21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

„გარდამტეხი სხივი“ სმენის დარღვევის მქონე მოზარდებისთვის

spot_img
ორ­გა­ნი­ზა­ცია „ჰე­ის“ დამ­ფუძ­ნებ­ლი­სა და პრე­ზი­დენ­ტის, წმინ­დ გი­ორ­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის მა­თე­მა­ტი­კის პე­და­გო­გის, 2021 წლის „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს“ მფლო­ბე­ლის, ხა­თუ­ნა რაზ­მა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით, და­იწყო ახა­ლი პრო­ექ­ტის „გარ­დამ­ტე­ხი სხი­ვი“ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს სმე­ნის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სივ­რ­ცის შექ­მ­ნას, სა­დაც ისი­ნი სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას შეძ­ლე­ბენ.
ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი და ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ ქალ­ბა­ტო­ნი ხა­თუ­ნა გვე­სა­უბ­რე­ბა.

 

რა პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე დგა­ნან დღეს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სმე­ნის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე პი­რე­ბი, რამ­დე­ნად ხდე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან მა­თი სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ინ­ტეგ­რა­ცია, რაც მთა­ვა­რია, რო­გო­რია მათ­თ­ვის გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა?

სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან სმე­ნის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის სა­კითხით და­ინ­ტე­რე­სე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ისი­ნი ნამ­დ­ვი­ლად სა­ჭი­რო­ე­ბენ რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი, ასე­ვე ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი, გა­რე­მოს­დაც­ვი­თი უნა­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას, რა­თა გახ­დ­ნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რე­ბი. მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა ნელ-ნე­ლა ვი­თარ­დე­ბა, წინ მი­დის. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ძა­ლი­ან ბევ­რი სა­სი­კე­თო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რამ კეთ­დე­ბა, თუმ­ცა სმე­ნის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან ცო­ტა შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს. ისი­ნი გა­ნათ­ლე­ბას იღე­ბენ რო­გორც 203-ე სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, ასე­ვე სხვა­დას­ხ­ვა ინ­ტეგ­რი­რე­ბულ სკო­ლებ­ში, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მათ­თ­ვის ნაკ­ლე­ბი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბია, ამი­ტო­მაც ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან უნ­და და­ვიწყოთ ბავ­შ­ვებ­ზე ზრუნ­ვა, მა­თი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. არ არ­სე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბის და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო, ბავ­შ­ვე­ბი ვერ ახერ­ხე­ბენ სრულ­ყო­ფი­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნონ თა­ვი­ან­თი პო­ტენ­ცი­ა­ლი. ხში­რად მო­მიყ­ვა­ნია მა­გა­ლი­თი – უსი­ნათ­ლო­ებს აქვთ სა­კუ­თა­რი ბრა­ი­ლის შრიფ­ტი, რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც კითხუ­ლო­ბენ ტექ­ს­ტებს, აქვთ მოს­მე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რაც მათ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს. სმე­ნის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის კი, ინ­ფორ­მა­ცია და სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბი არ არის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი, რაც სა­კუ­თა­რი უნა­რე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­ში და­ეხ­მა­რე­ბო­დათ, რად­გან, რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნე, არ არ­სე­ბობს არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტ­რი, სა­დაც ეს ბავ­შ­ვე­ბი და­მა­ტე­ბით გა­ნათ­ლე­ბას მი­ი­ღებ­დ­ნენ.

მე, რო­გორც სმე­ნის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე გო­გო­ნას დე­დამ, მთე­ლი სი­სავ­სით და­ვი­ნა­ხე ის პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლის წი­ნა­შეც ჩე­მი და სხვი­სი შვი­ლე­ბი დგა­ნან. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მას არ ჰყავს მე­გობ­რე­ბი, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­და, რომ­ლე­ბიც ვიწ­რო წრე­ში კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ჟეს­ტუ­რად წარ­მარ­თა­ვენ, მხო­ლოდ ჟეს­ტურ ენა­ზე სა­უბ­რო­ბენ. ხში­რად ოჯა­ხის წევ­რებ­საც კი გვი­ჭირს მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, რად­გან ამ დროს გვჭირ­დე­ბა ბევ­რი, ძა­ლი­ან სა­ჭი­რო და მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა. ამ ტი­პის ბავ­შ­ვე­ბის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის მათ­თან მე­ტი მუ­შა­ო­ბაა სა­ჭი­რო. სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და იყოს და­ფუძ­ნე­ბუ­ლი არა მარ­ტო თე­ო­რი­ულ ცოდ­ნა­ზე, არა­მედ კე­თე­ბით სწავ­ლე­ბა­ზე, პრაქ­ტი­კულ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე.

პრო­ექ­ტის „გარ­დამ­ტე­ხი სხი­ვი“ იდეა სწო­რედ ჩე­მი გო­გო­ნას ირ­გ­ვ­ლივ არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­მიჩ­ნ­და.

რა აუცი­ლე­ბელ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლებთ ყუ­რადღე­ბას სმე­ნის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე პირ­თათ­ვის?

პირ­ველ რიგ­ში, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა, მათ შო­რის მშობ­ლე­ბის. ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ არის მათ­ზე მორ­გე­ბუ­ლი, აუცი­ლე­ბე­ლია, ვის­წავ­ლოთ მა­თი ენა, რომ სრულ­ყო­ფი­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია და­ვამ­ყა­როთ. მე და ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რებ­მა გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, შეგ­ვეს­წავ­ლა ჟეს­ტუ­რი ენა, თუმ­ცა საკ­მა­ოდ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ბევ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რამ გა­მოვ­ტო­ვეთ ჩე­მი გო­გო­ნას ცხოვ­რე­ბა­ში, რაც ჩვე­ნი ნაკ­ლე­ბი ცნო­ბი­ე­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობ­და. ჩე­მი გო­გო­ნას მა­გა­ლით­ზე აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ ჟეს­ტუ­რი ენის გა­მო­ყე­ნე­ბა ეფექ­ტუ­რია სრულ­ყო­ფი­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თ­ვის. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, ყვე­ლა მშო­ბელ­მა უნ­და ის­წავ­ლოს ეს ენა შვი­ლებ­თან სა­ურ­თი­ერ­თოდ. სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი, ხუ­თი­ვე სენ­სო­რუ­ლი არ­ხის გა­მო­ყე­ნე­ბით უნ­და წა­რი­მარ­თოს. ასე­თი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ვი­ზუ­ა­ლუ­რი მეხ­სი­ე­რე­ბა, რად­გან ისი­ნი ვი­ზუ­ა­ლუ­რად გა­ცი­ლე­ბით უკეთ აღიქ­ვა­მენ სამ­ყა­როს. პრაქ­ტი­კულ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა ხელს უწყობს მათ სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას და სწავ­ლის პრო­ცე­სის გა­მარ­ტი­ვე­ბას… მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას გა­ცი­ლე­ბით მე­ტის მიგ­ნე­ბა და აღ­მო­ჩე­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

პრო­ექ­ტი „გარ­დამ­ტე­ხი სხი­ვი“ თქვენ მი­ერ და­არ­სე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის „ჰეი“ ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­იქ­მ­ნა. გვი­ამ­ბეთ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და პრო­ექ­ტის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე?

ჩემს გო­გო­ნა­სა და ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის, მი­სი ასა­კობ­რი­ვი შე­სა­ბა­მი­სო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 10-12 წლამ­დე, საკ­მა­რი­სი კო­მუ­ნი­კა­ცია არ­სე­ბობ­და. თუმ­ცა შემ­დ­გომ მი­სი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და ასა­კობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა თან­ხ­ვედ­რა­ში არ იყო. ბო­ლო 2-3 წე­ლი­წად­ში ჩემ­თ­ვის უფ­რო თვალ­ში­სა­ცე­მი გახ­და მას­თან არას­წო­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. გო­გო­ნამ შე­ა­ჩე­რა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, ვერ შე­ი­ძი­ნა მე­გობ­რე­ბი… ეს ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორც მშო­ბელს, ძა­ლი­ან მა­წუ­ხებ­და და ვი­ცო­დი, რომ ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­ტო ჩე­მი შვი­ლი არ იყო.

ბო­ლო კვლე­ვე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, 700-ზე მე­ტი სმე­ნის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე ბავ­შ­ვია, 203-ე საჯარო სკო­ლა­ში კი 117 მოს­წავ­ლე სწავ­ლობს. და­მა­ტე­ბით, ისი­ნი სა­ჭი­რო­ე­ბენ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბას არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის გზით, სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. ოც­ნე­ბად მქონ­და ქცე­უ­ლი, ამ ტი­პის ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის შე­მექ­მ­ნა სა­ინ­ტე­რე­სო სივ­რ­ცე, სა­დაც ისი­ნი სა­კუ­თა­რი უნარ-ჩვე­ვე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას შეძ­ლებ­დ­ნენ. ჩე­მი ჩა­ნა­ფიქ­რი­სა და ასე­ვე მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თ­ვის ფრთე­ბი რომ შე­მეს­ხა, გა­დავ­წყ­ვი­ტე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო 2021 წლის მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს კონ­კურ­ს­ში, რო­მელ­შიც გა­ვი­მარ­ჯ­ვე. გა­მარ­ჯ­ვე­ბამ ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე და­მა­ყე­ნა, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის უფ­რო სწო­რად და კარ­გად წარ­მარ­თ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა. ჯილ­დოს ფარ­გ­ლებ­ში გად­მო­ცე­მუ­ლი ჰო­ნო­რა­რით უკ­ვე შე­მეძ­ლო ძა­ლი­ან კარ­გი საქ­მე და­მეწყო. ეს თან­ხა – 10000 ლა­რი, რა თქმა უნ­და, საკ­მა­რი­სი არ იყო, გა­დავ­წყ­ვი­ტე, შე­მექ­მ­ნა ცალ­კე ორ­გა­ნი­ზა­ცია და თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბის­თ­ვის სხვა­დას­ხ­ვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თ­ვის მი­მე­მარ­თა. ამი­ტომ და­ვა­არ­სე არა­კო­მერ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია „ჰეი“, რო­მე­ლიც მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­გან შემ­დ­გა­რი გუნ­დია. ისი­ნი ქმნი­ან პრო­ექ­ტებს, სმე­ნის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე პირ­თა მხარ­და­სა­ჭე­რად. ჩვე­ნი გუნ­დის ამო­ცა­ნაა, სმე­ნის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე პი­რებს, მა­თი უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბით, ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის­კენ გზა გა­ვუხ­ს­ნათ. ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ, აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ სმე­ნის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე პირ­თა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ხე­ლი შე­ვუწყოთ მათ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ა­სა და ასე­ვე პი­როვ­ნულ ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბას. შევ­ძ­ლოთ, არა­ფორ­მა­ლურ აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბით და მა­თი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის აღ­მო­ჩე­ნით, სა­მო­მავ­ლო პრო­ფო­რი­ენ­ტა­ცი­ის გან­საზღ­ვ­რა.

ქა­ლაქ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის კულ­ტუ­რის, გა­ნათ­ლე­ბის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დულ საქ­მე­თა სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურ­მა გა­მოგ­ვი­ყო 20 000-ლა­რი­ა­ნი ჰო­ნო­რა­რი. დი­დი მონ­დო­მე­ბი­სა და ძა­ლის­ხ­მე­ვის შე­დე­გად, შე­იქ­მ­ნა ჩვე­ნი პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი „გარ­დამ­ტე­ხი სხი­ვი“, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბის ეროვ­ნულ სა­სახ­ლე­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა. გვჯე­რა, პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე მო­ზარ­დებ­თან ერ­თად, ახალ, მრა­ვალ­ფე­რო­ვან და შე­მეც­ნე­ბით გა­რე­მოს შევ­ქ­მ­ნით.

რო­დის შედ­გა პირ­ვე­ლი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა, პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, რა აქ­ტი­ვო­ბებს გეგ­მავთ, რა ასა­კის და რამ­დე­ნი მო­ზარ­დია ჩარ­თუ­ლი?

პრო­ექ­ტის დაწყე­ბა ჩემ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან თა­რიღს – 7 აპ­რილს, ხა­რე­ბა დღეს უკავ­შირ­დე­ბა. ეს დღე ჩემ­თ­ვის ოც­ნე­ბად ქცე­უ­ლი მიზ­ნის, იმე­დე­ბის გა­მარ­თ­ლე­ბის, ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა და უჩ­ვე­უ­ლოდ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის და­ბა­დე­ბის დღეა!

პრო­ექ­ტ­ში ოცი სმე­ნის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე მო­ზარ­დი მო­ნა­წი­ლე­ობს. ასა­კობ­რი­ვი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჯგუ­ფი ორ ნა­წი­ლად გავ­ყა­ვით. მათ­თან შეხ­ვედ­რე­ბი კვი­რა­ში სამ­ჯერ გა­ი­მარ­თე­ბა. „გარ­დამ­ტე­ხი სხი­ვის“ ფარ­გ­ლებ­ში, შედ­გა ჩვე­ნი პირ­ვე­ლი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა ხე­ლოვ­ნე­ბის პე­და­გოგ­თან, მა­რი­ამ ბარ­ბა­ქა­ძეს­თან (ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია ჟეს­ტუ­რი ენის თარ­ჯი­მა­ნი, რომ მოს­წავ­ლე­სა და მას­წავ­ლე­ბელს შო­რის სრულ­ფა­სო­ვა­ნი კო­მუ­ნი­კა­ცია შედ­გეს). აქ­ტი­ვო­ბამ, სიმ­ბო­ლუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბით – „ჩა­ი­ნიშ­ნე“, წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა. მო­ნა­წი­ლე­ებ­მა დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბი­თა და ინ­ტე­რე­სით იმუ­შა­ვეს. მათ ერ­თად და­ამ­ზა­დეს სა­ნიშ­ნე­ე­ბი ჩა­ის ერ­თ­ჯე­რა­დი ქა­ღალ­დე­ბის­გან, მო­ხა­ტეს და გა­ა­ფორ­მეს სხვა­დას­ხ­ვა დე­ტა­ლით. ასა­კობ­რი­ვი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჯგუ­ფებ­მა სხვა­დას­ხ­ვა სა­მუ­შაო შე­ას­რუ­ლეს. ვი­სა­უბ­რეთ ფი­როს­მა­ნის ცნო­ბილ ნა­ხატ­ზე „მე­თევ­ზე“, ამა­ვე სუ­რა­თის დე­ტა­ლით მოვ­ხა­ტეთ და და­ვამ­ზა­დეთ წიგ­ნის სა­ნიშ­ნე­ბი.

პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, არ­ჩე­უ­ლი გვაქვს ოთხი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა, სა­დაც ბავ­შ­ვე­ბი, ჟეს­ტუ­რი ენის თარ­ჯი­მან­თან და სხვა მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად, შეძ­ლე­ბენ შე­ის­წავ­ლონ სა­ბა­ზი­სო ფო­ტოგ­რა­ფია, ხე­ლოვ­ნე­ბა, თი­ხა­ზე და ხე­ზე მუ­შა­ო­ბა, ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბის დამ­ზა­დე­ბა, ასე­ვე, ძველ სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო ნივ­თებს შთა­ბე­რონ ახა­ლი სი­ცოცხ­ლე.

და­გეგ­მი­ლია 4-5 შეხ­ვედ­რა/ტრე­ნინ­გი მშობ­ლებ­თან და მას­წავ­ლებ­ლებ­თან, ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის კუთხით, სმე­ნის არ­მ­ქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­ნათ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა და არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის შე­სა­ხებ. პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც 4 თვე გაგ­რ­ძელ­დე­ბა, 4 მი­მარ­თუ­ლე­ბას ეხე­ბა — ის­წავ­ლონ ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბის დამ­ზა­დე­ბა, მი­ნი-ბი­უ­ჯე­ტი­რე­ბა, გა­ი­ფარ­თო­ონ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბი, ის­წავ­ლონ, რო­გორ გა­და­უ­ღონ ხელ­ნა­კეთ ნივთს ფო­ტო, და­ა­მუ­შა­ონ, გა­და­ი­ტა­ნონ კომ­პი­უ­ტერ­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის დახ­მა­რე­ბით შეძ­ლონ პრო­დუქ­ტის რე­ა­ლი­ზე­ბა და თა­ვი­ან­თი ეკო­ნო­მიკ­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, მათ მი­ერ დამ­ზა­დე­ბუ­ლ ყვე­ლა ნა­მუ­შე­ვა­რს გავი­ტა­ნთ აუქ­ცი­ონ­ზე, სა­ხელ­წო­დე­ბით – „ჩვე­ნი ხე­ლე­ბით“. გა­ყი­დუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თულ 20-ივე მო­ნა­წი­ლეს თა­ნაბ­რად გა­უ­ნა­წილ­დე­ბა. სწო­რედ ეს არის პრო­ექ­ტის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, რომ ბავ­შ­ვებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნონ სა­კუ­თა­რი თა­ვი და შეძ­ლონ უნა­რე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა.

რამ­დე­ნად შე­უწყობს ხელს პრო­ექ­ტი სმე­ნის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე მო­ზარ­დ­თა ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას, მათ რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას, პრო­ფო­რი­ენ­ტა­ცი­ის გან­საზღ­ვ­რა­სა და ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნას, რო­გო­რია თქვე­ნი მო­ლო­დი­ნი?

რო­დე­საც პრო­ექ­ტი იწე­რე­ბო­და, რა თქმა უნ­და, იმ შე­დეგ­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რა­საც პრო­ექ­ტი ოთხი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მის­ცემ­და ბავ­შ­ვებს. ჩე­მი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, მოხ­დეს მა­თი რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია, გა­ი­ფარ­თო­ონ ჰო­რი­ზონ­ტი, ეს უნ­და იყოს გარ­დამ­ტე­ხი სხი­ვი. ბავ­შ­ვ­მა თა­ვად უნ­და აირ­ჩი­ოს, რო­მელ პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში შეძ­ლებს სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას. რო­ცა პრო­ექ­ტის დაწყე­ბის პირ­ველ დღეს, ერთ-ერთ მოს­წავ­ლეს ვკითხე თუ რა მო­ლო­დი­ნი აქვს პრო­ექ­ტის­გან, პა­სუ­ხი იყო, სწორედ ჩე­მი მო­მა­ვა­ლი გეგ­მე­ბის მთა­ვა­რი მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლი, რომ ეს პრო­ექ­ტი აქ არ დამ­თავ­რ­დე­ბა. იმე­დი მაქვს, ოთხი თვის შემ­დეგ, ჩვენ კი­დევ მოგ­ვე­ცე­მა პრო­ექ­ტის გაგ­რ­ძე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რად­გან მათ ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბათ, რად­გან უზ­ომოდ დი­დი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვთ. მჯე­რა, პრო­ექ­ტის დახ­მა­რე­ბით, შე­ვი­ტანთ იმ გარ­დამ­ტეხ სხივს, რა­საც სმე­ნის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე მო­ზარ­დ­თა ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მა­თი ჯან­სა­ღი ინ­ტეგ­რა­ცია, რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია, პრო­ფო­რი­ენ­ტა­ცი­ის გან­საზღ­ვ­რა და ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნა ჰქვია. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ფრთე­ბი შე­ვას­ხათ მათ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ, უნი­კა­ლურ­სა და გა­მორ­ჩე­ულ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას.

მად­ლი­ე­რი ვარ სამ­ყა­როს მი­ერ ნა­ჩუ­ქა­რი თი­თო­ე­უ­ლი წა­მის­თ­ვის. მად­ლი­ე­რი ვარ ოჯა­ხის წევ­რე­ბის, ადა­მი­ა­ნე­ბის, მე­გობ­რე­ბის, ნაც­ნო­ბე­ბი­სა თუ უც­ნო­ბე­ბის, ვი­საც, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ, მო­უ­წია ჩე­მი მხარ­და­ჭე­რა, ვი­საც ყო­ველ­თ­ვის სჯე­რო­და ამ პრო­ექ­ტის და­ბა­დე­ბი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის. მე მად­ლი­ე­რი ვარ იმ გა­მოც­დი­ლე­ბის, პი­როვ­ნუ­ლი თუ პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის, თი­თო­ე­უ­ლი იმ ნა­ბი­ჯის­თ­ვის, რა­მაც აქამ­დე მო­მიყ­ვა­ნა…

გაგ­ვა­ცა­ნით პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი

მრა­ვალ­მ­ხ­რივ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თულ­ნი არი­ან კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი: ხე­ლოვ­ნე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­რი­ამ ბარ­ბა­ქა­ძე; ხელ­ნა­კე­თი სამ­კა­უ­ლე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­რი­კა მა­ი­სუ­რა­ძე; ხის ხელ­ნა­კეთ ნივ­თ­თა შეს­წავ­ლი­სა და დამ­ზა­დე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი თა­თია თო­მა­ძე; სა­ბა­ზი­სო ფო­ტოგ­რა­ფი­ის კურ­სის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი – მე­დეა ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი; ჟეს­ტუ­რი ენის თარ­ჯი­მა­ნი ლე­კუ­ნა ჯა­ფოშ­ვი­ლი; სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი – სო­ფო ბა­ჩი­ლა­ვა. ასე­ვე გვე­ყო­ლე­ბა მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი სხვა­დას­ხ­ვა კო­ლე­ჯე­ბი­დან. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, მო­ეწყო­ბა კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი და მოს­წავ­ლე­ე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი უნა­რე­ბის და­უფ­ლე­ბას შეძ­ლე­ბენ.

თი­თო­ე­უ­ლი პე­და­გო­გი იზ­რუ­ნებს, ამ ბავ­შ­ვებ­ში გარ­დამ­ტე­ხი სხი­ვი შე­ი­ტა­ნოს. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ მათ სა­ო­ცარ, სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვან სამ­ყა­როს ვერ ვხე­დავთ, რად­გან მა­თი არ გვეს­მის. ეს ოთხი თვე იქ­ნე­ბა მათ­თან ერ­თად ჯა­დოს­ნუ­რი, ფე­რა­დი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის სამ­ყა­რო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა, ჩვენ უნ­და და­ვი­ნა­ხოთ და აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ ისი­ნი. მე ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შევ­ძე­ლი, ვდგა­ვარ „გარ­დამ­ტე­ხი სხი­ვის“ წარ­მა­ტე­ბის სა­და­რა­ჯო­ზე.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები