი­ერ­თა თა­ვი­სუ­ფა­ლი პროფ­კავ­ში­რი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ სა­კითხი გა­დაწყ­დე­ბა დრო­უ­ლად და სა­მარ­თ­ლი­ა­ნად. აქ­ვე დავ­ძენთ იმა­საც, რომ ზო­გი­ერ­თი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი დი­რექ­ტო­რი ცდი­ლობს, სრუ­ლად შე­უვ­სოს და ამ გზით აუნაზღა­უ­როს პე­და­გოგს დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბა, რო­დე­საც ამის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა სკო­ლის ბი­უ­ჯე­ტი. სპმთპ მად­ლო­ბას უხ­დის ასეთ დი­რექ­ტო­რებს!

⇒ ძა­ლი­ან ბევ­რი პე­და­გო­გი ითხოვს კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნას, მა­ნი­ფეს­ტიც კი მომ­ზად­და, რო­მელ­საც 5000 პე­და­გო­გი აწერს ხელს. თუ ეს კა­ნო­ნი მი­ი­ღეს, რა და რო­გორ შე­იც­ვ­ლე­ბა პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის, ვინ უნ­და გა­მო­ყოს თან­ხა დეკ­რე­ტუ­ლი ანაზღა­უ­რე­ბის­თ­ვის – ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სკო­ლის ბი­უ­ჯეტ­ზე, მე­ნეჯ­მენ­ტ­ზე და ა.შ. თუ…?

ამ­ჟა­მინ­დე­ლი რე­გუ­ლა­ცი­ით, ორ­სუ­ლო­ბი­სა და მშო­ბი­ა­რო­ბის გა­მო შვე­ბუ­ლე­ბა, ბავ­შ­ვის მოვ­ლის გა­მო შვე­ბუ­ლე­ბა და ახალ­შო­ბი­ლის შვი­ლად აყ­ვა­ნის გა­მო შვე­ბუ­ლე­ბა ანაზღა­ურ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან, სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით. აგ­რეთ­ვე, დამ­საქ­მე­ბე­ლი და და­საქ­მე­ბუ­ლი შე­იძ­ლე­ბა შე­თან­ხ­მ­დ­ნენ აღ­ნიშ­ნუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბე­ბის და­მა­ტე­ბით ანაზღა­უ­რე­ბა­ზე.

თქვე­ნი შე­კითხ­ვა ეხე­ბა სა­მო­მავ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ებს და პა­სუ­ხი და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კა­ნო­ნის იმ ფორ­მუ­ლი­რე­ბა­ზე, რაც მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში.

⇒ რო­გორც ვი­ცით, სკო­ლის დი­რექ­ტორს აქვს ანაზღა­უ­რე­ბად დეკ­რე­ტულ შვე­ბუ­ლე­ბა­ში გას­ვ­ლის უფ­ლე­ბა, რად­გან ის ით­ვ­ლე­ბა სა­ჯა­რო მო­ხე­ლედ. რა­ტომ არ ით­ვ­ლე­ბა პე­და­გო­გი სა­ჯა­რო მო­ხე­ლედ? რო­გორ არის კა­ნონ­ში  ეს სა­კითხი გა­წე­რი­ლი? ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბა არ­სე­ბობს და გთხოვთ, უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად გან­გ­ვი­მარ­ტოთ.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტ­რის 01-133/ნ ბრძა­ნე­ბით დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი „ორ­სუ­ლო­ბის, მშო­ბი­ა­რო­ბი­სა და ბავ­შ­ვის მოვ­ლის, ასე­ვე ახალ­შო­ბი­ლის შვი­ლად აყ­ვა­ნის გა­მო შვე­ბუ­ლე­ბე­ბის ანაზღა­უ­რე­ბის წე­სი“ ერ­თ­მა­ნე­თის­გან გა­ნას­ხ­ვა­ვებს „და­საქ­მე­ბულს“ და „სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რეს“.

და­საქ­მე­ბუ­ლი არის შრო­მის კო­დექ­სით გან­საზღ­ვ­რუ­ლი ფი­ზი­კუ­რი პი­რი, რო­მე­ლიც შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, დამ­საქ­მებ­ლი­სათ­ვის ას­რუ­ლებს გარ­კ­ვე­ულ სა­მუ­შა­ოს.

სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რე კი არის „სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნით გან­საზღ­ვ­რულ სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო/სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, აგ­რეთ­ვე, ამა­ვე კა­ნო­ნის მე-4 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქ­ტით გან­საზღ­ვ­რუ­ლი პი­რი.

შრო­მის კო­დექ­სის და მი­ნის­ტ­რის ბრძა­ნე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­საქ­მე­ბულ­ზე გა­ი­ცე­მა მხო­ლოდ 1000-ლა­რი­ა­ნი დახ­მა­რე­ბა, რო­მელ­საც გას­ცემს სა­ხელ­მ­წი­ფო, ხო­ლო სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რეს სრუ­ლად უნაზღა­ურ­დე­ბა დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბა.

თა­ვად ტერ­მი­ნი „შვე­ბუ­ლე­ბის ანაზღა­უ­რე­ბა“ იმ­გ­ვა­რა­დაა ბრძა­ნე­ბა­ში გან­მარ­ტე­ბუ­ლი, რომ ის ეხე­ბა მხო­ლოდ სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს:

„სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნის 64-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ორ­სუ­ლო­ბის, მშო­ბი­ა­რო­ბი­სა და ბავ­შ­ვის მოვ­ლის, ასე­ვე ახალ­შო­ბი­ლის შვი­ლად აყ­ვა­ნის გა­მო შვე­ბუ­ლე­ბის ანაზღა­უ­რე­ბა“.

„სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის მე-3 მუხ­ლი შემ­დეგ­ნა­ი­რად გან­მარ­ტავს, თუ ვი­ნაა სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რე:

„დ) სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რე – პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე/სა­ჯა­რო მო­ხე­ლე/მო­ხე­ლე, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რი, შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რი;

ე) პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე/სა­ჯა­რო მო­ხე­ლე/მო­ხე­ლე (შემ­დ­გომ — მო­ხე­ლე) — პი­რი, რო­მე­ლიც უვა­დოდ ინიშ­ნე­ბა მო­ხე­ლი­სათ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის საშ­ტა­ტო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე სა­ხელ­მ­წი­ფოს, ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, სა­ჯა­რო სა­მარ­თ­ლის იური­დი­უ­ლი პი­რის მი­ერ, რო­მე­ლიც ახორ­ცი­ე­ლებს სა­ჯა­რო სა­მარ­თ­ლებ­რივ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბებს, რო­გორც თა­ვის ძი­რი­თად პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს მის მი­ერ სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას, და რო­მე­ლიც ამის სა­ნაც­ვ­ლოდ იღებს შე­სა­ბა­მის ანაზღა­უ­რე­ბას და სო­ცი­ა­ლუ­რი და სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი დაც­ვის გა­რან­ტი­ებს;

ვ) შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რი — პი­რი, რო­მელ­საც სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დამ­ხ­მა­რე ან არა­მუდ­მი­ვი ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა;

ზ) ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მ­წი­ფო-პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს ხელს უწყობს მი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში დარ­გობ­რი­ვი/სექ­ტო­რუ­ლი რჩე­ვე­ბის მი­ცე­მით, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვით ან/და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ-მე­ნე­ჯე­რუ­ლი ფუნ­ქ­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბით და რო­მელ­საც არ უკა­ვია ამ კა­ნო­ნით მო­ხე­ლი­სა და შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რის­თ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი; ამ კა­ნო­ნის 78-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქ­ტის „დ“ ქვე­პუნ­ქ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პი­რი.“

⇒ ანაზღა­უ­რე­ბად დეკ­რე­ტულ შვე­ბუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით თუ მო­უ­მარ­თავთ პე­და­გო­გებს თქვენ­თ­ვის და ზო­გა­დად, რას აკე­თებს მას­წავ­ლე­ბელ­თა პროფ­კავ­ში­რი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­გორ ეხ­მა­რე­ბა მას­წავ­ლებ­ლებს?

სპმთპ-ს უამ­რა­ვი პე­და­გო­გი მო­მარ­თავს, რო­დე­საც ექ­მ­ნე­ბათ პრობ­ლე­მა ორ­სუ­ლო­ბის, მშო­ბი­ა­რო­ბი­სა და ბავ­შ­ვის მოვ­ლის, ასე­ვე ახალ­შო­ბი­ლის შვი­ლად აყ­ვა­ნის გა­მო შვე­ბუ­ლე­ბე­ბის ანაზღა­უ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით (და არამ­ხო­ლოდ ამ სა­კითხ­ზე), ან უბ­რა­ლოდ აინ­ტე­რე­სებთ სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი კონ­სულ­ტა­ცია. უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, პრობ­ლე­მა აღ­მო­იფხ­ვ­რე­ბა ხოლ­მე დი­რექ­ტო­რის ინ­ფორ­მი­რე­ბით და სიტყ­ვი­ე­რი ან წე­რი­ლო­ბი­თი გან­მარ­ტე­ბით.

სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მზად ვართ, მივ­მარ­თოთ სა­სა­მარ­თ­ლოს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა ჩვე­ნი წევ­რე­ბის­თ­ვის სრუ­ლი­ად უფა­სოა.

გარ­და ზე­მოთ­ქ­მუ­ლი­სა, სპმთპ აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს იმი­სათ­ვის, რომ ნორ­მა­ტი­ულ აქ­ტებ­ში შე­ვი­დეს შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბე­ბი, რა­თა მას­წავ­ლებ­ლებს სრუ­ლად აუნაზღა­ურ­დეთ ორ­სუ­ლო­ბის, მშო­ბი­ა­რო­ბი­სა და ბავ­შ­ვის მოვ­ლის, ასე­ვე ახალ­შო­ბი­ლის შვი­ლად აყ­ვა­ნის გა­მო შვე­ბუ­ლე­ბე­ბი. ამ მიზ­ნით, ჩვენ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ძა­ლის­ხ­მე­ვა გას­წია, არა­ერ­თი შეხ­ვედ­რა და გან­ხილ­ვა გვქონ­და. წე­რი­ლო­ბით მივ­მარ­თეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნისტრს, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად ავუხ­სე­ნით და სა­მარ­თ­ლებ­რი­ვად და­ვუ­სა­ბუ­თეთ ჩვე­ნი პო­ზი­ცია. გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ სა­კითხი პე­და­გო­გე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ გა­დაწყ­დე­ბა.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები