17 მაისი, პარასკევი, 2024

ბათუმის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი დასრულდა

spot_img

ბათუმში მეშვიდე საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი   “ბათუმის მერიის თასი-2023” გაიმართა. 1-11 ივლისის ჩათვლით, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე 21 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკეს მასპინძლობდა.

ასპარეზობა კლასიკურ ჭადრაკში, შვეიცარული სისტემით, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში 9 ტურად გაიმართა. ასპარეზობდნენ მოზარდებიც. B Open კატეგორიაში გამოიყო 14 წლამდე გოგონათა შორის საუკეთესო 3 მოჭადრაკე. პირველი ადგილი ქობულეთელმა ლულუ დიასამიძემ დაიკავა, მან 9 შესაძლებლობიდან 4.5 ქულა დააგროვა და 89.6 პუნქტით აიმაღლა FIDE-ს რეიტინგი!

12 წლამდე ჭაბუკთა შორის 9-დან 8 ქულით პირველი ადგილი ბათუმელმა შოთა დოლიძემ დაიკავა.

შოთა დოლიძე: საკმაოდ ძლიერი კონკურენტები მყავდა. თავიდან არ ვფიქრობდი, რომ პირველ აგილზე გვიდოდი იმიტომ, რომ არ მქონდა კარგი სტარტი, მაგრამ მერე კარგად მოვინდომე და ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო. ასევე მინდა, რომ მონაწილეობა მივიღო ნანა ალექსანდრიას თასში, რომელიც ჩატარდება ფოთში, ასევე ჩატარდება შავი ზღვის დელფინი და ბათუმი 2023, სადაც ასევე ვაპირებ მონაწილეობას და იქაც ვეცდები, რომ პირველი ადგილი ავიღო.

12 წლამდე გოგონათა შორის ვერცხლის მედლის მფლობელი 9-დან 8.5 ქულით, ბათუმელი ანეტა ქედელიძე გახდა.

10 წლამდე ჭაბუკთა შორის, 9-დან 7.5 ქულით, პირველი ადგილი ბათუმელმა რატი დიასამიძემდაიკავა.

რატი დიასამიძე: ძალიან კარგი მოწინააღმდეგეები მყავდა და ძალიან კარგი ტურნირი იყო ჩემთვის. არ მეგონა, რომ პირველ ადგილზე გავიდოდი. შავი ზღვის დელფინის ტურნირზეც უნდა ვითამაში და იქაც პირველი ადგილის აღებას ვაპირებ და იმედია შევძლებ გამარჯვებას.

8 წლამდე გოგონათა კატეგორიაში ბრწყინვალედ იასპარეზა ბათუმელმა მარიამ გოგუაძემ, რომელიც 9-დან 9 გამარჯვებით ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ასევე ოზურგეთელი სანდრო გოგუაძე კი 12 წლამდე მოჭადრაკეთა შორის მეხუთე ადგილზე გავიდა. პატარა სპორტსმენების მწვრთნელი ალექს ტერ-კარაპეტიანია.

აღსანიშნავია, რომ ბლიც ტურნირში, 9-დან 8 ქულით, ვერცხლის მედლის მფლობელი ბათუმელი ნოდარ ლორთქიფანიძე გახდა.

ბათუმის სპორტის სასახლეში “ბათუმის მერიის თასი 2023”-ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი თავდგირიძე და საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ცხოიძე დაესწრნენ.

♦ ♦ ♦

ფესტივალის ფარგლებში, პარალელურად, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, გურამ ჭანტურიას თასი-2023 გაიმართა.

საპრიზო სამეული:

I ადგილი –  ზურაბ ლიფონავა (5,5)  სენაკი

II ადგილი –  დავით ჯაფარიძე(5) თბილისი

III ადგილი –  რობერტ ლომიძე (5) რუსთავი

I ადგილი ქალთა შორის   –  თამარ ჭანტურია  (5)  თბილისი

II ადგილი ქალთა შორის –  სვეტლანა უტიანსკაია (3) ბათუმი

III ადგილი ქალთა შორის-  თალიკო გაბეჩავა (3)  ბათუმი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები