12 აპრილი, შაბათი, 2025

ახალ­გაზ­რ­დებს… გაბ­რი­ელ ტა­ნი­ეს რჩე­უ­ლი წიგ­ნე­ბი

spot_imgspot_img
გაბ­რი­ელ ტა­ნიე სო­სო გა­ჩა­ვას ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ფსევ­დო­ნი­მია.
და­ი­ბა­და 1971 წელს. პრო­ფე­სი­ით კი­ნო­რე­ჟი­სო­რია. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეწე­ო­და რო­გორც სა­სუ­ლი­ე­რო მოღ­ვა­წე­ო­ბას, ისე პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას (ას­წავ­ლი­და ხატ­ვას და თე­ქა­ზე მუ­შა­ო­ბას) სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის სტრა­ტე­გი­უ­ლად ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან, საზღ­ვ­რის­პი­რა რე­გი­ო­ნებ­ში –  სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­სა და ფშავ-ხევ­სუ­რეთ­ში.
სა­კუ­თარ მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად მოწყო­ბი­ლი აქვს ოთხი გა­მო­ფე­ნა აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს, ჩე­ჩენ-ინ­გუ­შე­თის საზღ­ვ­რის­პი­რა, რე­გი­ონ­ში. მი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, სხვა­დას­ხ­ვა დროს, აღად­გი­ნეს 3 უძ­ვე­ლე­სი, ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის ეკ­ლე­სია; ასე­ვე, და­იწყო სა­უ­კუ­ნის პრო­ექ­ტად წო­დე­ბუ­ლი როშ­კა-არ­ხო­ტის გზა. რო­გორც კი­ნო­დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტი, მო­ნა­წი­ლე­ობ­და რუ­სეთ-ჩეჩ­ნე­თის ომ­ში.
რამ­დე­ნი­მე წე­ლი ცხოვ­რობ­და პრა­ღა­ში და მსა­ხუ­რობ­და ჩე­ხე­თის მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბელ ავ­ტო­კე­ფა­ლი­ურ ეკ­ლე­სი­ა­ში.
მი­სი სა­დე­ბი­უ­ტო რო­მა­ნი „ქა­ნა­ა­ნის შვი­ლე­ბი“ გა­მო­ცე­მის­თა­ნა­ვე ბეს­ტ­სე­ლე­რად იქ­ცა. იგი­ვე ბე­დი გა­ი­ზი­ა­რა მე­ო­რე რო­მან­მაც – „ან­გე­ლოზ­თა სა­კითხა­ვი,“ – რო­მე­ლიც გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტ­მა“ 2021 წელს გა­მოს­ცა.

 

ალ­ბერ­ტო მო­რა­ვი­ას „ნო­ვე­ლე­ბი“

მგო­ნი ასე ჰქვია. სქე­ლი წიგ­ნია ძა­ლი­ან, „წარ­მო­სა­დე­გიო“, დე­და­ჩე­მი ახა­სი­ა­თებ­და ასე დიდ წიგ­ნებს, სა­ნამ წა­ი­კითხავ­და. ძველ გა­მო­ცე­მაა, თქვენ თუ არა, მე­ზო­ბელს ექ­ნე­ბა აუცი­ლებ­ლად. მოკ­ლედ, მოთხ­რო­ბე­ბის და ნო­ვე­ლე­ბის კრე­ბუ­ლია.

ჰო­და, რა ხდე­ბა იქ?

რა და… სას­წა­უ­ლე­ბი ხდე­ბა. ცხოვ­რე­ბა რომ მარ­თ­ლა ცხოვ­რე­ბაა, საგ­ნებს, მოვ­ლე­ნებს და ადა­მი­ა­ნებს შო­რის რომ ზღვა­რი ხან იშ­ლე­ბა, ხან ფერ­მ­კ­რ­თალ­დე­ბა, ხან რომ ისე მკვეთ­რა­დაა, თვა­ლებს გჭრის… მე­რე რომ, ერ­თი შე­ხედ­ვით, გგო­ნია – „აჰა, ხე­დავ თურ­მე, რა ყო­ფი­ლა“… აი, სწო­რედ მა­შინ იწყე­ბა და აღარ მთავ­რ­დე­ბა მი­ნავ­ლე­ბუ­ლი გრძნო­ბე­ბის კარ­ნა­ვა­ლე­ბი, ხე­ტი­ა­ლე­ბი; და­ნარ­ცხე­ბე­ბი და აღ­დ­გო­მე­ბი. პირ­ვე­ლად თორ­მე­ტი-ცა­მე­ტი წლი­სამ წა­ვი­კითხე, მას შემ­დეგ მომ­ყ­ვე­ბა, მას შემ­დეგ ერ­თად ვარ­სე­ბობთ, ერ­თად ვცხოვ­რობთ, ერ­თად ვსუნ­თ­ქავთ, ერ­თად გვიყ­ვარს და ერ­თად გვძულს…

ყვე­ლა­ფერს ერ­თად… ის ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ერ­თ­გუ­ლი მეგ­ზუ­რია…

ჩარ­ლი ჩაპ­ლი­ნი – „ჩე­მი ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფია“

კი არ გირ­ჩევთ, გეხ­ვე­წე­ბით…. ისიც ძვე­ლი გა­მო­ცე­მაა. სახ­ლ­ში თუ არ გაქვთ, არ მო­ას­ვე­ნოთ მშობ­ლე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი… ნა­თე­სა­ვე­ბი. აუცი­ლებ­ლად მო­ი­ძი­ეთ… გინ­დათ ზღა­პარ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა? გინ­დათ წი­ნას­წარ შე­იც­ნოთ სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბის სურ­ნე­ლი, მუდ­მი­ვი გა­მარ­ჯ­ვე­ბე­ბის გე­მო და ის, სა­ი­დუმ­ლო გუ­ლის და გო­ნე­ბის რო­მელ კუნ­ჭულ­ში იბა­დე­ბა?  ან ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ბა­რი­ე­რებს და მა­ხე­ებს რომ უმ­ტ­კივ­ნე­უ­ლოდ ან ნაკ­ლე­ბად მტკივ­ნე­უ­ლად აუაროთ გვერ­დი? ყვე­ლა­ფერ­ში ჩარ­ლი და­გეხ­მა­რე­ბათ, კე­თი­ლი ჯა­დო­ქა­რი… მა­რა­დი­უ­ლი ბავ­შ­ვი.

 

დე­ვიდ უეისი – „რო­დე­ნი. შიშ­ვე­ლი მო­ველ ამ ქვეყ­ნად“

უკ­ვე დი­დი ვი­ყა­ვი, ძა­ლი­ან დი­დი, პრა­ღა­ში რომ გა­და­ვე­დი საცხოვ­რებ­ლად. იქ ქარ­თ­ვე­ლე­ბი გა­ვი­ცა­ნი, რომ­ლებ­მაც ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ჩემ­თ­ვის ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქა­ლა­ქის გაც­ნო­ბა გა­დაწყ­ვი­ტეს. მოკ­ლედ, იმ დღეს რომ ბევ­რი ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა და­მათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნეს და დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ერთ-ერ­თ­მა, მო­დი, ბა­რემ ახ­ლოს ვართ და პრა­ღის ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში შე­ვი­ა­რო­თო, ცოდ­ვა გამ­ხე­ლი­ლი სჯობს, ძა­ლი­ან უხა­ლი­სოდ დავ­თან­ხ­მ­დი… იმი­ტომ რომ, დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი. მუ­ზე­უ­მის ასას­ვ­ლე­ლი კი­ბე­ე­ბი რო­გორ­ღაც ავი­ა­რეთ, მძი­მე მა­სი­უ­რი კა­რიც შე­ვა­ღე და… დიდ, ფარ­თო, მა­ღალ­ჭე­რი­ან დარ­ბაზ­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დი…

დარ­ბაზ­ში ოგი­უსტ რო­დე­ნის ის ცნო­ბი­ლი ოც­დარ­ვა ქან­და­კე­ბა იდ­გა, ჩე­მი ჯერ ბავ­შ­ვო­ბა და შემ­დეგ მთე­ლი ახალ­გაზ­რ­დო­ბა რომ გან­საზღ­ვ­რა. იმ გრძნო­ბებს და გან­ც­დებს ვგუ­ლის­ხ­მობ, ამ სა­ო­ცარ­მა წიგ­ნ­მა ჩემ­ში რომ აან­თო, ააგიზ­გი­ზა და ალ­ბათ, ასე ყო­ფი­ლა სა­ჭი­რო, სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან რომ წა­მო­სუ­ლან, შემ­დეგ ამ დარ­ბაზ­ში შე­მო­პა­რუ­ლან და ჩემს მო­ლო­დინ­ში გა­ყურ­სუ­ლან.

ამ წიგ­ნ­ში დი­დი ფრან­გი მო­ქან­და­კის, ოგი­უსტ რო­დე­ნის ბი­ოგ­რა­ფიაა აღ­წე­რი­ლი… ბავ­შ­ვო­ბა, ახალ­გაზ­რ­დო­ბა… ჯერ რო­გორ ის­წავ­ლა, შემ­დეგ რომ ის­წავ­ლა და სას­წა­უ­ლე­ბი შექ­მ­ნა, რო­გორ შრო­მობ­და, რო­გორ სტკი­ო­და, რო­გორ ბრა­ზობ­და, რო­გორ სძულ­და და რო­გორ უყ­ვარ­და… კითხ­ვის დროს მთე­ლი არ­სე­ბით მის გვერ­დით ვი­დე­ქი, თუმ­ცა არა, მის გვერ­დით კი არა, მე თვი­თონ ვი­ყა­ვი ოგი­უსტ რო­დე­ნი. მე ვა­ქან­და­კებ­დი მის იმ­დ­რო­ინ­დელ სკან­და­ლურ „იოანე ნათ­ლის­მ­ცე­მელს“, „მო­აზ­როვ­ნეს“, „კოც­ნას“ თუ ბუზღუ­ნა მუ­სიე ჰი­უ­გოს ბი­უსტს… კითხ­ვის დროს ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დი კითხ­ვის გარ­და: ვძერ­წავ­დი, ვხა­ტავ­დი, ვფიქ­რობ­დი, ვოც­ნე­ბობ­დი, ვჩხუ­ბობ­დი, ვმსჯე­ლობ­დი… ამ გა­და­სა­ხე­დი­დან, ახ­ლა ვხვდე­ბი, მა­შინ რო­დენ­მა, ავ­ტო­რის – დე­ვიდ უეისის წიგ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით, თა­ვად მე გა­მომ­ძერ­წა.

 

გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი

ამ ადა­მი­ა­ნის ვერც ერთ ცალ­კე­ულ წიგნს ვერ გა­მოვ­ყოფ… ყვე­ლა­ფე­რი წა­ი­კითხეთ მი­სი. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი… გინ­დათ გა­ი­გოთ რა ფე­რია თა­ვი­სუფ­ლე­ბა, გინ­დათ სიყ­ვა­რულს შე­ხე­დოთ თვა­ლებ­ში, გინ­დათ არ გან­საზღ­ვ­როთ სა­კუ­თა­რი თა­ვი? — იმი­ტომ რომ, სწო­რედ „გან­საზღ­ვ­რე­ბის“ გა­რე­შე დაძ­რუ­ლი გან­ც­დე­ბი მკვიდ­რ­დე­ბი­ან სულ­ში. გუ­რამ­მა იცის მა­რა­დი­უ­ლო­ბის სა­ი­დუმ­ლო, ის რო­მე­ლი­ღაც მწვერ­ვა­ლის წვერ­ზე, თოვ­ლ­ში, სპი­ლენ­ძის ზარ­დახ­შა­შია შე­ნა­ხუ­ლი. მის­კენ მი­მა­ვა­ლი ბი­ლი­კე­ბი რთუ­ლი რე­ლი­ე­ფი­სა­ნი არი­ან. ცი­ცა­ბო ფერ­დე­ბი, ხა­ხა­და­ღე­ბუ­ლი უფ­ს­კ­რუ­ლე­ბი, დრო­დად­რო ქარ­ბუ­ქი, ყინ­ვა… მსვლე­ლო­ბის დროს სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ნო­ბის იდუ­მა­ლი სიტ­კ­ბოს შეგ­რ­ძ­ნე­ბა არ გტო­ვებს და მთე­ლი არ­სე­ბით შე­იგ­რ­ძ­ნობ, რომ „ვნე­ბის სიმ­ძაფ­რე შე­ნე­ბა­შია და არა აშე­ნე­ბუ­ლით ტკბო­ბა­ში“.

 

გაბ­რი­ელ ტა­ნი­ეს შე­მოქ­მე­დე­ბა

⇒ „ქა­ნა­ა­ნის შვი­ლე­ბი“

გაბ­რი­ელ ტა­ნი­ეს პირ­ველ რო­მანს „ქა­ნა­ა­ნის შვი­ლე­ბი“ ერ­თ­ვის და­თო ტუ­რაშ­ვი­ლის ანო­ტა­ცია, რო­მელ­შიც ვკითხუ­ლობთ: „თუ ამ წიგ­ნის მო­მა­ვალ მკითხ­ველს და­საწყი­სი­დან­ვე მო­ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ აშ­კა­რად უჩ­ვე­უ­ლო, უც­ნა­უ­რი და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი წიგ­ნი აღ­მო­ა­ჩი­ნა, სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვე­თან­ხ­მე­ბი და იმა­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვიხ­სე­ნებ, თუ რო­გორ გა­მა­ხა­რა რამ­დე­ნი­მე წლის წინ თა­ვად ამ წიგ­ნის ავ­ტო­რის აღ­მო­ჩე­ნამ.

პირ­ვე­ლად ად­რე, ახალ­გაზ­რ­დო­ბა­ში შევ­ხ­ვ­დით, რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩვენ­სა­ვით არე­უ­ლი დრო იყო. მა­შინ მას სო­სო გა­ჩა­ვა ერ­ქ­ვა და ჯერ არა­ვინ იცო­და, თუ რო­დის და რო­გორ დავ­ლაგ­დე­ბო­დით და ისე დავ­წყ­ნარ­დე­ბო­დით, რომ ნე­ბის­მი­ერ ჩვენ­განს თვი­თონ გა­ე­კე­თე­ბი­ნა არ­ჩე­ვა­ნი. მან თვი­თონ გა­ა­კე­თა არ­ჩე­ვა­ნი და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რი გახ­და. წლე­ბის შემ­დეგ უკ­ვე ფშავ­ში ვნა­ხე, ჩარ­გალ­ში მოღ­ვა­წე­ობ­და.

ხევ­სუ­რეთ­ში იმ ზაფხულს ისე­თი სიტყ­ვე­ბი მო­ვის­მი­ნე ხევ­სუ­რე­ბის­გან (მი­სი სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ), სუ­ლაც არ მიკ­ვირს ამ წიგ­ნის ყდა­ზე მი­სი ხევ­სუ­რუ­ლი ფსევ­დო­ნი­მი. ტა­ნიე პა­ტა­რა ტბის სა­ხე­ლია პი­რი­ქი­თა ხევ­სუ­რეთ­ში, რო­მელ­საც გუ­ლის ფორ­მა აქვს. მა­მა იოსებს გუ­ლით უნ­დო­და, რომ არ­ხო­ტამ­დე სა­მან­ქა­ნე გზა გა­ეყ­ვა­ნათ (ბო­ლოს და ბო­ლოს) და XXI სა­უ­კუ­ნე­ში მა­ინც არ დაგ­ვე­კარ­გა არ­ხო­ტი და არ­ხო­ტი­ო­ნი – სწო­რედ ის თე­მი, ვინც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ამ­დე­ნი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლით იცავ­და.

მა­მა იოსე­ბის ეს წიგ­ნიც, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო, სიყ­ვა­რუ­ლის­თ­ვის და­წე­რი­ლი რო­მა­ნია, მაგ­რამ ბევ­რ­მა არ იცის, რომ ის არა მარ­ტო მწე­რა­ლი, მხატ­ვა­რიც არის და მგო­ნი, ჩვე­ნი ბე­ბი­ე­ბიც მარ­თ­ლე­ბიც იყ­ვ­ნენ, რო­ცა ამ­ბობ­დ­ნენ, რომ ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ფერ­ში ნი­ჭი­ე­რია და ამ წიგ­ნის მკითხ­ვე­ლებ­საც, გაკ­ვირ­ვე­ბას­თან ერ­თად, დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბაც ელით“.

⇒ „ან­გე­ლოზ­თა სა­კითხა­ვი“

გაბ­რი­ელ ტა­ნი­ეს მე­ო­რე რო­მა­ნი „ან­გე­ლოზ­თა სა­კითხა­ვი“ ბევრ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს და დღე­ვან­დე­ლო­ბის­თ­ვის სა­ჭირ­ბო­რო­ტო თე­მას აერ­თი­ა­ნებს. ეს წიგ­ნი სავ­სეა გა­სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნუ­რი ის­ტო­რი­ე­ბით.

„ან­გე­ლოზ­თა სა­კითხა­ვი“ რწმე­ნის, სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბი­სა და უსა­მარ­თ­ლო­ბის, ძა­ლა­უფ­ლე­ბის იარა­ღად ქცე­უ­ლი რე­ლი­გი­ის, მარ­გი­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, ეროვ­ნუ­ლი და რე­ლი­გი­უ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი­სა და თა­ვად ეკ­ლე­სი­ის შიგ­ნით არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის უმ­ტ­კივ­ნე­უ­ლე­სი და ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე თე­მე­ბის კა­ლე­ი­დოს­კო­პია. ავ­ტო­რი ბეწ­ვის ხიდ­ზე გა­დის და მკითხ­ველს სთა­ვა­ზობს სუ­ლის­შემ­ძ­ვ­რელ ამ­ბავს სიყ­ვა­რულ­ზე, რწმე­ნა­ზე, ადა­მი­ა­ნურ სი­სუს­ტე­ებ­ზე, ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­სა და ფსევ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე, ამ­ბავს, რო­მე­ლიც თა­ვის თავ­ში აერ­თი­ა­ნებს უამ­რავ შე­ნა­კადს, პლას­ტ­სა და სიღ­რ­მეს. მთა­ვარ სი­უ­ჟე­ტურ ხაზ­ში ჩარ­თუ­ლი, რო­გორც პა­რა­ლე­ლუ­რი ის­ტო­რი­ე­ბი, ისე ბიბ­ლი­უ­რი ალუ­ზი­ე­ბი და ირე­ა­ლუ­რი ამ­ბე­ბი, სარ­კეა დღე­ვან­დე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­სი, სარ­კე, რო­მე­ლიც ავ­ტორ­მა მოგ­ვა­წო­და და გვთხოვს — გავ­ბე­დოთ და შიგ ჩა­ვი­ხე­დოთ!

⇒ „ჩე­მო ელ-შა­დაი, ჩე­მო ადო­ნაი“

„ჩე­მო ელ-შა­დაი, ჩე­მო ადო­ნაი“ გაბ­რი­ელ ტა­ნი­ეს მე­სა­მე რო­მა­ნია სა­ინ­ტე­რე­სო ფორ­მით: მი­სი მთა­ვა­რი გმი­რი – მწე­რა­ლი, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბის რთუ­ლი პე­რი­ო­დი აქვს გა­და­სა­ლა­ხი, ბო­ლო დროს თავს გა­დამ­ხ­დარ ამ­ბებს დიქ­ტო­ფონ­ზე წერს მე­გო­ბარ­თან გა­საგ­ზავ­ნად, თან გა­მომ­ცემ­ლე­ბის­გან და­წუ­ნე­ბულ მოთხ­რო­ბას უკითხავს და იმ უც­ნა­უ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხე­ბაც უამ­ბობს, ცო­ტა ხნით ად­რე რომ მი­ი­ღო.

„მოკ­ლედ, ყვე­ლა­ნა­ი­რად ვეც­დე­ბი, და­ვიც­ვა აბე­სა­ლო­მის საფ­ლა­ვი, ვინც და­მი­ჯე­რებს, და­მი­ჯე­რებს, ვინც არა – მა­საც გა­უ­მარ­ჯოს ღმერ­თ­მა და თა­ვი­სი სი­მარ­თ­ლით იაროს… ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა რომ მი­ვი­ღე, ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რამ­ხე­ლა შვე­ბა ვიგ­რ­ძე­ნი, ახ­ლა, რო­ცა ამ გზას ვად­გა­ვარ, ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი დე­და­მი­წის ზურ­გ­ზე ადა­მი­ა­ნი არ მე­გუ­ლე­ბა. -— უყ­ვე­ბა პრო­ფე­სორ მე­გო­ბარს მწე­რა­ლი სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის მი­ჩე­ნი­ლი ახა­ლი მი­სი­ის შე­სა­ხებ.

რა­ტომ უჩ­ნ­დე­ბა რო­მა­ნის გმირს ის­რა­ელ­ში წას­ვ­ლი­სა და აბე­სა­ლო­მის საფ­ლა­ვის დაც­ვის სურ­ვი­ლი? რა­ტომ ებ­რა­ლე­ბა ამ­ბო­ხე­ბუ­ლი, მა­მის წი­ნა­აღ­მ­დეგ ამ­ხედ­რე­ბუ­ლი შვი­ლი? მკითხ­ვე­ლის თვალ­წინ, რო­მე­ლიც ამ კითხ­ვებ­ზე პა­სუხს რო­მა­ნის ტექ­ს­ტი­დან მი­ი­ღებს, და­ვი­თი­სა და აბე­სა­ლო­მის ბიბ­ლი­უ­რი ამ­ბა­ვი სხვა პერ­ს­პექ­ტი­ვით იშ­ლე­ბა, რად­გან მწე­რალს აბე­სა­ლო­მის ამ­ბო­ხე­ბის მო­ტივ­სა და მის სიკ­ვ­დილ­ზე გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვს.

⇒ „მცუ­რა­ვი სამ­ყა­როს სევ­და“

ახა­ლი წიგ­ნი

ეს პა­ტა­რა წიგ­ნი და­წე­რი­ლია ადა­მი­ა­ნის მი­ერ, რომ­ლის­თ­ვი­საც კარ­გა ხა­ნია, ღა­მე წა­სუ­ლია და დღე დამ­დ­გა­რია. ის გაც­დე­ნი­ლია საზღ­ვ­რებს, მიჯ­ნებს, ლი­ტე­რა­ტუ­რულ ბორ­კი­ლებ­სა და ნა­ირ-ნა­ირ­სა და თავ­ს­მოხ­ვე­ულ ჩარ­ჩო­ებს. მას­ზე ვერ იტყ­ვი, რომ ქარ­თ­ვე­ლი მწე­რა­ლია. მე­რე რა, რომ ქარ­თუ­ლად წერს და ქარ­თულ სიტყ­ვას­თან ჭი­დილ­ში ძერ­წავს თა­ვის სათ­ქ­მელს. ავ­ტო­რი ამ დე­და­მი­წის შვი­ლია და მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა ეკუთ­ვ­ნის ამ სამ­ყა­როს, რომ­ლის შვი­ლე­ბი ჩვენ ყვე­ლა­ნი ვართ: სხვა­დას­ხ­ვა რა­სობ­რი­ვი, ეთ­ნი­კუ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი და რე­ლი­გი­უ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. „გვაქვს უთ­ვა­ლა­ვის ფე­რი­თაო“ არც ამი­სი მთქმე­ლი იყო მარ­ტო ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის შვი­ლი. ისიც ყვე­ლა­სი იყო და ყვე­ლა­სი არის.

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება