20 მაისი, ორშაბათი, 2024

აფხაზეთის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

spot_img

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზვიად ბულისკერიამ თბილისში განთავსებული ვ. ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

პირველკლასელთა მიღების საზეიმო ღონისძიებაში პედაგოგები და სკოლის წარჩინებული მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ზვიად ბულისკერიამ მადლობა გადაუხადა სკოლის ადმინისტრაციას პირველკლასელთა საზეიმო დახვედრისა და სასწავლო პროცესის სრული მზადყოფნისათვის.

მინისტრის პირველმა მოადგილემ სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები