19 აპრილი, პარასკევი, 2024

მინიატურა

spot_img

მინიატურა არის მცირე ზომის ნაწარმოები. იგი შეიძლება წარმოადგენდეს:

1) ფერად გამოსახულებას, რომლითაც რთავდნენ და ასურათებდნენ შუა საუკუნეების ხელნაწერებს

2) სპილოს ძვალზე, ლითონზე და ა.შ. პატარა, ფაქიზად შესრულებულ მხატვრობას;

3) პატარა მოცულობის თეატრალურ პიესას, ანდა ნარკვევს, მოთხრობას;

4) მცირე ზომის მუსიკალურ პიესას.

მინიატურული ჟანრი მისი თავისებურებებით, ლირიზმით გარეგანი თუ ფარული რიტმით, განწყობილებათა გადმოცემის ხატოვანებით, ჭარბი მეტაფორულობით ან ხაზგასმული სისადავით მინიატურა  წააგავს თეთრ ლექსს. ამ ჟანრს ყველაზე მეტად სჭირდება ნიუანსების გადმოცემის ხელოვნება, სიტყვის განსაკუთრებული შეგრძნება, რათა რამდენიმე წინადადებაში მოაქციო სათქმელი.

მინიატურები ხშირად უფრო ფოკუსირებულია, რადგან შიგნით არსებული ყველა ელემენტი – სიუჟეტი, პერსონაჟი, ტემპი, სიუჟეტის სტრუქტურა და ა.შ. – ერთად უნდა მუშაობდეს ამ საერთო მიზნის მისაღწევად.

მინიატურას გენეტიკურად უკავშირებენ ძველ ეგვიპტურ, ბაბილონურ, ასირიულ, ინდურ, არაბულ, სპარსულ, ლათინურ და ბერძნულ ლიტერატურას. მინიატურა იტალიური სიტყვაა და წარმოიშვა ლათინური მინიატურიდან, რაც წითელ საღებავს ნიშნავს. თავდაპირველად ხელნაწერებში აფორმებდნენ თავკიდურ ასოებს და მინიატურული ორნამენტებით ქმნიდნენ ტექსტთა ფონს. შემდგომში კი ტექსტებში აღწერილი ამბების დასურათხატებასაც მიჰყვეს ხელი და ასე ჩამოყალიბდა მინიატურული ფერწერის ნიმუშები. მინიატურა განსაკუთრებით განვითარდა აღმოსავლურ ქვეყნებში და განუმეორებელი ელფერი შეიძინა.

ქართულ ლიტერატურაში მინიატურა განსაკუთრებით პოპულარული გახდა მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც მოდერნისტული ძიებები დაიწყო. ამ თვალსაზრისით, ყველაზე გამორჩეულია ნიკო ლორთქიფანიძე, რომელმაც იმპრესიონიზმისთვის დამახასიათებელი ესთეტიკით შექმნა ამ ჟანრის საუკეთესო ნაწარმოებები.

მკვლევართა დაკვირვებით, მინიატურა თავნება ჟანრია და არ ემორჩილება ფორმის არავითარ კანონებს. მინიატურებში ხშირადაა დამალული მისი დედააზრი, რომლის გაგებაც მხოლოდ მკითხველის გონების სიღრმესა და სულიერ სიმდიდრეზეა დამოკიდებული.

მინიატურის წერისას უნდა გავითვალისწინოთ:

ნაწარმოები არ უნდა იყოს უსაშველოდ დიდი. ჩვენი სათქმელი რამდენიმე წინადადებაში უნდა მოვაქციოთ. მაგალითად თუ აზრი გამოხატულია რამდენიმე წინადადებაში, ჩვენ  უნდა ვეცადოთ რომ ერთ ან ორ წინადადებაში ჩავატიოთ. ზედმეტი სიტყვიერების გასხვლა აუმჯობესებს ტემპს და აზუსტებს მნიშვნელობას.

ჩვენი მინიატურა არ უნდა იყოს გადაჭედილი ბევრი პერსონაჟით და არ უნდა შეიცავდეს ჩახლართულ სიუჟეტს. მინიატურამ უნდა მიაღწიოს თავის მიზანს – იქნება ეს გონების სტიმულირება, გართობა, შეშინება თუ თავსატეხი – მისი ფორმის ფარგლებში. უნდა დავიცვათთ სიმბოლოების მცირე რაოდენობა. ზოგადად მიღებულია, თუ გამოვიყენებთ  მხოლოდ ერთ თვალსაზრისს, შესაძლოა, ორსაც.  დიალოგი კი უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ამბავს მნიშვნელობას ან ემოციურ სიმძიმეს მატებს.

უკეთესია თუ მოვუსმენთ ჩვენს გულს და გრძნობებს, თუ როგორ განვავითაროთ სიუჟეტი ვიდრე წინასწარი დავგეგმოთ იგი. ზოგადად კი აუცილებელია დავწეროთ ნაწარმოების ჩონჩხი, რათა შევქმნათ სრულყოფილი ნაწარმოები.

ამ სამი წესის გამოყენების შემთხვევაში, ჩვენ არ დავარღვევთ მინიატურის სტრუქტურა.

ნინო აბჟანდაძე – ახალთერჯოლის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე

თეკლა მორჩილაძე – აკეთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები