24 ნოემბერი, კვირა, 2024

და­წე­რე „მი­ნი­ა­ტუ­რა“

spot_img

გა­ზე­თი „ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბა“ აგ­რ­ძე­ლებს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კონ­კურ­სე­ბის სე­რი­ას და ჩვე­ნი ხელ­მომ­წე­რი სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ებს სთა­ვა­ზობს კონ­კურსს „მი­ნი­ა­ტუ­რა“.

კონ­კურ­სის პი­რო­ბე­ბი

✔️🔸 კონ­კურ­სან­ტი შე­იძ­ლე­ბა იყოს ნე­ბის­მი­ე­რი VII-XII კლასების მოს­წავ­ლე (სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან, უცხოე­თი­დან), რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს ორი­გი­ნა­ლურ მი­ნი­ა­ტუ­რას;

✔️🔸 სა­კონ­კურ­სო მა­სა­ლა იგ­ზავ­ნე­ბა 2022 წლის 10 მარ­ტი­დან 14 აპ­რი­ლის ჩათ­ვ­ლით, შემ­დეგ მი­სა­მარ­თ­ზე: konkursiganatleba@gmail.com. 48 სა­ათ­ში აპ­ლი­კანტს უდას­ტურ­დე­ბა მა­სა­ლის მი­ღე­ბა, ერ­თი სიტყ­ვით – „ მი­ღე­ბუ­ლია“.

🔘 სა­კონ­კურ­სო მა­სა­ლა აუცი­ლებ­ლად ვორ­დის ფორ­მა­ტით უნ­და იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ქარ­თუ­ლი უნი­კო­დით, შრიფ­ტის ზო­მა – 12 და ახლდეს ავტორის ფოტოსურათი.

🔘 მა­სა­ლის ამ­სახ­ველ ფა­ილს სა­ხე­ლად უნ­და მი­ე­თი­თოს ავ­ტო­რის სა­ხე­ლი და გვა­რი. სა­კუთ­რივ ნა­წარ­მო­ებს კი ბო­ლოს და­ერ­თ­ვის: ავ­ტო­რის სა­ხე­ლი, გვა­რი, სკო­ლა, კლა­სი, სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია (ტე­ლე­ფო­ნი, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფოს­ტა), და­მა­ტე­ბი­თი სა­კონ­ტაქ­ტო პი­რი სტა­ტუ­სით (მშო­ბე­ლი, მე­ურ­ვე, მას­წავ­ლე­ბე­ლი), სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ით.

🔘 უმ­ჯო­ბე­სია, თუ სა­კონ­კურ­სო მა­სა­ლა გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნე­ბა, მას­წავ­ლებ­ლის ან მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­ერ, კა­თედ­რის სხდო­მა­ზე. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­კონ­კურ­სო მა­სა­ლას მი­ე­თი­თე­ბა, რომ „ ნაშ­რო­მი გან­ხი­ლუ­ლია ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლის/მას­წავ­ლე­ბელ­თა კა­თედ­რის მი­ერ“.

✔️🔸 დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ნი­ა­ტუ­რის შე­სა­ხებ იხი­ლეთ ჩვენს ვებგვერდზე –  მინიატურა 

✔️🔸 ჟი­უ­რის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლის გა­მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი იქ­ნე­ბა 15 მა­ისს (ფი­ნა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის და­სა­ხე­ლე­ბამ­დე ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა ცნო­ბი­ლი არ იქ­ნე­ბა).

✔️🔸 ათე­უ­ლი­დან გა­მოვ­ლინ­დე­ბა სა­მი საპ­რი­ზო ად­გი­ლი: ჟი­უ­რის სიმ­პა­ტია, ვებგვერ­დის რჩე­უ­ლი მოწონების რაოდენობის მი­ხედ­ვით და „ ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბის“ რჩე­უ­ლი. გარ­და ამ ნო­მი­ნა­ცი­ე­ბი­სა, შე­საძ­ლოა, და­წეს­დეს სხვა­დას­ხ­ვა სიმ­პა­ტი­ის პრი­ზი (ჟი­უ­რი­სა და კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის გა­რე­შე).

✔️🔸 ფი­ნა­ლის­ტი მოს­წავ­ლე­ე­ბი მი­ი­ღე­ბენ „ ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბის“ ციფ­რულ სერ­ტი­ფი­კატს და მა­თი ნაშ­რო­მე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნ­დე­ბა გა­ზეთ­ში.

პრი­ზე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­მა­ტე­ბით მო­გა­წო­დებთ.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები