20 მაისი, ორშაბათი, 2024

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს თა­ო­ბა იმე­დებ­სა და გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბას შო­რის

spot_img

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 14-29 წლის ახალ­გაზ­რ­დე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბი, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, აღ­ქ­მე­ბი და მო­ლო­დი­ნე­ბი ფრიდ­რიხ ებერ­ტის ფონ­დ­მა (FES) იკ­ვ­ლია. ნაშ­რო­მი, რო­მე­ლიც ფონ­დ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, ასა­ხავს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რ­დე­ბის სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას, პო­ლი­ტი­კურ და სა­მო­ქა­ლა­ქო მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, დე­მოკ­რა­ტი­ულ ჩარ­თუ­ლო­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბას, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის მი­მართ, იდენ­ტო­ბის, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის აღ­ქ­მის სა­კითხებს, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის მი­მართ, სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­სა და მის­წ­რა­ფე­ბებს. კვლე­ვის მი­ზა­ნი იყო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში (14-29 წლის) ახალ­გაზ­რ­და ქა­ლე­ბი­სა და მა­მა­კა­ცე­ბის ცხოვ­რე­ბის ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი სუ­რა­თის წარ­მოდ­გე­ნა ფრიდ­რიხ ებერ­ტის ფონ­დის მი­ერ, 2016 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის – „თა­ო­ბა გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში“ შე­დე­გებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბამ მო­მა­ვა­ლი ათ­წ­ლე­უ­ლის პო­ლი­ტი­კის პრი­ო­რი­ტე­ტად ახალ­გაზ­რ­დე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბა და­ა­სა­ხე­ლა, კვლე­ვის შე­დე­გებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, გა­ნათ­ლე­ბი­სა და და­საქ­მე­ბის სფე­რო­ში ახალ­გაზ­რ­დე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის ამ­ჟა­მინ­დე­ლი დო­ნე სა­გან­გა­შოდ და­ბა­ლია. მთლი­ა­ნო­ბა­ში, 14-29 წლის ახალ­გაზ­რ­დე­ბის 57%, ანუ უმ­რავ­ლე­სო­ბა არ იღებს გა­ნათ­ლე­ბას, მხო­ლოდ გა­მო­კითხულ­თა 43% სწავ­ლობს ამა თუ იმ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბი შე­ი­ნიშ­ნე­ბა ასა­კი­სა და სქე­სის მი­ხედ­ვით – სკო­ლებ­ში, ახალ­გაზ­რ­და მა­მა­კა­ცებ­თან შე­და­რე­ბით, უფ­რო მე­ტი ახალ­გაზ­რ­და ქა­ლი სწავ­ლობს. გარ­და ამი­სა, დე­და­ქა­ლაქ­ში და სხვა ქა­ლა­ქებ­ში მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რ­დე­ბი უფ­რო მე­ტად იღე­ბენ გა­ნათ­ლე­ბას, ვიდ­რე სოფ­ლად მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რ­დე­ბი.

„მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტეს­ტე­ბის რე­ი­ტინ­გი ირი­ბად მი­ა­ნიშ­ნებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის საკ­მა­ოდ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე და სა­ქარ­თ­ვე­ლოს არც ერ­თი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი არ არის გლო­ბა­ლურ 1000 სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სი­ა­ში, გა­საკ­ვი­რია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ახალ­გაზ­რ­დე­ბის უმე­ტე­სო­ბა, რო­გორც ჩანს, ქვე­ყა­ნა­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხით კმა­ყო­ფი­ლია. გა­მო­კითხულ­თა ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ კმა­ყო­ფი­ლია იმ გა­ნათ­ლე­ბით, რო­მელ­საც ახ­ლა იღებს ან მი­ი­ღო სკო­ლა­ში. რეს­პონ­დენ­ტე­ბის მხო­ლოდ მე­ოთხე­დი იყო უკ­მა­ყო­ფი­ლო მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხით.“

აღ­მოჩ­ნ­და, რომ ახალ­გაზ­რ­დე­ბის 72%, თით­ქ­მის სა­მი მე­ოთხე­დი, კმა­ყო­ფი­ლი ან ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხით. სწავ­ლის პრო­ცეს­ში მყოფ გა­მო­კითხულ­თა ორი მე­სა­მე­დი (69%) მი­იჩ­ნევს, რომ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მათ შრო­მის ბაზ­რის­თ­ვის სა­თა­ნა­დოდ ამ­ზა­დებს. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ახალ­გაზ­რ­დე­ბის 58% აცხა­დებს, რომ ამ­ჟა­მად და­საქ­მე­ბუ­ლი არაა. მა­მა­კა­ცე­ბი (43%), თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი (45%), შე­და­რე­ბით უფ­რო­სი (49%) და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე (59%) ახალ­გაზ­რ­დე­ბი უფ­რო ხში­რად არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი, ვიდ­რე ქა­ლე­ბი (26%), თბი­ლისს გა­რეთ მცხოვ­რე­ბი (30%), 18-24 წლის (38%) და სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე (41%) ახალ­გაზ­რ­დე­ბი.

კვლე­ვის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, გა­მო­კითხუ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის უმე­ტე­სო­ბა (58%) არ არის და­საქ­მე­ბუ­ლი, თით­ქ­მის ყო­ვე­ლი მე­ხუ­თე (21%) კი, აქ­ტი­უ­რად ეძებს სამ­სა­ხურს; და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლი სწავ­ლობს ან რა­ი­მე სხვა მი­ზე­ზი­თაა უმუ­შე­ვა­რი. რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რ­დე­ბი და შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უფ­რო ხში­რად არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი. კვლე­ვის შე­დე­გე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ მო­ნა­ცემ­საც ამ­ყა­რებს – უმუ­შე­ვა­რია უფ­რო მე­ტი ახალ­გაზ­რ­და ქა­ლი, ვიდ­რე მა­მა­კა­ცი. ქორ­წი­ნე­ბა ასე­ვე გან­საზღ­ვ­რავს და­საქ­მე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბას, ოჯა­ხე­ბის შე­ნახ­ვის მი­ზე­ზი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

უმუ­შევ­რო­ბის მა­ღა­ლი დო­ნის მი­უ­ხე­და­ვად, ბევ­რი ახალ­გაზ­რ­და მა­ინც მი­იჩ­ნევს, რომ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა კარ­გად ამ­ზა­დებს მას შრო­მის ბაზ­რის­თ­ვის. მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გი ასე­ვე წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა­ში მო­დის კვლე­ვებ­თან, რომ­ლე­ბიც ამ­ტ­კი­ცებს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძა­ლი­ან დი­დი სხვა­ო­ბაა, ერ­თი მხრივ, სა­მუ­შაო ძა­ლის ცოდ­ნა­სა და უნა­რებს, მე­ო­რე მხრივ კი, დამ­საქ­მებ­ლის მოთხოვ­ნებს შო­რის. თუმ­ცა, რო­ცა ახალ­გაზ­რ­დე­ბი რე­ა­ლუ­რად აღ­მოჩ­ნ­დე­ბი­ან დამ­საქ­მებ­ლის მოთხოვ­ნე­ბის წი­ნა­შე, მა­თი აზ­რი იც­ვ­ლე­ბა: ისი­ნი, ვინც ამ­ჟა­მად იღებს გა­ნათ­ლე­ბას და და­საქ­მე­ბუ­ლე­ბია, ნაკ­ლე­ბად კმა­ყო­ფი­ლია იმით, თუ რო­გორ ამ­ზა­დებს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა შრო­მის ბაზ­რის­თ­ვის, ვიდ­რე უმუ­შე­ვა­რი ახალ­გაზ­რ­დე­ბი. და­საქ­მე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სტა­ტუს­თან ერ­თად, კვლე­ვამ ახალ­გაზ­რ­დე­ბის მო­ხა­ლი­სე­ობ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თუ­ლო­ბაც შე­ის­წავ­ლა. მთლი­ა­ნო­ბა­ში, ახალ­გაზ­რ­დე­ბის მხო­ლოდ მე­ოთხედს (24%) აქვს, ბო­ლო თორ­მე­ტი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, მო­ხა­ლი­სე­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. ძი­რი­თა­დად, ესე­ნი და­საქ­მე­ბუ­ლი და და­უ­ო­ჯა­ხე­ბე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი არი­ან.

ყუ­რად­სა­ღე­ბია ის ფაქ­ტიც, რომ ახალ­გაზ­რ­დე­ბის უმე­ტე­სო­ბა მი­იჩ­ნევს, რომ მა­თი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, მეტ­წი­ლად, გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი­სა და, ზო­გა­დად, ქვეყ­ნის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მსგავ­სია. გა­მო­კითხულ­თა თით­ქ­მის ორი მე­სა­მე­დი (65%) ამ­ბობს, რომ მათ ოჯახს საკ­მა­რი­სი ფუ­ლი აქვს საკ­ვე­ბის, ტან­საც­მ­ლი­სა და ფეხ­საც­მ­ლის სა­ყიდ­ლად. რაც შე­ე­ხე­ბა შე­მო­სავ­ლის წყა­რო­ებს, ახალ­გაზ­რ­დე­ბის 65% ამ­ბობს, რომ ისი­ნი ფი­ნან­სუ­რად, მეტ­წი­ლად, სხვა ადა­მი­ა­ნებ­ზე, მა­გა­ლი­თად, მშობ­ლებ­ზე, პარ­ტ­ნი­ო­რებ­ზე, ნა­თე­სა­ვებ­ზე არი­ან და­მო­კი­დე­ბულ­ნი, ხო­ლო 38% აღ­ნიშ­ნავს, რომ მათ სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი აქვთ – ხელ­ფა­სი, სეს­ხი, ან გრან­ტი, ან უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი. ახალ­გაზ­რ­და მა­მა­კა­ცებს, ასე­ვე, მათ, ვინც 25-29 ასა­კობ­რივ ჯგუფ­შია, თბი­ლის­ში ცხოვ­რობს და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა აქვს, უფ­რო ხში­რად აქვთ სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი, ვიდ­რე ახალ­გაზ­რ­და ქა­ლებს (24 წლამ­დე), ვინც თბი­ლი­სის გა­რეთ ცხოვ­რობს და სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა აქვს.

რო­გორც რა­ო­დე­ნობ­რი­ვი, ისე თვი­სებ­რი­ვი მო­ნა­ცე­მე­ბი ცხად­ყოფს, რომ დე­მოკ­რა­ტი­ას ახალ­გაზ­რ­და ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ხელ­მ­წი­ფოს მარ­თ­ვის სა­უ­კე­თე­სო სის­ტე­მად მი­იჩ­ნე­ვენ და გა­მო­კითხულ­თა 44% სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის ამ­ჟა­მინ­დელ დო­ნეს და­დე­ბი­თად აფა­სებს. თბი­ლის­თან შე­და­რე­ბით (33%), სა­დაც ნაკ­ლე­ბად და­დე­ბი­თად აფა­სე­ბენ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის დო­ნის და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბე­ბი უფ­რო მე­ტად იკ­ვე­თე­ბა სხვა ქა­ლა­ქებ­სა (47%) და სოფ­ლებ­ში (50%). ახალ­გაზ­რ­დე­ბი დე­მოკ­რა­ტი­ას უფ­რო მე­ტად უკავ­ში­რე­ბენ პი­როვ­ნულ და სიტყ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას და ხალ­ხის მმარ­თ­ვე­ლო­ბას. თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სიტყ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბად ით­ვ­ლე­ბა. გარ­და ამი­სა, დე­მოკ­რა­ტი­ას აიგი­ვე­ბენ პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თუ­ლო­ბა­სა და აქ­ტი­ურ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას­თან, ასე­ვე, ხალ­ხის მმარ­თ­ვე­ლო­ბას­თან და სხვი­სი აზ­რის პა­ტი­ვის­ცე­მას­თან. დე­მოკ­რა­ტი­ის მა­გა­ლი­თე­ბად ახალ­გაზ­რ­დე­ბი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და ევ­რო­პის ქვეყ­ნებს ასა­ხე­ლე­ბენ.

კვლე­ვის შე­დე­გად ვი­გებთ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ახალ­გაზ­რ­დე­ბის უმე­ტე­სო­ბა პო­ლი­ტი­კით არ ინ­ტე­რეს­დე­ბა. მათ­გან, და­ახ­ლო­ე­ბით, 38% აღ­ნიშ­ნავს, რომ გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია პო­ლი­ტი­კით. რეს­პონ­დენ­ტე­ბი, რო­მელ­თაც მი­ღე­ბუ­ლი აქვთ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა და მუ­შა­ო­ბენ, უფ­რო არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კით, ვიდ­რე სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე და უმუ­შე­ვა­რი ახალ­გაზ­რ­დე­ბი. თუმ­ცა, პო­ლი­ტი­კის მი­მართ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი აპა­თი­ის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ახალ­გაზ­რ­დე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ; გა­მო­კითხულ­თა ერ­თი მე­სა­მე­დი (34%) პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებს ყო­ველ­დღი­უ­რად ეც­ნო­ბა; ყო­ვე­ლი ხუ­თი გა­მო­კითხუ­ლი­დან ერ­თი (22%), კვი­რა­ში ერ­თხელ მა­ინც, ეც­ნო­ბა პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებს. ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თ­ვე­ლე­ბი, თბი­ლისს გა­რეთ მცხოვ­რე­ბი, და­საქ­მე­ბუ­ლი და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე რეს­პონ­დენ­ტე­ბი პო­ლი­ტი­კურ ახალ ამ­ბებს უფ­რო ხში­რად ეც­ნო­ბი­ან. გა­მო­კითხულ­თა 63% მი­იჩ­ნევს, რომ ახალ­გაზ­რ­დე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი მწი­რად ან სა­ერ­თოდ არ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი ეროვ­ნულ პო­ლი­ტი­კა­ში. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, უმ­რავ­ლე­სო­ბა (80%) ამ­ბობს, რომ პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში სა­ვა­რა­უ­დოდ არ (62%) ან სა­ერ­თოდ არ (18%) ჩა­ერ­თ­ვე­ბო­და. და­ბა­ლია ახალ­გაზ­რ­დე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც, მი­ნი­მუმ, 75% ამ­ბობს, რომ ბო­ლო ექ­ვ­სი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კურ აქ­ტი­ვო­ბა­ში. კვლე­ვის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ქვეყ­ნის­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან პრობ­ლე­მე­ბად უმუ­შევ­რო­ბას, მზარდ ფა­სებ­სა და გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხებს ასა­ხე­ლე­ბენ. ამას ნა­წი­ლობ­რივ ადას­ტუ­რებს ფო­კუს-ჯგუ­ფის შე­დე­გე­ბიც, ეკო­ნო­მი­კურ პრობ­ლე­მებ­სა და გა­ნათ­ლე­ბის და­ბალ დო­ნეს­თან ერ­თად, ახალ­გაზ­რ­დე­ბი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად კო­ვიდ 19-ის პან­დე­მი­ას, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მი­სა და მიგ­რა­ცი­ის პრობ­ლე­მებს ასა­ხე­ლე­ბენ.

ახალ­გაზ­რ­დე­ბის 45% ევ­რო­პას დე­მოკ­რა­ტი­ა­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას­თან აიგი­ვებს, 38% კი – კულ­ტუ­რულ და სა­მეც­ნი­ე­რო მიღ­წე­ვებ­თან. ევ­რო­პა გა­მო­კითხულ­თა, და­ახ­ლო­ე­ბით, ერ­თი მე­სა­მე­დის­თ­ვის (35%) ეკო­ნო­მი­კუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბი­სა და სიმ­დიდ­რის სივ­რ­ცეა, მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო ნა­წი­ლი აკავ­ში­რებს მას ისეთ უარ­ყო­ფით სენ­ტი­მენ­ტებ­თან, რო­გო­რი­ცაა არა­კე­თილ­გან­წყო­ბა (3%), დე­მო­რა­ლი­ზა­ცია და ტრა­დი­ცი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის და­კარ­გ­ვა (5%) ან სა­ქარ­თ­ვე­ლო­სად­მი მტრუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა (3%). ყო­ვე­ლი მე­ხუ­თე რეს­პონ­დენ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი ქვე­ყა­ნა არ ჰყავს. ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც ასეთ ქვე­ყა­ნას იხ­სე­ნებ­დ­ნენ, ყვე­ლა­ზე ხში­რად ასა­ხე­ლებ­დ­ნენ უკ­რა­ი­ნას (28%), ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს (18%) და თურ­ქეთს (11%), ხო­ლო რუ­სე­თი აღიქ­მე­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან საფ­რ­თხედ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ო­ბის­თ­ვის (84%), ეროვ­ნუ­ლი უსაფ­რ­თხო­ე­ბის­თ­ვის (78%), ეკო­ნო­მი­კუ­რი სის­ტე­მის­თ­ვის (74%) და ეროვ­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­თ­ვის (72%). აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ­გ­ვა­რად, უფ­რო ხში­რად, ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი ფიქ­რო­ბენ, ხო­ლო ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ რუ­სეთ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა საფ­რ­თხეს უქ­მ­ნის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკო­ნო­მი­კურ სის­ტე­მას (40%), სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ო­ბას (41%), ეროვ­ნულ უსაფ­რ­თხო­ე­ბას (34%) და ღი­რე­ბუ­ლე­ბებს (36%). ახალ­გაზ­რ­დე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­დე­ბით როლს თა­მა­შობს ევ­რო­კავ­ში­რი (79%), სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი (75%), სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბი (73%) და ნა­ტო (73%). ფო­კუს­ჯ­გუ­ფის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა ფი­ნან­სურ და სხვა უპი­რა­ტე­სო­ბებ­თან ასო­ცირ­დე­ბა.

კვლე­ვის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და, რომ ახალ­გაზ­რ­დე­ბის მხო­ლოდ 63% პრო­ცენ­ტი მი­იჩ­ნევს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლას სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის და­დე­ბით მოვ­ლე­ნად. ამ აზრს უფ­რო მე­ტად ეთან­ხ­მე­ბი­ან თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე რეს­პონ­დენ­ტე­ბი, ვიდ­რე სხვა ქა­ლა­ქებ­ში მცხოვ­რე­ბი, ან სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე მა­თი თა­ნა­ტო­ლე­ბი. ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თ­ვე­ლე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით (64%), ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი (44%) საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლას ნაკ­ლე­ბად აფა­სე­ბენ და­დე­ბი­თად.

ახალ­გაზ­რ­დე­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, ერ­თი მე­სა­მე­დი საზღ­ვარ­გა­რეთ, ერ­თი­დან ხუთ წლამ­დე, წას­ვ­ლის სურ­ვილს გა­მოთ­ქ­ვამს. ისი­ნი საზღ­ვარ­გა­რეთ ცხოვ­რე­ბის სურ­ვილს ორი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზით ხსნი­ან: უფ­რო მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი (57%) და უკე­თე­სი გა­ნათ­ლე­ბა (45%). რო­გორც კვლე­ვის ან­გა­რიშ­ში ვკითხუ­ლობთ, ფო­კუს-ჯგუ­ფებ­ში დის­კუ­სი­ის დროს, რეს­პონ­დენ­ტებ­მა ემიგ­რა­ცია ქვეყ­ნის წი­ნა­შე არ­სე­ბულ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან გა­მოწ­ვე­ვად და­ა­სა­ხე­ლეს და აღ­ნიშ­ნეს, რომ ახალ­გაზ­რ­დე­ბი ქვე­ყა­ნას, ძი­რი­თა­დად, არ­სე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­დუხ­ჭი­რის გა­მო ტო­ვე­ბენ. სხვა მი­ზე­ზებს შო­რის და­სა­ხელ­და გა­ნათ­ლე­ბის და­ბა­ლი დო­ნე და პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ან რა­ი­მეს მიღ­წე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სიმ­წი­რე. ახალ­გაზ­რ­დე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან წას­ვ­ლა უკე­თე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბი­სა და უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის სურთ.

და­ახ­ლო­ე­ბით 40% აცხა­დებს, რომ საზღ­ვარ­გა­რეთ უმოგ­ზა­უ­რია. იმ ახალ­გაზ­რ­დებს შო­რის, რომ­ლე­ბიც საზღ­ვარ­გა­რეთ სას­წავ­ლებ­ლად ან სა­მუ­შა­ოდ იმ­ყო­ფე­ბო­და, 62% ამ­ბობს, რომ საზღ­ვარ­გა­რეთ მუ­შა­ობ­და. რო­გორც ან­გა­რიშ­ში ვკითხუ­ლობთ, ემიგ­რა­ცი­ის­თ­ვის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, გერ­მა­ნია და სხვა ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი. თუ შე­ვა­ჯა­მებთ, ახალ­გაზ­რ­დე­ბის 52%-ის­თ­ვის ევ­რო­პა ემიგ­რა­ცი­ის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თ­ველ ახალ­გაზ­რ­დებ­თან შე­და­რე­ბით, ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს მცი­რე­დით უფ­რო მე­ტად სურთ ისეთ მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში გა­დას­ვ­ლა, რო­გო­რი­ცაა სომ­ხე­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ან რუ­სე­თი.

რო­მე­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბია ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის ყვე­ლა­ზე სან­დო? გა­მო­კითხულ­თა აზ­რი პრო­ცენ­ტუ­ლად ასე ნა­წილ­დე­ბა: პირ­ველ ად­გილს იკა­ვებს ჯა­რი – 74%, ეკ­ლე­სია/რე­ლი­გი­უ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბი – 67%, ამას მოს­დევს პო­ლი­ცია 48%-ით და სა­სა­მარ­თ­ლო 39%-ით; ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად სან­დო ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბია: პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი (79% უნ­დობ­ლო­ბა), მე­დია (74% უნ­დობ­ლო­ბა), პრე­ზი­დენ­ტი (71% უნ­დობ­ლო­ბა), პროფ­კავ­ში­რე­ბი (67% უნ­დობ­ლო­ბა) და ეროვ­ნუ­ლი მთავ­რო­ბა (66% უნ­დობ­ლო­ბა). სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს ახალ­გაზ­რ­დე­ბის მხო­ლოდ 30% ენ­დო­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით 60% უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დებს (ზო­გა­დად, თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რ­დე­ბი ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად ენ­დო­ბი­ან ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ებს), ახალ­გაზ­რ­და ქა­ლე­ბი ოდ­ნავ უფ­რო მე­ტად ენ­დო­ბი­ან ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ებს, ვიდ­რე ახალ­გაზ­რ­და მა­მა­კა­ცე­ბი.

კვლე­ვის შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, ახალ­გაზ­რ­დე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად ადა­მი­ა­ნე­ბის სამ კა­ტე­გო­რი­ას უარ­ყო­ფენ. ეს კა­ტე­გო­რი­ე­ბია: ნარ­კო­ტიკ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი (61%), ქვი­არ ადა­მი­ა­ნე­ბი (46%) და ადა­მი­ა­ნე­ბი რუ­სე­თი­დან (44%), რო­მელ­თაც, მა­თი ნე­ბა რომ იყოს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შეს­ვ­ლას აუკ­რ­ძა­ლავ­დ­ნენ; მე­ო­რე მხრივ, ყვე­ლა­ზე ტო­ლე­რან­ტუ­ლე­ბი არი­ან ადა­მი­ან­თა ისე­თი ჯგუ­ფე­ბის მი­მართ, რო­გო­რე­ბი­ცაა: მრა­ვალ­შ­ვი­ლი­ა­ნი დე­დე­ბი, ძა­ლი­ან რე­ლი­გი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი (დევ­ნი­ლე­ბი) და ლტოლ­ვი­ლე­ბი.

ახალ­გაზ­რ­დე­ბი, უმე­ტე­სად, და­დე­ბი­თად აფა­სე­ბენ ევ­რო­პას – თით­ქ­მის ორი მე­სა­მე­დი (62%) ეთან­ხ­მე­ბა მო­საზ­რე­ბას, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნაა. ამ მო­საზ­რე­ბას შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად ეთან­ხ­მე­ბი­ან 25 წლის და უფ­რო უფ­რო­სი, ასე­ვე, სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ახალ­გაზ­რ­დე­ბი. ფო­კუს-ჯგუ­ფებ­ში დის­კუ­სი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არ გრძნო­ბენ თავს ევ­რო­პის ნა­წი­ლად, აცხა­დებ­დ­ნენ, რომ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რის­გან. ზო­გი­ერ­თი ახალ­გაზ­რ­დის­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლო ჯერ კი­დევ არ არის ევ­რო­პის ნა­წი­ლი, რად­გან მას ჯერ კი­დევ აკ­ლია თვით­შეგ­ნე­ბა და მრა­ვალ სფე­რო­ში გან­ვი­თა­რე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ახალ­გაზ­რ­დე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნას ევ­რო­პულ ქვეყ­ნად მი­იჩ­ნევს, უფ­რო ფა­სე­უ­ლი და პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მა­ინც ეროვ­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბია. ერ­თი მხრივ, უმ­ცი­რე­სო­ბა (41%) ემ­ხ­რო­ბა მო­საზ­რე­ბას, რომ სხვა­დას­ხ­ვა კულ­ტუ­რი­სა და რე­ლი­გი­ის შერ­წყ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის უმ­ჯო­ბე­სია, უმ­რავ­ლე­სო­ბა (66%) კი მხარს უჭერს მო­საზ­რე­ბას, რომ იმიგ­რან­ტე­ბი უნ­და მო­ერ­გონ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რულ ტრა­დი­ცი­ებს. ამ უკა­ნას­კ­ნელ მო­საზ­რე­ბას უფ­რო სოფ­ლი­სა (70%) და ქა­ლა­ქის ტი­პის და­სახ­ლე­ბებ­ში (67%) ემ­ხ­რო­ბი­ან, ვიდ­რე დე­და­ქა­ლაქ­ში (58%).

53% ეთან­ხ­მე­ბა და 47% ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა მო­საზ­რე­ბას, რომ ქვეყ­ნის­თ­ვის უმ­ჯო­ბე­სია, თუ თით­ქ­მის ყვე­ლა ერ­თ­ნა­ირ წეს-ჩვე­უ­ლე­ბებს მის­დევს, ხო­ლო 51% ეთან­ხ­მე­ბა და 49% ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა მო­საზ­რე­ბას, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბევრ სხვა ქვე­ყა­ნას­თან სა­ერ­თო კულ­ტუ­რუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი აქვს და მა­თი გავ­ლე­ნის მი­მართ ღიაა.

სა­ინ­ტე­რე­სოა ახალ­გაზ­რ­დე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის მი­მართ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­თი დი­დი უმ­რავ­ლე­სო­ბა არა­სო­დეს ამარ­თ­ლებს ფი­ზი­კურ (76%) ან სიტყ­ვი­ერ (69%) აგ­რე­სი­ას ან ძა­ლა­დო­ბას ქვი­არ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ – მა­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის მი­მართ უარ­ყო­ფი­თია. უფ­რო მე­ტიც, ახალ­გაზ­რ­დე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ სექ­სუ­ა­ლურ უმ­ცი­რე­სო­ბებს, თა­ვი­ან­თი ორი­ენ­ტა­ცი­ის გა­მო, მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბათ. ახალ­გაზ­რ­და ქა­ლე­ბი და თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რ­დე­ბი უფ­რო მე­ტად ტო­ლე­რან­ტუ­ლე­ბი არი­ან: ქვი­არ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ ფი­ზი­კურ აგ­რე­სი­ას არა­სო­დეს ამარ­თ­ლებს ქა­ლე­ბის 82%, მა­მა­კა­ცე­ბის 71%-თან შე­და­რე­ბით.

ერთ-ერთ აქ­ტუ­ა­ლურ სა­კითხად მი­აჩ­ნი­ათ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა – კვლე­ვის შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, ახალ­გაზ­რ­დე­ბის ნა­წი­ლი ფიქ­რობს, რომ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სია (48%), ზოგს კი სჯე­რა კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა­ში ადა­მი­ა­ნის წვლი­ლის (49%).

კვლე­ვა­ში მოყ­ვა­ნი­ლი პრობ­ლე­მე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს თა­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მო­მა­ვალს და­დე­ბი­თად უყუ­რებს. თუმ­ცა, ამა­ვე დროს ახალ­გაზ­რ­დე­ბი შე­და­რე­ბით ნაკ­ლებ ოპ­ტი­მის­ტუ­რად აფა­სე­ბენ ქვეყ­ნის სა­მო­მავ­ლო პერ­ს­პექ­ტი­ვებს. ამის მი­უ­ხე­და­ვად, 59% მა­ინც ფიქ­რობს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის დო­ნე, უახ­ლო­ე­სი ხუ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები