4 მაისი, შაბათი, 2024

ბატუტისტთა ისტორიული მედლები

spot_img

პორტუგალიურ გიმარაეშში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი ბატუტზე ხტომაში, სადაც ისტორიული წარმატება მოიპოვა საქართველოს ნაკრებმა – ეროვნულმაც და ახალგაზრდულმაც: 4 მედალი მოიპოვეს, საიდანაც 2 ოქროა, თითი-თითო კი – ვერცხლი და ბრინჯაო.

გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელშიც ნინო ქორიძე, ანა ლაპიაშვილი და მაია ბოჭორიძე შედიოდნენ, გუნდურ ჩათვლაში გაიმარჯვა, ლაპიაშვილი- ბოჭორიძის წყვილმა კი, ასევე თანატოლებში, სინქრონულ ხტომებშიც გაიმარჯვა, თანაც – ზედიზედ მეორედ.

ამავე დისტანციებზე გამოიჩინეს თავი უფროსებმაც, ოღონდ მათ ოქრო არ ჰქონიათ, ვერცხლ-ბრინჯაო მოიპოვეს. ქალთა ნაკრები, ანუ ლუბა გოლოვინას, მარიამ რაგიმოვას, ანანო აფაქიძისა და თეონა ჯანჯღავას კვარტეტი, გუნდურ ტურნირში, მეორეზე გავიდა, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპი პირველი ადგილით ჩაამთავრა. ამის შემდეგ, რაგიმოვა-აფაქიძის დუეტი წყვილებში მესამე იყო.

თითქმის ყველა მედალი საქართველოსთვის პირველია დამოუკიდებლად არსებობის ისტორიაში. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ლუბა გოლოვინამ, სარეიტინგო ქულებით, პარიზის ოლიმპიადის ლიცენზიაც გაინაღდა. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ სახეობაში საგზური სახელობითი არაა, ფედერაცის კუთვნილებაა და არა სპორტსმენის. ამიტომ ფედერაციის გადასაწყვეტია, ვინ წავა თამაშებზე, ანუ უფლება აქვს, შეცვალოს ლიცენზიიის მომპოვებელი სპორტსმენი.

ირაკლი თავაძე

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები