23 ნოემბერი, შაბათი, 2024

შან­სი და­საქ­მე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის­თ­ვის

spot_img

ბო­ლო წლებ­ში პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რიცხ­ვი, მათ შო­რის ზრდას­რუ­ლე­ბი­საც, საგ­რ­ძ­ნობ­ლად იზ­რ­დე­ბა. ზო­გა­დად, ასეთ ტენ­დენ­ცი­ას სხვა­დას­ხ­ვა ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს. უმ­თავ­რე­სი და ყვე­ლას­თ­ვის სა­ერ­თო პროგ­რა­მე­ბის/არ­ჩე­ვა­ნის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა და და­საქ­მე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვაა. თუმ­ცა, სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის აღ­მ­ზ­რ­დე­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიმ­ზიდ­ვე­ლი სწო­რედ და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის­თ­ვის გახ­და და ეს იმი­ტომ, რომ სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან საგ­რ­ძ­ნობ­ლად გა­ი­ზარ­და ხა­რის­ხ­ზე მოთხოვ­ნა. დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში აღ­მ­ზ­რ­დე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე და­საქ­მე­ბულ­თა დი­დი უმ­რავ­ლე­სო­ბა სრუ­ლი­ად გან­ყე­ნე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, თუმ­ცა – მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით. სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ახა­ლი სტან­დარ­ტით კი აღ­მ­ზ­რ­დე­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი მოთხოვ­ნაა.

პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯი „ფა­ნას­კერ­ტე­ლი“ ამ პროგ­რა­მას 2019 წლი­დან ახორ­ცი­ე­ლებს და მას თი­ნა­თინ ნო­ზა­ძე ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს. ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ის ადას­ტუ­რებს, რომ აღ­მ­ზ­რ­დე­ლის პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლის მსურ­ველ­თა რიცხ­ვი ყო­ველ­წ­ლი­უ­რად იზ­რ­დე­ბა, ამ­ბობს, რომ ამის გა­მო მი­ი­ღეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რე­ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის დროს, გა­ა­ორ­მა­გონ კვო­ტა­ზე მოთხოვ­ნა, ანუ 40-მდე გა­ზარ­დონ (აქ თე­ლა­ვის ფი­ლი­ა­ლიც იგუ­ლის­ხ­მე­ბა). „ამის სა­შუ­ა­ლე­ბას კო­ლე­ჯის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რაც გვაძ­ლევს და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სიც, სა­ხელ­მ­ძღვა­ნე­ლო­ე­ბი, ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის ჯგუფ­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი სივ­რ­ცეც გვაქვს, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო პი­რო­ბე­ბიც პროგ­რა­მის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია,“ – ამ­ბობს თი­ნა­თი­ნი.

ახ­ლა, რაც შე­ე­ხე­ბა სტუ­დენ­ტებს – სა­ლო­მე ეფ­რე­მი­ძე­სა და ლე­ლა ური­ად­მ­ყო­ფელს.

სა­ლო­მემ ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი 2018 წელს და­ას­რუ­ლა ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხით, პრო­ფე­სი­ით არ უმუ­შა­ვია, შემ­დეგ დე­და გახ­და და შვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ ბევ­რი ისე­თი კითხ­ვა გა­უ­ჩი­ნა, რა­ზეც პა­სუ­ხებს ვერ პო­უ­ლობ­და; შემ­დეგ სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში მი­იყ­ვა­ნა და იქაც ბევ­რი რამ აღ­მოჩ­ნ­და მის­თ­ვის უც­ნო­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო. ერ­თი სიტყ­ვით, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში და­ეხ­მარ­ნენ შვი­ლი და მე­გო­ბა­რი, ყო­ფი­ლი თა­ნა­კურ­სე­ლი, რო­მელ­საც ამა­ვე კო­ლეჯ­ში ფარ­მა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბა ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

„არ­ჩე­ვან­ში რომ არ შევ­ც­დი, ამას პირ­ვე­ლი­ვე ლექ­ცი­ე­ბი­დან მივ­ხ­ვ­დი, გაც­ნო­ბი­თი პრაქ­ტი­კის მო­დუ­ლის გავ­ლი­სას, რო­მელ­საც თა­მარ ბუ­ლია-მარ­შა­ვა უძღ­ვე­ბა და სა­დაც არ­ჩე­უ­ლი პრო­ფე­სი­ის არსს ეც­ნო­ბი. დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, ინ­ტე­რე­სი რომ უფ­რო მე­ტად გიმ­ძაფ­რ­დე­ბა და მე­ტის გა­გე­ბის სურ­ვი­ლი გიჩ­ნ­დე­ბა, რო­ცა ვარ­დის­ფე­რ ფე­რებ­­ში კი არა, შე­ნი მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ის ობი­ექ­ტურ, რე­ა­ლის­ტურ სუ­რათს გი­ხა­ტა­ვენ – თა­ვი­სი სირ­თუ­ლე­ე­ბი­თა და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით. ძა­ლი­ან დი­დი ფაქ­ტო­რია პე­და­გო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხ­ვა მო­დულს გვი­კითხა­ვენ, მა­თი საქ­მი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი და სტუ­დენ­ტე­ბი­სად­მი ყუ­რადღე­ბა. ამი­ტო­მაც ვამ­ბობ, რომ კო­ლეჯ­ში გა­ტა­რე­ბულ­მა ორ­მა წელ­მა ჩე­მი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის სის­წო­რე­ში და­მარ­წ­მუ­ნა. იმ მოკ­ლე­ვა­დი­ან­მა (3-4 დღე) პრაქტი­კულ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ, რაც ბაღ­ში მი­ვი­ღე, მო­დუ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, რო­ცა გა­რე­მოს გა­ვე­ცა­ნით, ვა­წარ­მო­ეთ დაკ­ვირ­ვე­ბა და შე­ფა­სე­ბაც გა­ვა­კე­თეთ, სა­ბო­ლო­ოდ მი­მახ­ვედ­რა, რომ სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ აუცი­ლებ­ლად ჩე­მი ახა­ლი პრო­ფე­სი­ით დავ­საქ­მ­დე­ბი. კო­ლე­ჯი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბა.“

სა­ლო­მეს­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ლე­ლა ური­ად­მ­ყო­ფელს სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში მუ­შა­ო­ბის საკ­მაო გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. ისე მოხ­და, რომ აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ინ­ჟინ­რო ეკო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ 6 წე­ლი იმუ­შა­ვა 56-ე ბაღ­ში აღ­მ­ზ­რ­დე­ლის თა­ნა­შემ­წედ, 4-წლი­ა­ნი წყვე­ტის შემ­დეგ – კერ­ძო ბაღ­ში, აღ­მ­ზ­რ­დე­ლად. არა­ერ­თი ტრე­ნინ­გის გავ­ლი­სა და მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად მი­აჩ­ნია, რომ ამ სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა. „უამ­რა­ვი ახა­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გიაა, მუ­შა­ო­ბის ახა­ლი სტი­ლი, ახა­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, მე­თო­დო­ლო­გია, რო­მელ­საც აუცი­ლებ­ლად უნ­და იც­ნობ­დე და იყე­ნებ­დე, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარტს შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დე – ყვე­ლა­ფე­რი ეს ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია „ფა­ნას­კერ­ტელ­ში“, მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ციუ­რი პე­და­გო­გე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. ბა­ღებ­ში და­საქ­მე­ბულ­თა 80%-ს ხომ არ გვაქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, ამი­ტომ ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა ჩე­მი ყვე­ლა კო­ლე­გის­თ­ვის; ვურ­ჩევ მათ, გა­მო­ი­ყე­ნონ ეს შან­სი არა მარ­ტო და­საქ­მე­ბის­თ­ვის, არა­მედ პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის­თ­ვი­საც. ეს აუცი­ლე­ბე­ლია, რომ კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი იყო შრო­მის ბა­ზარ­ზე. 15 მო­დუ­ლი­დან 12 პრო­ფე­სი­უ­ლია, ყვე­ლა სა­ინ­ტე­რე­სოა და მო­ი­ცავს ყვე­ლა­ფერს, რა­საც გუ­ლის­ხ­მობს ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა და რაც სა­ჭი­როა ბავ­შ­ვის ჰარ­მო­ნი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის – მა­თე­მა­ტი­კუ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი­დან დაწყე­ბუ­ლი, ცეკ­ვა-მუ­სი­კა-მოძ­რა­ო­ბე­ბის მო­დუ­ლე­ბით გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი და ბაღ­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა პო­ზი­ცი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე­თა ფუნ­ქ­ცია-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის გაც­ნო­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი.“

გარ­და ამი­სა, ორი­ვე რეს­პონ­დენ­ტის­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნ­და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მო­დუ­ლი, რო­მელ­საც თით­ქ­მის მთე­ლი ზაფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­დი­ოდ­ნენ; ხელ­საყ­რე­ლია თე­ო­რი­უ­ლი ხა­სი­ა­თის მო­დუ­ლე­ბის დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში შეს­წავ­ლაც, გან­სა­კუთ­რე­ბით ლე­ლას­თ­ვის: „დღე ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი მაქვს და შე­იძ­ლე­ბა ვერ მო­ვა­ხერ­ხო ლექ­ცი­ა­ზე შეს­ვ­ლა, მაგ­რამ ამას ყო­ველ­თ­ვის ვა­კე­თებ სა­ღა­მო­ო­ბით, სახ­ლ­ში, მშვიდ გა­რე­მო­ში. უკუ­კავ­ში­რის სა­შუ­ა­ლე­ბაც გვაქვს, რაც ძა­ლი­ან კარ­გია და სა­სარ­გებ­ლო ჩვენ­თ­ვის. ერ­თი სიტყ­ვით, აქ გა­ტა­რე­ბულ­მა 2-მა წელ­მა, ჩვენ­მა პე­და­გო­გებ­მა, მათ­მა მცდე­ლო­ბამ, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ცოდ­ნა წა­ვი­ღოთ კო­ლე­ჯი­დან, კი­დევ ერ­თი პრო­ფე­სი­ის – ფარ­მა­ცი­ის შეს­წავ­ლა­ზე და­მა­ფიქ­რა.“

თე­ბერ­ვ­ლი­დან უკ­ვე 3-თვი­ა­ნი პრაქ­ტი­კა და­იწყე­ბა ბა­ღებ­ში, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც უკ­ვე დიპ­ლო­მი­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, სი­ახ­ლე­ე­ბი­თა და თა­ნა­მედ­რო­ვე ცოდ­ნით აღ­ჭურ­ვი­ლე­ბი, გა­აგ­რ­ძე­ლე­ბენ ან და­იწყე­ბენ საქ­მი­ა­ნო­ბას ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან და რთულ სფე­რო­ში.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები