21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

ბა­ღე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცია — რო­დი­დან და­იწყე­ბა და რა ეტა­პე­ბის გავ­ლა მო­უ­წევთ სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს

spot_img

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მოქ­მე­დი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ეტა­პობ­რი­ვი ავ­ტო­რი­ზა­ცია 2021 წლის 31 დე­კემ­ბ­რამ­დე უნ­და და­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ. აღ­მოჩ­ნ­და, რომ ეს პრო­ცე­სი ბევრ გა­მოწ­ვე­ვას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და მეტ დროს მო­ითხოვ­და, ამ­დე­ნად მი­სი დას­რუ­ლე­ბა 2030 წლამ­დე გა­და­ი­დო. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­და­ვა­დე­ბამ აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბა გა­მო­იწ­ვია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ეჭ­ვობს, რომ პრო­ცე­სის 2030 წლის პირ­ველ იან­ვ­რამ­დე გაგ­რ­ძე­ლე­ბა ხომ არ ნიშ­ნავს, გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ით, ამ სა­კითხის დღის წეს­რი­გი­დან მოხ­ს­ნას.

სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მკვლე­ვა­რი, გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის დოქ­ტო­რან­ტი თეკ­ლე კა­პა­ნა­ძე ამ­ბობს, რომ სა­ჯა­რო ბა­გა-ბა­ღე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცია ჯერ კი­დევ 2018 წლის ბო­ლოს­თ­ვის, ხო­ლო შემ­დ­გომ 2021 წლის 31 დე­კემ­ბერს უნ­და დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა აღ­ნი­შუ­ლი ვა­დე­ბის დაც­ვა ვერ მო­ხერ­ხ­და. „ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პი­რო­ბე­ბი უნ­და მო­ი­ცავ­დეს სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბას: ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა, აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი, კვე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გოგ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცია. იმის­თ­ვის, რომ თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბებს ეს პრო­ცე­სი და­ეწყოთ, უნ­და ჰქო­ნო­დათ შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტი, მო­ეხ­დი­ნათ მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფე­ბის ფორ­მი­რე­ბა, შე­სა­ბა­მი­სი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის გა­დამ­ზა­დე­ბა და შე­ედ­გი­ნათ ამ პრო­ცე­დუ­რე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო რო­გორც ფი­ნან­სუ­რი, ასე­ვე პროგ­რა­მუ­ლი დღის წეს­რი­გი. ჩემ­თ­ვის, ამის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, ეროვ­ნულ დო­ნე­ზე და 4 წლის ვა­და­ში, თავ­ში­ვე აჩენ­და კითხ­ვის ნიშ­ნებს. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ პრო­ცე­სი ხა­რის­ხი­ა­ნად და­ი­გეგ­მე­ბო­და, ავ­ტო­რი­ზე­ბას რე­ა­ლუ­რად რამ­დე­ნი ბა­ღი გა­ივ­ლი­და და გა­უძ­ლებ­და თუ არა სის­ტე­მა ჯგუ­ფებ­ში ისე­დაც მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის ად­გი­ლე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი ვა­დით კი­დევ უფ­რო შემ­ცი­რე­ბას?! არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ლოქ­და­უ­ნიც.“ — ამ­ბობს თეკ­ლე კა­პა­ნა­ძე.

გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტეტ­ში გა­და­ვა­დე­ბას იმით ამარ­თ­ლე­ბენ, რომ ეტა­პობ­რი­ვად გა­წე­რი­ლი პრო­ცე­სი სიღ­რ­მი­სე­ულ რე­ფორ­მას გუ­ლის­ხ­მობს და ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს გარ­კ­ვე­უ­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა და­უგ­როვ­დე­ბათ, რაც მათ ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის ეფექ­ტუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. 2022 წელს დაწყე­ბუ­ლი ბა­ღე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცია, ეტა­პობ­რი­ვად, 2030 წლის პირ­ველ იან­ვ­რამ­დე გა­ი­წე­რა. შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბა შე­დის კა­ნონ­ში „ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“. კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში, ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით, დამ­ტ­კიც­დე­ბა ბა­ღე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის, ასე­ვე, მი­სი შე­ჩე­რე­ბი­სა და შეწყ­ვე­ტის დრო­ე­ბი­თი წე­სი და პრო­ცე­დუ­რე­ბი.

ქალ­ბა­ტო­ნი თეკ­ლე, ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას, ამ­ბობს, რომ ამ თე­მის ირ­გ­ვ­ლივ სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის სო­ცი­ა­ლურ ჯგუ­ფებ­ში აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბაა. პრო­ცე­დუ­რე­ბის რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­ვა­დე­ბამ, ბუ­ნებ­რი­ვია, გა­მო­იწ­ვია სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის უნ­დობ­ლო­ბა სის­ტე­მის მი­მართ. ბევ­რი ფიქ­რობს, რომ ეს მო­რი­გი და­პი­რე­ბაა, რო­მე­ლიც ისე­ვე არ შეს­რულ­დე­ბა, რო­გორც აღ­მ­ზ­რ­დელ/პე­და­გო­გე­ბის ანაზღა­უ­რე­ბის ღირ­სე­ულ მი­ნი­მუ­მამ­დე აწე­ვის სა­კითხი.

„რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ ამ სა­კითხის 2030 წლამ­დე გა­და­ვა­დე­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბა, და­ვინ­ტე­რეს­დი პრო­ცე­სის დღის წეს­რი­გით. ახა­ლი გეგ­მით, 2022 წელს შე­იქ­მ­ნე­ბა ბა­ღე­ბის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ბა­ზა და შე­მუ­შავ­დე­ბა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბი; მომ­დევ­ნო წელს შე­იქ­მ­ნე­ბა თვით­შე­ფა­სე­ბის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სის­ტე­მა, სა­დაც და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით გა­ივ­ლი­ან თვით­შე­ფა­სე­ბის პრო­ცესს; 2024 წელს გა­ნი­ხი­ლე­ბა ბა­ღე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და შე­მუ­შავ­დე­ბა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. 2025-30 წლებ­ში კი, გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ეტა­პობ­რი­ვი ავ­ტო­რი­ზა­ცია. ამას­თან, პრო­ცეს­ში ერ­თ­ვე­ბა გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი. ჩემ­თ­ვის ეს ყვე­ლა­ფე­რი ნიშ­ნავს არა სა­კითხის დღის წეს­რი­გი­დან მოხ­ს­ნას, არა­მედ პი­რი­ქით, ეს პრო­ცე­დუ­რე­ბი უფ­რო მე­ტად რე­ა­ლის­ტუ­რი მეჩ­ვე­ნე­ბა, ვიდ­რე აქამ­დე და­პი­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი. ახ­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­კითხის მო­ნი­ტო­რინ­გი. 2022 წელი კარს მოგ­ვად­გა, იმე­დი მაქვს მთავ­რო­ბა ამ­ჯე­რად მა­ინც შე­ას­რუ­ლებს და­ნა­პი­რებს.“

მოკ­ლედ გა­გაც­ნობთ კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის ძი­რი­თად დე­ბუ­ლე­ბებს (რას მო­ი­აზ­რებს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის, მი­სი შე­ჩე­რე­ბი­სა და შეწყ­ვე­ტის წე­სი): პირ­ვე­ლა­დი რე­გის­ტ­რა­ცი­ის მიზ­ნით, 2022 წლის პირ­ველ ივ­ლისს, ამუ­შავ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სის­ტე­მა და სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით, და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­მა რე­გის­ტ­რა­ცია 2022 წლის პირ­ვე­ლი ივ­ლი­სი­დან, არა­უგ­ვი­ა­ნეს, 2023 წლის პირ­ველ იან­ვ­რამ­დე უნ­და გა­ი­ა­რონ. ამის შემ­დეგ, 2024 წლის პირ­ველ იან­ვ­რამ­დე, რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში წა­რად­გი­ნონ თვით­შე­ფა­სე­ბა, დრო­ე­ბი­თი წე­სის შე­სა­ბა­მი­სად. თვით­შე­ფა­სე­ბის ანა­ლიზ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის წი­ნა­და­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 2024 წლის პირ­ველ ოქ­ტომ­ბ­რამ­დე, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რის ბრძა­ნე­ბით, დამ­ტ­კიც­დე­ბა რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გავ­ლის გრა­ფი­კი. და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც 2024 წლის პირ­ველ იან­ვ­რამ­დე არ წა­რად­გენს თვით­შე­ფა­სე­ბას ან დად­გე­ნილ ვა­და­ში — ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­ნაცხადს, ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბა გა­უ­უქ­მ­დე­ბა.

ბუ­ნებ­რი­ვია, ჩნდე­ბა კითხ­ვე­ბი თვით­შე­ფა­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, რამ­დე­ნად ასა­ხავს რე­ა­ლურ ვი­თა­რე­ბას ის თვით­შე­ფა­სე­ბა, რომ­ლის ანა­ლიზ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბი­თაც უნ­და შე­მუ­შავ­დეს რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გავ­ლის გრა­ფი­კი და ხომ არ გა­მო­იწ­ვევს გრა­ფი­კი­სა და რე­ა­ლო­ბის აც­დე­ნა და­მა­ტე­ბით პრობ­ლე­მებს. ამ სა­კითხ­ზე სა­უბ­რი­სას, თეკ­ლე კა­პა­ნა­ძემ, 2018 წელს, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის მი­ერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის კვლე­ვის შე­დე­გე­ბი შეგ­ვახ­სე­ნა. დო­კუ­მენ­ტ­ში აღ­ნი­შუ­ლია, რომ სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის პერ­სო­ნა­ლის­თ­ვის მუდ­მი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გი ქმნის სტრე­სულ გა­რე­მოს, რაც მა­თი მუ­შა­ო­ბის ხა­რის­ხ­ზე აისა­ხე­ბა და შე­დე­გად, ბავ­შ­ვებ­ზეც. ხში­რად, სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებს არც უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა აქვთ და არც რე­სურ­სე­ბი სა­ი­მი­სოდ, რომ შე­ას­რუ­ლონ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ან გა­დაჭ­რან პრობ­ლე­მე­ბი, ამი­ტომ კონ­ტ­რო­ლი და მო­ნი­ტო­რინ­გი ფორ­მა­ლო­ბად მი­იჩ­ნე­ვა, რო­გორც ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი და ზე­და­პი­რუ­ლი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც მათ რე­ა­ლუ­რად არ ეხ­მა­რე­ბა გან­ვი­თა­რე­ბა­ში, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სი­სა და გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში. „უნ­და ვი­მუ­შა­ოთ, რომ ზემ­დ­გომ ორ­გა­ნო­ებ­სა და სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის პერ­სო­ნალს შო­რის ნდო­ბა გა­ი­ზარ­დოს. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ მე, ბა­ღის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას, მე­ცო­დი­ნე­ბა, რომ ჩე­მი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ობი­ექ­ტუ­რი თვით­შე­ფა­სე­ბა ჩე­მი სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი იქ­ნე­ბა და არა სა­დამ­ს­ჯე­ლო დო­კუ­მენ­ტი, რის სა­ფუძ­ველ­ზეც, შე­საძ­ლოა, პო­ზი­ცი­ი­დან მომ­ხ­ს­ნან, ცხა­დია ჩე­მი, რო­გორც პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რგო­ლის რო­ლი იზ­რ­დე­ბა, სცდე­ბა ფორ­მა­ლო­ბებს. უნ­და გვეს­მო­დეს, რომ ამ თვით­შე­ფა­სე­ბებ­ზე და­შენ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის   ხა­რის­ხი, რაც თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე აისა­ხე­ბა. გრძელ­ვა­დი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში, სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის ერ­თი დი­რექ­ტო­რი­სა და რამ­დე­ნი­მე მას­წავ­ლებ­ლის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მ­ზე დგას ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი.“

რაც შე­ე­ხე­ბა და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც 2022 წლის პირ­ველ ივ­ლი­სამ­დე არ საქ­მი­ა­ნობ­და ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­ხით და სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბის სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა, გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რას დრო­ე­ბი­თი წე­სის შე­სა­ბა­მი­სად გა­ივ­ლის. იგი­ვე წე­სი გავ­რ­ცელ­დე­ბა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ა­ზე უარის თქმის შემ­თხ­ვე­ვა­ში — ხე­ლა­ხა­ლი გა­ნაცხა­დის წარ­დ­გე­ნის ან გან­საზღ­ვ­რულ შემ­თხ­ვე­ვებ­ში — საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის გა­უქ­მე­ბი­სას. ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭო მი­ი­ღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას: ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ; ავ­ტო­რი­ზა­ცი­ა­ზე უარის თქმის შე­სა­ხებ; ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ; ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ.

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი, გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში, ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლი, არა­ნაკ­ლებ, 10 ბავ­შ­ვის მშობ­ლე­ბის/კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მოთხოვ­ნით, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი.

საბ­ჭოს მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ინ­ტე­რე­სოა ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბა. თეკ­ლე კა­პა­ნა­ძეს ვკითხეთ, ვინ უნ­და იყოს, მი­სი აზ­რით, საბ­ჭოს წევ­რი და ზო­გა­დად, რას იტყო­და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს­თან და­კავ­ში­რე­ბით. „ვფიქ­რობ, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რე­ბად უნ­და მო­ი­აზ­რე­ბოდ­ნენ ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორ­ში მოქ­მე­დი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბი — არა­სამ­თავ­რო­ბო/კერ­ძო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, ექ­ს­პერ­ტე­ბი და სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბი/პე­და­გო­გე­ბი, მშობ­ლე­ბი, ბა­ღის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. რად­გან გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი­დან ამ პრო­ცე­სის თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბე­ბის/ბა­ღე­ბის დო­ნე­ზე ორ­გა­ნი­ზე­ბა პირ­ვე­ლია და კომ­პე­ტენ­ტუ­რი კად­რე­ბის სიმ­წი­რეც გვაქვს, ეს ყვე­ლა­ფე­რი დროს მო­ითხოვს და ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის გარ­კ­ვე­უ­ლი ექ­ს­პე­რი­მენ­ტიც შე­იძ­ლე­ბა იყოს. თუმ­ცა, ვფიქ­რობ, გა­რე შე­ფა­სე­ბის პრო­ცეს­ში ფარ­თო მა­სე­ბის ჩარ­თ­ვა სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის უალ­ტერ­ნა­ტი­ვო შე­საძ­ლებ­ლო­ბაა.“ — ამ­ბობს სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მკვლე­ვა­რი.

კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში წე­რია, რომ ავ­ტო­რი­ზა­ცია შე­ე­ხე­ბა რო­გორც 1647 სა­ჯა­რო ბაღს, რო­მე­ლიც 158 062 ბავშვს უწევს მომ­სა­ხუ­რე­ბას, ასე­ვე იმ კერ­ძო ბა­გა-ბა­ღებს, რომ­ლებ­საც ად­რე­უ­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ან/და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სტა­ტუ­სი არ გა­აჩ­ნი­ათ და დარ­ჩე­ნი­ლი არი­ან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­გუ­ლი­რე­ბის მიღ­მა. ასე­ვე, წე­რია, რომ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი რო­გორც სა­ჯა­რო, ისე კერ­ძო სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში კი­დევ უფ­რო გა­აძ­ლი­ე­რებს შემ­დეგ მი­მარ­თუ­ლე­ბებს:

☑️ აღ­საზ­რ­დელ­თა ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის, ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი უსაფ­რ­თხო­ე­ბის დაც­ვას;

☑️ ბავ­შ­ვის მრა­ვალ­მ­ხ­რივ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო მე­თო­დო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას;

☑️ აღ­საზ­რ­დელ­თა გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტუ­რე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მოს ფორ­მი­რე­ბას;

☑️ აღ­საზ­რ­დელ­თა სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვას;

☑️ აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის ინ­კ­ლუ­ზი­უ­რო­ბას.

დღეს, რო­გორც ვი­ცით, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­გუ­ლი­რე­ბის მიღ­მა ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ბევ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა დარ­ჩე­ნი­ლი, რამ­დე­ნად შე­ე­ხე­ბა მათ რე­ა­ლუ­რად ეს ცვლი­ლე­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა სა­ჯა­რო და კერ­ძო ბა­ღე­ბის ერ­თი­ან სის­ტე­მა­ში მოქ­ცე­ვა. ქალ­ბა­ტო­ნი თეკ­ლე ამ­ბობს, რომ დღეს კერ­ძო ბა­ღე­ბის აღ­რიცხ­ვის მო­ნა­ცე­მე­ბიც კი არ არ­სე­ბობს. არ ვი­ცით რამ­დე­ნი კერ­ძო და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, რამ­დე­ნი ბავ­შ­ვი იღებს მათ მომ­სა­ხუ­რე­ბას და რამ­დე­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლია ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი. რა თქმა უნ­და, ეს გარ­კ­ვე­ულ პრობ­ლე­მებს ქმნის. „სამ­წუ­ხა­როა, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო ვა­უ­ჩე­რი კერ­ძო სექ­ტორ­ში ჩარ­თულ ბავშვს თან არ მიჰ­ყ­ვე­ბა და მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა მხო­ლოდ სა­ჯა­რო ბა­ღებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში კი ად­გი­ლე­ბი არ არის საკ­მა­რი­სი. აქ კითხ­ვის ნიშ­ნის ქვეშ დგე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სა­ყო­ველ­თაო ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის პრობ­ლე­მა. რა გა­მო­დის, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო მხო­ლოდ იმ ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სებს აღი­ა­რებს, რო­მე­ლიც სა­ჯა­რო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­დის? უსა­მარ­თ­ლო­ბაა. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ კერ­ძო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს სა­ჯა­რო სის­ტე­მა­ში მო­ვაქ­ცევთ, შევ­ზღუ­დავთ მათ ინო­ვა­ცი­უ­რო­ბა­საც. დღეს უკ­ვე გვაქვს სკო­ლამ­დე­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი აღ­ზ­რ­დის მე­თო­დე­ბით მო­მუ­შა­ვე კერ­ძო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მშობ­ლე­ბის კონ­კ­რე­ტუ­ლი სეგ­მენ­ტის­თ­ვის მი­სა­ღე­ბია. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია არ­სე­ბობ­დეს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მიდ­გო­მე­ბი და კონ­კუ­რენ­ცია. ვფიქ­რობ, კერ­ძო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის­თ­ვის უნ­და არ­სე­ბობ­დეს რეგ­ლა­მენ­ტი, რომ­ლის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­შიც შეძ­ლებს ოპე­რი­რე­ბის დაწყე­ბას. ად­მი­ნის­ტ­რა­ცია თა­ვად უნ­და წყვეტ­დეს გა­ი­ა­როს თუ არა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რის ციკ­ლი, მა­გა­ლი­თად, ყო­ველ 5 წე­ლი­წად­ში ერ­თხელ. ეს პრო­ცე­დუ­რა უნ­და იყოს გა­რე შე­ფა­სე­ბის ნა­წი­ლი, ფა­სი­ა­ნი და ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ამ დროს მას, შე­საძ­ლოა, უნ­დო­დეს და­ი­ქი­რა­ოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­აც. კერ­ძო სექ­ტო­რის­თ­ვის ეს პრო­ცე­სი პრეს­ტი­ჟის ნა­წი­ლი უნ­და გახ­დეს. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის წე­სი, ამ ნა­წილ­ში, უნ­და გან­ს­ხ­ვავ­დე­ბო­დეს თუ არა სტან­დარ­ტუ­ლი მიდ­გო­მე­ბის სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის წე­სის­გან იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რამ­დე­ნად შეზღუ­დავს ის სწავ­ლე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის კომ­პო­ნენტს.“

აქ­ვე არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან რე­გი­ო­ნებ­ში მდე­ბა­რე და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც ცალ­კე პრობ­ლე­მაა, ალ­ბათ… გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტი ამ­ბობს, რომ ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით და­სახ­ლე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ხა­რის­ხის მარ­თ­ვა ალ­ბათ უფ­რო გა­მოწ­ვე­ვაა, რა­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა.

ად­რე­ულ და სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტ­ში, მი­ნის­ტ­რის სა­ა­თის ფორ­მატ­ში, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა, მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ 2021 წელს, სის­ტე­მა­ში პირ­ვე­ლად,   სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, ბი­ლინ­გ­ვუ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვა და­იწყო, მიმ­დი­ნა­რე­ობს გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა, ქვე­მო ქარ­თ­ლი­სა და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ ბა­ღებ­ში უკ­ვე დაწყე­ბუ­ლია პროგ­რა­მის პი­ლო­ტი­რე­ბა.

მი­ნის­ტ­რ­მა ასე­ვე გა­ნაცხა­და, რომ შვიდ სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს, პროგ­რა­მუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის­თ­ვის, მომ­ზა­დე­ბუ­ლი აქვს სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლი­თაც აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გე­ბი მომ­ზად­დე­ბი­ან, ხო­ლო პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი აღ­მ­ზ­რ­დე­ლის უმაღ­ლეს პრო­ფე­სი­ულ პროგ­რა­მებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ. აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ და­გეგ­მი­ლია აღ­მ­ზ­რ­დე­ლი პე­და­გო­გის სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სის­ტე­მის შე­მუ­შა­ვე­ბა, რომ ახა­ლი თა­ო­ბის აღ­მ­ზ­რ­დელ პე­და­გო­გებს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კა და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მოქ­ნი­ლი სის­ტე­მა დახ­ვ­დეთ.

ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის თვით­შე­ფა­სე­ბა და მა­თი ეტა­პობ­რი­ვი ავ­ტო­რი­ზა­ცია, რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნეთ, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რა თქმა უნ­და, ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით. რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში ყოფ­ნის არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მა და ხომ არ უნ­და შე­იც­ვა­ლოს ახ­ლით — ამ შე­კითხ­ვით და­ვას­რუ­ლეთ თეკ­ლე კა­პა­ნა­ძეს­თან სა­უ­ბა­რი. „არის მო­საზ­რე­ბა, რომ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მიმ­ნი­ჭებ­ლის ცვლი­ლე­ბა ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბის­კენ წა­იყ­ვანს ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას, რაც ლო­გი­კას მოკ­ლე­ბუ­ლი არ არის. მე­ო­რე მხრივ, ემ­პი­რი­უ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბით ჩანს, რომ თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბებ­ზე მიბ­მუ­ლი მარ­თ­ვის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა, რაც ასე­ვე ბუ­ნებ­რი­ვია და­ფი­ნან­სე­ბი­სა თუ სხვა სა­კითხე­ბის გა­მო (გაზ­რ­დი­ლი ნე­პო­ტიზ­მი). რომ ვხე­დავ­დეთ, სერ­ვი­სის მი­წო­დე­ბის ხა­რის­ხის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტის სა­შუ­ა­ლო და მაქ­სი­მა­ლურ მო­ნა­ცე­მებს შო­რის ვა­რი­რებს, ჩემ­თ­ვი­საც მი­უ­ღე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა­ში სა­ხელ­მ­წი­ფო ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ის ჩარ­თ­ვა. ვფიქ­რობ, მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და ვე­ცა­დოთ, მთე­ლი ეს 9-10-წლი­ა­ნი პე­რი­ო­დი გა­მო­ვი­ყე­ნოთ არა თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბე­ბის რო­ლის ჩა­მოხ­ს­ნის, არა­მედ მა­თი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბის­თ­ვის. უფ­რო მე­ტიც, გრძელ­ვა­დი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, გაძ­ლი­ერ­დეს ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბა ბი­უ­ჯე­ტის, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბი­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კომ­პო­ნენ­ტის მარ­თ­ვის სა­კითხ­ში.“ — ასე­თია სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტის მო­საზ­რე­ბა. იგი იმედს გა­მოთ­ქ­ვამს, რომ ახა­ლი რეგ­ლა­მენ­ტის დამ­ტ­კი­ცე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, პრო­ცე­სის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი პი­რე­ბი მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით მი­უდ­გე­ბი­ან სა­კითხს, პე­რი­ო­დუ­ლად შუ­ა­ლე­დურ ან­გა­რი­შებს გა­მო­აქ­ვეყ­ნე­ბენ და პირ­ვე­ლა­დი პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, გვექ­ნე­ბა უფ­რო მე­ტად რე­ა­ლის­ტუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, რის მი­ხედ­ვი­თაც მოხ­დე­ბა ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის გა­და­ხედ­ვა.

გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, 2022 წლი­დან 2030 წლამ­დე, 5 957 450 ლარს შე­ად­გენს. კა­ნონ­პ­რო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ხარ­ჯე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის წყა­როა სა­ხელ­მ­წი­ფო ბი­უ­ჯე­ტი, კერ­ძოდ, გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ბი­უ­ჯე­ტე­ბი.

ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები