17 მაისი, პარასკევი, 2024

დამტკიცდა საპრეტენზიო განაცხადის ფორმა

spot_img

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილების მუხლი 11, მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების შესახებ დასკვნის გასაჩივრება NE შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს პრაქტიკული საქმიანობა არ შეუფასდება დადებითად, მას უფლება აქვს მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების გასაჩივრების მიზნით საპრეტენზიო განაცხადით მიმართოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცდა საპრეტენზიო განაცხადის ფორმა.

მასწავლებლებს საპრეტენზიო განაცხადის გაკეთება შეუძლია, მიღებული შედეგის შესახებ ინფორმაციის მასწავლებლის ელექტრონულ პორტფოლიოში ასახვიდან ერთი თვის ვადაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები