სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დი­სა და სპორ­ტის სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (186) სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უალ­ტერ­ნა­ტი­ვო უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლია. უნი­ვერ­სი­ტე­ტის უპი­რა­ტე­სო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და მსოფ­ლიო და­საქ­მე­ბის ბაზ­რებ­ზე მოთხოვ­ნა­დი პრო­ფე­სი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაა სპორ­ტის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბის, მე­დი­ცი­ნი­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის, ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბი­სა და სპორ­ტის მე­ნეჯ­მენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით. კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა მუ­შა­ობს პრო­ფე­სი­ით (ზო­გა­დი და­საქ­მე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი — 95%, პრო­ფე­სი­ით — 87%).

უნი­ვერ­სი­ტე­ტი თა­ნამ­შ­რომ­ლობს ეს­პა­ნე­თის, ბულ­გა­რე­თის, უნ­გ­რე­თის, პო­ლო­ნე­თის, ლი­ე­ტუ­ვას, თურ­ქე­თი­სა და სხვა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან — ამ­ჟა­მად უნი­ვერ­სი­ტე­ტის რამ­დე­ნი­მე სტუ­დენ­ტი მო­ბი­ლო­ბის გზით (მათ შო­რის, Erasmus + პროგ­რა­მით) სწავ­ლობს ევ­რო­პის წამ­ყ­ვან სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში.

დარ­გის წამ­ყ­ვა­ნი მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და პრაქ­ტი­კო­სი პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლო­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის მეშ­ვე­ო­ბით, უნი­ვერ­სი­ტე­ტი სტუ­დენ­ტებს ხელს უწყობს გა­ნა­ვი­თა­რონ თა­ვი­ან­თი ცოდ­ნა და უნა­რე­ბი, რა­თა გახ­დ­ნენ თა­ვი­ან­თი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი და და­საქ­მ­დ­ნენ, რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ისე მსოფ­ლი­ოს ბა­ზარ­ზე. სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი ევ­რო­პის, მსოფ­ლიო და ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ჩემ­პი­ო­ნე­ბი და პრი­ზი­ო­რე­ბი არი­ან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი აქ­ტი­უ­რად ვარ­ჯი­შო­ბენ და ივი­თა­რე­ბენ სპორ­ტულ უნა­რებს, რა­თა მო­ი­პო­ვონ ლი­ცენ­ზი­ე­ბი სპორ­ტის სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ო­ბა­ში და 2021 წლის ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

აირ­ჩიე სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (186) — ჩემ­პი­ო­ნე­ბი სწავ­ლო­ბენ აქ!

 

რას სთა­ვა­ზობს სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტი აბი­ტუ­რი­ენ­ტებს?

სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვან სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბას

სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის ყვე­ლა­ზე მოქ­ნილ სის­ტე­მას

სტი­პენ­დი­ებს მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის მქო­ნე სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის

სას­წავ­ლო პრო­ცესს, რო­გორც აუდი­ტო­რი­ებ­ში, ისე, პროგ­რა­მის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სპე­ცი­ა­ლურ სპორ­ტულ დარ­ბა­ზებ­ში, სტა­დი­ო­ნებ­ზე, კორ­ტებ­ზე, წამ­ყ­ვან სა­მე­დი­ცი­ნო/სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კლი­ნი­კებ­ში და ცენ­ტ­რებ­ში და ა.შ.

პრო­ფე­სი­ულ პრაქ­ტი­კას — ყვე­ლა პროგ­რა­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს პრაქ­ტი­კის კომ­პო­ნენტს, რო­გორც სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბა­ზებ­ზე, ისე ფე­დე­რა­ცი­ებ­თან, სპორ­ტულ კლუ­ბებ­თან და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტ­რებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით.

წამ­ყ­ვა­ნი სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბის ბა­ზა­ზე კვლე­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას

და­საქ­მე­ბას — და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ და­საქ­მ­დ­ნენ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის შე­სა­ბა­მი­სად.

სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მით, სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის წამ­ყ­ვან უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სწავ­ლას.

უნი­ვერ­სი­ტე­ტი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მთე­ლი სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში სწავ­ლის ხელ­შეწყო­ბა­ზე.

სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მე­ბი

ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­და და სპორ­ტი (მწვრთნე­ლი) — 2 250ლ

ფი­ზი­კუ­რი მე­დი­ცი­ნა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია — 2 250ლ

ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბა — 2 250ლ

სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მე­ბი

სპორ­ტის მე­ნეჯ­მენ­ტი — 2 250ლ

ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­და და სპორ­ტი (მწვრთნე­ლი) — 2 250ლ

ფი­ზი­კუ­რი მე­დი­ცი­ნა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია — 2 250ლ

ერ­თ­წ­ლი­ა­ნი (60-კრე­დი­ტი­ა­ნი) სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა

მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა (ფი­ზი­კუ­რი  აღ­ზ­რ­დი­სა  და სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბე­ლი) — 1 850ლ

ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დი­სა და სპორ­ტის მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა — 2 250ლ

აირ­ჩიე სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (186) — ჩემ­პი­ო­ნე­ბი სწავ­ლო­ბენ აქ!

 

ჩა­რიცხ­ვის წე­სი

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დი­სა და სპორ­ტის სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მებ­ზე ჩა­რიცხ­ვა ხდე­ბა ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბით.

ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დი­სა და სპორ­ტის (მწვრთნე­ლი) სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა

ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დი­სა და სპორ­ტის (მწვრთნე­ლი) სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა­ზე ჩა­რიცხ­ვის წი­ნა­პი­რო­ბაა ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე მხო­ლოდ 2 საგ­ნის (ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა და უცხო ენა) და უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ში­და სპორ­ტუ­ლი ტუ­რის ჩა­ბა­რე­ბა.

აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა სა­ყუ­რადღე­ბოდ! ში­და სპორ­ტუ­ლი ტუ­რი ით­ვა­ლის­წი­ნებს პრაქ­ტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის შე­მოწ­მე­ბას, რო­მე­ლიც პროგ­რა­მით გან­საზღ­ვ­რუ­ლი სწავ­ლის შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვის წი­ნა­პი­რო­ბაა. სპორ­ტუ­ლი ტუ­რის ნორ­მა­ტი­ვე­ბი, რო­მე­ლიც აბი­ტუ­რი­ენ­ტის სა­ერ­თო ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, გან­თავ­სე­ბუ­ლია უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვებ­სა­იტ­ზე (www.sportuni.edu.ge). ამას­თან, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის­თ­ვის ნორ­მა­ტი­ვე­ბის პა­კე­ტი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია.

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ში­და სპორ­ტულ ტურ­ზე რე­გის­ტა­ცია 
2021 წლის 20 მარ­ტი­დან იწყე­ბა!

აირ­ჩიე სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (186) — ჩემ­პი­ო­ნე­ბი სწავ­ლო­ბენ აქ!

 

ფი­ზი­კუ­რი მე­დი­ცი­ნი­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა 

პროგ­რა­მა­ზე ჩა­რიცხ­ვა ხდე­ბა ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბით.

დღე­ი­სათ­ვის, მე­დი­ცი­ნის ყვე­ლა დარ­გ­ში, სწო­რედ რე­ა­ბი­ლი­ტა­ციაა მყა­რი გა­მო­ჯან­მ­რ­თე­ლე­ბის, შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის აღ­დ­გე­ნის, რე­ცი­დი­ვის პრე­ვენ­ცი­ი­სა და ინ­ვა­ლი­დი­ზა­ცი­ის მი­ნი­მა­ლი­ზა­ცი­ის სა­ფუძ­ვე­ლი.

რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მთელ მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერ­თი მოთხოვ­ნა­დი და მა­ღა­ლა­ნაზღა­უ­რე­ბა­დი დარ­გია. ფა­კულ­ტეტ­ზე ის­წავ­ლე­ბა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა­დი თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბი, მათ შო­რის, აპა­რა­ტუ­რუ­ლი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო მე­თო­დე­ბი, ფი­ზი­ო­თე­რა­პია და ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­შე­ბი.

ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა

პროგ­რა­მა­ზე ჩა­რიცხ­ვა ხდე­ბა ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბით.

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ში აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა ისეთ სპე­ცი­ფი­კურ სას­წავ­ლო კურ­სებ­ზე, რო­გო­რი­ცაა სპორ­ტის მე­ნეჯ­მენ­ტი, სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­გეგ­მ­ვა, სპორ­ტის სა­მარ­თა­ლი და სხვ. კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვა, და­საქ­მ­დეს სპორ­ტის ფე­დე­რა­ცი­ებ­ში, სპორ­ტულ კლუ­ბებ­ში, სპორ­ტუ­ლი გუნ­დე­ბის მე­ნეჯ­მენ­ტ­ში და სხვ.

მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის ერ­თ­წ­ლი­ა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა

მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის მი­ზა­ნია ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დი­სა და სპორ­ტის მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სი საგ­ნის სწავ­ლე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნით და პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.

პროგ­რა­მა ფი­ნან­ს­დე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო გრან­ტით. 2020-2021 სას­წავ­ლო წელს სა­ხელ­მ­წი­ფომ სრუ­ლად და­ა­ფი­ნან­სა 30 ად­გი­ლი.

სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მებ­ზე
ჩა­რიცხ­ვა სა­ერ­თო სა­მა­გის­ტ­რო და ში­და გა­მოც­დე­ბით ხდე­ბა.

სტი­პენ­დია

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დი­სა და სპორ­ტის სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრი­ო­რი­ტე­ტია ხა­რის­ხ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლო­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ცოდ­ნის და უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზეა მი­მარ­თუ­ლი. სტი­პენ­დია გა­ი­ცე­მა რო­გორც A, ასე­ვე B შე­ფა­სე­ბა­ზე (91-დან 100 ქუ­ლამ­დე სტუ­დენ­ტებს (A შე­ფა­სე­ბა) — 150?, 81-დან 90 ქუ­ლამ­დე (B შე­ფა­სე­ბა) — 100?).

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 700 სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს, მათ­გან 80 სტი­პენ­დი­ან­ტია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის იმ სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც ამავ­დ­რო­უ­ლად მა­ღა­ლი მიღ­წე­ვის მქო­ნე სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბი არი­ან, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მა.

აირ­ჩიე სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (186) — ჩემ­პი­ო­ნე­ბი სწავ­ლო­ბენ აქ!