6 მაისი, ორშაბათი, 2024

„განათლება შერიგებისთვის“

spot_img

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის“ ორგანიზებით განხორციელებული პროექტის „განათლება შერიგებისათვის“ შემაჯამებელ პრეზენტაციას დაესწრო.

პრეზენტაცია უძღვებოდნენ ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის გამგეობის თავჯდომარე ნინო კალანდარიშვილი და პროექტის მენეჯერი ნინო კობახიძე.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ნანა გაბელიამ, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა, გიორგი გაბედავამ და საქართველოში ნიდერლანდების ელჩის მოადგილემ, მორის პაულუსენმა.

ღონისძიებაზე პროექტის ფარგლებში განხორციელებული სასკოლო სამშვიდობო პროექტების და ასევე, ანალიტიკური დოკუმენტის – „განათლება მშვიდობისთვის – სამშვიდობო მიდგომების დანერგვის პერსპექტივები საქართველოში“ – პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძე, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები, კონფლიქტის ტრანსფორმაციის ექსპერტები და შესაბამისი სფეროს სპეციალისტები.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები