23 ნოემბერი, შაბათი, 2024

„შვი­დი სიტყ­ვით“ აკინ­ძუ­ლი მძი­მე რე­ა­ლო­ბა

spot_img

     ინტერვიუ იუნონა გურულთან 

ინტერვიუში გამოყენებულია დანი თაბუკაშვილის ფოტოები 

 

ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, შე­მოდ­გო­მა­ზე, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სი „ვწერ მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის“ ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­უ­ლად იქ­ცა მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის და არა მხო­ლოდ მათ­თ­ვის, ზო­გა­დად გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­თი და­ინ­ტერ­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის. მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ა­ლით გვაც­ნობს იმ გა­მარ­ჯ­ვე­ბულ მწერ­ლებს, რომ­ლე­ბიც მოთხ­რო­ბებს სპე­ცი­ა­ლუ­რად მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის წე­რენ და რომ­ლის მი­ზა­ნია მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის მხარ­და­ჭე­რა. კონ­კურ­სის პი­რო­ბის თა­ნახ­მად, სა­უ­კე­თე­სო მოთხ­რო­ბა უნ­და ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს სწო­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დამ­კ­ვიდ­რე­ბას სას­კო­ლო გა­რე­მო­ში, აღ­წერ­დეს თა­ნა­მედ­რო­ვე სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბას, მას­წავ­ლებ­ლი­სა და მოს­წავ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბის სირ­თუ­ლე­ებს და სა­ხავ­დეს მა­თი დაძ­ლე­ვის გზებს.

ჩვე­ნი გა­ზე­თის მკითხ­ველს ტრა­დი­ცი­ად ქცე­ულ ინ­ტერ­ვი­უს ვთა­ვა­ზობთ გა­მარ­ჯ­ვე­ბულ მწე­რალ­თან. წლე­ვან­დე­ლი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი იუნო­ნა გუ­რუ­ლი გახ­და, მოთხ­რო­ბით – „საყ­ვა­რე­ლი გერ­მა­ნუ­ლი სიტყ­ვა“. ქარ­თ­ველ­მა მკითხ­ველ­მა იუნო­ნა ჯერ პო­ე­ზი­ით გა­იც­ნო, შემ­დეგ – პრო­ზით. უფ­რო ფარ­თო მკითხ­ვე­ლის თვალ­სა­წი­ერ­ში კი მწე­რა­ლი 2016 წელს მო­ექ­ცა, რო­ცა „სა­ბას“ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გახ­და, კრე­ბუ­ლით – „დი­აგ­ნო­ზი“, რო­გორც დე­ბი­უ­ტან­ტი მწე­რა­ლი. „ის მარ­თ­ლა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მწე­რა­ლია. მი­სი მოთხ­რო­ბე­ბის კითხ­ვა რომ და­ვიწყე, ბავ­შ­ვო­ბის­დ­რო­ინ­დე­ლი მარ­წყ­ვე­ბი გა­მახ­სენ­და: მარწყვს ყო­ველ­თ­ვის ნე­ლა ვჭამ­დი ხოლ­მე, რომ ეს სი­ა­მოვ­ნე­ბა დიდ­ხანს გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი­ყო და ვი­საც ჩემ­ნა­ი­რი ბავ­შ­ვო­ბა ჰქონ­და, იუნო­ნა გუ­რუ­ლის მოთხ­რო­ბე­ბის წა­კითხ­ვი­სას, ალ­ბათ, ჩემ­სა­ვით, მარ­წყ­ვის ჭა­მა გა­ახ­სენ­დე­ბა. ჩემ­სა­ვით, ალ­ბათ, ისიც გა­უკ­ვირ­დე­ბა, რომ მა­ნამ­დე არა­ფე­რი იცო­და ამ ქარ­თ­ვე­ლი ავ­ტო­რის შე­სა­ხებ და თუ ჩემ­სა­ვით უხა­რია კი­დევ ერ­თი ახა­ლი, ძა­ლი­ან კარ­გი ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლის აღ­მო­ჩე­ნა, მა­შინ მა­საც დი­დი სი­ხა­რუ­ლი ელის.“ – ასე აფა­სებს და­თო ტუ­რაშ­ვი­ლი მოთხ­რო­ბე­ბის კრე­ბულს „დი­აგ­ნო­ზი“. არ შე­იძ­ლე­ბა არ და­ე­თან­ხ­მო მწე­რალს, მხო­ლოდ ერთს და­ვა­მა­ტებ, კონ­კურ­სის „ვწერ მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის“ 2022 წლის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი მოთხ­რო­ბა „საყ­ვა­რე­ლი გერ­მა­ნუ­ლი სიტყ­ვა“ მკითხ­ვე­ლის­თ­ვის იმ დი­დი ემო­ცი­ის მა­ტა­რებ­ლად იქ­ცე­ვა, რო­მე­ლიც, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ, იმ პრობ­ლე­მე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლედ გაქ­ცევს, რო­მელ­საც, სულ რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვით, მოს­წავ­ლე­ე­ბის პი­რით ახ­მო­ვა­ნებს ავ­ტო­რი და თით­ქოს დო­კუ­მენ­ტუ­რად ასა­ხავს ჩვე­ნი ყო­ფის მძი­მე რე­ა­ლო­ბას, რო­მელ­შიც მო­მა­ვალ თა­ო­ბას უწევს ცხოვ­რე­ბა და რომ­ლის გა­და­ფარ­ვა­საც მწე­რა­ლი  ემო­ცი­უ­რი მას­წავ­ლებ­ლის გან­ც­დე­ბით ცდი­ლობს.

„ჩა­ვალ ეზო­ში, გა­დავ­ხე­დავ პა­ტა­რა ბავ­შ­ვებს. ცარ­ცით ას­ფალ­ტ­ზე შე­მოვ­ხა­ზავ დიდ კითხ­ვის ნი­შანს“  – ზა­ზა თვა­რა­ძის ამ ცი­ტა­ტა­ზე აგე­ბულ მოთხ­რო­ბა­ში, რო­მე­ლიც წლე­ვან­დე­ლი კონ­კურ­სის თე­მა იყო, ავ­ტორ­მა ის კითხ­ვის ნიშ­ნე­ბი შე­მო­ხა­ზა, რო­მე­ლიც დღე­ვან­დე­ლი სკო­ლის რე­ა­ლო­ბა­ში იკ­ვე­თე­ბა.

📌 „ნოს­ტალ­გია“, „შუ­რის­ძი­ე­ბის წყურ­ვილ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი“, „გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა“, „შე­ხე­ბის ში­ში“, „წი­ნას­წა­რი გე­მო ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლი სიტყ­ვაა“, „უსაზღ­ვ­რო­ე­ბა“ და „სა­მა­ჩაბ­ლო“ – ეს რე­ჰა­მის, ან­ჟე­ის, ტა­მი­ნას, რო­შა­ნის, აჰ­მა­დის, სა­ლი­მის და ელე­ნეს საყ­ვა­რე­ლი სიტყ­ვე­ბია… თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი სიტყ­ვა რო­მე­ლია, იუნო­ნა?

🔘 ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი სიტყ­ვა ალ­ბათ Fernweh არის. Heimweh, მოთხ­რო­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სიტყ­ვა, ნიშ­ნავს ნოს­ტალ­გი­ას, (Heim — სახ­ლი, Weh – პირ­და­პი­რი თარ­გ­მა­ნი ტკი­ვი­ლი, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მო­ნატ­რე­ბა). Fernweh (fern – შო­რი) არის მოგ­ზა­უ­რო­ბის, გზის, შო­რე­თის, სხვა მხა­რის მო­ნატ­რე­ბა. ში­ნა­არ­სობ­რი­ვა­დაც ძა­ლი­ან მომ­წონს და თან, ნოს­ტალ­გი­ა­ზე მე­ტად ეს გრძნო­ბა მა­წუ­ხებს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. ჩე­მი ბო­ლო წიგ­ნის წი­ნა­სიტყ­ვა­ო­ბაც ასე მთავ­რ­დე­ბა: „რო­დეს­მე აუცი­ლებ­ლად გა­და­ვაგ­დებ მო­ბი­ლურს, რო­მელ­საც თით­ქ­მის არას­დ­როს ვხმა­რობ და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა­მებრ, ჩა­ვა­ლა­გებ ზურ­გ­ჩან­თას და წა­ვალ, სა­ი­თაც გზა წა­მიყ­ვანს. ვი­მოგ­ზა­უ­რებ ბევრს, ვივ­ლი ბო­ლომ­დე. ვნა­ხავ ბევრ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ მზის ამოს­ვ­ლას და ჩას­ვ­ლას. და­ვუგ­დებ ყურს სხვა­დას­ხ­ვა ხმებს, ენებს, ინ­ტო­ნა­ცი­ებს, სიტყ­ვებს და ამ­ბებს. ვითხო­ვებ და ვი­ჩუ­ქებ სხვე­ბის ცხოვ­რე­ბის დღე­ებს…“

📌 რა არის თქვე­ნი მოთხ­რო­ბის „საყ­ვა­რე­ლი გერ­მა­ნუ­ლი სიტყ­ვა“ მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი?

🔘 ის, რომ ადა­მი­ა­ნებ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შ­ვებ­თან ძა­ლი­ან ფრთხი­ლი და ფა­ქი­ზი ურ­თი­ერ­თო­ბაა სა­ჭი­რო. რომ მას­წავ­ლებ­ლო­ბა მხო­ლოდ სას­კო­ლო საგ­ნის სწავ­ლე­ბა არაა და გათ­ვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი უნ­და გვქონ­დეს, რამ­დენ პრობ­ლე­მას­თან და გა­მოწ­ვე­ვას­თან უწევთ მოს­წავ­ლე­ებს ხში­რად შე­ჯა­ხე­ბა.

📌 რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტეთ ისეთ ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სა­დაც მოთხ­რო­ბას მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის და­წერ­დით და მთა­ვარ აქ­ცენ­ტებ­საც მას­წავ­ლე­ბელ­სა და მოს­წავ­ლე­ზე გა­ა­კე­თებ­დით?

🔘 რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ვიწყე მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბა. მარ­თა­ლია, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს კი არა, მიგ­რან­ტებს ვას­წავ­ლი გერ­მა­ნულ ენას, მაგ­რამ მა­ინც „ჩემს ბავ­შ­ვებს“ ვე­ძა­ხი ჩემ­ზე უფ­რო­სი ასა­კის ხალ­ხ­საც. ცო­ტა უც­ნა­უ­რი­ცაა, 40 წლის ასაკ­ში ისე­თი პრო­ფე­სი­ის აღ­მო­ჩე­ნა, რო­მე­ლიც ასე ძა­ლი­ან გიყ­ვარს და ასე ბო­ლომ­დე შე­ნია. მით უმე­ტეს, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ არც ბავ­შ­ვო­ბა­ში, არც მო­ზარ­დო­ბა­ში მას­წავ­ლებ­ლო­ბა არ მდო­მე­ბია.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კურსს, პირ­ვე­ლად ვცა­დე წი­ნას­წარ მო­ცე­მულ თე­მა­ზე მოთხ­რო­ბის და­წე­რა. ჩავ­თ­ვა­ლე, რომ სა­ინ­ტე­რე­სო იყო ჩემს ახალ პრო­ფე­სი­ა­ზე რა­მე და­მე­წე­რა და იმ ემო­ცი­ე­ბის ნა­წი­ლი მა­ინც გად­მო­მე­ცა, რაც მას­წავ­ლებ­ლო­ბას მო­აქვს ჩემ­თ­ვის.

📌 ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან, რას მი­იჩ­ნევთ მას­წავ­ლებ­ლის და მოს­წავ­ლის ყვე­ლა­ზე დიდ ბა­რი­ე­რად/გა­მოწ­ვე­ვად? ალ­ბათ, გი­ფიქ­რი­ათ ამა­ზე, რო­ცა კონ­კურ­სის­თ­ვის წე­რას იწყებ­დით…

🔘 მგო­ნია, რომ მას­წავ­ლე­ბელ­სა და მოს­წავ­ლეს შო­რის აუცი­ლებ­ლად უნ­და შედ­გეს კავ­ში­რი და გა­ი­ბას ძა­ფე­ბი. არ შე­იძ­ლე­ბა, მოს­წავ­ლე უბ­რა­ლოდ ერთ-ერ­თი გვა­რი იყოს შენ­თ­ვის სი­ა­ში. მას­წავ­ლე­ბელს უნ­და ახ­სოვ­დეს, რომ ყვე­ლა მოს­წავ­ლე ცალ­კე ინ­დი­ვი­დია, უნი­კა­ლუ­რი ხა­სი­ა­თით, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბით, მის უკან მდგა­რი ამ­ბე­ბით. მას­წავ­ლებ­ლო­ბა არაა პრო­ფე­სია, რო­მე­ლიც კა­რის გა­მო­ხურ­ვი­სას და სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე მთავ­რ­დე­ბა, იმი­ტომ, რომ შენ­მა თი­თო­ე­ულ­მა სიტყ­ვამ და ქცე­ვამ შე­იძ­ლე­ბა წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი და­ტო­ვოს ბავ­შ­ვ­ში. ამი­ტომ მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია, ორი­ვე მხრი­დან იყოს ერ­თ­მა­ნე­თის მი­მართ ნდო­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა. ეს ნე­ბის­მი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ფუძ­ვე­ლია.

📌 ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ბი­ოგ­რა­ფია გაქვთ – 1999 წლი­დან გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობთ, შო­თა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რა­ლურ და ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტეტებში სწავ­ლის შემ­დეგ აკა­დე­მი­ური გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღეთ ჰა­ნო­ვე­რი­სა და ფრა­ი­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი­სა და უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის მა­გის­ტ­რის წო­დე­ბით და­ამ­თავ­რეთ. ერთ-ერთ გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვან ინ­ტერ­ვი­უ­ში, შე­კითხ­ვა­ზე – „რა ქარ­მა გად­მო­გის­რო­ლათ ბერ­ლინ­ში?“ – თქვენ პა­სუ­ხობთ: „პირ­ვე­ლად – შემ­თხ­ვე­ვამ, მე­ო­რედ კი – ცხოვ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბამ“. რო­გო­რია თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა ბერ­ლინ­ში და რას საქ­მი­ა­ნობთ იქ?

🔘 გარ­და იმი­სა, რომ სკო­ლა­ში ვას­წავ­ლი, ვწერ და ვთარ­გ­მ­ნი ინ­ტენ­სი­უ­რად. უკ­ვე ათი წიგ­ნი ვთარ­გ­მ­ნე, მათ შო­რის აკა მორ­ჩი­ლა­ძის „მოგ­ზა­უ­რო­ბა ყა­რა­ბაღ­ში“ და „მა­მე­ლუ­ქი“, ირაკ­ლი ჩარ­კ­ვი­ა­ნის „მშვი­დი ცურ­ვა“. და­ვამ­თავ­რე ჩე­მი პირ­ვე­ლი რო­მა­ნი გერ­მა­ნულ ენა­ზე, რო­მე­ლიც წე­სით უკ­ვე უნ­და გა­მო­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ, კო­ვი­დის პან­დე­მი­ის გა­მო, მო­მა­ვალ წლამ­დე გა­და­ი­დო. ამ­ჟა­მად ვმუ­შა­ობ და­თია ბა­და­ლაშ­ვი­ლის „ლეკ­ვე­ბის სა­მოთხის“ და შო­თა იათაშ­ვი­ლის „დამ­წყე­ბის“ საც­დელ თარ­გ­მან­ზე. ორი­ვე ძა­ლი­ან კარ­გი წიგ­ნია და მინ­და, მა­თი სათ­ქ­მე­ლი გერ­მა­ნელ მკითხ­ვე­ლამ­დე მი­ვი­ტა­ნო. იმე­დია, მა­ლე ვნა­ხავ გა­მომ­ცე­მელს.

რო­ცა არ ვმუ­შა­ობ (რაც, ჩე­მი „ვორ­კო­ჰო­ლი­კო­ბი­დან“ გა­მომ­დი­ნა­რე, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა), ვხვდე­ბი მე­გობ­რებს, მათ შო­რის ყო­ფილ მო­წა­ფე­ებს, დავ­დი­ვარ ლი­ტე­რა­ტუ­რულ სა­ღა­მო­ებ­ზე, კი­ნო­ში, გა­მო­ფე­ნებ­ზე. თუმ­ცა, უმე­ტეს დროს კა­ფე­ში ვა­ტა­რებ ლეპ­ტოპ­თან, ყა­ვას­თან, სა­წერ­თან და მუ­სი­კას­თან ერ­თად.

📌 კონ­კურ­სის ჯილ­დო დე­დას გა­დას­ცეს. თქვენ სტა­ტუს­ში წერთ, რომ „მე და დე­დას ტრა­დი­ცი­ად გვექ­ცა, მე ბერ­ლინ­ში ყოფ­ნა და იმას ჩე­მი ჯილ­დოს მი­ღე­ბა თბი­ლის­ში.“ რა გან­ც­დაა შო­რი­დან შე­ნი ქვეყ­ნის პრო­ცე­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სა­მო­მავ­ლოდ  დაბ­რუ­ნე­ბას ხომ არ გეგ­მავთ?

🔘 ეგ საკ­მა­ოდ მტკივ­ნე­უ­ლი თე­მაა ჩემ­თ­ვის. ძა­ლი­ან რთუ­ლია, რო­დე­საც შორს ხარ და ფე­ის­ბუქ­ზე სტა­ტუ­სე­ბის წე­რის გარ­და არა­ნა­ი­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ გაქვს, რა­მე გა­ა­კე­თო ან  უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმ ტრა­დი­ცი­ის გარ­და, რომ დე­დას ჩე­მი ჯილ­დო­ე­ბის აღე­ბა უწევს, ასე­ვე ტრა­დი­ცი­ად მექ­ცა, რომ ძა­ლი­ან ხში­რად, თბი­ლის­ში ჩაფ­რე­ნი­ლი, აერო­პორ­ტი­დან პირ­და­პირ რა­მე აქ­ცი­ა­ზე მივ­დი­ვარ ხოლ­მე. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ნორ­მა­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არც აქ­ცი­ე­ბი არ ცვლის არა­ფერს.

დაბ­რუ­ნე­ბას ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვგეგ­მავ. მა­გის­ტ­რა­ტუ­რის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ორი წე­ლი ვიცხოვ­რე მანდ, მაგ­რამ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­ღა­ლა­ნაზღა­უ­რე­ბა­დი, სა­ინ­ტე­რე­სო სამ­სა­ხუ­რი მქონ­და, ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და შე­გუ­ე­ბა და უკან დავ­ბ­რუნ­დი.

ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ჩე­მი შვი­ლი იყო, მინ­დო­და უფ­რო თა­ვი­სუ­ფალ, სტე­რე­ო­ტი­პე­ბის­გან დაც­ლილ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაზ­რ­დი­ლი­ყო. მინ­დო­და იქ ეცხოვ­რა, სა­დაც არ შე­მე­შინ­დე­ბო­და, რომ გრძე­ლი თმის გა­მო ვინ­მე აუშარ­დე­ბა, რომ ექ­ს­კურ­სი­ა­ზე წა­სუ­ლი უკან ვე­ღარ მო­ვა, რომ აუზ­ში ბურ­თის ამო­სა­ტა­ნად ჩა­სულს დე­ნი და­არ­ტყამს.

📌 2016 წელს „სა­ბას“ ჯილ­დო გერ­გოთ კრე­ბუ­ლის­თ­ვის „დი­აგ­ნო­ზი“, რო­გორც დე­ბი­უ­ტანტ მწე­რალს. წლე­ბის შემ­დეგ, გა­სულ ზაფხულ­ში, კი­დევ ერ­თი (რი­გით მე­ოთხე) წიგ­ნი წა­რად­გი­ნეთ, უკ­ვე სა­ხელ­წო­დე­ბით – „დი­აგ­ნო­ზის გა­რე­შე“. ამ­ბობთ, რომ წიგ­ნი „დი­აგ­ნო­ზის გა­რე­შე“ თქვენ­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რადგან  ში­ნა­გა­ნი ბა­რი­ე­რე­ბის გა­და­ლახ­ვა დაგ­ჭირ­დათ იმის­თ­ვის, რომ იქ ასა­ხულ თე­მებ­ზე გე­სა­უბ­რათ, რაც ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ არის მარ­ტი­ვი. რა თე­მე­ბია ეს?

🔘 არა­ერ­თხელ მით­ქ­ვამს, რომ ჩემ­თ­ვის წე­რა ფსი­ქო­თე­რა­პიაა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა ამ­ბე­ბის და ემო­ცი­ე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბა­ში. ჩე­მი მოთხ­რო­ბე­ბის ნა­წი­ლი ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლია და ისეთ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში, რო­გო­რიც სა­ქარ­თ­ვე­ლოა, ძა­ლი­ან რთუ­ლია სა­ჯა­როდ გა­მო­ი­ტა­ნო ამ­ბე­ბი. ამი­ტომ, ყო­ველ ჯერ­ზე, ში­ნა­გა­ნი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა მი­წევს და ყო­ვე­ლი ახა­ლი წიგ­ნი ბევრ უძი­ლო ღა­მეს­თან და ნერ­ვი­უ­ლო­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა. თე­მე­ბი, რომ­ლებ­ზეც ხში­რად ვწერ, არის  ძა­ლა­დო­ბა ოჯახ­ში, ძა­ლა­დო­ბა ქა­ლებ­ზე, ბავ­შ­ვებ­ზე, ნარ­კო­მა­ნია, გა­უცხო­ე­ბა, მარ­ტო­ო­ბა, უხე­ში და გულ­გ­რი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა…

📌 და­ბო­ლოს, თქვე­ნი გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი მოთხ­რო­ბის პერ­სო­ნა­ჟი ბავ­შ­ვე­ბის სიტყ­ვე­ბი ძა­ლი­ან დიდ ემო­ცი­ას იწ­ვევს, თი­თო სიტყ­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, თი­თო გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა ჩა­ტე­უ­ლი, რო­მე­ლიც გა­შიშ­ვ­ლე­ბულ და შე­უ­ლა­მა­ზე­ბელ სამ­ყა­როს გიჩ­ვე­ნებს. ინ­ტერ­ვი­უს და­საწყის­ში, ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი მოთხ­რო­ბის პერ­სო­ნა­ჟე­ბის საყ­ვა­რე­ლი სიტყ­ვე­ბით, უკ­ვე და­ვი­ნა­ხეთ რე­ა­ლო­ბა, რო­მელ­შიც ბავ­შ­ვებს უწევთ ცხოვ­რე­ბა…  რას ფიქ­რობთ, ამ ტკი­ვილ­ნა­რე­ვი გან­ც­დე­ბის შემ­გ­რო­ვე­ბე­ლი მას­წავ­ლებ­ლის ყო­ფა­ზე და მის მოს­წავ­ლე­ებ­ზე? რას ეტყო­დით მათ?

🔘 მას­წავ­ლებ­ლებს ვურ­ჩევ­დი, თუ ბო­ლომ­დე, ყვე­ლა უჯ­რე­დით არ უყ­ვართ თა­ვი­სი საქ­მე, სხვა პრო­ფე­სია მო­ძებ­ნონ. ბავ­შ­ვებს კი ვეტყო­დი, რომ ყვე­ლა დაბ­რ­კო­ლე­ბის და პრობ­ლე­მის მი­უ­ხე­და­ვად უნ­და ეცა­დონ, მი­ი­ღონ კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა და შე­იყ­ვა­რონ კითხ­ვა, იმი­ტომ, რომ წიგ­ნი, ცოდ­ნის წყა­როს გარ­და, ყვე­ლა­ზე სან­დო და მყუდ­რო თავ­შე­სა­ფა­რია. და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ვთხოვ­დი, შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ თა­ვი­ან­თი სიწ­რ­ფე­ლე და დარ­ჩ­ნენ სუფ­თა, უბო­რო­ტო ადა­მი­ა­ნე­ბად.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

 

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები