4 მაისი, შაბათი, 2024

არც ერთი აპლიკანტი საგამოცდო პროცესის მიღმა არ დარჩენილა

spot_img

გამოცდები 2021 უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით წარიმართა. კოვიდ-19-ის მიზეზით არც ერთი აპლიკანტი საგამოცდო პროცესის მიღმა არ დარჩენილა.

გამოცდების მიმდინარეობა შეაფასა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა: მოხარული ვარ, რომ წლევანდელი გამოცდები, გასული წლის მსგავსად, მთელი საქართველოს მასშტაბით, წარმატებით ჩატარდა. ჩვენი გუნდი მთელი წლის განმავლობაში ემზადებოდა, რათა საგამოცდო პროცესი ყოფილიყო უსაფრთხო და თითოეული აპლიკანტის ინტეესებზე მორგებული.

მიუხედავად პანდემიისა, ყველა აპლიკანტს მივეცით შესაძლებლობა, გამოცდებზე საკუთარი ცოდნა გამოევლინა. როგორც მოგეხსენებათ, კოვიდ-19-ით ინფიცირების გამო არც ერთი აპლიკანტი საგამოცდო პროცესის მიღმა არ დარჩენილა. საგანგებოდ მათთვის, ვისაც გამოცდაზე შესვლამდე კორონავირუსი დაუდასტურდა, დამატებითი საგამოცდო სესიები ჩავატარეთ.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა საგამოცდო პროცესის ორგანიზებაში ჩართულ თითოეულ თანამშრომელს გამოცდების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის, ხოლო აბიტურიენტებს, მაგისტრანტობის მაძიებლებს, სტუდენტებს, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს წარმატება უსურვა. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ხელი შეგიწყოთ თქვენი შესაძლებლობების რეალიზებაში – ამბობს მიხეილ ჩხენკელი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები