24 ნოემბერი, კვირა, 2024

ბოშათა ეთნო-კულტურული ცხოვრება საქართველოში

spot_img
მა­კა ყი­ფი­ან­ი

 

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვა­დას­ხ­ვა ეთ­ნო­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მკვიდ­რო­ბენ და მშვი­დო­ბი­ა­ნად ახერ­ხე­ბენ თა­ნაცხოვ­რე­ბას. ეთ­ნი­კურ ჯგუ­ფებს შო­რის ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი ის­ტო­რი­ი­სა და წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბის მქო­ნე არი­ან ბო­შე­ბი.

ის­ტო­რი­უ­ლად, ინ­დო­ე­თი­დან მომ­დი­ნა­რე ბო­შე­ბის ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი, დღეს ევ­რო­პის, აზი­ის, ამე­რი­კის, აფ­რი­კის მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში, ასე­ვე ავ­ს­ტ­რა­ლი­ა­შიც გვხვდე­ბა. ევ­რო­პა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, მე-14 სა­უ­კუ­ნე­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ. თავ­და­პირ­ვე­ლი კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მათ მი­მართ, მა­ლე დევ­ნით შე­იც­ვა­ლა — კა­ნონ­გა­რე­შე პი­რე­ბად აცხა­დებ­დ­ნენ და ქვეყ­ნი­დან ასახ­ლებ­დ­ნენ. და­ახ­ლო­ე­ბით, 500 000 ბო­შა მოკ­ლეს ჰო­ლო­კოს­ტის დროს… დღეს, ევ­რო­პა­ში, 10-დან 12 მი­ლი­ო­ნამ­დე ბო­შა ცხოვ­რობს.

1971 წელს, ლონ­დონ­ში, ბო­შა­თა პირ­ველ სა­ერ­თა­შო­რი­სო მსოფ­ლიო კონ­გ­რეს­ზე, მი­ი­ღეს ბო­შე­ბის დრო­შა და ჰიმ­ნი — „ჯე­ლემ-ჯე­ლემ“. 8 აპ­რილს ბო­შე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე აღი­ნიშ­ნე­ბა. ისი­ნი, მთელ მსოფ­ლი­ო­ში, დღემ­დე იბ­რ­ძ­ვი­ან თა­ვი­ან­თი სო­ცი­ა­ლუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად, სურთ გულ­გ­რი­ლად გან­წყო­ბილ მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­კუ­თა­რი დის­კ­რი­მი­ნა­ცი­უ­ლი და გა­უ­საძ­ლი­სი მდგო­მა­რე­ო­ბა და­ა­ნახ­ვონ.

ბო­შე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მო­სახ­ლე­ბის ზუს­ტი ის­ტო­რი­უ­ლი თა­რი­ღი უც­ნო­ბია. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ბო­შა­თა მომ­თა­ბა­რე ჯგუ­ფე­ბი, პირ­ვე­ლად, XIX სა­უ­კუ­ნის დამ­დეგს გა­მოჩ­ნ­დ­ნენ. მა­თი დი­დი ნა­კა­დი 1930-იან წლებ­ში, ძი­რი­თა­დად, უკ­რა­ი­ნი­დან და მოლ­დო­ვა­დან შე­მო­ვი­და. უმ­თავ­რე­სად, შა­ვი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ონ­ში გან­თავ­ს­დ­ნენ.

ამ­ჟა­მად ბო­შა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა და­სახ­ლე­ბუ­ლია თბი­ლის­ში. ცხოვ­რო­ბენ აგ­რეთ­ვე იმე­რეთ­ში, აჭა­რა­ში, კა­ხეთ­ში, ქვე­მო ქარ­თ­ლ­სა და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში, რო­გორც პა­ტა­რა სოფ­ლებ­ში, ასე­ვე სხვა ტი­პის და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქ­ტებ­სა თუ ქა­ლა­ქებ­ში.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მცხოვ­რებ ბო­შა­თა ნა­წი­ლი თავს მუს­ლი­მად ან მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბელ ქრის­ტი­ა­ნად მი­იჩ­ნევს, არი­ან სხვა რე­ლი­გი­უ­რი იდენ­ტო­ბის ჯგუ­ფე­ბიც, მათ შო­რის, ევან­გე­ლის­ტუ­რი აღ­მ­სა­რებ­ლო­ბის ქრის­ტი­ა­ნე­ბი. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ბო­შე­ბი სა­უბ­რო­ბენ აწინ­კ­ნუ­რი (ბო­შუ­რი) ენის (ინ­დო-ევ­რო­პუ­ლი ენე­ბის ოჯახს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა) დი­ა­ლექ­ტ­ზე — კრი­მი და ვლა­ხი. ისი­ნი, უმ­თავ­რე­სად, წვრილ­მა­ნი ვაჭ­რო­ბი­თა და მკითხა­ო­ბით ირ­ჩე­ნენ თავს, უდი­დე­სი ნა­წი­ლი უმუ­შე­ვა­რია.

სა­ხელ­მ­წი­ფო ენის არა­საკ­მა­რი­სი ცოდ­ნა, ზო­გა­დად, ხელს უშ­ლის ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში, ამ­ცი­რებს ეკო­ნო­მი­კუ­რი და პრო­ფე­სი­უ­ლი წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის შან­სებს. ბო­შა­თა დიდ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ არ იცის სა­ხელ­მ­წი­ფო ენა — ქარ­თუ­ლი და ძა­ლი­ან ცო­ტამ იცის რუ­სუ­ლი წე­რა-კითხ­ვა. სა­ხელ­მ­წი­ფო ენის არ­ცოდ­ნის გა­მო გარ­თუ­ლე­ბუ­ლია მა­თი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო სტრუქტურებ­თან.

ბო­შე­ბი ცნო­ბი­ლი არი­ან, რო­გორც კარ­გი მუ­სი­კო­სე­ბი, მომ­ღერ­ლე­ბი და მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბო­შა­თა ფოლ­კ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბ­ლე­ბი საკ­მა­ოდ წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი იყო საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ოდ­ში, თუმ­ცა, ამ­ჟა­მად, ისი­ნი აღარ მოქ­მე­დე­ბენ. ბო­შა­თა ოჯა­ხე­ბი ცდი­ლო­ბენ, სა­კუ­თა­რი ეროვ­ნუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას გა­დას­ცენ და ამ გზით შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ სა­კუ­თა­რი ეთ­ნო-კულ­ტუ­რუ­ლი იდენ­ტო­ბა.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბო­შა­თა ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი და­სახ­ლე­ბა ქო­ბუ­ლეთ­შია. ქა­ლა­ქის ცენ­ტ­რ­თან ახ­ლოს, სარ­კი­ნიგ­ზო ხა­ზის აღ­მო­სავ­ლე­თით, გე­ლა­უ­რის უბან­ში სახ­ლო­ბენ. თუ რო­გო­რია მა­თი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა, რამ­დე­ნად ახერ­ხე­ბენ სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას, არ­სე­ბობს თუ არა სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ტი­კა ბო­შა­თა უფ­ლე­ბე­ბის, სი­ცოცხ­ლის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის და­სა­ცა­ვად — ამ და სხვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა ქო­ბუ­ლე­თის მე-5 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ნარ­გიზ ჯინ­ჭა­რა­ძე.

∴ ∴ ∴

⇔ რა დრო­ი­დან ცხოვ­რო­ბენ ბო­შე­ბი ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში? გვი­ამ­ბეთ გე­ლა­უ­რის უბ­ნის ბო­შა­თა თე­მის ის­ტო­რია.

⇔ ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი, ქო­ბუ­ლეთ­ში ბო­შა­თა და­სახ­ლე­ბის შე­სა­ხებ, მწი­რი და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. ამ თე­მის უხუ­ცე­სე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი ქო­ბუ­ლეთ­ში გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 30-იანი წლე­ბი­დან ცხოვ­რო­ბენ, სა­კუ­თარ თავს ყი­რი­მელ (კრი­მე­ბი) ბო­შებს უწო­დე­ბენ. იმ დრო­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბით, ნა­წილ­მა მი­ი­ღო საცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი და მუდ­მივ მაცხოვ­რებ­ლად დამ­კ­ვიდ­რ­და.

ამ თე­მის შე­სა­ხებ სტა­ტის­ტი­კაც არა­ზუს­ტია. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქო­ბუ­ლეთ­ში, 30-მდე ოჯახ­ში, 300-ზე მე­ტი ბო­შა ცხოვ­რობს.

⇔ რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას დღეს ბო­შა­თა თე­მი თქვენს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში?

⇔ მძი­მე და გა­უ­საძ­ლი­სია მა­თი ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბი, ხში­რად, ერთ პა­ტა­რა სახ­ლ­ში, 3-4 მრა­ვალ­შ­ვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი ცხოვ­რობს. უმ­რავ­ლე­სო­ბა ნა­ქი­რა­ვებ ან შეჭ­რილ ფარ­თ­შია. თით­ქ­მის ყვე­ლა ოჯა­ხი იღებს სო­ცი­ა­ლურ შემ­წე­ო­ბას, მაგ­რამ უმუ­შე­ვარ, პრო­ფე­სი­ის არ­მ­ქო­ნე ბო­შებს მხო­ლოდ საკ­ვე­ბის შე­სა­ძე­ნად ჰყოფ­ნით ეს თან­ხა. შვი­ლე­ბის­თ­ვის გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის ხელ­შე­საწყო­ბად არც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ და არც მო­რა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა.

⇔ დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, რამ­დე­ნი ბო­შა მოს­წავ­ლე სწავ­ლობს ქო­ბუ­ლე­თის მე-5 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში?

⇔ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბი­სად­მი არა­ჯან­სა­ღი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ თე­მის ყვე­ლა­ზე დი­დი გა­მოწ­ვე­ვაა, ასე­ვე გა­მოწ­ვე­ვაა – უმუ­შევ­რო­ბა, პრო­ფე­სი­ის არ­ქო­ნა, სა­ხელ­მ­წი­ფო ენის არ­ცოდ­ნა, სა­კუ­თა­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის მორ­ჩი­ლე­ბა, მო­ტი­ვა­ცი­ის და­ბა­ლი დო­ნე სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, სა­ხელ­მ­წი­ფო ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბის მი­მართ უნ­დობ­ლო­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით, იც­ვ­ლე­ბა და უმ­ჯო­ბეს­დე­ბა მა­თი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ, მაღ­ლ­დე­ბა თე­მის წევ­რ­თა ცნო­ბი­ე­რე­ბა, საკ­მა­რი­სი არ არის იმის­თ­ვის, რომ სას­კო­ლო ასა­კის ბავ­შ­ვე­ბი აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თონ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. ამ­ჟა­მად, ქო­ბუ­ლე­თის მე-5 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში 75-ზე მე­ტი ბო­შა სწავ­ლობს.

შე­და­რე­ბით უკე­თე­სია დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ებ­ში სკო­ლის მი­ტო­ვე­ბის ფაქ­ტე­ბი უფ­რო მე­ტია. მი­ზე­ზი სხვა­დას­ხ­ვაა: სას­წავ­ლო ნივ­თე­ბის, ტან­საც­მ­ლის, ფეხ­საც­მ­ლის უქონ­ლო­ბა. მშობ­ლე­ბი უტო­ვე­ბენ მცი­რეწ­ლო­ვან და-ძმებს, მიჰ­ყავთ სა­ვაჭ­როდ და რაც ყვე­ლა­ზე შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია – მოწყა­ლე­ბის სათხოვ­ნე­ლად.

გო­გო­ნებს უფ­რო უწევთ სწავ­ლის შეწყ­ვე­ტა, იმა­ვე მი­ზე­ზით – და-ძმის მოვ­ლა, დე­დის დახ­მა­რე­ბა. არას­რულ­წ­ლო­ვან­თა გათხო­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვებ­მა იკ­ლო, მაგ­რამ მა­ინც გვხვდე­ბა.

⇔ სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ რა არის მა­თი არ­ჩე­ვა­ნი, სად და რა მი­მარ­თუ­ლე­ბით აგ­რ­ძე­ლე­ბენ სწავ­ლას?

⇔ სრუ­ლი სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის ატეს­ტა­ტი მხო­ლოდ 10-მდე ბო­შას ექ­ნე­ბა. გვაქვს მხო­ლოდ სა­ხე­ლო­ბო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, ბო­შა ახალ­გაზ­რ­დე­ბი უფ­რო ხში­რად ირ­ჩე­ვენ სტი­ლის­ტის, ბარ­მე­ნის პრო­ფე­სი­ებს. და­საქ­მე­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბიც გვაქვს – ქო­ბუ­ლე­თის ერთ-ერთ სა­ლონ­ში პირ­ვე­ლი ბო­შა გო­გო­ნა მუ­შა­ობს სტი­ლის­ტად, ერ­თი ბი­ჭი სე­ზო­ნუ­რად საქ­მ­დე­ბა ბარ­მე­ნად. ზრდას­რულ ბო­შა­თა ნა­წი­ლი და­საქ­მე­ბუ­ლია და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხურ­ში.

⇔ რა აქ­ტი­ვო­ბე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მცხოვ­რებ ბო­შა­თა ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით?

⇔ ამ ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით, სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

სა­მარ­თ­ლებ­რივ სივ­რ­ცე­ში ბო­შე­ბი ბო­ლო ათი წლის წინ გა­მოჩ­ნ­დ­ნენ, მი­ი­ღეს პი­რა­დო­ბის, და­ბა­დე­ბის და ქორ­წი­ნე­ბის მოწ­მო­ბე­ბი. სარ­გებ­ლო­ბენ სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბით: სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა, სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვა.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მა­თი ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხელ­შე­საწყო­ბად, მუ­შა­ობ­და წრე­ე­ბი: სა­ხელ­მ­წი­ფო ენის, მა­თე­მა­ტი­კის სა­ფუძ­ვ­ლე­ბის, მარ­თ­ვის უფ­ლე­ბის, ჭრა-კერ­ვის შე­სას­წავ­ლად.

თვით­მ­ყო­ფა­დი და გა­და­შე­ნე­ბის საფ­რ­თხის წი­ნა­შე მყო­ფი ბო­შუ­რი კულ­ტუ­რის გა­დარ­ჩე­ნი­სა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, ბო­შუ­რი ბენ­დი შე­იქ­მ­ნა.

მა­თი სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის­თ­ვის ქო­ბუ­ლე­თის მე-5 სა­ჯა­რო სკო­ლა ჩარ­თუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი სწავ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბის პროგ­რა­მა­ში – „გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის მე­ო­რე შე­საძ­ლებ­ლო­ბა“ და ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებს სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექტს, რაც ხელს უწყობს რო­გორც ჩვე­ნი სკო­ლის ბო­შა მოს­წავ­ლე­ე­ბის, ისე ად­გი­ლობ­რივ თემ­ში მცხოვ­რე­ბი სას­კო­ლო და სკო­ლამ­დე­ლი ასა­კის ბო­შა ბავ­შ­ვე­ბის თა­ნა­ტო­ლებ­თან სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას, სა­ხელ­მ­წი­ფო ენის ცოდ­ნის დო­ნის ამაღ­ლე­ბა­სა და სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში სრულ­ფა­სო­ვან ჩარ­თუ­ლო­ბას.

№5 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, ბო­შა მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის და მა­თი ქარ­თ­ვე­ლი თა­ნა­ტო­ლე­ბი­სათ­ვის, ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს კითხ­ვის, თე­ატ­რი­სა და ცეკ­ვის კლუ­ბე­ბი. რე­გუ­ლა­რულ­მა შეხ­ვედ­რებ­მა და არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში და­გეგ­მილ­მა აქ­ტი­ვო­ბებ­მა ხე­ლი შე­უწყო მო­ზარ­დე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სის გარ­შე­მო, და­ეხ­მა­რა ბო­შა ბავ­შ­ვებს სა­ხელ­მ­წი­ფო ენის შეს­წავ­ლა­ში, აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში ჩარ­თუ­ლო­ბა­ში…

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები