7 მაისი, სამშაბათი, 2024

დარ­გობ­რი­ვი ქსე­ლე­ბი პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის

spot_img
ნი­ნო რე­ვიშ­ვი­ლი
ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის გუნ­დის ლი­დე­რი

 

პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო სულ ორი­ო­დე წლის შექ­მ­ნი­ლია. ჩვენს მკითხ­ველს შე­ვახ­სე­ნებ, რომ ამ დრომ­დე პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ქოლ­გის ქვეშ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და, ეს ინო­ვა­ცი­უ­რი მო­დე­ლი კი გუ­ლის­ხ­მობს კერ­ძო და სა­ჯა­რო სექ­ტო­რის (დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი – სამ­რეწ­ვე­ლო პა­ლა­ტა და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო) ერ­თობ­ლივ ზრუნ­ვას გა­ნათ­ლე­ბის ამ სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ეკო­ნო­მი­კუ­რი დარ­გის ჩარ­თუ­ლო­ბა, ბიზ­ნეს­სექ­ტო­რის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნა­რე­ბის ეკო-სის­ტე­მის ფორ­მი­რე­ბა­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში, რაც სა­ა­გენ­ტოს მთა­ვა­რი მი­სი­ა­ცაა. ტრა­დი­ცი­უ­ლად, კერ­ძო სექ­ტორ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ­სე­ბობ­და კი­დეც, თუმ­ცა ბიზ­ნე­სის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ფორ­მი­რე­ბა­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მხო­ლოდ დარ­გობ­რივ საბ­ჭო­ებ­ში წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით, აზ­რის გა­მოთ­ქ­მი­თა და დის­კუ­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და. ახ­ლა კი, პო­ლი­ტი­კის გან­საზღ­ვ­რის დო­ნე­ზე, რა­დი­კა­ლუ­რად სხვა ვი­თა­რე­ბაა – ახა­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი მოწყო­ბის თა­ნახ­მად, ეკო­ნო­მი­კურ სეგ­მენ­ტ­ზეა დე­ლე­გი­რე­ბუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა, გან­საზღ­ვ­რა, რე­ვი­ზია და ეს ბუ­ნებ­რი­ვია, რად­გან შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნებს ყვე­ლა­ზე უკეთ სწო­რედ ბიზ­ნე­სი იც­ნობს. ამ ფუნ­ქ­ცი­ის შე­სას­რუ­ლებ­ლად პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო ფა­სი­ლი­ტა­ცი­ას უწევს დარ­გობ­რი­ვი უნა­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ფორ­მი­რე­ბას, რაც თა­ვის­თა­ვად დარ­გობ­რი­ვი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის ერ­თო­ბას წარ­მო­ად­გენს.

უნა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ერთ-ერთ პრი­ო­რი­ტე­ტად მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა რჩე­ბა. სწო­რედ ამ თე­მა­ზე მინ­და ვე­სა­უბ­რო ჩვენს მკითხ­ველს.

რო­ცა კო­ლე­ჯე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, სხვა კომ­პო­ნენ­ტებ­თან ერ­თად, პირ­ველ რიგ­ში, მა­თი ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის ზრდის აუცი­ლებ­ლო­ბას ვგუ­ლის­ხ­მობ, თუმ­ცა ის ფაქ­ტი, რომ ისი­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლად წარ­მარ­თა­ვენ, მათ შო­რის, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცესს, კო­ლე­ჯე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზეც მი­უ­თი­თებს. სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ უფ­რო ძლი­ე­რი და აქ­ტი­უ­რი იყოს პრო­ფე­სი­უ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რომ სწო­რედ მას ჰქონ­დეს სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ჩვენ არა­ერ­თი შეხ­ვედ­რა გვქონ­და მას­წავ­ლებ­ლებ­თან, გარ­კ­ვე­ულ ჯგუ­ფებ­თან, დარ­გობ­რივ ქსე­ლებ­თან, სა­დაც გა­მო­იკ­ვე­თა, რა­ო­დენ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მათ­თ­ვის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა (სხვა­თა შო­რის, იმა­ვეს ადას­ტუ­რებს სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვაც). ამი­ტო­მაც მთე­ლი ძა­ლის­ხ­მე­ვა მი­მარ­თუ­ლია ში­და ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის შექ­მ­ნის­კენ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, უნა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო არ არის ტრე­ნინგ-ორ­გა­ნი­ზა­ცია, ის სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს აძ­ლი­ე­რებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, მაგ­რამ ვიდ­რე ეს მოხ­დე­ბა, შარ­შან და წელს, 800 პრო­ფე­სი­ულ მას­წავ­ლე­ბელს თა­ვად ჩა­ვუ­ტა­რეთ ტრე­ნინ­გე­ბი ისეთ კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სამ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე, რო­გო­რი­ცაა: ინო­ვა­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და სტუ­დენ­ტ­თა შე­ფა­სე­ბა. სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით ჩვენ ამ ხაზს გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ, მაგ­რამ, გარ­და ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სა, გვინ­და თა­ვად კო­ლე­ჯებ­ში შე­იქ­მ­ნას გა­რე­მო, რო­ცა ში­და რე­სურ­სე­ბით შეძ­ლებს მას­წავ­ლე­ბე­ლი პრო­ფე­სი­ულ წინ­ს­ვ­ლა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას, ვგუ­ლის­ხ­მობ: კო­ლე­გე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას, ე.წ. „კრი­ტი­კუ­ლი მე­გობ­რის“ – კო­ლე­გის დახ­მა­რე­ბას, ქო­უ­ჩინ­გის პრინ­ციპს, ში­და კონ­სულ­ტი­რე­ბას, ასე­ვე, ვუხ­ს­ნით მას­წავ­ლე­ბელს, რო­გორ მო­ი­ძი­ოს და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სი თვით­გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. ერ­თი სიტყ­ვით, ყვე­ლა ეს მცდე­ლო­ბა მი­მარ­თუ­ლია იქით­კენ, რომ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა ცენ­ტ­რი­დან, ნელ-ნე­ლა, ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ებ­ში გა­და­ვი­დეს. თუმ­ცა, ვიდ­რე ყვე­ლა სა­ჭი­რო­ე­ბა კო­ლე­ჯის დო­ნე­ზე დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბო­დეს, ჩვე­ნი სა­ა­გენ­ტო კვლა­ვაც გა­აგ­რ­ძე­ლებს პრო­ფე­სი­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ტრე­ნინ­გე­ბი­სა და სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას.

რო­ცა პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­ულ ზრდა­ზე ვსა­უბ­რობთ, აუცი­ლებ­ლად უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კით აღი­ა­რე­ბუ­ლი დარ­გობ­რი­ვი ქსე­ლე­ბის რო­ლი. ჩვე­ნი კო­ლე­ჯე­ბი უკ­ვე სარ­გებ­ლო­ბენ ამ გა­მოც­დი­ლე­ბით. სხვა­დას­ხ­ვა კო­ლე­ჯის ერ­თი დარ­გის მას­წავ­ლებ­ლე­ბი სა­კუ­თარ ცოდ­ნას, პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რე­ბენ ერ­თ­მა­ნეთს, რო­გორ ას­წავ­ლი­ან ამა თუ იმ თე­მას ან სა­კითხს, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბი აქვთ, რა სი­ახ­ლე­ე­ბია დარ­გ­ში. ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია პრო­ფე­სი­უ­ლი პე­და­გო­გის­თ­ვის, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი სწრა­ფად იც­ვ­ლე­ბა, ზო­გა­დად, და მით უმე­ტეს პრო­ფე­სულ გა­ნათ­ლე­ბა­ში (მი­სი ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლიც სწო­რედ ესაა), სა­დაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აქ­ტუ­ა­ლუ­რია მხო­ლოდ ის, რაც თა­ნა­მედ­რო­ვეა. ამი­ტომ ყვე­ლა სი­ახ­ლე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და დრო­უ­ლად უნ­და შე­მო­ვი­დეს, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა ფე­ხი აუწყოს დარ­გის სა­ჭი­რო­ე­ბებს. მას­წავ­ლე­ბელ­თა ქსე­ლი რომ ამის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა, თა­ვა­დაც ადას­ტუ­რე­ბენ პე­და­გო­გე­ბი. მკითხ­ვე­ლის­თ­ვის რომ გა­სა­გე­ბი იყოს, მას­წავ­ლე­ბელ­თა ქსე­ლი არის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა დარ­გობ­რი­ვი ნიშ­ნით სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბის, პრო­ექ­ტე­ბის, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბის ერ­თობ­ლი­ვად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით. დღეს მას­წავ­ლე­ბელ­თა დარ­გობ­რი­ვი ქსე­ლე­ბის სა­კო­მუ­ნი­კა­ციო პლატ­ფორ­მა ელექ­ტ­რო­ნუ­ლად იმარ­თე­ბა (ელექ­ტ­რო­ნულ­ პ­ლატ­ფორ­მა თიმ­ს­ში, რო­მელ­ზეც წვდო­მა ყვე­ლა მსურ­ველ მას­წავ­ლე­ბელს აქვს და სა­დაც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბი (დარ­გე­ბის მი­ხედ­ვით) აწყო­ბენ ფო­რუ­მებს, გა­მო­კითხ­ვებს, სი­ახ­ლე­ებს უზი­ა­რე­ბენ ერ­თ­მა­ნეთს, ძა­ლი­ან მოქ­ნი­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ან­ზე მორ­გე­ბუ­ლი მო­დე­ლია. ქსე­ლე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა და გაძ­ლი­ე­რე­ბა ჩვე­ნი სა­ა­გენ­ტოს ერთ-ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბაა, რა­შიც ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბი გვეხ­მა­რე­ბი­ან. ისი­ნი ერ­თ­გ­ვარ მო­დე­რა­ცი­ას უწე­ვენ მას­წავ­ლე­ბელ­თა ქსე­ლებს – სთა­ვა­ზო­ბენ რე­სურ­სებს, თე­მებს.  მას­წავ­ლე­ბელ­თა ქსე­ლე­ბის უფ­რო ეფექ­ტუ­რი, გა­აზ­რე­ბუ­ლი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბი­სათ­ვის შე­ვი­მუ­შა­ვეთ „დარ­გობ­რი­ვი ქსე­ლის მას­წავ­ლებ­ლის კონ­ცეფ­ცია“, რა თქმა უნ­და, პე­და­გო­გებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი­სა და თვი­სებ­რი­ვი კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე. კონ­ცეფ­ცი­ა­ში კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლია ის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რა­ზეც შე­იძ­ლე­ბა იმუ­შა­ონ მოკ­ლე და გრძელ­ვა­დი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში პე­და­გო­გებ­მა; ერ­თ­გ­ვა­რი სა­მოქ­მე­დო გეგ­მაც შე­ვი­მუ­შა­ვეთ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის და იმის გან­საზღ­ვ­რი­სათ­ვის, თუ რა ტი­პის სა­ერ­თო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შეძ­ლე­ბენ მოკ­ლე თუ გრძელ­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში. ამი­სათ­ვის და­მა­ტე­ბი­თი მე­ქა­ნიზ­მიც შევ­ქ­მე­ნით და, პირ­ველ ეტაპ­ზე, გა­მო­ვაცხა­დეთ კონ­კურ­სი (პირ­ვე­ლად ამ სფე­როს ის­ტო­რი­ა­ში), რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს ციფ­რუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნას მას­წავ­ლე­ბელ­თა ქსე­ლის ბა­ზა­ზე. ეს ნიშ­ნავს, რომ კონ­კ­რე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, სხვა­დას­ხ­ვა კო­ლე­ჯი­დან, ქმნი­ან მიკ­როჯ­გუფს და რო­მე­ლი­მე პარ­ტ­ნი­ო­რი კო­ლე­ჯის წარ­დ­გი­ნე­ბით შე­მო­აქვთ გა­ნაცხა­დი გრან­ტის მო­სა­პო­ვებ­ლად, რა­თა შექ­მ­ნან ციფ­რუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სი. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი (ბეჭ­დუ­რი, ვი­დეო, აუდიო, ვი­ზუ­ა­ლუ­რი) მა­სა­ლა, რო­მელ­საც, სა­ლექ­ციო პა­კეტ­თან ერ­თად, შეს­თა­ვა­ზე­ბენ სტუ­დენტს. სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ სა­კონ­კურ­სო თე­მა მას­წავ­ლე­ბელ­თა ქსე­ლე­ბი­დან უკუ­კავ­ში­რის შე­დე­გად შე­ირ­ჩა. ჩვენ მი­ვე­ცით შან­სი აქ­ტი­ურ და მო­ტი­ვი­რე­ბულ პე­და­გო­გებს, შექ­მ­ნან სა­ინ­ტე­რე­სო და ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ზი­არ­დე­ბა და აღი­ა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა დარ­გობ­რივ ქსელ­ში. და რა­კი სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კა და, ზო­გა­დად, პე­და­გო­გი­კა ახალ­გაზ­რ­დე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას უნ­და პა­სუ­ხობ­დეს, და ამ პრო­დუქ­ტის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ისაა, რომ ციფ­რუ­ლი რე­სურ­სია, ვფიქ­რობ, სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლი მე­დი­უ­მი იქ­ნე­ბა.

კი­დევ ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რა­ზეც სა­ა­გენ­ტო მუ­შა­ობს მას­წავ­ლე­ბელ­თა ქსე­ლე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად, ესაა სას­წავ­ლო ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რად პრო­ფე­სი­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის იქ­მ­ნე­ბა. აქ გან­თავ­ს­დე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის კურ­სე­ბი და რე­სურ­სე­ბი. მას­წავ­ლებ­ლე­ბი შეძ­ლე­ბენ, ონ­ლა­ინ სივ­რ­ცე­ში მო­აწყონ ფო­რუ­მე­ბი, ისა­უბ­რონ მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო თუ პრობ­ლე­მურ სა­კითხებ­ზე, მი­ი­ღონ უკუ­კავ­ში­რი. კონ­კურ­ს­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბიც, რომ­ლებ­ზეც ვი­სა­უბ­რე, ამ პლატ­ფორ­მა­ზე გან­თავ­ს­დე­ბა და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იქ­ნე­ბა ყვე­ლას­თ­ვის. ვფიქ­რობ, ეს ერ­თ­გ­ვა­რი მო­ტი­ვა­ცი­აც იქ­ნე­ბა უფ­რო მე­ტი მას­წავ­ლებ­ლი­სა და კო­ლე­ჯის­თ­ვის, რომ თა­ვა­დაც ჩა­ერ­თონ კონ­კურ­სებ­ში, შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზონ იდე­ე­ბი, თა­ვად­ვე გან­საზღ­ვ­რონ პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, სა­კუ­თარ თავ­ზე აიღონ პრო­ცეს­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა. ჩვენ კი მათ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად სა­ჭი­რო გა­რე­მოს შე­ვუქ­მ­ნით, ყო­ველ­მ­ხ­რივ ტექ­ნი­კურ დახ­მა­რე­ბას გა­ვუ­წევთ.

კონ­კურ­ს­თან და­კავ­ში­რე­ბით უნ­და შე­ვე­ხო კონ­კურ­სის იდე­ე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა ქსე­ლის მი­ერ ვა­ლი­და­ცი­ის სა­კითხ­საც. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­სარ­გებ­ლო საქ­მეა, რო­დე­საც სა­კონ­კურ­სო თე­მას წა­რად­გენს მას­წავ­ლე­ბელ­თა ჯგუ­ფი სხვა­დას­ხ­ვა კო­ლე­ჯი­დან (მი­ნი­მუმ ორი კო­ლე­ჯი), მაგ­რამ მის გან­ხილ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გა­ცი­ლე­ბით მე­ტი მი­მარ­თუ­ლე­ბის (დარ­გის) პრო­ფე­სი­უ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი მი­ი­ღებს, თუმ­ცა არა ავ­ტო­რის სტა­ტუ­სით. ისი­ნი იმ დო­ზით ერ­თ­ვე­ბი­ან იდე­ის დო­ნე­ზეც და მე­რეც, რომ პრო­ცე­სის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ხდე­ბი­ან. ვა­ლი­და­ცი­ის ან­გა­რიშ­ში ჯგუ­ფის წევ­რებ­მა უნ­და და­ა­სა­ბუ­თონ, რა­ტომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს ან არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს კო­ლე­გე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბი თუ წი­ნა­და­დე­ბე­ბი. მსგავ­სი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი მიდ­გო­მა კარ­გია იმის­თ­ვის, რომ პრო­დუქ­ტ­ზე კუთ­ვ­ნი­ლე­ბის გან­ც­და ჰქონ­დეს პრო­ცეს­ში ჩარ­თულ ყვე­ლა აქ­ტი­ურ მას­წავ­ლე­ბელს და ასე­ვე სტი­მუ­ლია სხვე­ბის­თ­ვის. სხვა­თა შო­რის, უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ჩვე­ნი პე­და­გო­გე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბის ჩარ­თ­ვა­საც არ გა­მო­რიცხა­ვენ მო­მა­ვალ­ში, რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, მეტ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას და პრეს­ტიჟს შეს­ძენს კონ­კურსს. ქსე­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა იმი­თა­ცაა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და აუცი­ლე­ბე­ლი, რომ მას­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი პე­და­გო­გე­ბი მო­მა­ვალ­ში თა­ვად მო­ი­ძი­ე­ბენ პრო­ექ­ტებს და თა­ვა­დაც გახ­დე­ბი­ან დი­დი პრო­ექ­ტე­ბის ავ­ტო­რე­ბი, თვით­კ­მა­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არა მხო­ლოდ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, არა­მედ პრო­ფე­სი­ის ად­ვო­კა­ტი­რე­ბა­ზეც იზ­რუ­ნე­ბენ, რომ მა­თი პრო­ფე­სია უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი და პრეს­ტი­ჟუ­ლი გახ­დეს.

ასე რომ, მას­წავ­ლე­ბელ­თა დარ­გობ­რი­ვი ქსე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­თა და გაძ­ლი­ე­რე­ბით ვე­ლო­დე­ბით, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯგუ­ფე­ბი თა­ვადვე ფორ­მირ­დე­ბი­ან დარ­გობ­რი­ვი პე­და­გო­გი­კის პრო­ვა­ი­დერ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბად, რაც ბუ­ნებ­რი­ვად ნიშ­ნავს ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ის ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის ზრდას. ყვე­ლა­ფერ ამას, რა თქმა უნ­და, დრო სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ გზა, რო­მე­ლიც სა­ა­გენ­ტომ აირ­ჩია, რე­ა­ლის­ტუ­რია მი­საღ­წე­ვად. ჩვენ უკ­ვე ვნა­ხეთ, რა­ო­დენ მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლია თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის, მით უმე­ტეს, რო­ცა საქ­მე სას­წავ­ლო რე­სურსს ეხე­ბა.

ჩვე­ნი მი­ზა­ნია, პე­და­გო­გებ­მა თა­ვად შექ­მ­ნან არა­მარ­ტო რე­სურ­სე­ბი, არა­მედ გაძ­ლი­ე­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც, რა­საც შემ­დეგ უფ­რო ეფექ­ტუ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ, ვიდ­რე გა­რე­დან მი­წო­დე­ბულ იდე­ა­სა თუ პრო­ექტს. ამი­ტო­მაც არის კარ­გი მსგავ­სი კონ­კურ­სე­ბი და აქ­ცენ­ტი ქსე­ლუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე.a

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები