7 მაისი, სამშაბათი, 2024

ახალგაზრდული კონგრესი 2023

spot_img

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით და ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ბათუმში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, ახალგაზრდული კონგრესი გაიმართა.

კონგრესს, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან, 400-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა, ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ადგილობრივი მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და მერიის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, პარტნიორი ორგანიზაციები და სხვა მოწვეული სტუმრები.

კონგრესის ფარგლებში, ახალგაზრდები გაეცნენ „სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026“-ის მიზნებსა და პრიორიტეტებს, ასევე, აღნიშნული სტრატეგიის ჭრილში განხილული იყო ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის საქმიანობა.

გაიმართა პანელური შეხვედრა, რომლის თემასაც მონაწილეობრივი ახალგაზრდული პოლიტიკა წარმოადგენდა. შეხვედრის განმავლობაში ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა, დაესვათ კითხვები და მიეღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია სიახლეებისა თუ ინოვაციური პროექტების შესახებ.

„ახალგაზრდული კონგრესი 2023“-ის მიზანს ახალგაზრდული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მონაწილეობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები