4 მაისი, შაბათი, 2024

გამოქვეყნდა „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“

spot_img
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2024  წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მსურველებს სთავაზობს ელექტრონულ კრებულს  „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“.
ცნობარში აბიტურიენტები გაეცნობიან გამოცდებთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას: სიახლეებს, რეგისტრაციის ინსტრუქციას, ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ. ცნობარში ასევე მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები,  კომპეტენციის  ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.
შეგახსენებთ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ვებგვერდზე განთავსებული  ცნობარი წარმოადგენს ცენტრის საკუთრებას და დაცულია საქართველოს კანონით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“. ცნობარს აქვს მხოლოდ საინფორმაციო დანიშნულება და დაუშვებელია მისი გამოყენება კომერციული მიზნებისათვის.
წყარო: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი  

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები