17 მაისი, პარასკევი, 2024

აჭარაში საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

spot_img

აჭარაში საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის 2023 წლის ბიუჯეტი 25 მლნ. ლარიდან  33 მლნ. ლარამდე გაიზარდა. ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები:

⇑⇓ ბათუმი:

დასრულების ეტაპზეა ბათუმის N15 საჯარო სკოლის დამატებითი შენობის მშენებლობა;  მიმდინარეობს ბათუმის ახალი საჯარო სკოლის და ბათუმის N16 საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობა,  ბათუმის N2 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზის რეაბილიტაცია; დასრულდა ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის და ბათუმის N13 საჯარო სკოლების ღია მოედნების მოწყობა; – მიმდინარეობს ბათუმის N8, N9, N10, N11, N13, N22, N26 და N29 საჯარო სკოლების საპირფარეშოების სრული რეაბილიტაცია და ბათუმის N9 საჯარო სკოლაში ლიფტისა და დამატებითი კლასების მოწყობა; დასრულდა ბათუმის N30 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია; გამოცხადებულია ტენდერი ბათუმის N1 და N27 საჯარო სკოლების სახურავის რეაბილიტაციაზე; მიმდინარეობს პროექტირება და მალე გამოცხადდება ტენდერი ბათუმის N7 საჯარო სკოლის შენობის გამაგრება-რეაბილიტაციის სამუშაოებზე; მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულია ტენდერი ბათუმის N4 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებზე, ასევე, გამოცხადდება ბათუმის N5 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებზე.

⇑⇓ ქობულეთი:

მიმდინარეობს ხუცუბნის საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობა; დასრულდა ალამბრის და ქობულეთის N3 საჯარო სკოლების სახურავების, ფასადების, ტერიტორიის კეთილმოწყობის და სხვა სამუშაოები, ასევე, დასრულდა სკურას სკოლის სრული რეაბილიტაცია, საჩინოს საჯარო სკოლის ფასადის რეაბილიტაცია; მიმდინარეობს ქობულეთის N5 და ბუკნარის საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია და ქაქუთის, ჩაისუბნის N2, ლეღვას N1, აჭყვისთავის და ჯიხანჯურის საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის პირველი ეტაპის (სახურავების რეაბილიტაცია) სამუშაოები; გამოცხადებულია ტენდერი კვირიკეს N2, დაგვას (საბაზო) და ქვედა სამების საჯარო სკოლების ღია მოედნების, ტერიტორიის კეთილმოწყობის და სხვა სამუშაოების შესყიდვაზე, ასევე, ქობულეთის N1 საჯარო სკოლის სახურავის და ფასადის რეაბილიტაციის სამუშაოებზე.

⇑⇓ ხელვაჩაური:

დადებულია ხელშეკრულება და მალე განახლდება მახოს საჯარო სკოლის სპორტული და სააქტო დარბაზების დასრულების სამუშაოები; მიმდინარეობს განთიადის საჯარო სკოლის სპორტდარბაზის მშენებლობა და აგარის, ზემო ახალშენის და თხილნარის N1 საჯარო სკოლების სახურავების რეაბილიტაცია; გამოცხადებულია ტენდერი ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის ღია მოედნის მოწყობაზე, ასევე, ჭარნალის საჯარო სკოლის და მასზე მიერთებული ზედა ჭარნალის შენობის სახურავის, ფასადის, საპირფარეშოების და სხვა სამუშაოების მოწყობაზე.

⇑⇓ ქედა:

დასრულებულია დაბა ქედის საჯარო სკოლის სპორტკომპლექსის მშენებლობა, მიმდინარეობს ტრიბუნების და ხის იატაკის მოწყობის სამუშაოები; მიმდინარეობს მახუნცეთის საჯარო სკოლის სახურავის და ფასადის რეაბილიტაცია და კვაშტის საჯარო სკოლის სახურავის რეაბილიტაცია.

⇑⇓ შუახევი:

დადებულია ხელშეკრულება და მალე განახლდება დაბა შუახევის საჯარო სკოლის მშენებლობის სამუშაოები; დასრულდა დაბა შუახევის საჯარო სკოლის კამპუსის ფასადის სამუშაოები; მიმდინარეობს შუბნის და ჩანჩხალოს საჯარო სკოლების სახურავის და სხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები; დასრულდა ხიჭაურის საჯარო სკოლის სახურავის და ფასადის რეაბილიტაცია, მიმდინარეობს ტერიტორიის კეთილმოწყობა; მიმდინარეობს ტაკიძეების საჯარო სკოლის რეაბილიტაცია; დასრულდა ჭვანის საჯარო სკოლის სხვადასხვა სარებილიტაციო სამუშაოები.

⇑⇓ ხულო:

დასრულდა განახლების და კალოთის საჯარო სკოლების მშენებლობა; მიმდინარეობს ბეღლეთის საჯარო სკოლის მშენებლობის ბოლო ეტაპი, გამოცხადებულია ტენდერი ღია მოედნის მოწყობაზე ასევე, ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის ახალი შენობისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა და ირემაძეებისა და მთისუბნის საჯარო სკოლების სახურავების და სხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

გარდა ზემოაღნიშნული სკოლებისა, მიმდინარე წელს კიდევ გამოცხადდება ტენდერები სხვადასხვა სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები