2022 წელს აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ, საკუთარ სარეგისტრაციო გვერდზე, 14 აპრილის 18:00 საათამდე დაემატებინათ ან ამოეშალათ ჩამონათვალიდან ნებისმიერი გამოცდა. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით ასე გამოიყურება:
ისტორია აირჩია 21800 – მდე აბიტურიენტმა;
მათემატიკა – 13 800 – ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ბიოლოგია – 3400 – ზე მეტმა აბიტურიენტმა;
გეოგრაფია – 1300 – მდე აბიტურიენტმა;
სამოქალაქო განათლება – 600-მდე აბიტურიენტმა;
ლიტერატურა – 800 – მდე აბიტურიენტმა;
ქიმია – 2600 – მდე აბიტურიენტმა;
ფიზიკა – 350 – მდე აბიტურიენტმა;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – 200-მდე აბიტურიენტმა.
პროგრამების არჩევისა და წაშლის საშუალება გამოსაცდელებს კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში აქვთ. ეს პროცესი აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღეს შეწყდება. 2022 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.